Tuesday, August 27, 2013

პირველი ათასი..

ტარებას ვამუღამებ კალ'ოჩე. დავდივარ წინ და უკან, ხან უფლისციხეში, ხან ბორჯომში.. ამ შაბათ-კვირას კიდე, მოდი და ბათუმში ჩავალ თქო. იდეაში რა ჯანდაბა მინდოდა ამხელა გზაზე მარტო ორი დღით, ხომ ძალიან კარგად ვიცოდი რა ამინდი იქნებოდა და რა დასვენება გამოვიდოდა, მით უმეტეს საჭესთან ხომ ვერ დალევ.. მარა მაინც, პრაქტიკის და ამტანობის გამომუშავების მიზნით მე, ბიძაშვილი (გიტარაზე რომ უკრავს) და საჯარო წავედით ასე უცერემონიოდ დილის 5 საათზე გაღვიძებულები, საჯაროს საერთოდ არ დაუძინია როგორც აღმოჩნდა..


პირველი, რაც მინდა ავღნიშნო, ესაა სურამის ნაზუქები. თქვე კაი ხალხო, ცოტა ტკბილს ვერ გააკეთებთ? რაში მართმევთ 2 ლარს? ჰაი მეე! მერე იყო და ვიღაც გამოამერიკელებულმა ქვემოთ მოყვანილ გაზის ზაპრავკაზე ჯერ ერთ მანქანას დააჯახა გრუზავიკი და სარკე მოტეხა, მერე აბრა იდგა "არ მუშაობს"-ო, აიღო ეს აბრა, გადადგა და იქ დააყენა ეს გრუზავიკი, ბოლოს ვაფშე აპოგეა ის იყო, რომ ამ მართლა პიტალო ამერიკელმა სიგარეტს მოუკიდა ზედ შლანგთან, საიდანაც გაზი იტენება.. ერთი პირობა კი გამაცია როცა დავინახე როგორ აინთო სანთებელა, მარა..


 ბათუმი გაგანია სეზონის დროს არის საშინელება მანქანის ტარების კუთხით. აი წარმოიდგინეთ, ვიწრო ქუჩები, გზის ერთი მხარე აუცილებად სავსეა მანქანებით, არ იცი სად მოძრაობ, ამ ქუჩის მერე სად მოხვდები და რაც ყველაზე მთავარია, ვისაც არ ეზარება, ქუჩაზე გადმოდის. ხოლო ასეთი ხალისიანი კი, სეზონის დროს, დამიჯერეთ საკმარისზე მეტია. პლუს ამას გაუარესებული ამინდი, ისე რომ ახლადგახსნილ საბაგიროზე დაჯდომა ვერ მოვახერხეთ (3 ლარი ღირს და ზემოდან ძალიან კარგი ხედიაო), პლუს ამას სამთავრობო მანქანებისთვის გზის გამკვალავი პატრულები და ჰაი მეე, ისე გამიხარდა ბოლოს და ბოლოს მესამე სიჩქარეში რომ ჩავაგდე, რომ ნუ რა ვიცი..


 
 
სამაგიეროდ რა კარგი და მართლა ჩვენი გამარჯვება და მართლა მაგრია, ესაა აჭარული ხაჭაპური. იიიფ, იფ იფ იიიიფ! კაი მშიერზე რომ შეჭამ და კიდე რომ გინდა და რომ აღარ ჩაგდის, აი ეგ გრძნობა.. :D
 
 
 
 
ასევე ძალიან მომეწონა ბათუმის ახალი სათაო. ბაათუუუმს ქათქათააას.. თან მეც რავარ კორპორატიულ ფერებში ვარ, მე კი არ გავქრი.. :D
 
 
 
თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, ამინდი შეჯდა ვირზე, ბათუმიდან ძლივს გამოვასწარით და დაიწყო წვიმა. კიდევ კარგი ბიძაშვილმა (გიტარაზე რომ უკრავს) სახლი მაქირავებინა, თორემ მე კარავი მქონდა წაღებული და თუნდაც ასე არ ყოფილიყო, იმ წვიმაში ოთახის საშოვნელად მანქანიდან გადმოსვლა სულაც არ იქნებოდა სასიამოვნო საქმიანობა. ასე რომ, რადგან ორივე საკაიფოდ დაღლილები გახლდით და თან "ციცინათელა"-ც არ იმუშავებდა წვიმაში, საღამოს 9 საათზე დავწექით და დავიძინეთ ვიდრე დილის 9 საათამდე. არადა უფრო ადრე ვაპირებდი, იქნებ ზღვაზე დილით გავიდეთ თქო მარა ა, წვიმდა და..
 
 
 
სამაგიეროდ, როდესაც სახლიდან წამოვედით და საწვავის შესავსებად ვეება რიგში დგომამ მოგვიწია, მზემაც ნელა ნელა დაიწყო გამოსვლა.
 

ხოოდა ჩვენც დრო ვიხელთეთ და ჩავხტით წყალში.



როდესაც ვამბობ "ჩავხტით წყალში" - ამასვე ვგულისხმობ.


