Monday, May 31, 2010

მზიური და სამუშაო

ხალხო! 2006 წლიდან მოყოლებული ანეჩკა ძალო და ფორუმ.გე მზიურში მართავს მზის ფესტივალს "ჩვენ ვხედავთ მზეს" და ამ 4 წლის მანძილზე არც ერთხელ (არც ერთხელ თქო! ისე არც ერთხელ, რომ ერთხელ სპეციალურად დავრჩი თბილისში, რომ მეორე დღეს წავსულიყავი) არ გამიცდენია ეს ზეიმი. (იხილეთ შარშანდელი მზიურის მიმოხილვა). რა საინტერესოა, 2006 წლის სურათები ვერ ვნახე.. ა! ვინჩესტერის დაფორმატირებას გადაყვა ბლია!

მზიური 2007
ამის მერე პროკრედიტს აღარ დაუსპონსორებია მზის ფესტივალი. ამიტომ იხილეთ შემდეგი სურათები.

მზიური 2008


შემდეგ იყო წელი 2009 - აი, როდესაც დავრჩი და ისე რომ მივედი. ყველაზე მაგარი მზიური მზიურთა შორის. :)
ანია (ანეჩკა ძალო), დოლორესი და ზევით ჩილ-აუთა დეა - ანიას მარჯვენა ხელი.
ვინც ჯერ არ იცის (თუ არსებობს ასეთი), ეს არის ფესტივალი, რომლის დროსაც "სრულდება ნოდარ დუმბაძის ოცნება და მზიური ნამდვილ ბავშვთა ქალაქად გადაიქცევა" @ ანია. ამ პატარა გოგოში უზარმაზარი ენერგია დევს. მე ვერ წარმომიდგენია სად ეტევა ამდენი მზე და ამდენი ხალისი და ამდენი ხალასი ენერგია ამ პაწუა ტკბილხმიან ანგელოზს. ანი თავია, ჩვენ კი, ფორუმელები - ხელები.


14 საათიდან მზიურში "სასწაული ხდება", იქ "მეტი სიყვარულია", იქ "იღიმებიან" და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ - იქ გლეჯავოია! იხილეთ მზის ფესტივალის ვებ-გვერდი. ისე კი თუ გინდა ცოოოტათი მაინც ბავშვობაში დაბრუნება, მოდი მზიურში! თუ გინდა უამრავი ინტერნეტნაცნობის რეალში ნახვა - მოდი მზიურში! თუ გინდა კარგი საქმე გააკეთო, ბუშტები დაარგიო, მოხატო ბავშვები, იცეკვო მათთან, გააფერადო ასფალტი და/ან შენ თვითონ მოიხატო - მოდი მზიურში. და თუ ესეთი რამეები არ გიზიდავს და დალევა გინდა - მოდი მზიურში! (ოღონდ შიგნით არ შემოხვიდე და სასმელი შენ იყიდე)


თუმცა წელს ეს ტრადიცია მერღვევა! არანაირი მზადება, არანაირი ელემენტების დატენვა, არანაირი ფორუმის მაიკა და არანაირი დადებითი ემოცია - 1 დღიანი შვებულება არ მომცეს!
რათა შვილო, რათა! განა სხვისა ვითხოვე? განა არ მეკუთვნოდა? განა რამე დავაშავე? განა.. ბლიააააა! [ეს ტექსტი ამოღებულია] არა, საქმე რაშია იცით? აქ ახლა მეწერა ჩემი გულისტკივილი და წავშალე. რა იცი რა ხდება, ეშმაკს არა სძინავს, ეგება და შემოდის ბლოგზე და კითხულობს, ა? არა ბიძია, ცუდი არაფერი იფიქროთ, ერთი საცოდავი ბლოგერი ვარ, ღმერთი დალოცა ძია, შენი მუხლების ჭირიმე.
ვსო! წავედი მე! კაკ მინიმუმ 2 წელი მზიურის გამოტოვება მომიწევს. ჩემო დედოფალო ანაბელლ, თუ ამას კითხულობ, მინდა იცოდე რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ, მაგრამ როძინა ბანკ ზავიოტ! რომ არა სამუშაო, საერთოდ ვერ ჩამოვალ მზიურში.

Sunday, May 30, 2010

არჩევნები

დღეს ძალიან ბევრი პოსტი იქნება არჩევნებზე და მე განხვავებული რამე რომ დავწერო, ამისათვის ტვინის დაძაბვა მეზარება, მით უმეტეს ჯადომ რაღაც ჯადო ჩაი დამალევინა, ისაო, ესაო ტონუსს მატებსო და ტონუსი არ ვიცი და მეფხანება კია მთელი ტანი. მოკლედ, ვიყავი არჩევნებზე, ყველაფერი მშვიდად და ორგანიზებულად იყო, ძალიან მესმიანოვნა, ფაქტიურად ფსიქოლოგიური სიამოვნება მივიღე, ხმა მივეცი დემოკრატიას და წამოვედი.
მე მივეცი და დამევასა. დაივასე შენც!

Saturday, May 29, 2010

გლოკი



რატომ მიყვარს ჩემი თავი? და ვინ გითხრათ რომ მიყვარს?! დღეს ავიწონე და 93 კილო ვარ. გგონიათ სასაცილოა? აბა ნახეთ ერთი ეს სურათი. აი, ნახეთ, პროსტა ნახეთ.

აი ეს მარჯვენა მაღალი თმაქოჩორა 70 კილოანი ჯეელი ვარ მე! და ეს ყველაფერი 7 წლის წინ, როდესაც "კოლხოლჯი"-ს გადაღების ხალისი და სურვილი გვქონდა (დაჟე 3D Max-ში გავაკეთე რამდენიმე სცენა)! ახლა რა ხდება: - არა თმა, არა ხალისი, არა შეყვარებული და 93 კილო კამეჩი! ბლიაა!
დღეს ვასასის დაბადების დღეა. თამოკ, აქაც მოგილოცავ და კიდევ ერთხელ გეტყვი - ლონდონის ბილეთები ჩემზე იყოს ჩემსას რომ ვიყიდი მერე ოღონდ. უი, ამ გახსენებაზე გამახსენდა რომ ავტოსადგურზე ანეგდოტი რომ მოვისმინე, ის უნდა დამეწერა და ქე დამვიწყებია. :( სამაგიეროდ რეკლამის სცენარი არ დამვიწყებია
მოკლედ, სცენარი ასეთია: მიდიან როჟები გზაზე დიდი სიჩქარით. უეცრად მანქანა ამობრუნდება, ხალხი აირევა, დავარდება ერთი, დანარჩენი ზემოდან დაეყრებიან, ამის გარდა ყველა გონებას დაკარგავს, ეს ვერ ინძრევა, ერთი ხელი მოყოლილი აქვს ხალხის ქვეშ და მემგონი მოტეხილია საერთოდ. თავს ძლივს ანძრევს, მეორე ხელს უაზროდ იქნევს. ამ დროს ზემოთ ვინც აგდია, იმის ჯიბიდან მობილური ჩამოვარდება. ეს დაავლებს თავისუფალ ხელს ამ მობილს, ისაა უნდა დარეკოს და.. "ქსელი მიუწვდომელია" გამოდის წარწერა: "ჩვენთან ასე არ მოხდება" და ჩანს სადღაც ტრ*&^ში მიდის ვიღაც როჟა მთაზე ან უდაბნოში რა და პახოდუ ტელეფონზე ლაპარაკობს. რაღაც-ქსელი - ჩვენთან უკეთესია.
შესანიშნავია. მიხარია რომ აკეთებენ რა. ეს ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე სკვერია. მავანი იტყვის არჩევნების ბრალიაო და გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩაო და ამიტომ თქვენც ქე იცით და ასე შემდეგ.. მარა პრობლემა იმაშია ჩემო კეთილო ხალხო რომ თეატრის ბაღიც შესანიშნავად იყო გაკეთებული, ფილები და ახალი სკამები. სადაა ახლა სკამები? იქნებ თქვათ რომ მთავრობამ დაანგრია, დალეწა და მოფურტკნაო? ხალხი არაა ღირსი და რისი ღირსიცაა, კი იღებს. მესამე სკოლასთან გააკეთეს ახლა შესანიშნავი სკვერი, ულამაზესი რა! მანდ რომ ნაძვები ჩარგონ, ვააფშე დაგლიჯავს. აი, დღეს ვამბობ, რომ ეს სკვერი ამ სახით 2 თვეც არ დარჩება. მერე რა რომ ქალაქის ცენტრია. იმენა არ დარჩება და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.
ხვალე არჩევნებია. სატელევიზიო რეკლამებიდან მეგონა რომ თბილისში ირჩევდა ხალხი რამეს. თურმე მთელი საქართველო ირჩევს რაღაცას. ნუ, მე პირადად გორელი კანდიდატების არაფერი გამიგია და ბოლო რამდენიმე დღემდე არც დამინახავს. ამ გახსენებაზე: ავტოვაგზალში ვნახე ერთი კანდიდატის პლაკატი, ვაიმეეე! მობილურით იყო გადაღებული ხალხო! 640 წერტილიანი მობილები რომაა, აი რომ ბეჭდავ და ლურჯი და წითელი შხეფები რომ აქვს სურათს, ასეთი სურათი იყო პლაკატზე! ვაიმეეე!
ა, კიდევ ერთი საკითხი, არ დამავიწყდეს თქო და კინაღამ დამავიწყდა. ხალხო, უფრო ზუსტად, გოგოებო. ინდიელები თაყვანს სცემდნენ ქალის მუცელს, როგორც სიცოცხლის საწყისს და თუ არ ვცდები რომელიღაც ტომში მუცლის ჩვენება დიდი სირცხვილი იყო. მოკლედ, იმისი თქმა მინდა, რომ მე თაყვანს ვცემ ძუძუს როგორც სიცოცხლის შემანარჩუნებელს. არა, რაღაც ვერ ვთქვი კარგად.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ შეამჩნიეთ რომ მკერდზე გიყურებთ, ჩემი ბრალი არაა, ჩემი დნმ-ის რომელიღაც ტრიპლეტი აჩმახებს და სადაც ვნახავ, იქვე მივაგიტლერკაპუტებ მაგ ოხერს. აღარ შემიძლია რა! თან ზაფხულია, გოგოებს ცოტა აცვიათ, გინდა-არგინდა ჩანს ეს ოხერი და აბა ბიჭი ხარ და არ შეხედო. :(
ესეც თემის სათაურის მიზეზი. არ ვგეგმავდი ამდენის დაწერას, მარა მოვიდა და მოიტანა. ესაა ჩემი ახალი იარაღი: აირსოფტის ელექტრო პისტოლეტი "გლოკი". სახელის არჩევაში დამეხმარეთ თქვენს გაზრდას. სავარაუდო სახელებია:
1. "ორიონი" - პირველი ეს მომივიდა თავში.
2. "გლორია" - გლოკის პირველი ასოებიდან გამომდინარე
3. "ჯუნიორი" - როგორც "სმიტის" შვილი
ასევე მიიღება თქვენი ვერსიები. რა თქმა უნდა "სმიტ"-ზე ძლიერი არაა და ახლო მანძილიდან კარდონიც ვერ გახვრიტა, მარა საკაიფო ვიდი აქვს, საკმაოდ შირს ისვრის თან ძალიან მიზანში და ვნახე მისი მოქმედების შედეგი: მისი გამყიდველის დასიებული ტუჩი - ბავშვმა მომარტყაო. :)

