Monday, June 22, 2009

ველქამ თუ რუსთავი, სოლჯერ!

მოკლედ, კვირას (გუშინ) გავახილე თვალები და პირველი რაც კადრში მოხვდა - ჩემი კომპიტაურთან მჯდარი და აღმოჩნდა. ხოდა დავფიქრდი: კომპთან ეს არ დამსვავს, ველოსიპედი.. ნახ, წინა დღეს "დალნი პახოდი" მქონდა და ფეხები მტკიოდა. დალევა და ლოთაობა ისედაც არაა ჩემი სტილი და კვირას საერთოდ არ მაწყობს (მეორე დღეს ხომ მუშაობა მიწევს) მოკლედ ორი ვარიანტი რჩება: ან გადავიკიდო ჩემი "სმიტი" და დავუყვე მაწანწალა ძაღლებს ან რამე მოვიფიქრო. ხოდა მოვიფიქრე: მოდი რუსთავს ქე მაინც ვნახავ თქო. თან ერთი გოგო გავიცანი რუსთაველი და პახოდუ იმასაც ვნახავ თქო.. თან თბილისში პრედატორას გავუვლი და მეხანა აბოიმას ვიყიდი "სმიტის" თვის თქო. მოკლედ, იდეები მოვიდა, მეც ავდექი და წავედი. რუსთავი.. რა ვიცი რუსთავის შესახებ.. ვიცი მისი ქუჩები, რაც დავათვალიერე "გუგლ პლანეტით", ვიცი რომ რუსთავი იყო სოფელი, რომელიც აზოტის ქარხანასტან დაგავშირებით ქალაქად გადააკეთეს, ვიცი რომ საკმაოდ დიდი ქალაქია, ვიცი რომ შესასვლელში ცხენები დგას და ვიცი რომ ახალი რუსთავი შედგება დომინოს კოჭებივით ჩალაგებული უსახური კორპუსებისაგან, რაც გადმოცემით ვიცი, რომ ჩერნობილს უნდა გავდეს.. ეგ არის და გავცდი გორს რომ გავოცდი. ავტობანი გორამდეა მოსული! პირველი რეაქცია: "აი მალადეეც, აი აბმანულ აშოტაა!" მერე ჩემში სტატისტიკოსმა და ბუღალტერმა გაიღვიძა და დავიწყე გამოთვლა, რა დაჯდა გზა აქამდე, რაც მოსაწყენი პროცედურა გამოდგა, იმიტომ რომ ბევრი მასალის ფასი არ ვიცოდი და თან უფრო სახალისო საფიქრალი მოვნახე - ავტობანი ძველ გზას არ მიყვება და აშკარად უცნაური ტრაექტორიით აპირებს წასვლას.

ეს სურათი უკანა გზაზეა გადაღებული და ამიტომ ჩადის მზე. :) მერე ავტობანზე და სააკაშვილს მმართველობის პერიოდში განხორცილებულ მიღწევებზე ფიქრი მომწყინდა, ყვავის ბუდეების თვლაც არ მეჩვენა კარგ გასართობად, ავდექი, მივდე თავი შუშაზე და დავიძინე. იგოეთთან გამომეღვიძა და თხასავით მთაზე აფოფხებული ბულდოზერების დანახვისას (სრულიად გაუგებარია, როგორ მოხვდნენ იქ, გზა არსაიდან მიდიოდა) ჩავთვალე რომ ისევ სიზმარს ვხედავ და გავაგრძელე ძილი.

რატომ გიყვარსო მეტროვო. ახლავე ბატონო. მოკლედ, ბიბუბეს მეტროდან წავედი პოლიტექნიკურისკენ. მეტროს ხიბლი ისაა, რომ ათასი ჯურის ხალხი გეხვევა გარშემო, ყველას კიდიხარ და ამ დროს შენ მიდიხარ შენთვის და შეგიძლია დააკვირდე, გაყვე ზოგს კუდში და იმან ვერ შეგამჩნიოს, ესკალატორზე ჩამოჯდე და წინ მდგარი მანდილოსნის ფეხები ათვალიერო.. მოკლედ, ვაგზლის 1-ლ ხაზზე დავინახე მომლოდინე გოგონა, თხელი სარაფანით და ჩემდა გასახარად, საკმაოდ სიმპატიური. მოვიდა ვაგონი, დავჯექი მის წინ და დაველოდე. ