Monday, June 29, 2009

ველქამ თუ ჰევან, სოლჯერ!

სიმართლე გითხრათ ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება და საერთოდ, სუსტად ვარ. მაგრამ როდინა ბლოგ ზავიოტ. გუშინ ჩამოვედი თუ არა, დავდე ჯენიფერ ლოპესი საწოლზე და სანამ ბუძელნიკმა არ დაიწყო ზარების რეკვა, მერე ქვემეხების სროლა და ბოლოს ნაწყვეტები ბერლინის დაცემიდან, მანამ თავი ვერ ავწიე. არადა რომ დაფიქრდე, წესით არ უნდა ვიყო ასეთ დღეში, მარა ეტყობა რაღაცა არსებობს. მოკლედ შემოგევლე, შაბათს ვიმუშავეთ კანტორამ, როგორც თვის ბოლო შაბათს და აბა საქმეები მოვასწროთო. ხოდა 3 საათზე რომ მოვრჩით, ამ ჩემი პახოდისათვის გადანახული ენერგიით გამოვეშურე სახლში, მივიბან-ჩავიბანე, გავლამაზდი-გავკოხტავდი (ეტყობა დათვებს უნდა გავპრანჭვოდი რა), ავიღე ჩემი მრავლისმნახველი ფოტოაპარატი, ჩანთა, 2 კვარტეტი ელემენტები, პლასტიკური ბარათი(!), პირადობა და ჰაიდაა! წესით შეკრება იყო დანიშნული 4 საათზე. შენც არ მომიკვდე 4 ზე თუნდაც მეოთხედი მოსულიყო. სანამ მანამ ხალხი შეგროვდებოდა, უკვე მოსული სასტავი დავეცით და დავიპყარით გადანახული საჭმელ-სასმელი (ძირითადად ლუდი), მერე დროშა ავღმართეთ ხაჭაპურზე და ბოლოს ჩამოვყევით ქათმის ხორცის სრიალა ნაპირებს. ასე რომ გასვლის დროისთვის (და ეს მოხდა 17 საათზე) საკაიფოდ ვიყავი გატიკნული. აღარც პახოდი მინდა, აღარც ჯაკუზი და ორი ნაშა. :) ცხელოდა! აუუ, ცხელოდა რომელია, მე ისედაც მაღალი ტემპერატურა მაქვს ხოლმე პატარას გავიმოძრავებ თუ არა. ხოდა ამ ჩვენს ავტობუსში, რომელსაც ხევმა "ორკარიან" დაარქვა, ისეთი ბუღი იდგა, კვერცხი რომ დაგესხა სკამზე - შეიწვებოდა. თვითონ ავტობუსი კი რაღაცას უხსნიდა სიყვარულს ფრანგულად და რა ვიცი..
ხოოდა გავედით როგორც იქნა. გავედით კარგია - სხვა საჭმელები მაღაზია "ქორდაში" გვქონდა შეკვეთილი და ახლა იქ გავჩერდით. ცხელა ამის დედაც! ჩვენ კი, ლოთბანდას, ნაყინის ყუთები გვაქვს, მშრალი ყინული გვიყრია, კაი ჩაციებული ლუდებიც გვაქვს (სამწუხაროდ "ყ" ასოზე დაწყებული) და რა გვენაღვლება - ვსვავთ. ხოდა ერთმა ჭკვიანმა, კერძოდ ამირანმა, აიღო და მშრალი ყინული ჩააგდო ლუდში, ასე უფრო გაცივდებაო. გაცივდება კი არა, ისეთი ბოლები გადმოვიდა, თავი ბოროტი უძლეველი ჯადოქარი მეგონა. ამ ბოლების შემხედვარე კანტორის ხალხი სულ გადაირია, ეგ არ დალიო, მოკვდებიო. ჰმ.. მე მეუბნებიან მაგას, ქიმიის მამას თუ არა ბიძაშვილის კარის მეზობელს მაინც.