Friday, May 28, 2010

კოლხოლჯი

ხალხო, ძაან მაგარი რამე. ჩემი პირველი სცენარი. უფრო ზუსტად, პირველი არაა, მარ პირველი "სერიოზული" სცენარია. :)

კოლხოლჯი
(მხატვრული ფილმი)
სტილი: ფანტასტიკა
ბიუჯეტი: ცოტა
მოქმედი პირები:
1703 წ.
გიორგი- მოქანდაკე, 20 წლის
მარიამი- გლეხის გოგო, გიორგის სატრფო, 18 წლის
ელენე- ვაჭრის გოგო, უყვარს გიორგი, 19 წლის
დავარი- მაგი. ხნიერი.
და კიდევ სოფელი.
2003 წ.
გურო- სტუდენტი, 18 წლის
სოსო- სტუდენტი, 19 წლის
ვანო- იურისტი, 22 წლის
თაკო- დავარის შთამომავალი, იურისტი, 21 წლის
ხალხი:
გამვლელები, ბიბლიოთეკაში, ლაშქრობაზე, ავტობუსში
და “იდრუგიე”
აქა-იქა სხვა ხალხი
ყველანი რეჟისორებიც ვართ და მსახიობებიც, ანუ
“სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიომ”





Mმოქმედება იწყება მე-18-ე საუკუნეში. ჩანს სოფელი ნ. ხედი გადადის ხეივანზე, სადაც მიდიან გიორგი და მარიამი.
გ.- მამაჩემიც, დედაჩემიც, მთელი სოფელი წინააღმდეგია ჩვენი ქორწილისა, მაგრამ მე ძლიერ მიყვარხარ, მარიამ. შენ მზე ხარ ჩემი, მთვარე ხარ. ომში შენი გახსენება მამარჯვებინებს. დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ ჩემი იქნები მუდამ.
მ._ ოჰ! რას ამბობ, გულშიც არ გამივლია შენი ღალატი. უწინამც დღე დამელიოს. გიორგი, მომიტაცე და მთაში გავიქცეთ. ხო, ხო, გავიპაროთ!
გ._ მართალს ამბობ. დაე მთელი ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ განეწყოს, ჩვენ მაინც გვეყვარება ერთმანეთი. მოდი შევფიცოთ ერთმანეთს სიყვარული!
მ._ კრულ იყვეს ის, ვინც გიღალატოს, სხვას გაჰყვეს ცოლად, არ დაუჯეროს წრფელს გრძნობას. უკეთუ მონაზვნად წავალ, ვიდრე უცხოს მივთხოვდე!
გ._ ფიცხელ ომში ხმალიც შუაზე გადამიტყდეს, ჯაჭვის პერანგი გამეხეს და ცხენი დამივარდეს, ზურგში მოპარვით ლახვარი ჩამცენ, ფეხქვეშ ხიდი ჩამიტყდეს, თუ გიღალატო. ამას თავის მოკვლას ვარჩევ, დამიჯერე.
მ._ მჯერა, მჯერა...
ამ დროს ელენე ბუჩქიდან უყურებს და ჩურჩულებს
ე._ ვერა, ვერ დავაცილებ ამათ ჩემის ძალითა. რამეთუ ძლიერ არს სიყუარული მათი, თვინიერ ჩემისა გიორგის მიმართ. არა არს ნეტავ გზაი მათის გაყრისა? ოჰ, გიორგი, გულს მიწვავს სიყვარული შენი და არა რას ამბობ, მარიამი გიყვარს და მე კი ვერ მამჩნევ. მაგრამ მაცადე, ჩემი გახდები, რადგან ძლიერ არს ძალაი ჯადოსი დავარისაი.
დავარის სახლი, დიდ ქვაბში რაღაც იხარშება, დავარი კი სქელ წიგნს უზის. შემოდის ელენე.
ე._ მიშველე, დავარ. სიყვარულით ვიწვი, გიორგი კი ყურადღებას არ მაქცევს.
დ._ ოჰ, დაო ჩემო, ძვირი არს წამალი სატკივარისა შენისა, რამეთუ სხვისი შეყვარება უძნელეს არს. მომიყვანე 7 თხა და 13 წითელი მამალი და აგისრულებ გულის წადილს.
კადრი გადადის წიგნზე, შემდეგ უკან, დავარზე.
დ._ აჰა, აიღე ეს ჯადო სითხე, ჩაუსხი სატრფოს სასმელში და ასვი. სამ დღესა და ღამეში ის შენი გახდება. ოღონდ თუკი იგი ამ ჭურჭლის თუნდაც ნატეხს ნახავს, ერთ საათში გონება დაუბრუნდება და გადაგიყვარებს.
იგივე ხეივანი, ოღონდ ამჯერად გიორგი და ელენე. ამ ამბავს დაინახავს მარიამი და ჩუმად გაეკიდება.
ე._ მართალი მითხარი, საყვარელო, ჩემამდე ვინმე გყვარებია?
გ._ არა! არასოდეს! მახსოვს მხოლოდ ვინმე მარიამი, მახინჯი, რომელსაც სალაღობოდ ვატყუებდი და მასაც სჯეროდა. შენ ერთადერთი სიყვარული ხარ ჩემს სიცოცხლეში. მოგიტაცებ!
გიორგი ელენეს ხელზე ეამბორება. ლაპარაკსა და ამბორს ხედავს მარიამი და ამბობს
მ._ ჰოი ბედის უკუღმართობავ! რად აურიე გონება სატრფოსა ჩემსა?! რად გააუბედურე საწყალი ქალი?! წავალ მონასტერს და მთელს სიცოცხლეს მონაზონი ვიქნები, არ გავტეხ ფიცსა!
ხედები დედათა მონასტრიდან. ელენე აიღებს ჯადოს ჭურჭელს
ე._ გიორგი სახელოსნოშია, დიდი ხანი არ მოვა, მე წავალ და ამ ჭურჭელს მდინარეში გადავაგდებ. მანამ კი იყოს მაგიდაზე, სანამ ტანსცმელს გამოვიცვლი.
ელენეს მეზობელი ეძახის, ის გადის და სულ ავიწყდება ჭურჭელი, ამასობაში კი გიორგი, რომელიც სახელოსნოდან ადრე დაბრუნებულა, შემოდის დაღლილი და ხედავს ჭურჭელს.
გ._ როგორ მომშივდა! სადღაც მინახავს ასეთი ჭურჭელი, ალბად ძველ ხალხს ჰქონდა, მოდი შევინახავ.
და თაროზე ინახავს. შემდეგ ჩანს, რომ გადის და უკვე გზაზეა, უცებ გიორგი შეჩერდება, ქვაზე ჯდება და რაღაცას იხსენებს, ბოლოს წამოხტება და ყვირის
გ._ ჰოი, ელენე, გამაბრყვე და ძალით შემაყვარე თავი, მიმატოვებინე სატრფო მარიამი. რაღა აზრი აქვს ამის შემდეგ ჩემსა ცხოვრებას. წყეულიმც იყავ შენ და ის ხალხიც, ვისაც ჩვენი ქორწილი არ უნდოდა, მე კი შევასრულებ ფიცსა ჩემსა.
დავარის სახლი. შედის გიორგი.
გ._ დავარ, შემაცდინა ელენემ. (და უყვება თავის თავგადასავალს) სიკვდილი მსურს, მომეც საწამლავი.
დ._ ადამიანის სიკვდილი ყველაზე ადვილი მოსაგვარებელია და იაფიცაა. ჩადი და მდინარის წყალი მომიტანე ჩემთვის და მოგცემ საწამლავს.
დავარი აძლევს საწამლავს და გიორგი გადის. ამასობაში ელენე ნახავს, რომ ჭურჭელი ადგილზე აღარაა, მიიხედ-მოიხედავს და დაინახავს თაროზე, ყველაფერს მიხვდება და დავართან გაიქცევა.
ე._ დავარ, შენი ჯადო გაცუდდა. მე კი მინდა რომ ისინი სამუდამოდ დავაშორო ერთმანეთს იმ ქვეყანაშიც კი. მოიფიქრე რამე და გულუხვად გადაგიხდი. ხომ იცი, მამაჩემი ვაჭარია.
დ._ მომიტანე ქალისა და კაცის ქანდაკებანი, გიორგის გაკეთებულნი და აგისრულებ გულის წადილს.
ჩანს, როგორ შემოდის ელენე ფიგურებით ხელში. ჯადოების ცერემონიალი ეფექტებით. დავარი თავს ატეხავს ქალის ქანდაკებას, შემდეგ იღებს ყუთს და ეუბნება
დ._ გიორგის სული ამ ყუთშია. სანამ ყუთს თავი აფარია, ვერ იხილონ ერთმანეთი მან და მარიამმა. წაიღე და ღრმად ჩაფალი სადმე, რათა კაცთაგან ვერავინ მიაგნოს. ეს თავი კი ქვით კოლხოლჯის მთაზე გატეხე და მთის წვერზე ცეცხლში ჩაყარე.
ელენე გადის. დავარი კი ამბობს
დ._ ძლიერი ძალა აქვს სიყვარულსა. უძლიერესი ჯადოც კი ვერ მოერევა. ელენეს რომ მივეცი, ის ჯადოც გაცუდდება და მოისვენებენ საბრალო მიჯნურნი. ამის საიდუმლოს დავწერ და შთამომავლობას გადავცემ! იქნებ ასე ცოტათი მაინც შევასუსტო ჯოჯოხეთის ცეცხლი, მე რომ მელის.
დავარი წერს. ელენე კი ყუთს დამალავს (ქვასთან დგას და ამას ამბობს), შემდეგ წავა კოლხოლჯის მთაზე, დადებს ძირს თავს, აიღებს დიდ ქვას და ცდილობს დაარტყას თავს, მაგრამ ამ დროს შეტევა მოუვლის, ქვა გადაუვარდება, დაეცემა და მოკვდება. თავი კი გადაგორდება ძირს. დავარი კი ამ დროს ქვაზე, რომელიც ყუთზე დგას, გაურკვეველი ასოებით აწერს: "თუ ახადო ყუთი, გამოფრინდეს სული", შემდეგ კადრი გადადის თავმოტეხილ ფიგურაზე და ჩერდება.


