Wednesday, August 22, 2012

ენ ცალი და ქუნ ცალი

ეს პოსტი კაი ხანი მეგდო დრაფტებში და ამ ხნის მანძილზე ფინანსური კალკულატორი ვერ ვნახე ინტერნეტში, რომ პოსტში ჩამერთო. ასე რომ როგორც არის, ისე ვაქვეყნებ. თუ ვერაფერი გაიგეთ, არა უშავს, ძალიან ბევრი ვერ იგებს. :დ



ეს -ესაა დაბრუნდი გოროდიდან ფინანსური მათემატიკითა და იდეებით დახუნძლული. ხოდა მინდა ორიოდე სიტყვით გაგაგებინოთ, როგორც კლიენტებს და ბანკის მომხმარებლებს, რანაირა შეიძლება გავარჩიოთ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.


დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ბანკი გეუბნება კრედიტს ამა და ამ პროცენტში მოგცემო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კლიენტი მართლა ამ პროცენტში დააბრუნებს ამ ფულს. როგორც წესი არსებობს გაცემის საკომისიო, არის შეღავათიანი პერიოდები, მომსახურების საკომისიოები და ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულად მოქმედებს კლიენტის ჯიბეზე და შესაბამისად - ზრდის ეფექტურ პროცენტს. ეროვნული ბანკის ბრძანებით, ყველა საკრედიტო ხელშეკრულებას უნდა ქონდეს თავსართი, სადაც მინიშნებული იქნება ეს ეფექტური პროცენტი, მაგრამ ამ თავსართს როგორც წესი უკვე კრედიტის გაცემის წინ ნახულობს ხოლმე კლიენტი და თუ პირობა მიუღებელია, სესხის ასაღებად დახარჯული დრო ფაქტიურად დაკარგულია.


ეს არის ძალიან მარტივი გამოსახულება, თუ როგორ უნდა გავიაზროთ კრედიტის გატანა და მისი დაბრუნება. ვთქვათ გავიტანეთ 1 000 ლარი სესხი. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ის უნდა დავაბრუნოთ 12 თვეში. დავუშვათ ბანკი გვეუბნება, რომ კრედიტს გვაძლევს 20%-ად. იდეაში 1000-მა ლარმა უნდა მოიმატოს 200 ლარი, რომელიც უნდა გადანაწილდეს ამ 12 თვეზე. პლუს ეს ჩვენი სესხის ძირი 1000 ლარიც უნდა 12 თვეზე გადანაწილდეს. ანუ a = 1000 / 12 + 200 / 12 = 83.33+16.66 = 100 ლარი. აი ახლა სწორედ რომ დროა გავიცნოთ ერთი ძალიან საინტერესო სიდიდე, რომელსაც ქვია "ქუ"
ქუ_პე დურო მყავს მეზობლად, მას აქვს ერთი ნივაი, მაგას პლიუს ი ვყოთ სი ზე, სი_ვაი და პი_ვაი 

ამ გრანდიოზულ მათემატიკურ გამოსახულებაში, ერთი შეხედვით რომ ძალიან საშინელებაა, დეპოზიტისა და კრედიტის დათვლის ძრავი იმალება. ქუ_დე - დასაწყისში რაც წერია, იმას ნიშნავს, რომ ითვლება დღიური პროცენტი. როგორც წესი ბანკები ყოველდღიურად არიცხავენ ხოლმე პროცენტებს კრედიტებსაც და დეპოზიტებსაც. 0.20 - ეს ჩვენი ნაცნობი 20%-ია, ბანკმა რაც შემოგვთავაზა. 360 - ესაა დღეების რაოდენობა წელიწადში - სურვილისამებრ შეიძლება 365 ან 366 ის ჩაწერაც. უბრალოდ 360 ძალიან მოსახერხებელი ფორმატია მარტივად საანგარიშოდ. დაბოლოს - 12 - ესაა შემოტანების რაოდენობა წელიწადში - კლიენტს ხომ თვეში 1-ჯერ შემოაქვს თანხა ანუ წელიწადში 12 შემოტანა გამოვა. ამ ფორმულაში ყველაზე რთულია ხარისხში აყვანა, თუმცა აგერ კომპის კალკულატორს გადაიყვანთ სამეცნიერო რეჟიმში და წავიდა ესემესებიი.. ერთი ისაა, ხარისხისა და ფრჩხილებში მოცემული გამოსახულების ცალ-ცალკე დათვლა გახდება საჭირო.