ხოდა იმას ვამბობდი, რომ იცით თუ არა რომ, ადამიანს ლუდის გარეშეც შეიძლება მოეფსას? @ კონგო. მარა ლუდით განსაკუთრებით ეფსმევა. ასე რომ თავგასიებულს ვუთხარი, ახლა მე საელჩოში წავალ თქო და წავედი ბუჩქებში. თავგასიებულს თურმე თავი პახმელიის გამო ქონია გასიებული, რა ვუთხარი საერთოდ ვერ გაიგო. ხოდა ამ ოხრებმა დაადეს თავი და წავიდნენ. მოვდივარ - სადაა ავტობუსი. აუუუუუუ! ნევრი ამეწეწაა, 3 თუ 4 ცალი ნერვი ამეწეწაა! სავარცხელც არ მქონდა რომ დამევარცხნა.. მოკლედ, მოვიდნენ და წამიყვანეს. აი ეგრე! ჩაიხუთნენ ავტობუსში თუ არა?! მწარე რომ ტკბილად მოგაგონდება, აი ეგ მომენტია რა. ამ ჭიქით მახოს გაუმარჯოსო. ააბა ბუჩქი ბუჩქიი! მახოს რატომ ახლა. ჯერ ერთი რომ ვისაც წამოსვლა უნდოდა და ვერ წამოვიდა და მერე იმიტომ რომ დავთარსა - წვიმა მოვაო და პატარა წამოწვიმდა თუ არა, ეგრევე მახოს ვლოცავდით. :) არადა მშვენიერი ამინდი იყო ბორჯომამდე. ბორჯომისკენ რომ დაუშვააა! და წვიმის ჰაერი და არომატი რომ შემოვიდააა! და რომ გაილუმპა ლუკთან ვინც იჯდაა! იიშ, უნდა გენახათ! მარა ეს წვიმის წვეთები რას გვიზავს, ჩემო კარგო, კრიზისმა ვერაფერი გვიყო. გაიხედე ფანჯარაში, ასეთი ბუნება, სიმწვანე, ჰაერი.. აი შენ შემოგევლე გრძნობები რომ გიჩნდება და გინდა გახვიდე, პირველივე შემხვედრს ჩაეხუტო, დაპატიჟო შენთან, მოდი შენი ჭირიმე, შენ შენი თქვი, ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, საქართველოს გაუმარჯოს და რუსებს რაააო?ჰოოო.. ესეც ქვაბისხევის მონასტერთან მოვედით. აქედან ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალია. სამწუხაროდ არ ვარ მანდ ნამყოფი, მარა მაგის გარშემოც ეგეთი ხედებია, ეგეთი სილამაზეა.. უუფ.. არც ერთი სიტყვა არ აღწერს ამას. ეს უნდა იგრძნო ადამიანმა. მიწის სუნი რომ დგას, ნაძვების, მდინარის.. აი, პატაპუტა დამეთანხმება. მას ხომ არაერთხელ განუცდია ეს.