გადასვლები, ტიტრები
2003 წ. კადრი დაშორდება და ჩანს სახლი ქანდაკებებით. ერთ-ერთს თავი არა აქვს. შემდეგ გადადის უნივერსიტეტის მიდამოზე და ჩანს ხალხი, ჩანს გურო და სოსო.
გ._ არა, განა რამეა, არავითარი პრობლემა, მაგრამ მაინც ჯობია ბიბლიოთეკაში გავიარო. სოსო, წამომყევი, რა, საქმე გექნება შენც.
ს._ კაი, წავიდეთ, ეტერმოლოგია უნდა ვნახო, საინტერესო რამეა. ოღონდ შენ რომ ეძებ, ეგეთი წიგნი ბიბლიოთეკაში კი არა არქივში უფრო იქნება.
სიცილი. კამერა უკან გაჰყვება, შემდეგ კი ჩანს თუ როგორ აძლევს ბიბლიოთეკარი რაღაც სქელსა და ძველ წიგნს გუროს, რომელიც სოსოსთან ერთად მიუჯდება მაგიდას და ფურცლის. შუა ფურცვლაში წიგნიდან რაღაც ქაღალდი გადმოვარდება.
გ._ სოს, ნახე რა გადმოვარდა, რაღაცა წერია თუ ხატია.
ს._ ვახ, ეგ რა არის? ნახე უკან კაცი ახატია და კიდევ ტანი...
გ._ ფუხ შენი, ესენი წყაროსუბნში რომ სახლია, იმას არა გვანან? შეიძლება უკან რომ ნახატებია, ვიღაცა ხატავდა და ესენიც ზედ მიახატა.
ს._ არა, ინტუიცია მეუბნება აქ რაღაც სხვაა. მოიცა, ერთი გადავხატო.
გ._ აჰა, სხვა რა უნდა იყოს...
სოსო ქაღალდს ართმევს და ხატავს, გურო კი წიგნიდან რაღაცას იწერს, ბოლოს ადგებიან და წავლენ. სოსო ეუბნება
ს._ აჰა, შენ გქონდეს, გამოგადგება რამეში.
გ._ ხარაშო, არქივში ჩავდებ.
გურო აიღებს და სახლში ამ ქაღალდს რვეულებში შეტენის. მერე გარეთ გავა. კადრი გადავა საათზე, რომელიც 14 საათს აჩვენებს, შემდეგ 18 საათი და 30 წუთი. გურო შემოდის და წიგნიდან ამოკონსპექტებულს კითხულობს, უცებ იტყვის
გ._ ეხ, ბოლომდე მაინც არ ამომიწერია, ხვალე კიდე უნდა მივიდე. რა უბედურებაა..
ჩქარი კადრი, დაღმდა და გათენდა. უნივერსიტეტი. კადრი გარბის, გამოჩნდება, გურო გამოდის და კადრიც ნორმალური ხდება. ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკარი ეუბნება გუროს
ბ._ გატანილია
და თავს აქნევს. გურო გამოდის და ამბობს
გ._ ეეჰ! ყველაფერი დასწრებაზეა, კაცო! ვის რაში უნდოდა იმოდენა წიგნი, როდის აქეთ გამრავლდნენ არქეოლოგები, ვააჰ!
ბირჟა. სოსო ამბობს
ს._ წამოი, ერთი სადმე ლაშქრობაზე წავიდეთ, ჰა, ხალხო?
გ._ ია, ია სერ, ელიდიშთ!
სიცილი. ბირჟა ყაყანებს წავიდეთო მთაშიო, სადმე. ჩანს ლაშქრობაზე მიმავალი ხალხი. ჩანს მთაც. უცებ მოლაშქრენი მიადგებიან ქვას, რომელზეც სწორედ ისეთივე ნახატებია, როგორიც ბიბლიოთეკის ფურცელზე. ერთ-ერთი მოლაშქრე ამბობს
მო._ ოხო, ხო, ხო, რა უმაღლესი მხატვრული ნიჭითაა შესრულებული, ამის დამხატველს კი დავაფსი, აი! (სიცილი)
გ._ მოიცათ, ესეთი ნახატები ერთ ფურცელზე ვნახეთ მე და სოსომ. უნდა გადავხატო.
და იხატავს. ის ისაა მორჩებიან გადახატვას, რომ უკნიდან ერთ-ერთი მოლაშქრე მიეყრდნობა და ქვა გადავარდება და ჩაცურდება. ქვის ქვეშ კი რაღაც ყუთისმაგვარი ჩანს.
მო._ ვაჰ, ეს რა არის კაცო? ტომ სოიერი ხომ არა ვართ, განძი ხომ არ ვიპოვნეთ, ჰა?
ყაყანით ამოიღებენ, ქვაზე დადებენ და ახდას ცდილობენ. ბოლოს ახდიან და ის კიდევ ცარიელია.
მო._ ეეჰ, როგორ ჩამეფუშა ოცნებები! მე ვთქვი განძია და სინდი კროუფორდს თუ არა ლულუსნაირს მაინც ვიშოვი_თქო.
სიცილი. ამასობაში კამერა ყუთიდან დაიწყებს და ჰაერში რაღაცას გაჰყვება, შემდეგ სწრაფი კადრი და უკვე წყაროსუბანი, ქანდაკებები. კამერა დაიახლოვებს კაცის ქანდაკებას. ქანდაკება ახლო ხედით ტრიდეთი, უცებ ხელი შეტოკდება და თვალებს ახელს. შემდეგ ჩანს ის, რასაც ქანდაკება ხედავს. ის აქეთ-იქით იყურება.
ქ._ ჰოი, წყეულო ელენევ, არ გვასვენებ მე და მარიამს. გინდოდა დაგეცილებინე მაგრამ ვერ მოგართვი. შენ ახლა ჯოჯოხეთში იწვი, მე კი მარიამი ისევ მიყვარს. მალე მარიამ, ერთად ვიქნებით და შემდეგ გადავუხდით სამაგიეროს ყველას, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც. მთავარია კაცმა ვინმემ გამოიაროს.
ამასობაში კი მხოლოდ ქალები დადიან ქუჩაში. ბოლოს გამოჩნდება ვანო.
ქ._ ჰეი, მღილო, მომიახლოვდი და ხელი შემახე!
მართლაც ჩანს თუ როგორ მიდის ვანო ქანდაკებასთან და ხელს ადებს. უცებ ხელსა და ქანდაკებას შორის ელვა გავარდება და ვანო უკვე ვანო კი არა გიორგია ვანოს ფიტულში. ვანო სულ სხვა მიმართულებით დაიწყებს სიარულს.
მოლაშქრეები კი გზას განაგრძობენ. მოსახვევთან გურო ქვას შეხედავს, ის კი დაცურებული კი არა, თავის ადგილზეა და ყუთიც არ ჩანს.
გ._ ე, ე, ხალხო! ნახეთ ქვა ისევ თავის ადგილზეა, თქვენ დადეთ? არა? ვაჰ, მაშ რა მოხდა? აქ რაღაცაშია საქმე, მოდით ახლოს მივიდეთ.
მოლაშქრენი მივლენ ქვასთან და ნახავენ, რომ ნახატები აღარ არის, სამაგიეროდ გარკვევით წერია:" თუ ახადო ყუთი, ამოფრინდეს სული". ხალხს შეეშინდება და ერთმანეთს ასწრებენ. მარტო სოსო და გურო რჩებიან და ამ ფრაზასაც გადახატავენ.
ს._ ახლა კი სანამ დროა....
გ._ ცოცხი, ცოცხი, ცოცხი!!!!
და ესენიც ერთმანეთს ასწრებენ. კადრი გადადის ვანოზე, რომელიც სტალინის სახლმუზეუმის ეზოში მიდის და აქეთ-იქით იყურება. უცებ დაინახავს ერთ-ერთ სკამზე ზის გოგო.
ვ._ (ჩუმად) აი, სად გამომადგა უცხო სხეული, (ხმამაღლა) ვაა, თაკო, თაკო. როგორა ხარ თაკო? სადა ხარ რო არა ხარ? სად დაიკარგე, გოგო, ჰა? (გვერდით მოუჯდება)
თ._ ეჰ, ვანო, იცი ბაბო გარდამეცვალა და იმიტომ არ ვჩანდი. ისე შენ როგორა ხარ?
ვ._ რა ვიცი, ვცოცხლობ, რა. ვარ ასე უსიყვარულოდ
თ._ უსიყვარულოდ თუ ხარ, მით უკეთესი! რად გინდა შეყვარებული, ზედმეტი ხარჯია, ჰა, რას იტყვი?
ვ._ ეჰ, მაგას რატომ ამბობ?! სიყვარული მაგარია!
თ._ ვაჰ!? (იცინის) ეგ როდის გაიგე?
ვ._ ე, შენ ხუმრობ და იცი რას მომიყვნენ? (გიორგის ამბავს ყვება) და ამბობენ იმ ქვეყანაშიც ერთად იყვნენო.
თ._ ხო, ეგეთი რაღაცა მეც მომიყვა ბებიაჩემმა იმენა სიკვდილის წინ. მარტო მე დამტოვა და მომიყვა. მე კი ვიფიქრე მომაკვდავს აბოდებს_თქო. ჰო, იცი კიდე რა მითხრა? ეს ამბავი მე-18-ე საუკუნეში დაიწყო და ასე ვუყვებით შთამომავლობასო.
ვ._ ვახ, მართლა კაცო?
თ._ იცი, ასე თქვა, მაგ ამბის სიდუმლო ერთ წიგნშიაო და მითხრა რომელშიც. სახლში მაქვს, ბიბლიოთეკაში ვიპოვე. წამოდი განახვებ, მე ვერაფერი გავუგე.
ადგებიან და წავლენ. შემდეგ ჩანს ოთახი, მაგიდა, სკამები, კარადა და სხვ. ვანო ზის სკამზე, თაკო კი ამბობს
თ._ ყავას მოვადუღებ, ხო დალევ? ისე წიგნი კი აი თაროზე დევს, ნახე აბა.
თაკო გადის. ვანო კი წიგნს აიღებს და თითოეულ გვერდს საგულდაგულოდ გასინჯავს. ამასობაში თაკო შემოდის ფინჯნებით ხელში.
