- ბაბა - აქვს მრავალი განმარტება. 1. პური -მცირეწლოვანი ბავშვის ენაზე. 2. ქალი - რუსულიდან კავშირში. 3. მხდალი - ანდაზიდან "დათვისა თუ შეეშინდეს, ბაბა უთხარიო".
- ბაბუ - ამასაც რამდენიმე განმარტება აქვს. 1. მშობლის მამრი მშობელი. აქვს ანალოგი აღმოსავლეთ საქართველოში - "პაპა". 2. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის (1995-2003) ერთი-ერთი მეტსახელი. 3. არასწორად წაკითხული ინგლისური სიტყვა "Baby" - "ბავშვი"
- ბალი - საუცხოო ხილი. იმიტომ რომ "ბალი სულ სხვაა" - ანუ უცხოა, არა ყოველდღიურია, დონეა.
- ბანკი - ადგილი, სადაც ფულს გამოართმევ, ამ ფულს ჩადებ საქმეში და მერე უკან მიიტან, ოღონდ მეტს. არის ბანკი, რომელიც ითხოვს ბოლოს ბევრი შეიტანო, არის ბანკი, რომელიც ფულს რომ გატანს, საჩუქრად გაძლევს კიდევ ერთ პარტია ფულს, ოღონდ კიდევ უფრო მეტი შენატანით. არის ბანკი, რომლებიც ფულს კი არ გაძლევენ, მაგრამ გპირდებიან მოგცემთო. მაგრამ ყველა ბანკი ითხოვს, ჩვენთან შემოიტანეთო, ჩვენ უფრო საიმედო ვართო. მაგრამ მერე ხდება ომი ან რამე უბედურება და ვერც ერთი ბანკი, გარდა ჩემი კანტორისა, ვერ გასცემს ვერაფერს. იიშშ! დაგერხაათ?!
- ბამბუჩა - ფანტას ბევრი სმისაგან მუტაცია განცდილი ადამიანი.
- ბებეჰ - ანჩხლის საყვარელი სიტყვა. დაახლოებით ნიშნავს "საყვარელო"-ს
- ბინტი - ხანდახან საციცოცხლოდ აუცილებელი ნივთი სტალკერში. :)
- ბინდი - მოვლენა, რომლის დროსაც იწყება ახლო და/ან ინტიმური ურთიერთობები საქართველოში და არა მარტო.
- ბინა - ადგილი, სადაც შეიძლება მინიმუმ დაძინება და ისე კი ცხოვრება. ბოლო დროს მათმა ფასმა დაიწია, მიუხედავად ამისა, მაინც მიუწვდომელ ოცნებად რჩება ჩემთვის მქონდეს ბინა დედაქალაქში, რომ გამოვიყენო მინიმუმ მინიმალური მიზნებისათვის, როდესაც საქმეზე ვარ ჩამოსული.
- ბილიკი - ახალშობილი გზა. ბილიკი იზრდება, ხდება შარა, მერე ტრასა, მერე მაგისტრალი და ბოლოს ავტობანი. მერე ბომბავენ, ხდება ისევ ბილიკი და იწყება თავიდან.
- ბომბა - რუსების და/ან ტერორისტების საყვარელი გასართობი.
- ბომბოლეიო - მუსიკა, რომელიც ერთ დროს დონედ ითვლებოდა, ახლა გოიმობად. დრონი მეფობენ..
- ბოზი - აქვს მრავალი გაგება. ვიწრო გაგებით არის პურის ფულის საშოვარზე გამოსული მდედრი, რომელიც ვაჭრობს სხეულით. ფართო გაგებით არის ადამიანი, რომელსაც ყველა ეთიკის ნორმა კიდია, ოღონდ თვითონ იყოს კარგად. ხშირად არის პირველი საშუალება გაიგოს მამაკაცმა, რა ყრია იქ და იმაში.. იმაში ნუ, რა ვერ მიხვდით. ასევე არის საშუალება მოიხსენიო ამად მშობელი შენი და ასე "დაამტკიცო" შენი სიტყვების სიმართლე.
- ბოძი - სხვადასხვა მასალის ვერტიკალურად მდგარი კონუსის ფორმის ნაგებობა, რომელსაც როგორც წესი უჭირავს ძირითადი შენობა. ხანდახან გამოიყენება ზედ საცეკვაოდაც. ხოლო იშვიათ შემთხვევებში - ჩამოსაჯდომად.
- ბოლი - წვის შედეგად გამოყოფილი მომწამვლელი აირი. ასევე ეწოდება გასულელების პროცესს. ანუ დააბოლაო - გაასულელაო.
- ბურთი - სფეროს ან ელიფსის ფორმის საგანი, რომელსაც შესაბამისად დასდევს 22 ან 10 ადამიანი (ძირითადად მამაკაცი) და ცდილობენ მიწის შემოსაზღვრული უბნის, ე.წ. მინდორის საკუთარი ბოლოსკენ წაიღონ. ასევე ბურთი ეწოდება ჰაერზე მსუბუქი აირით გაბერილ სივრცეს, რომელსაც გადააქვს ტვირთი და/ან გადაყავს ადამიანები.
- ბუ - ღამის ფრინველი, რომელიც ხედავს მინიმალური განათების დროს. ასევე ბუს ეძახიან გამოუცდელ, ხელმოცარულ ან ძალიან ჩუმ ადამიანს.
- ბუკნაჭოტი - ბუს ქვესახეობა როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალური გაგებით. ბუს უფრო ხშირად ეძახიან მამაკაცებს, ხოლო ბუკნაჭოტს - ქალებს.
- ბულკი - სტუდენტის ყველაზე ხშირი საკვები. არის პურის ნაირსახეობა, ოღონდ ტკბილი, პატარა და ძვირი. ასევე ეძახიან მსუქან ან მიამიტ ადამიანს.
- ბუკა - მომღერლის სახელი. ფუტკრის სახელი თამაშიდან.
- ბუკი - ჩასაბერი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა ქალაქის დასანგრევად, ნადირის გამოსარეკად, მეომრების გულთა გასაფიცხებლად და სხვა. იხმარება ნაღარასთან ერთად.
- ბუზი - უსარგებლო მწერი, რომელიც ბევრი კი ბზუის, მარა ფუტართან ყველა ტყუის.
- ბზიკი - შხამიანი მწერი, რომელიც ბევრს ბზუის, ფუტკართან ტყუის მარა აბა გაბედე და უთხარი. :)
აი ასეთი ანბანი გამოვიდა, ვწერე რა ონლაინში 1 საათამდე და თან ვიყავი რა ფორუმზე. უკეთესიც შეიძლებოდა, როგორც ყოველთვის.
No comments:
Post a Comment