ჯერაო დავბანაკდეთო, მერე პურის ვსჭამოთო, მერე დავიძინოთო და მერე წავიდა ესემესებიო, ასე სურდა ხალხს. მეც მთებზე საფოფხიალოდ შენახული ენერგიის ნაწილი ისევ შევინახე, ავთო-ხევს შევეკედლე და მთელი გზა (გორი-ქვაბისხევი) 8 ბოთლამდე ლიტრანახევარ ლუდ დალეულები (სულ 20 ლიტრი) შევუდექით კარავის გაშლას.
კარავი პირველად ვნახე ასე ახლო მანძილიდან, გაშლას ვინ ჩივის. ხევი საკაიფოდ ნაყლაპი ვერ იგებს სად თავია, სად ბოლო. ყიფიანი როგორც შეუძლია გვეხმარება, რისთვისაც 2 კაციან კარავში მესამე კაცად დაძინების უფლებას იღებს. მაგრამ რად გინდა - ვერც ჯოხებს ვუყრით რიგიანად და კარავიც რაღაც არ გავს ბოლომდე კარავს. სანამ ჩვენ ასე ვცოდვილობთ, სხვებმა კარვები წამოჭიმეს თვალსა და ხელს შუა. ილია-ჩე გამოვიდა სიტყვით, რომ დროა ქვაბისხევი ვაქციოთ კარვების ქალაქად, რასაც შესაბამისი სიცილის ტალღა მოყვა. საერთოდ ჩე-ს ტალანტი აქვს თითქოს სტანდარტული სიტუაცია უცებ კურიოზად აქციოს და ერთი ფრაზით სიტუაცია შეცვალოს.. დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს ანუ კარავს. ბევრი ვიცოდვილედ თუ ცოტა (უფრო ბევრი), ისაა კარავი გაშლილი გვგონია და ლევანი-ლიოვას შევებრალეთ, მოვიდა და გვითხრა: ეგ კარავი კი არა, კარავის ზემოდან გადასაფარებელია, კარავი აგერ გვერძე რომ გიგდიათ, ისააო.. ბიიჯოო! სირცხვილი და თავს-ლაფი! თურმე კარავს უკუღმა ვშლიდით. ნახევარი საათი მინიმუმ ვეჩალიჩეთ და ლიოვას მერე 5 წუთში წამოვჭიმეთ ჩვენი სრასახლე - "ორკაციან"ეს გახარებული ხევია, რომელსაც როგორც იქნა კარავში დაწოლა ეღირსა. არანაკლებ გახარებულები ვართ კარვის სხვა მდგუმრებიც, მაგრამ ძალიან არ გამოვხატავთ ახლა მაინცდამაინც.
ჩვენ რომ მოვრჩით და სხვებს უკვე საჭმელიც გაუკეთებიათ, სუფრაც გაუშლიათ, გიტარაც ამოუღიათ, შამფურებიც დაუთლიათ და ცეცხლიც გაუჩაღებიათ. მოკლედ, ახლა სურათებს ვათვალიერებ, რა გადაიღო ჩემმა საწყალმა ფუჯიმ.. უი, სახელი არ აქვს მემგონი ჯერ. ხოდა გადაღებული მაქვს სტანდარტული სურათები: ადამიანი ცეცხლთან, ხელი-ხელ გადახვეული ჯგუფები, ხეზე ჩამომსხდარი კანტორის ხალხი.. მოკლედ, ისაა იმედი გადამეწურა რომ აი, ნატალია-ხუჭუჭას გადაღებული სურათი. აქ ჰაერში რა ქვია იმას.. მოკლედ, მთიულურის ილეთია. მარა ნატალიმ ცოტა გადაღება იჩქარა.
უი, აქვე მინდა დავწერო ისტორია ნატალიზე და იმაზე, თუ რატომ არავინ ეძახის ნატოს. მოკლედ, ეს ჩვენი ნატალი, მაშინ ჯერ კიდევ ნატო ერქვა, სეირნობს ქალაქის ცენტრში პარკში, ე.წ. "ფანტანზე". ხოდა მოდიან ამერიკელები თურმე. ნატოს დაქალი ცნობდა რომელიღაცას. წავიდა ლაპარაკი მოკლედ, ჰაი-ჰუი და ერთი ამერიკელი ეკითხება: "ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპატივისცემოდ დაგარქვესო" ამ დღის მერე ნატოს ნატალია ქვია.
აი აქედან იწყება ცეცხლი-პურიჭამა. არ დაგავიწყდეთ, განათება კაცი-შვილს არ აქვს, მარტო ცეცხლი ანთია, ისიც უკნიდან. რას ჭამ, რას იღებ, რა სად დევს და რა აზის ზედ, ამას ვერ ხედავ. მაგას თავი დაანებე, ძალიან ბევრნი ვართ და ვერ ვეტევით სუფრასთან, ვზივართ სილიოტკებივით. მერე ხელსახოცები რომ დაგვჭირდა, გადავიღე მამა სურათი!

ანუ ეკა-ანახსუნამუნ-ანიკომ გადაწყვიტა რომ მიწაზე ჯდომა არ იყო მიზანშეწონილი, დაჯდა ქაღალდის რულონზე და აჰა, ასეთი სახით ახევს ქაღალდს ხელსახოცებისათვის. რომ უყურებ, გეგონება კი არ ხევს, არამედ სხვა მოქმედებას აკეთებს რაღაცასო. :) ამ მომენტიდან უკვე ელემენტები ხათრით იწყებენ მუშაობას. შევატყვე რომ ასეა, არ დამეზარა, გავედი 50 მეტრში (ბნელა) ტყესთან დაგებულ კარვებთან, ამოვიღე მე-2 კვარტეტი ელემენტები და.. დამჯდრები! ააააამის დედაააააააა! არადა შევამოწმე და ჩარითო გორში და მთის ჰაერმა აწყინა თუ მგზავრობამ.. :( მოკლედ, სერიოზულად გატეხა რა! :( მერე ძალიან შევეხვეწე და მონაცვლეობით იღებდნენ ხოლმე: ჯერ ერთი კვარტეტი გადაიღებდა 2 სურათს (უფრო ზუსტად გაძლებდა 10 წამი) მერე მეორე.