თ._ არაფერია, არა? ხო, ეგრეა! ერთი რაღაც ფურცელი იდო და შევინახე.
ვ._ აბა მანახვე.
თაკოს მოაქვს სწორედ ის ფურცელი, რომელიც ნახეს გურომ და სოსომ.
თ._ აი, ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო. რაღაცეები ხატია, ხაზია, ბღაჯნია. რაა კაცო ეს?
ვ._ ეჰ, მაიმუნობაა რაღაცა. მოდი ისევ წიგნი ვნახოთ.
თაკო წიგნში იყურება. ამ დროს ვანო მის ყავაში რაღაცას ყრის. შემდეგ ფურცელს ხელში ათამაშებს და შეუმჩნევლად ჩაიდებს ჯიბეში. ყავას სვამს და კარგიაო, ამბობს. თაკოც მოსვავს და წიგნს დაუბრუნდება. მალე ვანო ადგება და აბა წავედიო და წავა. თაკო გააცილებს. შემდეგ უკან დაბრუნდება, წიგნს დახურავს და თაროზე შედებას აპირებს, მაგრამ ძალა არ ეყოფა, დაიჩოქება და წაიქცევა.
ვ._ ესე არს მსხვერპლი პირველი ჩვენსა სიყუარულსა ზედა, მალე ერთად ვიქნებით, მარიამ, მალე!
ეფექტები. თანდათანობით გადადის ბირჟაზე, სადაც ერთი ჩოჩქოლი და ალიაქოთია.
მო1._ ეს რა ვნახეთ, ხალხო? გაგონილა ქვა თავისით დაბრუნდეს ადგილზე?
მო2._ მაშა, მაშა! ან კიდე ის ნაწერი, რაიო, რა ეწერა?
ს._ თუ ახადო ყუთი, გამოფრინდეს სული. ნეტა რამე ხომ არ გავაფუჭეთ, ჰა?
მო3._ მოიცა კაცო, გულს ნუ მიხეთქავ. ჯერ ეს უჟასები არ მეყოფა, ახლა კიდე ეს ქვა. ფუიი!
გ._ არადა ის ძველი ნაწერი.... ე, ბიბლიოთეკაში რომ ფურცელი ვნახეთ, იმისი ასლი ხომ გვაქვს. მართალია, ქენ იშ ნიშთ, მაგრამ მე მაინც შევადარებ.
ს._ მოიტა, ქსეროქსს გადავიღებ, მეც იქნება გამომივიდეს რამე.
გ._ იეროგლიფები გაშიფრეს და ჩვენ რა ეშმაკი მოგვივა?
მო1._ ეშმაკიო? ფუი ეშმაკს! გაქრი!
ვანო ზის ახალბაღში და ფურცელს უყურებს.
ვ._ კოლხოლჯი, მთაი დაწყევლილი და უბედური. უკეთუ ფეხით წარვალ, დღესა ორსა ჩავალ, არა ნაკლებსა. რამეთუ ესე ეშმაკის მანქანანი არა წმინდანნი არს, მიჯობს ფეხითა ჩემითა გავუდგე გზასა.
და წამოდგება და წავა. ამ დროს გურო და სოსო ფურცლის საიდუმლოს იკვლევენ. ღამე, გადაღება და ეფექტები. დილით უცებ გურო წამოხტება, წამოხტება სოსოც და ორივე იძახის: "ევრიკა". ორივენი ერთმანეთთან გარბიან.
გ._ არის!..
ს._ ხო, არის, მაგრამ რა არის!?
გ._ ჯანდაბა, ნახე რა ეწერა? რას უნდა ნიშნავდეს?
ს._ ჩემთან ასე იყო: "მიდი მთასა კოლხოლჯისასა და იპოვიდე თავსა თიხისასა. ესე არს ჯადოი და გაცუდდების, უკეთუ წყალში ჩავარდის, მიწაში ჩაიფლის ანუ დაიმტვრევის და ნამტვრევნი ჩაიყრების წყალში. მოსძებნის თავსა ამასა კაცი ერთი და თუ თავის ალაგას დააბრუნის, უფრთხილდი!"
გ._ ჩემთანაც. ეს ნიშნავს, რომ წყაროსუბანში რომ ტანს თავი აკლია, ის თავია კოლხოლჯზე. ეს თავი უნდა წყალში ჩავარდეს ან მიწაში ჩაიფლოს ან დაიმტვრეს. ვიღაცა კაცი უნდა მივიდეს და ჩვენ კიდევ იმ კაცს უნდა მივასწროთ. ეს ყველაფერი კარგი, მარა კოლხოლჯი სადღაა?
ს._ ძველი რუკა გვინდა. მე მაქვს ერთი ძველი რუკა. ფურცელს რომ უკან გზა ახატია, იმას მივყვეთ.
გ._ წამოო!
გურო და სოსო დაჯდებიან და რუკასა და ფურცლებს უკირკიტებენ. ბოლოს
ს._ ბიჯო, ეს გზა არ არის ამ ფურცელზე? ნახე, ნახე. ცოტა გვერძე კია, მაგრამ ეგ არის. დასაწყისი კიდე წყაროსუბანში იქნება, მა! ამ რუკის მიხედვით უნდა გავყვეთ ...-ის ავტობუსს.
ესენი ადგებიან და სადგურში წავლენ. შემდეგ ხედი ავტობუსში. რაღაც მომენტში ფანჯრიდან ჩანს ვანო, ფეხით რომ მიდის.
გ._ვახ, ვანო? ეს იცი ვინ არის? აი თაკო რომაა, ჩემი ნაცნობი, იმისი ამხანაგია, შორიდან ვიცნობ.
ჩავლენ და ერთ-ერთი მთისკენ წავლენ. მთის ძირში
ს._ აი, ეს უნდა იყოს.
გ._ ეუფ, ამხელა მთაზე იმ თავს რა მოძებნის!
და ეძებენ. ამ დროს მოვა ვანოც.
ვ._ აი მთაი კოლხოლჯისაი. რამეთუ ვიცი სადაც იყო სამსხვერპლოი, მე ვიპოვნი თავსა მასსა.
და აიუყვება ბილიკს. ამ დროს გუროსა და სოსოს ყურადღებას იქცევს დიდი ქვა და მის წინ ნაცრის კვალი.
გ._ ეს რა არის, მწყემსები თუ იქნებოდნენ. მოდი ვნახოთ, აბა, რა გვაქვს.
ს._ ეხ, ნაცარი, ქვები, ბალახი. სად არის აბა თავი. იქნება თქვა აი ეს არისო.
და ბუჩქის ძირში დადებულ თავზე მიუთითებს. ამ დროს ვანოც ამოვა და დაინახავს.
გ._ სოსო, ეს ხომ ნამდვილად ის თავია. უნდა გატყდეს!
ვ._ ჰოი, მარიამ! თითსაც ვერ დააკარებთ თავსა მაგასა, უკეთუ მოვკვდე ვიდრე ეგ დაგითმოთ.
ამოიღებს დიდ დანას და ბიჭებისკენ გაექანება.
გ._ ვანო არს კაცი იგი. სოსო, ცოტა ხნით ბორჯღალოსნები გავხდებით!
დაავლებს თავს ხელს და გაიქცევა. ვანო უკან მისდევს. უნდა დაეწიოს, რომ გურო რეგბის ილეთით უკან მიაწოდებს სოსოს. ვანო ეხლა მას მისდევს. მაგრამ სოსო ისეთ რგოლებს აკეთებს, ვანოს თავგზა ებნევა და წყევლა-კრულვით დასდევს უკან.
ერთი მოხვევაც და სოსოს, რომელიც მეტისმეტად ახლოს მისულა კიდესთან, ფეხი დაუცურდება და კიდიდან ვარდება. გვერდით ხედში ჩანს როგორ კიდია ის ბუჩქზე ცალი ხელით, მეორეში თავით.
ვ._ მომეც თავი და ამოგიყვან.
გ._ უხ, შე დამპალო!
და ვანოს ფეხს გამოჰკრავს. გაბრაზებული ვანო მას გაეკიდება და ის ისაა დაიჭირა და დანა უნდა გამოუსვას, რომ სოსოს ბუჩქი მოსწყდება და სოსო მდინარეში ვარდება თავიანად. სპეცეფექტები. ვანო დაეცემა და ფართხალებს. მერე წამოდგება.
ვ._ ვახ სადა ვარ ტო? ვა, გურო? რა გვინდა ძმა, აქ, ჰა? ეს დანა სადღა გავჩითე, რა ნაღდი რამეა, ჩემი...
გ._ ეჰ, ვანო!
გურო გარბის და კიდესთან მირბის. იქიდან კი მარტო რგოლები ჩანს წყალზე. სოსოო! ყვირის გურო და დაბლა ჩარბის. მისდევს ვანოც. ისინი ნაპირზე დგანან, სოსო კი არა ჩანს.
გ._ სოსოო! (ტირის) სად არის სოსო?
ვ._ კაი ხო, კაი, ხო, ვაახ.
ისინი ზურგით შემობრუნდებიან. ამ დროს კამერა იმენა კიდეს იღებს. იქ კი ჯერ ერთი სველი ხელი გამოჩნდება, მერე მეორე. მერე სოსო ამოვა და გუროს უსმენს. უსმენს, უსმენს, ბოლოს მივა და ეუბნება
ს._ ისაა, რომელი საათია უკაცრავად, ავტობუსს მივუსწრებთ?
გ._ ეხ, სოსო, რაღად გინდა ეხლა ავტობუსიი! (გამოცოცხლდება) რაო? ავტობუსიო? სოსო, ცოცხალი ხარ!
კადრი ჩერდება. იცრიცება და ჩანს დავარი.
დ._ მოისვენა ორმა საბრალო შეყვარებულმა, მადლობა შენდა უფალო!
კამერა დაშორდება გამოქვაბულს და საკმაოდ შორს წამოვა. კადრი ბნელდება. შემდეგ წერია: 2303 წელი. ვიღაცის სახლი. ვიღაც ქურდულად შემოიპარება, დადებს მაგიდაზე ყუთს და ახდის
ეეეჰ, ცარიელი ყოფილა!
დავარის შეცბუნებული სახე. კიდე, კაცო? ამბობს ის.
ტიტრები, ნახატები, სასაცილო კადრები
დასასრული



