ს კაკოვა ჩორტა? რა ეშმაკად? კომო ეს დიაბლო? რატომ არაა ინტერნეტი? ტელეკომი რომ ბანძია, ფაქტია. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რომ საააააერთოდ ყველას რომ ყველაფერი კიდია და ეს რომ მოდაა, ეს მკლავს, მღუპავს, დეპრესიაში მაგდებს, მაქლიავებს, საფლავში მატრიალებს, ნერვების გამოცდას მაბარებინებს, მაგიჟეეეეეეეეებს! ღმერთო, ურო ჩამცხე! კარგი გურამ, სირცხვილია ხალხი გიყურებს. ჯერ ერთი ეს დიმა ბილანის მუსიკა წაშალე საერთოდ კომპიდან და მერე გადადი საქმეზე. აბა, ღრმად ჩავისუნთქეთ.. ასეე.. ინ ყვავა ვი თრასთ!
დავიწყოთ იქიდან, თქვენ შემოგევლეთ მე, რომ 1 ივნისს ღამით რომ წავიდა ინტერნეტი, იმის მერე მარტო ღამით გამოჩნდება ხოლმე მოჯადოებული გედივით. ვინმე პრინცი უნდა ვუპოვო, მამია ქვია მემგონი, იქნება აკოცოს და უშველოს რამე. თუ არა და მონადირე ანზორა ვიცი, დაადებს-დააგდებს, ისიც დაისვენებს და ჩვენც.
ჩემს კანტორაში ისეთი რამეები ხდება, დღეს 9 ზე წამოვედი სახლში. ამიტომ, ბატონო მჟავა, შენ შემოგევლე, მაპატიე გაქართულება რომ ასე უყურადღებოდ დამრჩა. არ გეგონოს შევეშვი. უბრალოდ ენერგია აღარ მაქვს. ის კი არა, ველოსიპედი რა არის, ეგეც დამავიწყდა. ჯანდაბას, რა მაქვს საწუწუნო, ჩემს უკან ზუსტად ვიცი, 40 კაცი დგას, ვინაც სიამოვნებით იმუშავებდა შემს ადგილზე.. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რასაც მე სულს ვდებ საქმეში, იმდენს ვერავინ ჩადებს. (რა ვიბლატავე! :) )
ეს რა ჯანდაბაა? ამ ჯანდაბას ქვია ემ-16. ორიგინალის ზუსტი ანალოგი. ერთი ეგაა, სტრაიკბოლის იარაღია. მოგეხსენებათ, ყველა ჩემს ნივთს სახელი აქვს. და მარტო ჩემს "ემშოს" ერქმევა კაცის სახელი.. უი, რა დავარქვა? რამე პიზდეცინტელექტუალური უნდა დავარქვა. ჰადესი მომივიდა თავში, მაგრამ არ მომეწონა მაშინვე. არ მევასება ეს მარტოსული და ბოროტი ღმერთი. აბა მაშ აპოლონი ერქმევა.. მაგრამ შავია. ოტელოც არ მხიბლავს მაინცდამაინც. შავი და თან დადებითი პერსონა.. ვილ სმიტი.. სმიტი.. ზუსტად! დღეიდან ჩემს აფთამათს ჰქვიოდეს "სმიტი". გადავტენე, ნახ!..
"მოდით რუსებო, მაწ ვაშე, მე ცოცხით ვარ, თქვენ ტანკით იყავით.." @ ბასბომბერი.
ვერ დაიჭირავს ტყვიასა თუნდ ჟესტი პეპსიკლოვანნი,
მისგან გასწორდეს ყოველი ბანკა და ბოთლი მრგვლოვანნი
ბოლოს შეყარნეს მეხანამ ტყვია ძირს დანაყროვანნი
სჯობდეს აუგსა ნაზრახსა ეს ემშო სახელოვანი.
