Saturday, December 31, 2011

წლის შეჯამება

მაშ ასე, სინდისმა შემაწუხა და თან საქმე არაფერი მაქვს და სანამ გავალ და ისევ ტელევიზორს ვუყურებ და ცალი ყურით დედაჩემის "მოიყვანე ცოლი, ხომ მომეხმარებოდა ახლა"-ს მოვისმენ, მინდა შევაჯამო გავლილი 2011 წელი..


1. რაღაცნაირად გამორთული რომ ვარ ეს ბოლო თვეები და სავარაუდოდ გადაღლას რომ ვაბრალებ, მიხვდებოდით პოსტების სიხშირის მკვეთრი დაცემით. ასე რომ მივაღწიე შესაძლებლობის მაქსიმუმს. სულ უფრო და უფრო ხშირად მინთებს ტაბლო წარწერით "OverTired" - "გადაღლილობა" - მაგრამ ჩვენ გვკიდია, ჰკიდია მენეჯმენტსაც.
2. წელიწადის თითქმის ყველა დღეს, შუადღის 13:10 დან 13:30 მდე პერიოდში ვიღებდი სურათს ჩემი ოთახის ფანჯრიდან. "One Year Project" - დღეს ბოლო სურათი გადავიღე და შეძლებისდაგვარად იქნება ვიდეოც: მაქსიმუმ 365 კადრისგან შემდგარი კლიპი რომელიც ასევე მაქსიმუმ 5 წუთი გაგრძელდეს.
3. წელს მოვახერხე ვარიანში ველოსიპედით ასვლა. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კასპის მერე არსად არ გავსულვარ. არადა ვარიანი აქვეა, 20 კილომეტრიც არაა.. შემდეგ წელს ჩავალ მცხეთაში და შეძლებისდაგვარად ჩამოვალ ბორჯომიდან.
4. რა თქმა უნდა ვერ ვიყიდე მანქანა. სამაგიეროდ მამაჩემის ავტომობილის აბგრეიდი მოხდა და ახლა მას 20 ლარის საწვავით შეუძლია ქობულეთამდე ჩავიდეს, მაშინ როცა ადრე 50 ლარი არ ყოფნიდა. მამა მაინც წუწუნებს - ცოტა მრჩებაო მუშაობიდანო.
5. დიდი არაფერი, მარა შევიძინე სამხედრო ჩექმები - კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
6. და იგივე თემა რომ გავაგრძელოთ, მოვახერხე მხედველობის კიდევ უფრო გაუარესება. აქედან გამომდინარე არ ვიცი, თვალის ოპერაცია გავიკეთო, სახურავი შევცვალო სახლზე თუ მანქანა ვიყიდო.
7. ისევ წინა თემიდან გამომდინარე, არ მყავს მეგობარი გოგო.. ვერ მყავს.. ალბათ..
8. კარგია, რომ დაბრუდნენ გოგონა ჩრდილომეზობლური სახელით და მწვანეთვალება გოგო. ბალანსისათვის - არ ვიცი რა დაეტაკა თავადის ქალს, კარგად გამომლანძღა და წავიდა.. ნე ფიგა სებე?!..
9. უკვე მეორე წელია ვცდილობ და ბოლო-ბოლო გავსინჯე მარიხუანა, ე.წ. პლანი. ეფექტი ნული. კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ენერგომედეგი ვარ, რედ-ბული, კოცნა და კანაფი ჩემზე არ მოქმედებს. მოქმედებს ადრენალინი. ასე რომ დავეძალოთ ექსტრიმს.
10. შევიყვანე სილკ-ტივი. შემიძლია დისქავერს ვუყურო ხოლმე. :)
11. ნუ, არაფრის სათარგმნი დრო არ მქონია.. მით უმეტეს ხალისი ვაფშე არ მქონია, ასე რომ მეტრო 2033-ს თარგმნა შეწყდა. გზისპირა პიკნიკის თარგმნა იდეაში ტრიალებს. სტალკერის გახმოვანება ფეხს ითრევს.. და საერთოდ, მაგარი ნაკლებადშემოქმედებითი წელი იყო.
12. ზატო "ყიფიანის ეკიპაჟმა" ძალიან ბევრი ადგილი მოვიარეთ და ყველა ეს ადგილი და წუთი ძალიან ტკბილად მახსენდება. აი, ძალიან ძალიან.. კაი იყო მეფობაი..
13. ცოტა შემოქმედებითობა გამოჩნდა "მზეო ამოდი"-ს კლიპის ზაფხულის კარდების გადაღების დროს. იმედი მაქვს ამ შვებულების პერიოდში მოვახერხებ ზამთრის კარდების გადაღებასაც.
14. მოხდა ჩემი პირველი შეხება პატრულთან. მმმაგარი იყო!!!


რაღაცეები არ მახსენდება.. რომ გამახსენდება, მივაწერ. მანამ კი მრავალ ახალ წელს დავესწროთ ერთად, მშვიდობით, ჯანმრთელობით, წარმატებებით და მეტი და მეტი ადრენალინით. ვაშა, ამხანაგებო!!!

Friday, December 23, 2011

პატრულმა გამაჩერა

ავოიეეეეეე! რა მაგარი იყოოოოოოოოოო! კაროჩე ჩემები წამოვიყვანე და სადღაც 1 საათია რა ღამის და მოვდივარ და ბრახ, პატრულმა გადააყენეო. გადავაყენე, მოვიდა ძია პატრული, მეუბენება - საბუთებიო. ვაჰ, შენ გაიხარე პატრულო ძია თქო, პირველად მაჩერებს პატრული თქო და აჰა შენ  საბუთები თქო. პატრულმა ჯერ მე შემხედა, მერე პირადობას, მერე პრავას, მერე ტექ-პასპორტს და მეუბნება, ბატონო გურამო (ეგრე მითხრა! კლიენტებიც კი მეუბნებიან დღეში 100 ჯერ ბატონო გურამო, მარა პატრული რომ გეტყვის, სხვაა) აი ეს ალკო-ტესტია და აბა აქ ჩაბერეო. ჩავისუნთქე კარგა ღრმად და ჩავბერეეე.. იმ ოხერმა კიდე სულ მწვანე ანთო და იწიწინა. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო გურამო (მეორეთი მითხრა ბატონო გურამო, მაშ!). წავიდა მერე ძია პატრული, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მე კიდე ემოციების ქვეშ ვიყავი. რა მაგარია ძია პატრული რომ დადის ღამის ქუჩებში და სიმშვიდეს იცავს. ისეთი გახარებული ვიყავი, ფარების ანთება დამავიწყდა და კიდევ კარგი პავაროტნიკი არ დამავიწყდა და ვაფშეტა, ღვედიც შეკრული მქონდა და პრავაც მეორე ცდაზე ავიღე, ვოტ. პყღღღღ! ბეემჭე თუ ბეემვე თუ რაც ხარ - გადააყენე!


პ.ს. ეს ისეთი ფაქტია, რომ არ დამეწერა, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. და კიდე გული მაგრად დამწყდა, რომ პატრულთან ჩემი პირველი შეხება ვერ ავღბეჭდე სურათით.. ტეხამს.. :(