****************
გთხოვთ ძალიან არ დამცინოთ. :):) დამახსოვრებულია 2003 წლის 14 ივლისს. :)

Thursday, May 27, 2010

Wednesday, May 26, 2010

ოქროსფერი დალალები

დუშუნუ, დუნუნუ, დუშუნუ, დუნუნუ

ამიფრინდა ალალები
ოქროსფერი დალალები
ბიჭები ხართ ალალები
გოგოები ხართ ალები

გული ტოკავს, ფართხალები
ტაში, ტუში, ჩქარალები
ჭრილობაზე მარალები
ოქროსფერი დალალები

ისევ შემხვდა ეს თვალები
ისევ სულში მაქვს ალები
დენი - 10, გაზი - 5
უფასოდ კი - ჭვა(ლა)ლები



არადა მეშინოდა კაცო, რამდენი ხანია ლექსი არ დამიწერია და ნაცრისფერ რეალისტად არ ვიქცე თქო. თურმე არა. ერთი მზერა სანანები და მოვიდა მანანები..

Tuesday, May 25, 2010

ჩხირკედელაობა - კოლიდორი

რაღაც დიდი პაუზა გამოგვივიდა ჩხირკედელაობაში, არა? :) ასე რომ გავაგრძელოთ ჩხირკედელაობა და სხვადასხვა პრაქტიკული ელექტრონული წრედების აწყობა. დღეის თემა იქნება კოლიდორი. მაშ ასე. ამოცანა საჭირბოროტოა. გვაქვს გრძელი კოლიდორი და თან ბნელი კოლიდორი, სადაც აყენია ორი ნათურა და სამი გადამრთველი.

ამოცანა ასეთია: საიდანაც გინდა მოდიოდეს მგზავრი და აზრი არ ქონდეს, სხვა გადამრთველები როგორ მდგომარეობაში იქნება, ყველა ვარიანტში პირველი გადამრთველის გაჩხაკუნებისას უნდა აინთოს პირველი ნათურა, შუაში რომაა გადამრთველი - გამოირთოს პირველი და ჩაირთოს მეორე ნათურა, დაბოლოს მესამე გადარმთველით გამოირთოს მეორე ნათურაც. მარტივია რა. შეხვედი კოლიდორში, ასცხე ჩამრთველს, აინთო ნათურა, გაიარე ნახევარი კოლიდორი, ასცხე მეორე ჩამრთველს, უკან გამოირთო ნათურა და წინ ჩაირთო, გახვედი კოლიდორის ბოლოში, მიარტყი ხელი მესამე გადამრთველს და მეორე ნათურაც ჩაქვრა. ვიცი, ვიცი რომ ძნელი ამოცანაა, ამიტომ აგერ პასუხი და აბა თქვენ იცით.

Monday, May 24, 2010

ქალი - ქუხნაში (სურათი)

ქალი - ქუხნაში თქო და აჰა, რაღა შენ გაწყენინოვო. :) აი მესმის ქალი ქუხნაშიი! :)

Sunday, May 23, 2010

I am In!



მე გორი მირჩევნია!
სამი დღე ვიყავი თბილისში სემინარზე და.. მე გორი მირჩევნია. მირჩევნია იმიტომ, რომ
1. აქ მინიმუმ 2 გრადუსით გრილა (მე ხომ სიცხეს ვერ ვიტან)
2. აქ ჟანგბადის კონცენტრაცია ჰაერში 21 % ია და არა 19 % - როგორც თბილისში
3. აქ არ დადის იმდენი ავტომანქანა, რამდენიც მცხოვრებია.
4. აქ მათხოვრების რიცხვი მოსახლეობის 1%-ზე მეტი არაა.
5. აქ ყველაფერი ახლოა და იაფია
6. აქ არ წამოხვალ სკვერიდან იმის გამო, რომ ვიღაც წყვილს შუა ქალაქში ზასაობა მოუნდა და ხელს ხომ არ შეუშლი.
7. აქ შეგიძლია იმდენი ენერგიის საკვები მიიღო, რამდენიც დახარჯე და არ დაგენანოს.
8. აქ ჩემიანები არიან და ყველა სახლი და ქუჩა ჩემიანია.
9. აქ ვმუშაობ, აქ მიყვარს, აქ ვცხოვრობ, აქ ვმღერი, ვსვავ, დავდივარ და აქ ვლაპარაკობ.
10. სწორედ ესაა ის პატარა, პუჭურა, გოიმი, მაღალი რადიაქტივობის, ომგადატანილი, სტალინის, ჩემი, შენი, ჩვენი ქალაქი.
და მე მიყვარს ეს ჩემი ჩერნობილის აჩრდილი, მიყვარს ეს მოღუშული და გამარჯობაზე გაოცებული თალებით შემომხედავი ხალხი, მიყვარს გადახდილი 2 ლარით გახარებული ტაქსისტი, რომელსაც 1 ლარი ეკუთვნოდა. მიყვარს ცარიელი ქუჩები, რომელზე გადასვლა და ზედ სეირნობა პრობლემა არაა, მიყვარს გორისციხე, გორიჯვარი და "ფანტანი", იმიტომ რომ სხვა არაფერია. მე ჩამოვედი და მე სახლში ვარ. I AM IN!