მზიური.. ანეჩკა ძალო, თუ ცალი თვალით წაიკითხავდე ამ ჩემს ნაჯღაბნს, იცოდე რომ შენზე კარგი ადამიანი დუნიაზე არ დეიარება, შენზე საყვარელ გოგოს არავის ვიცნობ და შენზე ენერგიული ადამიანი არ მეგულება კაცობრიობის ისტორიაში.. არ ვიცი რა უფრო მავსებს ენერგიით, ფერადი გარემო, შუა ქალაქში გაკუნძულებული მყუდროება, უამრავი ინტერნეტ ნაცნობის რეალობაში ნახვა, ამდენი ბავშვის სიხარულის ნახვა თუ მართლა ბავშვობაში დაბრუნება რამდენიმე საათით.
რომ იცოდეთ, როგორ მინდა ამ პატარა პუსკუნებთან ერთად მეც ვიყო პატარა, მეც გამოვხატავე სიხარულს ჯამბაზის დანახვისას, მიხაროდეს მზის ნახვა, მოკრძალებით ვუვლიდე გვერდს ვეება ნოკს, ვხტუნაობდე სცენაზე, ვუშვებდე საპნის ბუშტებს და იდაყვამდე ვიყო ამოსვრილი ტკბილეულობით.. ვოთ დუ იუ ნიდ, მარკდ ვან? :( დიდობა ხომ ასეთი მოსაწყენია. სეიმ ზი დეი აფტერ დეი.. პატარები ვართ და დიდობა გვინდა, დიდები ვართ და პატარაობა გვენატრება. ესაა ადამიანი და ესაა მისი სასჯელი.
ისე, მე მაპატიეთ თუ ვცდები, მაგრამ აი ამ სურათზე მზეს არა, მარა სხვა რამეებს კი ვხედავ. :)
აბა, აკორდს ვცვლით. სი მაჟორი აიღე, დსმა, თუ არის ასეთი ნოტი ვაფშეტა. :) ხანდახან მინდა ხოლმე რომ ბლოგი თან მქონდეს. ისეთი პოსტები მომდის ხოლმე თავში, იმენა მართლა გადავუსწრებ კატას.. უი, ბაზილიო, ხელი როგორ გაქვს, ნიინ?
რა მოხდა კიდევ ჩემი არ ყოფნის მანძილზე? უი, უი, ახალი კომპიტაური მაქვს! რაღაც დედის სიყვარული ვიდეო უყენია, ის ძველი ბიძაშვილს მივეცი 11 თვით ინტერნეტის საფასურის დაგახდის პირობით. ასე რომ ხარჯებს თანხა მოაკლდა. :) შესაბამისად, სტალკერი უბოლოეს გრაფიკაზე ჩავრთე და დავსირდი.
ამ ოხერს თითების ნაკეცები ეტყობა, ძარღვები ხელზე, ტანსაცმლის თითო ბეწვი, ხეებს, ბალახებს, ხალხს.. ყველაფერს ჩრდილი აქვს. რაღაც დედის წიოკი სროლის ეფექტი და საერთოდ, ძია ისიდორეს ბუნკერიდან ამოსული 5 წუთი ვიჯექი და ხელვცქვიტაობდი ხეების დახვეწილ შესრულებაზე, ბალახების სინატიფეზე და საერთოდ, გარემოს რეალიზმზე. მე საერთოდ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ გრაფიკას, უფრო შინაარსი და ისტორია მიტაცებს. მაგრამ.. მოკლედ, ის 5 წუთი ისეთ აგონიაში ვიყავი, მიმიქარავს ნებისმიერი ნარკოტიკი. :) საქმე იმაშია, რომ ამაზე გაცილებით უარესი გრაფიკა აქვს ერთ თამაშს, რომელსაც არანაკლებ რესურსებს მოითხოვს. ეტყობა რაღაცა არსებობს.
მერე სარბიელზე შემოვიდა "ასასინის კრედო". თავის მხრივ ასასინი მიპარვით, ჩუმად მკვლელს ნიშნავს. კრედო კი ვერავინ ამიხსნა სანამ არ ვითამაშე. კრედო - ესაა წესები, რომლებიც კანონისაგან იმით განსხვავდება, რომ პარლამენტი არ ამტკიცებს. სიმართლე გითხრათ, ჩამთრევი თამაშიაო და ვაი გადვირიეო, არაა. მაგრამ ძალიან მუღამი აქვს ძველ იერუსალიმში სახლების სახურავებზე სირბილს, ხალხის დახმარებას და თავბრუდამხვევი ნახტომების შესრულებას. ვერ დავუწერ დიდ შეფასებას ბრძოლის ხელოვნებას, მიუხედავად იმისა, რომ ალტაირი მართლაც ოსტატია ადამიანის ლამაზად მოკვლის ხელოვნებაში. ის მაინც მაიმუნი მკვლელია, რომელიც სპარსეთის უფლისწულს რამდენიმე თავით ჩამორჩება.