მოკლედ, ქუ_დე ვიცით, სესხის ვადა ვიცით რომ 12 თვე ანუ 360 დღეა და შეგვიძლია ვიანგარიშოთ რეალური შენატანი. შემოდის მეორე ფორმულა, რომელიც გვაძლევს შენატანის რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას. არ შეგეშინდეთ, ეს წინაზე უარესი რამეა

ა - ვიცით რომ შენატანია, პ - ესაა გატანილი კრედიტის რაოდენობა - 1000 ლარი. ქუ_დე - ქე გავიგეთ ორი აბზაცით ზემოთ რაცაა. ხოდა -360 ე ხარისხში აყვანას იმედია შეძლებს ჩვენი კომპის კალკულატორი. მე სპეციალისტური ფინანსური კალკულატორი მაქვს, რომელიც მეუბნება რომ ჩვენი კრედიტის პირობებში, თუ კრედიტს პროცენტი რთულად ერიცხება, შენატანმა უნდა მოუწიოს 92,71 მა ლარმა და არა 100 მა. ორი სიტყვით, რომ ვთქვათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროცენტი ანგარიშდება კრედიტის დარჩენილი ძირიდან. ახლა კი გავიგოთ ჩვენი კრედიტის ეფექტური პროცენტი, რომლის გასაგებადაც, პრინციპში, შენატანების გამოთვლა არც გვინდოდა.


ჩვენს მაგალითში 20% ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ყოველდღიური დარიცხვით გვაძლევს 22.13 % ეფექტურ პროცენტს. სწორედ ეს პროცენტები უნდა შედარდეს სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებისას და რომელიც უფრო ცოტა აღმოჩნდება, სწორედ ისაა ყველაზე მომგებიანი პირობა.
მაგრამ! როგორც ზემოთ ავღნიშნე, კრედიტის გაცემისას კლიენტს აკლდება გაცემის საკომისიო. ანუ 1000 ლარზე 2% რომ იყოს გაცემის საკომისიო, კლიენტი ათასს კი არა, მასზე 20 ლარით ნაკლებს გაიტანს, თუმცა მაინც 1000 ლარის პროცენტებს აბრუნებს უკან (ჩვენს სქემაზე, ზემოთ, ეს საკომისიო აღნიშნულია f ასოთი). ხოდა ეს ფაქტორი საკაიფოდ ცვლის ეფექტურ პროცენტს. სამწუხაროდ კომპის კალკულატორი ამდენს ვერ ქაჩავს, ამიტომ გამოვიყენე ფინანსური კალკულატორი და მან მითხრა, რომ თვეში 2% ია ასეთი საკომისიოანი კრედიტის ნომინალური პროცენტი. იგივე ფინანსური კალკულატორი მეუბნება, რომ ასეთი კრედიტის ეფექტური პროცენტი იქნება 26.94 პროცენტი. ხოდა რევიც..

კასტელის "საიუბილეო" ლუდი

გამარჯობა მკითხველო. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რომ მემგონი მთელი თვე გავიდა რაც არაფერი დამიწერია. სამაგიეროდ ახლა მინდა დავწერო ლუდზე, კასტელის საიუბილეო, 15 წლისადმი მიძღვნილ ლუდზე, რომელსაც ასეც ქვია: კასტელი "საიუბილეო"


პირველ რიგში არ შემიაძლია არ ავღნიშნო, რომ ეს ლუდი გამოდგა უკიდურესად დეფიციტური. გორის ცენტრში მდებარე 20 მდე მაღაზია მოვიარე და პატარა, ნახევარლიტრიან ბოთლს ვინ ჩივის, საერთოდ არც გაეგოთ ამ ლუდის არსებობა. ბოლოს როგორღაც რომ მივაგენი ზემოაღნიშნულ სურათზე მოყვანილ ბოთლში ჩამოსხმულ კიდევ უფრო ზემოაღნიშნულ ლუდს და გადავიხადე მასში 5 ლარი და წამოვიღე სახლში და შევინახე მაცივარში და ნახევარ საათში გამოვიღე, დავასხი, მოვყლუპე და გამახსენდა რომ მაწონი მქონდა ნაჭამი და დავასკვენი, რომ ლუდი და რძის პროდუქტები ჭეშმარიტად, ნამდვილად, დიახ რომ არ უხდებიან ერთმანეთს. :(