ა, მართლა, შევაჯამო ერთი გოდორში ყოფნის დღეები.
1. ვისწავლე რაც მასწავლეს და მემგონი მახსოვს.
2. მივხვდი რომ სუულ ტყუილად მქონდა რამის იმედი და ეს მე ვარ ასეთი, მწვანეთვალებავ და წადი.
3. ვნახე და ვიცანი და შესაბამისად გამიხარდა - თაკა და კიბორგ-მაკლაუდი.
4. ვერ ვნახე და მაგარი გული დამწყდა დოქტორი მჟავა.
5. ვერ ვნახე და ისე რა გული დამწყდა თავადის ქალი.
6. მთელი ეს დღეები მივიღე იმაზე 2 ჯერ ნაკლები საკვები, ვიდრე საერთოდ და მივხვდი რატომ არიან ეს გოროდელები ასეთი განხდრები და პატარები.
7. ჩავედი ბოლოში და 100 % ვთარგმნე Plants VS Zombies და მიხარია.
8. "გადავიხადეთ" ჩემი დის დაბ.დღე.
9. რიჟრაჟისფერთვალებამ ჩაბარა გამოცდა და ახლა სრულფასოვანი თანამშრომელია.
10. არ მიძებნია და შესაბამისად ვერ ვნახე ვერც ერთი პრიკოლი მეტროში.

Wednesday, May 19, 2010

შვაჭრება

დადიან ე.წ. "პაპუტნი" ტაქსები კაცო გორიდან თბილისში. 1 მგზავრისგან იღებენ 5 ლარს, ეტევათ 5 მგზავრი. ჯამში - 25 ლარი. გორის ავტოსადგურიდან გადიან, მიდიან თბილისის "ოკრიბამდე". იქაც აკრეფავენ მგზავრებს და ჰაიდა უკან. ახლა კაზუსი: დღეს მივედით, ვეუბნებით 4 ნი ვართო და გერმანიის საელჩომდე და დელისამდე გვინდა მისვლაო. რამდენიო? 25 ლარიო. 24 ლარად წაგვიყვანეო თორემ სხვაგან წავალთო. წადითო.. ისაა წასვლა დავაპირეთ და ჰაი ჰო, წაგიყვანთო.

კაცოო! გული დამეწვა იმ მძღოლის საცოდაობით. ასე უჭირს ხალხს კაცო? :( რა დარჩება ახლა იმას ამ 24 ლარიდან, ჯერ ბენზინში წამდენი წაუვა, მერე დროს რამდენს დაკარგავს ქალაქში სიარულით. ზუსტად პიკის საათში უნდა ჩავიდეთ თან. ბლაა, ვუთხარი რა, წამო მეტროთი თქო. ეს სიამაყე დაგვღუპავს რა!

გასაკეთებელი კიდევ ბევრია

ნიკა ჭურაძე - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადნაკლასნიკელი. მაგრამ ამ სურათის მერე იმდენი ვიცინე, არ შემეძლო არ დამედო. კოპირაიტ: ნიკა ჭურაძე.

ყველაზე საიდუმლო ამბები

Windows–ზე სანქციები დაწესებული შ.ს.ს-ს მიერ.

ვისაც Windows უყენია 150 ლარიან ჯარიმას გიწერს პატრული პირველ ჯერზე, მეორედ კიდე 500. თუ Safe Mode-თი შატვირთე ხო ოოოო.... 30 დღიანი პატიმრობა +700 GEL ჯარიმა + კომპის ჩამორთმევა და სპეციალურ კომპ-სადგომზე გადატანა...


*************

კასპერსკის ლაბორატორიამ კიდევ ერთი ვირუსი გამოავლინა!!!
ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ინტერნეტ სამყაროს მოევლინა კიდევ ერთი ვირუსი რომელიც ამჯერად მარტო კომპს კი არა საკვებ პროდუქტებსაც ანადგურებს!
ანალიტიკოსებმა ამ ვიურუსს პირობითად Trojan/Macivar.Killer დაარქვეს . როგორც სახელიდან ჩანს ვირუსი კომპიდან უშუალოდ მაცივარში იჭრება სადენების მეშვეობით. ანუ დენით ვრცელდება.ვირუსი ანადგურებს მაცივრში ყველა სახის პროდუქტს გარდა კვერცხისა.
ამ მომენტისთვის ერთადერთიგამოსავალია მაცივრის მეზობელთან შეერთება.

*********

როგორც Vestel-ში ირწმუნებიან ყველა სარეცხი მანქანა რომელიც 2010 წლის შემდეგ გამოვა ექნება ჩამონტაჟებული სკაიპის მოდული რისი მეშვეობითაც რეცხვის დროს შესაძლებლობა გექნება თან ეჩეტავო, რეალურ დროში გაუგზავნო გასარეცხი შარვალი, მიიღო გარეცხილი მაიკა და ა.შ.

*************

Microsoft-მა ჩირის დამზადების უნიკალური მეთოდი შეიმუშავა!
უკვე მრავალი წელიწადია რაც საქართველოდან შემცირდა ჩირის იმპორტი, არც მეტი არც ნაკლები აქ მაიკროსოფტის ხელი ურევია! რა დამაინტრიგებელიც არ უნდა იყოს იმ კომპზე რომელზეც დაყენებულია windows xp შესწევს ძალა შექმნას ვირტუალური ჩირი! რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ვირტუალური ჩირის შექმნის პროცედურა დაკავშირებულია Shortcut-ის შექმნასთან! სწორედ ეს ვირტუალური ჩირი უწევს კონკურენციას ნამდვილ ჩირს! ალბათ ჩაგეცინათ და თქვით ახალ წლებზე ამდენი ჩირი რატომ იყიდება აბაო. ამის ახსნაც არსებობს ახალ წლებზე ხალხი შეზარხოშებულია და უჭირს ვირტუალური ჩირის შექმნა. ალბათ ისიც გაგიკვირდათ თუ რატომ "აჯობა" ვირტუალურმა ნამდვილ ჩირს ამის მიზეზებია:
კეთდება წამებში (არ უნდა თვეობით შრობა) არის ეკონომიური შეგიძLიათ იმდენი ვირტუალური ჩირი შექმნათ რამდესაც თქვენი მყარი დისკი აიტანს

***************

მასალები მოპოვებულია ადნაკლასნიკებიდან. ავტორი: ივა ჯანეზაშვილი. დიდი მადლობა ივა, ასე გულიანად რომ მაცინე

სამწუხაროდ ივამ ვერ მოგვცა ახალი საიდუმლო ამბების მოწოდების დაპირება, ასე რომ შემოვიფარგლოთ არსებულით.

Tuesday, May 18, 2010

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2

ჰო, ვიცი, ვიცი, გაზაფხულია, ფეთქავს მაისი, რა დროს კინოა, ხელი და მისთანები.. :( მარა ახლა ვუყურე ამ კინოს და ცოტა არ იყოს და ვიხალისე. :) ორჯერ საკაიფოდაც ვიცინე. ვეთანხმები აზრს იმის შესახებ რომ ნაკლებად "მყუდრული" იყო. სამაგიეროდ მოახერხეს რომ წინა ნაწილს ჯობდა. ასევე მოახერხეს ის, რომ ველოდები მესამე ნაწილს. პლუს მსუბუქი ეროტიკა.. ჰმ.. როგორც იტყვიან კარგად იჯდა. მალაცი პაცანი, ტაკ დერჟატ!
ა, რატომ ასეთჳ ფარჩაკი მიმოხილვა? მეძინება! გამოგზავნის დრო ნახეთ. :)

Sunday, May 16, 2010

ხინკალი და ტრეისერები

დავიწყებ იმით, რომ ესაა პირველი პოსტი, სადაც 4 თაგია გამოყენებული. "შემოქმედებას" იმიტომ მიეკუთვნება, რომ მთელი 2 საათი ვამონტაჟე და ვხატე. :) ვიდეოა გუშინდელი დაპირებული და ის პოსტი წავშალე, ამიტომ დარჩება მარტო ეს. დაბოლოს: შენ ყველაზე საყვარელი ხარ. :P

Friday, May 14, 2010

სიმღერა ბანაობისას

ხდება ხოლმე ხანდახან ისეც, რომ ვბანაობ. საერთოდ ბანაობის დროს ბანაობაზე უნდა იფიქრო, მაგრამ დღეს  უეცრად გამახსენდა, რომ აი უკვე რამდენი ხანია არ ვმღერი აბაზანაში. არადა ეს ბუნებრივი მოვლენაა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აბა დააკვირდით, ყველა კინოში ადამიანი ბანაობის დროს მღერის. ის კი არა და ერთი ძველი შავ-თეთრი კინოა, ერთი როჟა ცუდი მომღერალია, მეორე როჟას კი ხმა აქვს კარგი და რა ვქნათ, როგორ ჩავიწეროთ მისი სიმღერა, რომ ჩვენად გავასაღოთო და მოიფიქრეს აბაზანაში მიკროფონი დაედგათ.

თქვენ მღერით თუ თქვენც ცხოვრებისეული დეპრესია თუ რა ვიცი, რა დავარქვა ამას, ის შემოგეპარათ?

სეტყვა

სეტყვა და ჭირი და ოხრობა ამას!!! 12 მაისს იგეთი წვიმა დასცხო ასე, 8 საათი იქნებოდა, უახლოესი ნათესავები აღარ ყავდა გორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. მერე კი რომ მოაკაკუნეს ფანჯარაზე ბევრმა რა წვრილმა რაღაცეებმა..