კიდევ მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა კიდევ ტლაშის და ზუკას ქორწილზე. მოვლენაზე, რომელმაც გამახსენა, რომ არსებობს ასეთი რამე, რასაც ქვია ცეკვა და მასთან არა მარტო, არსებობს.. რაღაცა არსებობს. მოკლედ, ძალიან მაგრად გავერთე და რაც მთავარია, არანაირი გვერდითი ეფექტები, სიცარიელის შეგრძნება, ფიქრი იმაზე რომ აი ეს ჯობდა ასე გამეკეთებინა. ჰა, რავარ წავუაჭარულე? რავარ წავუჯექსონე? მაღიარეთ ახლა, რომ ჯექსონი უფრო მაგარი ვარ, ვიდრე აჭარელი. :) ის ვინ იყო, აი ლაიქ თუ მუვ ით, მუვ ით რომ უბერავდა? ის ვინ იყო, შებერილზე ყველაზე მაგრად რომ შეუბერა? ის ვინ იყო, მთავარ ფოტოგრაფზე მეტი სურათი რომ გადაიღო? მოკლედ, უნდა მაღიაროთ რა! :) ტლაშ, რამხელა გოგო გამხდარხარ, როგორ მახსოვს რომ ასწავლიდი შენს სტაჟორს ხელის გრაციოზული მოძრაობით როგორ უნდა დაებლოკა კომპი. ზუკ, გახსოვს, როგორ არ გევასებოდი ხოლმე? რა მოხდა თუ შემეშალა და შენი მეილიდან კინაღამ მმართველს გავუგზავნე წერილი, ვის არ მოსვლია. :) აგერ, ცქ-მაც მოიყვანა ცოლი, სადაცაა ქერაც დაქორწილდება, ჯუნკა უკვე შვილს ელოდება, თედეს უკვე ყავს.. ოე, მეფე! მოდი აქ, დავლიოთ ამის დედაც ავატირე. ვისაც ჩვენ არ ვევასებით, სულ ჩვენ გვიყუროს. რა გვაქვს დასაწუნი, ამ გოგოებს სად აქვთ თვალები, ა? :)
ჯანდაბა, 2 საათი გამხდარა. თერმომეტრი კომპზე 38 გრადუსს აჩვენებს. წავიდე წყალი გადავივლო.. თან მეზარება, თან ქოლ ოფ დუტი.. კაროჩე, მაგრად მერხევა რა.. ხო, კიდევ ერთი: დღეს დადუ ვნახე. დადუ, თუ კიდე გააგრძელებ ტვინის დღვნას, ბუ ვიყო თუ კიდევ მივაქციო ყურადღება რომ მდედრი ხარ და ზრდილობიანად უნდა გელაპარაკო. არაა აუცილებელი მარტო იმისათვის გახსენდებოდე, რომ თურმე იცი, ხელფასამდე დიდი დროა და ბალი ბარათი კი გჭირდება. და არაა აუცილებელი, თუ სანაცვლოდ კოცნას გთხოვ და შენ მაშინვე მეძგერო. მძულს უგულო მტლაშა-მტლუში. ფუ!
თანდათან მახსენდება რისი დაწერაც მინდოდა. გვანცი, მიმზიდველესთ ოფ ოლ მაი ფრენდს, რა გინდა, რატომ მტანჯავ ან თავს რატომ იტანჯავ? გევასება ხო? დააზუსტე ბოლო-ბოლო შენი სტატუსი და მეც გამაგებინე. ორივე ერთად არ გამოვა, გესმის-გეყურება შენ?
დაბოლოს, ლიკ..
ეს სიმღერა შენ გეძღვნება, შემოგევლე:
No comments:
Post a Comment