ბაბუაწვერების ყვავილებს დავკრეფ,

ერთად მოგიტან, დაგიწყობ თავთან..

ილია-ჩე და კოტე-ბეთხოვენას დუეტი "ბაბუაწვერები" მართლაც ჰიტი გახდება ნორმალურ სტუდიაში და შესაბამისი არანჟირებით რომ ჩაიწეროს. კლიპი ჩემზე იყოს, არაა პრობლემა. მოვიცლი მაგისთვისაც. :)

ჰეი, დონ ნო ჰიიი!

იფ იუ ვონთ თუ სთეი - ლი დაუნ ჰია ნაუ.

ღამის 2 საათამდე არ გაჩერდა ჩე და მისი გიტარა. იცოდა, არ იცოდა, დაუკრა და ახმაურა კლდე-ტყე. ამასობაში ნასმევ-საყლაპი ხალხი კოცონთან გადმოვიდა, გარშემო შემოუსხდა და წავიდა ისტორიების მოყოლა. აბა რა სურათები გადაიღეო, მთხოვეს გოგოებმა. უარის თქმა ისედაც არ გამომდის (ბეწვზე გადავრჩი გოგო რომ არ ვარ) და მათაც ვერ ვუთხარი. ხოდა ამ დამჯდარ ელემენტებს კიდევ უფრო გამოუყვანეს წირვა. როგორც იქნა წავედი მე კარავში დასაძინებლად. მგლები იცისო და აიხვეტა ხალხი ავტობუსში. ერთი დაპანიკდა კიდეც, ისაო, მგელი არ შემოვიდეს და 15 წუთიანი მორიგეობა დავაწესოთ, კარები გეჭიროთო. :) თუ კაცი ხარ, რა!

ეს მაგარი იყო. შევედი კარავში რუსუდან. ხოდა ვიფიქრე, ზურგჩანთას ბალიშად გამოვიყენებ თქო. ასეც მოვიქეცი. ამოვიწყვე ხელები თავქვეშ და ისაა უნდა დავიძინო და რაღაც რბილი მომხვდა ხელში. მოვსინჯე თითებით - რბილია. არადა რაღაცეები აქვს მაგრები გამოწეული. არ დაგავიწყდეთ, უკუნეთი სიბნელეა. ხოდა არიქა, რა არის თქო, ჯერ ეს საცოდავი მწერი შევათხლიშე კარავს. მერე მობილურით მივანთე. საწყალი კედელზე იყო მოკრული და რას მერჩი, რა დაგიშავეო. რას მერჩი კი არა თქო და ისეთი ოკუპაცია მოვახდინე, ბდღვირი ვადინე. რა ჭირი და ოხრობაა ნეტა? კი არ მეშინია, პროსტა რა პონტია როცა დაუპატიჟებლად შემოდის ვიღაც (ან რაღაც) შენ კარავში.
დავით-სტეფანა და ირაკლი-მეთიუ. აი ასეთ დღეში ჩავარდა ხალხი დილის 6 საათზე, როდესაც ხევმა გაიღვიძა და ბოლო ხმაზე (შესაბამისი ექოს თანხლებით) დაიწყო ყვირილი: დილა მშვიდობისა ქურდებოოოო, დილა მშვიდობისა ყაჩაღებოოო, ადექით თქვე ოხრებო თქვენაააა! და ექოც "ენაა.. ენაა.. ენაა.." ვიშ ამ დილასა, ამ ჰაერს, გულისა გამათბობელსა.. რა ლამაზი დილა თენდებაა.. გათენდებაა დილა ისეევ ნათელიიი.. აი ლაიქ თუ მუვ ით, მუვ ით.. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ უსერიოზულესად გავიყინე და ფეხებს ძლივს ვადგავდი, დამენგრა გვერდები და ვლოცავდი ყიფიანს, რომ არ მოვიდა კარავში და მის "ატკრივუშკა"ზე მე დავწექი, მაინც მაგარი იყო კარავში.რაღა ბევრი გავაგრძელო და ვსჭამეთ პური და ულამაზესი გზის გავლით ავედით ქვაბისხევის წმინდა მარიამის სახელობის სამნავიან ბაზილიკაში. აშენებული VIII-IX საუკუნეებში, მოხატული XII-XIII საუკუნეში.
აქ რომ ადიხარ, თავი სადღაც ზეეემოთ გგონია. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივ კუთხივ უფრო მაღალი მთებიცაა, თავი ყველაზე მაღლა მიგაჩნია და თვალს ვერ წყვიტავ ამ.. ბუნება ძალიან გაცვეთილი და არა-კარგად-გადმომცემი სიტყვაა. ეს უნდა იგრძნო.