ბლააა!!! სახლშიც ისე წვიმდა როგორც გარეთ რა. არადა გარეთ მართლა მაგრად წვიმდა. ისე მაგრად წვიმდა, რომ ერთი ხანობა 5 მეტრში აღარ ჩანდა. მერე რომ მოაყარა ეს სეტყვაც.. ჩვენ რა გვიჭირს, სოფლებში დედა აღარ ყავს მოსავალს..
ვსო, გავედი მე.. ისედაც დიდხანს შემოვრჩი კომპს. ზეგე ხინკლაობაა ფორუმ.გე@გორი. :)

Tuesday, May 11, 2010

ჩემი სახლის დემონები

დამავოი - ქართულ თარგმანში იქნება "სახლის სული". მე-19 საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული ლიტერატურული და მისტიური პერსონაჟი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ არის სახლში და მისი მოქმედებების ხმა ისმის ან ხედავ. მე-20 საუკუნიდან მეცნიერული რევოლუციის გამო ხალხს ნაკლებად სჯერავს მათი. პრინციპში მეც არ მეჯერა რომ არა ბოლო ერთი თვის ამბები. ამასთან გაითალისწინეთ, ჩემი სახლი მე-19 საუკუნისაა. :)
დღე არა, მაგრამ აი ღამით, დასაძინებლად წასვლის წინ, როდესაც ჩემი ოთახიდან მეზობელ ოთახში გავდივარ, აშკარად ისმის მეორე კარების დახურვის ხმა. არადა ეს კარები უკვე დახურულია. პლუს ამას რამდენჯერმე გავიგე ჩემგან 2 მეტრში როგორ გაიარა ვიღაცამ. არადა იმენა კაცი-შვილი არ იყო სახლში. ისმის როგორ იმალება რაღაც სახურავში. ეს რაღაც თითქოს ახტება იატაკიდან და ბიაზის გავლით სახურავის ქვეშ მოხვდება. სულ მინდა რომ თან წავიღო ხოლმე ჩემი ვიდეოკამერა, მაგრამ ყოველთვის მავიწყდება რატომღაც. საქმე იმაშია, რომ არასოდეს შემოდის კონტაქტში, უფრო ეშინია ჩემი ან არ ვიცი, არაა დარწმუნებული რომ ჩვეულებრივ მივიღებ. როგორც წესი ასეთი რამის დანახვაზე გული უსკდებათ ხოლმე.
ნუ, მე ცოტა ვღელავ, მაგრამ შიშით არ მეშინია. ჯერ ერთი იმიტომ რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია, თავისთვის არის. მერე იმიტომ რომ შეიძლება სულაც სახლს იცავს და უცხო თუ შემოვა ვინმე, საინტერესოა როგორ მიიღებს. :) ნუ, ეს სათაური არ მომწონს მაინცდამაინც, დემონი საერთოდ არაა, ჩვეულებრივი უწყინარი ხმაა. უბრალოდ საინტერესო იქნებოდა მისი მიზნების გაგება და თუ შესაძლებობა იქნება, მასთან დამეგობრებაც.
ნუ შეიძლება ეს უბრალოდ აუდიო ილუზიებია, კატის ხმა ან ქარის ხმაური, მაგრამ მაინც საინტერესო ფენომენია. :) დაბოლოს, სათაურთან დაკავშირებით ერთი ანეგდოტი სტალკერიდან:
მიდის როჟა ეკოკატასტროფის ზონაში და ბრახ - ტბაა კაცო! თან პატარა არაა. არადა რუკაზე არ არის აღნიშნული. მივიდა, მოვიდა და ხედავს: კაცი დგას იქვე. ეკითხება, საით მიდიხარო, იქითო. მეც მანდეთ მოვდივარო და წამო ერთად წავიდეთო. მიდიან, ესე იგი, მიდიან და ამ დაბნულს მობეზრდა ჩუმად ყოფნა და დაიწყო: რა მაგარია გამოცდილი სტალკერი რომ ხარ, ბევრი იარაღი არ დაგაქვს, ყველა ბუქისა არ გეშინიაო. იმ როჟას როგორც ჩანს იარაღი საერთოდ არ ქონდა. ხოდა გაუკვირდა გიდს, და რისი უნდა გეშინოდეს ზონაში საერთოდო? რას ქვია რისი, მონსტრების: სისხლმწოველები, ტახები.. მარტო კონტროლერები რამდენს ნიშნავსო. გიდმა იფიქრა, იფიქრა და: კაი, ჯანდაბას, სისხლმწოველები კიდე ჰო, მარა ჩვენ, კონტროლიორებს, რა ჯანდაბად გვეძახი მონსტრებსო?

Monday, May 10, 2010

მეოთხედი საუკუნის

25 წლის გავხდი დღეს. და აქამდე ვერ გავბედე ჩემი წინა წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოსტის წაკითხვა. და რა კარგია რომ მომავალი წლის გეგმები არ დამიწერია. თუმცა.. მოდი დავიწყოთ ბოლოდან.
რა შევძელი წინა წელს:
1. შემენარჩუნებინა სამუშაო
2. შემენარჩუნებინა კომპი თავის მაგიდით
3. გამეყიდა ველოსიპედი
4. მენახა ხახუტა, ბუხუ და კიდევ ვიღაცეები, ახლა რომ არ მახსენდება
5. დამესხა ბეტონი სახლის წინ
6. ჩემს ავტომატზე დამეწერა მისი სახელი და შემეძინა არისოფტის ნიღაბი
7. მეყიდა წყალქვეშა ვიდეოკამერა
8. გული მეტკენინებინა მემგონი ერთადერთი ადამიანისათვის, რომელსაც ვუყვარდი.
9. და გამეკეთებინა სხვადასხვა პაწა-პუწა რამეები, რომელებიც არ მახსენდება
რა ვერ შევძელი:
1. რა თქმა უნდა ვერ შევძელი ავტომანქანის შეძენა
2. ვერ შევძელი მეგობარი გოგონას მონახვა
3. ვერ შევძელი ახალი ველოსიპედის ყიდვა
4. ვერ შევძელი აირსოფტის თამაში
5. ვერ შევძელი პარკურის ხელოვნების ათვისება
6. და კიდევ პატარა-პატარა რაღაცეები ვერ შევძელი, რაც ახლა არ მახსენდება.
ამ წლის გეგმა:
1. უნდა გავლესო სახლი ნახ!
2. შევეცდები ავტომანქანის შეძენას და შესაბამისად
3. შევეცდები მეგობარი გოგონას პოვნას.
4. წავალ და ვითამაშებ აირსოფტს
5. გავიცნობ გორელ ტრეისერებს
6. მექნება სამუშაო
7. ალბათ ვიყიდი ველოსიპედსაც
8. აუცილებლად ვივარჯიშებ ყოველ დილით და მინიმუმ 10 აზიდვას გავაკეთებ.
9. არ დავივიწყებ ბლოგს
10. ვთარგმნი რამეს (მაგალითად "მეტრო2033"-ის თარგმნას შუამდე მაინც გავიყვან)
ახლა კი დღევანდელ დღეს ავღწერ, რათა არ დამავიწყდეს. სტატისტიკა ასეთია: მომილოცა 107 მა ადამიანმა, აქედან 24 მა სმს ით, 13 მა დარეკვით, 37-მა იმეილით, ფორუმით და ადნაკლასნიკებით, დანარჩენმა პირადად. ყველაზე მეტად გამიხარდა ჩვენი რეგიონალურის მოლოცვა, რომელსაც საერთოდ არ ველოდი. ჩერქეზი - მადლობა. ყველაზე მეტად ტვინი წაიღო მირანდამ ყოველ 3 წუთში ახალი სმს-ლექსით. კიდევ კარგი მიხვდა რომ უკვე დაუკრეფავში გადავიდა. მირანდა, მადლობ რომ მიხვდი.

ჩემი საჩუქრები:
1. ტორტი დედასგან, რომელიც ზემოთ არის სურათზე და რომელიც გადაირივნენ, ისე მოეწონათ ბანკში.
2. რუსოს მოცემული სნიკერსი. სწორედ რომ დროულად, თორემ სულს ვღაფავდი შიმშილით. :)
ლარისა იაშკინას საჩუქარი ადნოზე. ლარა, ტი მოი ანგელ. :-*
ჩემი დის საჩუქარი, ფულადი სახსარი. :) მზიიი, მეუასებეჰ ბრატ, შე გამხდარო. :)
და თაკოს ნაჩუქარი ღიმილი. ღიმილი მააჩუქე თააკოოო. :)
სიტუაცია და მიმდინარეობა: მამამ ტორტი მომიტანა, მე შამპანურები და სოკები ვიყიდე პოპულში, ჩანგლები წინა ღვინისძიებიდან დარჩენილა. თეფშებად ვიხმარეთ ქაღალდები და ამ დროს მმართველმა აგვიკრძალა შამანურის გახსნა: ბანკში არ შეიძლებაო. არადა კაცო, ადრიდა შეიძლებოდა და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა და.. რევიც.. ასე რომ ის სამი ბოთლი შამპანური დამრჩა ოხრად. სამაგიეროდ ტორტი იყო ეგეთი კარქი და მსუყეე.. ნახევარი ნაჭერი რომ შევჭამე, მივხვდი რომ ჭაკად იყო ჩემი საქმე და ბოლომდე ვერ გავიდოდი.
სურათს ქვია "იუბილარი და საყვარელი მენეჯერი", როგორც დათომ დაარქვა მას. :) საერთო ჯამში, იმის გამო რომ სათაოს ხალხი ჩამოვიდა, დავრჩით შამპანურ-დაულევლები. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მოკლე კაბები, რაც დათბობითაა გამოწვეული, ფრიად არაერთგვაროვან გავლენას ახდენენ შრომის ნაყოფიერებაზე. თუმცა მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია. პირიქით, შესანიშნავია. :) დაბოლოს, პატარა ოპტიკური ილუზია, რომელიც შემთხვევით შევამჩნიე დღეს.
ზედა სტეპლერის ტყვიების ყუთი აშკარად პატარაა ქვედაზე.
პატარაა გეუბნებით
თან მსუბუქიც ჩანს ცოტათი
თან აჰა, უყურებ და აშკარად პატარაა
არადა ერთი ზომისაა.. :(

Sunday, May 9, 2010

ქუჩაში თუ შეგხვდით..