და წყალს-ზედაც გავერთეთ


და ვიმაიმუნეთ კიდეც


მოკლედ, კარგად დავიღალეთ და ენერგიის აღსადგენად იქვე, კაფე "გირჩა"-ში შევედით, რომელსაც მშვენიერი ხედი აქვს ზღვაზე. მარა რად გინდა, აჭარული ხაჭაპური არ გვაქვსო. ასე რომ გადავინაცვლეთ ქუჩის მხარეს ახლადაშენებულ კაფეში, სადაც დაგვხვდა "Gangam Style"-ს კლუბური ვერსია, ხედი ჩვენს მანქანაზე და აი ეს ძალიან სიმპატიური და ძალიან ცოცხალი მიმტანი გოგონა დაგხვდა (მარტო მის სანახავად ღირს ამ კაფეში შესვლა. სადღაც 360 - 340 ნომრებს შორისაა), რომელსაც სულ ცეკვა-ცეკვით და მშვენიერი კორპორატიული ღიმილით დაქონდა შეკვეთები, მერე მიკროფონი დაიჭირა ხელში და ვითომ მღეროდა.. მოკლედ, პოზიტივს აფრქვევდა..


ამ ზავიძენიას აქვს ჩვეულებრივი აჭარული და "ტიტანიკი" - ორი კვერცხით. მარა ტიტანიკის ჭამას რამდენად შეძლებთ არ ვიცი, ერთი ჩვეულებრივი შევჭამე და ძლივს ვსუნთქავდი. კარაქი იყო კვერცხის აქეთ და იქით და ისეთი მაგარი გემო აქვს, ისეთი, ისეთი.. რომ ბიძაშვილმა (გიტარაზე რომელიც უკრავს), მითხრა, აბა ამის ჭამა როგორ უნდა მოგბეზრდესო. სამწუხაროდ მეტი ვეღარ ჩავიდა მუცელში, თორემ მართლა არ მომბეზრდებოდა. :)


ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როკის გვირაბამდე არ მისულმა შევამჩნიე, რომ მანქანის სპირომეტრი ძალიან ბევრ ცხრიანს წერდა, ჯერ ერთი დაწერა, მერე ორი.. მერე ბიძაშვილმა (გიტარაზე რომელიც უკრავს), ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ჩემი კმაყოფილი სახე დააფიქსირა..

 
..მას მერე, რაც "პანჯაპი" მყავს, ეს პირველი გავლილი 1 000 კილომეტრია..
 
 



Wednesday, August 7, 2013

მეორე ეტაპი - "პანჯაპი"

როგორც ვამბობდი, ახალი ეკონომიკური სტრატეგიის ფარგლებში გადავედი მეორე ეტაპზე - "ავტომანქანის ყიდვა, მისი მართვის სრულყოფა და მისით სიარული თბილისში". შესაბამისად წავედი და ვიყიდე ავტომობილი, რომელსაც სავარაუდო სახელი "ანა"-ს ნაცვლად ქვია "პანჯაპი" - მისი ფერის და სერიის გამო.


სინამდვილეში ესაა Opel Vectra შემდეგი ტექნიკური მონაცემებით: ტიპი: სედანი, გამოშვების წელი: 1999, ფერი: რუხი 8/8, ძრავი: 1.6, საწვავი: ბენზინი/ბუნებრივი აირი (მესამე თაობა, 14 კუბი), ახალი აკუმლატორი, საბურავები, რემენი. ელექტრო შუშები, სარკეები, ფარები. აქვს კონდენციონერი და დისკები. მოყვა სათვალის ჩასადები, ლამაზი ბალიში და რაც მთავარია, კასეტიანი მაგნიტოფონი Scooter-ის ჰიტების კასეტით.



"პანჯაპი" საკმაოდ დამჯერი, რბილად მავალი და სასიამოვნო მანქანაა. პირველივე დამოუკიდებელი გასვლა ქალაქში იმით დამთავრდა, რომ შუქნიშანს გაცილებულმა პატრულის "ოპელი, გადააყენე" გავიგონე. მეც გადავაყენე და საბუთები მოვამზადე. პატრული საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა. ამიტომ დაველოდე სანამ შუქნიშანი ორჯერ შეიცვლიდა წითელს და მწვანეს. პატრული კი არა და არ მოდიოდა. ბლინ, სხვა ოპელი გააჩერა აშკარად. ასე რომ იუმორი და პოზიტიური დასაწყისი კარგი მგზავრობის და "სულ მწვანეზე სიარული"-ს საწინდარია.

 
სახლში მოსულს დამხვდა ტორტი წარწერით "გილოცავ", ხოლო დღეს - ბალონში წნევის მაჩვენებელი, რომელიც 100 ატმოსფეროს აჩვენებს. და ეს მას შემდეგ, რაც თბილისიდან გორში ჩამოვედი, ქალაქში ვიარე და უფლისციხეშიც ავედი. როგორც ჩანს თბილისში უკან ჩასვლაც შესაძლებელია ერთი დატენვით. ასე რომ Today is a good day to live!