არა რა, იქ მინდა რა! როგორ შეიძლება არ იყო პოეტი, როდესაც გამოხვალ გარეთ და ასეთი სიფაქიზე, სილაღე, სიმწვანე.. აღმაფრენა დაგხვდება. თან ნაძვებია უმეტესობა და ზამთარ-ზაფხულ სიმწვანეა. იიიშ! ზამთარში რა ლამაზი იქნება მწვანე და თეთრი ჩადრი.. მაგრამ იცი, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მერე ისე მძაფრად აღარ აღითქვავ. ესაა მისი უბედურება, სიხარბე და გაუმაძღრობა. შევეშვათ ფილაფოსიას, დავუბრუნდეთ სილამაზეს.

წვიმამ ჭამა გვაცალა და კიდეც დაუშვა. პირველად ვნახე მე ასეთი წვიმა. უმსხვილესი წვეთები, ისეთი მსხვილები, რომ თითო მადგანის დანახვა შეიძლებოდა. თან წვიმდა არა როგორც გორში. წვიმდა მეჩხერად, მაგრამ უზარმაზარი წვეთებით. და ესეც საოცარი იყო. სამწუხაროდ დიდხანს დატკბობა ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ სუფრის გადალაგება მოგვიწია მშრალ ადგილზე, მერე კი სულაც წავიდეთო და ნაგავს ხომ არ დავტოვებდით, არა? რა უნდა იყოს იმაზე დაბალი დონე და გოიმობა, რომ ასეთ ბუნებაში იქეიფო, სამშობლო და ბუნება ადღეგრძელო და მერე ღორებივით დატოვო ნაგავი და წახვიდე. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩვენ თუ მოგვბაძავს უმრავლესობა, ქვეყანაც აშენდება. მოვაგროვეთ ნაგავი და.. ჯერ ერთი პირობა მახოსთან მიგვქონდა. მერე საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ჩაგვეტენა.

ესეც გასართობი მწვანე მონასტრისაკენ გზაზე. ბოროტი უძლეველი ემა პასტავს მძინარე მზეთუნახავ გოგიტას. ასევე გაიპასტა აგრო თედი, იურისტი გელა და გაიპასტა ექსპრეს ზვიკი. სამწუხაროდ ვერ დაიძინა რომ გაგვეპასტა სალარო ქეთი. როგორც გოგიტამ თქვა, ამას რა გაპასტავს, ჭოტივით დაუჭყეტია თვალებიო. :)კილომეტრ-ნახევარი - 2 კილომეტრი სამოთხეში თუ მიდიხარ, ესე იგი მწვანე მონასტერიკენ ადგეხარ გზას. რაც არ უნდა ცხელოდეს, აქ მაინც გრილა. გარშემო ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები ერთმანეთს ენაცვლება. მიწის და საერთოდ, გარემოს სურნელი ნერვის ბოლოებზე გიღიტინებს, შენში იმ ძველ, მიძინებულ ქართველს აღვიძებს, მერე გეამაყება, მერე გენანება, მერე გიხარია.. იმდენი გრძნობა მოდის ერთად, რომ ბოლოს შეიძლება გამოექანო და რამდენიმე ნაბიჯიც გაირბინო კლდეზე. ეგეც შენი კედელზე სირბილის ხელოვნება. ეს ჩემია, ჩემი სამშობლოა, მე აქ დავიბადე! სხვა დანარჩენო ქვეყნებო, გშურდეთ და შემოგვნატროდეთ, აი ეგრე!