ხოდა იმას ვამბობდი, რომ დავივიწყოთ თქო საღამოს გამოღებული მაცივარი და იქედან გამქრალი ლუდი, დავივიწყოთ დღეს მეორედ ძლივს (ეს ერთად-ერთი ბოთლიღა იყო დარჩენილი იმ ერთად-ერთ მაღაზიაში, სადაც ეს ლუდი ვიპოვე) ნაყიდი ლუდი და გადავიდეთ მის ღირსებებზე. პირველ რიგში უცილობლად უზარმაზარი პლიუსია აი ეს ხელის მოსაკიდი ბოთლზე. არც ერთ სხვა ქართულ ლუდზე არ მინახავს ასეთი ხელმოსაკიდი და ამის გამო იღებს მარტო 5 ქულას 10 დან. თუ ჩვეულებრივ ამ ზომის ბოთლს მაქსიმუმ 2 ცალს დაიჭერ თითო ხელში, ეს დამატება საშუალებას იძლება გაიზარდოს ეს ციფრი 4-5 მდე. ვურჩევ ყველა ლუდის მწარმოებელს დაამატონ ხელის მოსაკიდი.


დასხმის დროს იქცევა ისევე, როგორც ყველა სხვა ლუდი. ქაფდება ნორმალურად. წესივრად დასხმისას ასევე არ ქაფდება როგორც წესია. იკეთებს საშუალო რაოდენობის ბუშტუკებს, რომლებიც 10 წუთში ქრებიან. იჟანგება 1 დღე ღამეში რაც არ უნდა მაცივარში გედოთ და გემო ეძლევა ფრიად მწარე.


სიმწარეზე გამახსენდა და სიმწარით ყბადაღებულ "ზედაზენზე" რამდენადმე მწარეა. თუმცა ამ ლუდის სარეკლამო სლოგანი "თქვენ ასეთი ლუდი ჯერ არ დაგილევიათ" არ ამართლებს. ყაზბეგის ყველა ლუდს იგივე სიმწარე აქვს. რა შეიძლება გემოზე გამორჩეული ითქვას? არაფერი იმის გარდა, რომ მისი გადაბმულად სმა რამდენადმე რთულია ამ მწარე გემოს გამო. ანუ ყლუპებით უნდა დაილიოს. ათრობს საკმაოდ კარგად, თუმცა ერთი საინტერესო თვისება აქვს - ისმევა და ისმევა. არც გჭყიპავს "ქარვა"-სავით და არც ზედმეტად გათრობს "მთიელი"-ვით.


საერთო შეფასებაა 8 / 10 - ესაა ლუდი, რომლითაც შეგიძლია ლაშქრობაში წასვლა. აქვე დავწერ ბარემ: შეგიძლიათ იხილოთ სხვა ლუდების ჩემი მიმოხილვებიც: სტუმრის სტატუსით დაწერილი ნატახტარის "ექსტრა",  "ზეკარი" და "ზედაზენი"

Thursday, August 2, 2012

ანეგდოტი

ეკითხებიან სნაიპერს:
- რას გრძნობთ როდესაც ადამიანს ესვრით?
- უკუცემას.
ბლოგი და ბლოგის ავტორი ცოცხალია. დასაწერი თემებიც ბევრია. უბრალოდ ვერ ავწიე ერთი ადგილი და ვერ მოვაღწიე აქამდე, რომ დავწერო რამე. ბაკურიანზე მაქვს დასაწერი კაკ მინიმუმ და კიდევ Assasin's Creed 2-ის თარგმნა დავიწყე Gamezona-სთან ერთად. AcidLabz-ი ჩაჩუმებულია ჯერ ჯერობით. არადა ამ უკანასკნელის გარემო ჯობდა. ჯიგრულად ხდებოდა ყველაფერი. :) გეიმზონასაც არა უშავს, უბრალოდ ძალიან სერიოზული გეგმები და ადმინი ყავს. :)