არავის დავუთაგივარ, უბრალოდ მომეწონა იდეა და გადავწყვიტე ჩემით დამეწერა. ბაზისად ავიღე ჰექსეს პოსტი და მის მიხედვით დავწერ.
პირველი რაც თვალში მოგხვდებათ ისაა, რომ "ჩაციკლული" სიარულის მანერა მაქვს და მასთან საკმაოდ სწრაფი. ამას პლუს მაღალი ვარ საკმაოდ და ვატარებ სათვალეს. პლუს თმა თითქმის აღარ მაქვს თავზე. და კიდევ მოსალოდნელია რომ კლასიკურ ფორმაში ვიყო.

გარეგნული მხარე
ვარცხნილობა - სადაა ვარცხნილიობა, თმა და კაი ცხოვრება. ის კი არა და ვფიქრობ სულაც გადავიპარსო ნახ!

ჩაცმის სტილი - ჩემი ტკივილია. არის ხალხი, ვისაც ძალიან უყვარს ტანსაცმელის ყიდვა. აი მაგალითად ჰექსეს, როგორც მე მახსოვს, არ უყვარს საჭმლის ყიდვა. აი მე არ მიყვარს ტანსაცმლის ყიდვა. განა იმიტომ რომ ფული მენანება. პროსტა არ ვიცი რა ვიყიდო. :) ერთი ასიანია: სპორტულ ტანსაცმელზე მეტად კლასიკური მიხდება. მაგრამ ამ სიცხეში კოსტუმით ვერ ივლი კაცი სულ.

ფეხსაცმელი - ტანსაცმელზე დიდი ტკივილია ფეხსაცმელი. იმიტომ რომ 46 ზომა ფეხი მაქვს და ამხელა ფეხსაცმლის და თუნდაც ბოტასის ყიდვა პრობლემატიურია. თუ გამიღიმებს ხოლმე ბედი და ჩემს ზომა ფეხსაცმელს ვიშოვი, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დეიარება დუნიაზე.

ფერები - მიყვარს მწვანე ფერი. ამის მიუხედავად არც ერთი ტანსაცმელი არ მაქვს მწვანე ფერის. :) ასე რომ შავი, თეთრი, წითელი და ლურჯი ფერების კომბინაციით მიცნობთ.

პირადი თვისებები
არ მიყვარს ლაპარაკის დაწყება. მაგრამ თუ დავიწყე და მით უმეტეს თუ თანამოსაუბრე ამყვაა.. ვაიმეე! სულ ვეუბნები თავს: მეტს ილაპარაკებ - მეტ სისულელეს იტყვი თქო. მარა რაი მერე? მიყვარს წესრიგი, სისუფთავე და ძილი. ასევე ვარ ზარმაცი და შეიძლება ყვეეელა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი დავიკიდო და დავიძინო.

სხვა განმასხვავებელი ნიშნები
გარეგნულად დიდი არაფერი, ცოტა დაბალი რომ ვიყო ისე გავითქვიფებოდი მასაში, კაცი-შვილი ვერ მიცნობდა. ნუ, ვცდილობ შემეძლოს ვისაუბრო ყველა თემაზე. ხანდახან გამომდის. სულ ორი სფეროა, სადაც ცოდნა არ მაქვს: სპორტი და მანქანები. ასე რომ თუ გინდათ რომ ჩემი გაკვირვებული და/ან დაბნეული სახე დაინახოთ, მესაუბრეთ სპორტულ მანქანებზე.

ქუჩაში თუ დამინახავთ
ჯობია არ მომესალმოთ. იმიტომ რომ ვერ ვიტან სურპრიზებს და მოულოდნელობებს. ალბათ ეს მინუსია მთელი ცხოვრება საათივით გქონდეს გაწერილი და იცოდე რა დროს რა მოხდება. რევიც.. და კიდევ, ლაპარაკს ჯობია მომწეროთ, გადასარევი ხმა არ მაქვს და ვდუდღუნებ უგზო-უკვლოდ.

ხახუტა

ჭონაზე რაც დავწერე (და უკვე მართლა 1 საათია ვეძებ რომ დავლინკო და ვერ ვიპოვე), ისეთი პატოსით ვერ დავწერ, მარა მაინც შევეცდები. პათოსის შემცირების მიზეზია 10 საათიდან 19:20 მდე ბეტონზე მუშაობა, რის შედეგადაც აქედან
მივიღეთ ეს

სტატისტიკურად მე გადავიტანე დაახლოებით 6 (კალო) X 20 (ვედრო) = 120 გზა ნარევი, თიოთოეულის წონით 10 კილოგრამი, რამაც ჯამში შეადგინა 120 (გზა) X 10 (კილო) X 2 (ცალი ვედრო ჯერზე) = 2 400 კილოგრამი გადაზიდული ტვირთი 9 საათში. ფიზიკა უფრო კარგად რომ მესწავლა, დახარჯულ მუშაობას და განვითარებულ ენერგიასაც გამოვითვლიდი, მაგრამ იმის გამო, რომ ყველას, ჩემი ჩათვლით, ეს მონაცემები ფეხზე ან ფეხთაშორის ადგილზე ჰკიდია, გამოვტოვოთ ეს ამბავი.

ეს თვალებციმციმა, სულის ამაფორიაქებელი ღიმილის პატრონი, გემრიელი მოსაუბრე, ნახტომში მეტრანახევარი და ადნაკლასნიკებზე "გორი და გორელების" ფორუმის აქტიური მონაწილე არის სწორედ ხახუტა - ნინიონოლლა ხახუტაშვილი. ეს შესანიშნავი ადამიანი მონაწილეა თანამედროვე საქართველოს ყველაზე საერთაშორისო და საშვილიშვილო საქმის კეთებისა. საუბარია საქართველოს მეფინგზე (მდაბიურად: კარტოგრაფია, უფრო მდაბიურად: რუკების ხაზვა). სწორედ მისი და მისი ჯგუფის პროდუქტია ქვემოთ მოყვანილი სურათი. (პროექტის საიტი აგერ)
დიაღ! მან და სწორედ მან და მისმა ჯგუფმა ფეხით მოარა ყველა (ყველა!) გზა შიდა ქართლში და თბილისში. დღეისათვის მუშაობა მიდის აჭარის, იმერეთის, კახეთის და გურიის მეფინგზე. ესაა უზარმაზარი საქმე და ესაა დასაფასებელი საქმე. რატომ? იმიტომ რომ საქართველო აღარ იქნება ცარიელი ლაქა ჯიპიესზე და ჩვენც, ისევე როგორც სხვა ნორმალურ ქვეყნებს, გვექნება საშუალება დავდგათ ჯიპიესი მანქანაში, დავნიშნოთ მარშუტი და მივაგნოთ მას. თუ ეს ამბავი გკიდიათ, არაა პრობლემა, შეგიძლიათ ბეტონი ურიოთ. (სურათზე: ხახუტა აჭარაში)
სწორედ ამიტომ (ნუ, თვალების და ღიმილის გამოც) მინდოდა მისი გაცნობა. როგორც გაირკვა, ნინო 3 კვირა მუშაობს და მერეც მუშაობს. :) მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ შაბათს, ანუ დღეს, გორში მოდიოდა. ამ ამბით გახარებულმა ვთხოვე რომ შემხვედროდა. მანაც უარი არ მითხრა, ოღონდ ერთი პირობით: სცალია მხოლოდ დღეს. არადა სწორედ დღეს გადავზიდე 2.5 ტონა ბეტონი. :) მოკლედ რომ მოვხაზოთ, მუშაობის მერე ნაბანავებ- 2 კილომდე ჭუჭყგაცილი და შესაბამისად - კარგად გამოყურებული ყავის სახლში შევხვდი არანაკლებ გალამაზებულ საშვილიშვილო საქმის მონაწილეს. გემრიელად მივირთვით პიცა (ანუ მე მივირთვი, თორემ ეს როგორ დადის იმ გზებზე თუ ამდენს ჭამს, არ ვიცი), ვუღიმეთ, ვუციმციმეთ თვალები და ვესაუბრეთ ერთმანეთს ათას (უფრო ზუსტად.. ათას) თემაზე. საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სურათი.
ნინო ჯან, კარქი გოგო ხარ. მერე რა, თუ ძველი BOG-ელი ხარ? სამაგიეროდ ახლა აკეთებ კარგ საქმეს. :) ნუ, ომის დროს ბევრი ჩარჩა აჭარაში, თან ხომ ხედავ: ისევ იქ მოგიწია დაბრუნება. :P პლუს არ ვიცი რატომ გგონია რომ არაფოტოგენური ხარ. ხალხო, არაფოტოგენურია ეხლა ეს ადამიანი? ა, კინაღამ დამავიწყდა: დედაჩემი შემოდის ხოლმე ბლოგზე და დედა, არაა ეს შენი სარძლო კაცო.. ქალო ანუ. რა გინდა, მოყინულ გზაზე მიდის კამეჩი, ან შენს თავს ან მე რას მერჩი, ჰა?