ხოდა ისა.. იქ ღვდელი იყო, რომელმაც მიგვიყვანა წყალთან, სადაც გვესაუბრა სიკეთეზე და ღვთის მოშიშობაზე. ძალიან მიყვარს ხოლმე ღვდლების საუბრის მოსმენა. თვითონაც რაღაცნაირები არიან, თითქოს მაშინვე შემოდიან შენს სულში და სითბო და სიმშვიდე შემოაქვთ. მერე საუბარიც ისეთი კეთილი და იმედიანი აქვთ..აი ასე უნდა დაწვე, ერთი ყური მიწაზე გქონდეს რომ მისი ხმა გესმოდეს, მთელი სხეულით კი გრძნობდე ამ მადლიანს. ასე ვიწექი კაი ხანი. მერე რომ დავიტენე ენერგიით (რასაც ვერ იტყოდი ჩემ აპარატის საცოდავ ელემენტებზე) ავდექით და რამდენიმე კაცი წავედით იქვე მდებარე ოჯახურ რესტორანში. ასეთი რამის ნახვას კი არ ველოდი. ძალიან მაგარი რესტორანი, ასეთები გორშიც ახლახანს შემოვიდა. ქვაში გაკეთებული და რამე და რუმე. მოკლედ, რეკლამას გავაკეთებ, წადით იქ, არ ინანებთ.. არ ინანებთ რა, ფული თუ გაქვთ, იმიტომ რომ ლარიანი "ჰერცოგი"-ს ლუდი 2 ლარი ღირდა გაქანებული. სამაგიეროდ მტკვარზე გადმოკიდებული აივანი და გარშემო ბუნების სილამაზე იმედს არ გაგიცრუებთ.

შემდეგი გაჩერება - ბორჯომის პარკი. დედამიწაზე არ არის სამოთხე, მაგრამ არის ბორჯომი - ცენტრ პოინტის ეს სარეკლამო ფრაზა ზუსტად მიესადაგება ბორჯომს. რა გინდა სულო და გულო, ოჯახით ამოდი დასასვენებლად და დაისვენებ რა! არც გული გაგისკდება, რა ფასებიაო, არც იმას იდარდებ, ვაიმე ბავშვი არ დაიხრჩოსო, არც იმას დაიწუწუნებ, რამხელა მანძილია გასავლელიო.. იქნები შენთვის წყნარად. ერთი მინუსი მარტო: სასმელი წყლის პრობლემა. მართლა სამოთხე კი არაა ბორჯომი ბოლო-ბოლო.

ეს ერთ-ერთია საქართველოში არსებულ, თუ არ ვცდები, 3 საბაგირო გზათაგან, რომელიც მუშაობს. ხოო.. გუმბათის ქვეშ რომ თბილი ბორჯომის წყალი მოდის, მანდ ერთი ბაბო იდგა წყალზე და კომუნისტებზე საუბრობდა. ხოდა მივედი რა მეც გავუბი საუბარი საბჭოთა ეკონომიკასა და ძალად შესრულებულ გეგმებზე. ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ ერთხელ მეტი ბორჯომის მისაღებად ოხერმა კომუნისტებმა ჰაერი ჩატუმბეს და ნაპორით რომ წამოიღო ბორჯომი, აი ნახე, რა მაგრები ვართო. ამაზე ბაბო დაფიქრდა, მერე თქვა, რომ რას გაიგებ შვილო, ათას რამეს ამბობენო და 20 თეთრი ხო არ გაქვსო. აქვე გადახვევა ბორჯომელთა კილოზე, რომელიც იგრძნობა შეკითხვის დასმისმას: "20 თე'თრი ხომარ გ'აქვს?" 20 თეთრი მქონდა და ბაბომაც იმდენი მლოცა, საბაგიროდან რომ გადმოვხტარიყავი, ცოცხალი გადავრჩებოდი. აეეეეეე! მოვედიიიიიი! უუუუუუ! რა მაგარიააა! ნელა თავი! ააა, ხე მოდის! რა მოწიე ასეთიიი? ააააააა, მამა მიშველეეეეეე! აღარ მინდა, გადმომსვიიით! სად მიდიხარ გოგო, დაჯექი უკან! აქედან რომ გადავარდე, რა მომივაა? აი შუაში რომ რკინებია, მაგაზე დაეცემი და უკან ამოგაგდეეეებს! აააააა! ეს კი უარესი: ახლა ნახე. ხელი კარგად მოკიდე. ვაიმე, წავიდა. უუაააააუუ.. ააუუაა.. ააა სად ადიიის?! ააა, უკან ნასვამები ზიააან! უუუდა მერე რააა? რვააააუუუუ და მარცხი არ მოუვაააააააათ?! აააააა, აღარ მინდააა! მიდი, უფრო მაღლა აწიეეეეე! რა მაღლაააა, მიშველეეეეთ! ააააა! აააააააააა მეთქიიიიიიი! ვაიმე დედააააა! შორენა, ხელები არ გაუშვააა! აი დაბლა რომ ჩადააააააუუუ.. რომ ჩადის, მაგ დროს უნდა თვაააააუ.. თვალები დახუჭოო.. რა თვალები, აღარ მინდა აქააააააა! შაკო, ნუ დგები ფეხზე, ააააააა! ალიკა, დახურე პირი, არაფერი დაგვასხააააა! ვაიმე, ვეღარ ვსუნთქავ. გოჩა, გამორთეეეეეეე! არა, უფრო მაღლა აწიეეეე! არა, გოჩა, გამორთეეეე! გოჩა არა მქვია, ვა! მეორე ზახოდზე ვინ წამოვააააააა?! მეეეეეეეეე! არა, მე აღარ მინდააააა! ყიფიანი აპრიკოლეთ, ვერ ინძრევაააა! ინძრევა კი არა, ამისთვის დამსვით აქ? ააააააა! გამორთე გოჩააააა! არ გამორთოოოოო! გამორთეეეეეე! გატყუეეეეებს! აუ, ჩერდება მემგონი. ჩერდება.. ვაიმე.. უფ.. გადმოდით კაცო, სხვებსაც უნდათ. დედააა! აუ, მიწაზე ვდევარ.. ზემლიააა! ჰა, რას აკეთებ, მიწას არ აკოცო კაცო. ააა..

არა, ხომ ვიცოდი არა სად ვჯდებოდი. ეს საქართველოში ყველაზე მაღლა მდგომი ეშმაკის ბორბალია.. ხოდა აჰა. დაჯდები. მერე ნელა ნელა გიღიტინებს ეს სიმაღლის შიში. მერე ხელ-ფეხი აღარ გემორჩილება. მერე კაბინა ჭრაჭუნს იწყებს.. ვაიიი.. და მოხედვა რომ გინდა და ბოძს რომ ხელს არ უშვებ და ისე იხედები. ფეხზე წამოდგომაზე ლაპარაკი ზედმეტია. იიიშ! და თან რა ხედი იშლება.. კარგად რომ დაინახო, ფეხზე უნდა წამოდგე. არადა ფეხები უარს ამბობენ. არადა უნდა წამოდგე. ჯანდაბა!

პლატო კი სულ სხვაა. არა რა! პლატოზე თუ არ ყოფილხარ, ბორჯომის ნახევარი გინახავს მარტო. აი ესაა ადგილი და გაგება. გარშემო ტყე, ნაძვნარი.. გინდა რომ დაწვე და იწვე და იწვე. უსმინო ტყეს, უსმინო ქარს, შეიგრძნო წიწვები როგორ გერჭობა, გჩხველტავს, შეიძლება პეპელაც დაგაფრინდეს ზედ.. ეჰ, ძალიან მაგარი ადგილია რა! ისე როგორ უნდა მოვკვდე, სახლი არ მქონდეს ბორჯომში?! კაცი ბჭობდა, მიშა იცინოდაო მარა მინდა და.. :)

კაი, კაი, წავედი. 7 ზე დავჯექი და 10 საათი ხდება. 3 საათი ვწერდი, აზრზე ხართ? ხასიათზეც მოვედი და მომშივდა კიდეც. კარგი ჭამა ნახევარი საქმეაო, აბაა! გევედ, გევედ, გევედი.

5 comments:

მე-ხათო said...

: ))

წაკითხვა დამეზარა
მარა
სურათები
კი არა და
კარავი...ისა.... :ც

Anonymous said...

au ra magariaa mec minda asee :bis:

nino said...

auuuuuuuuuuu, exla mec ro mominda eg yvelaferi ra vqna a? :( prokreditshi davicyo mec mushaoba? :( :( :(

Sophie שרה Golden said...

ის ხუჭუჭთმიანი გოგო რა საყვარელია, სათვალიანი ბიჭის გვერდით :)

გურამი said...

ეგაა ნატულიკა-ნატალია, აბაა! მთელი კანტორის თვალია. :) ეგ სათვალიანი ბიჭი კი მთელი კანტორის თითით საჩვენებელი თანამშრომელია. :D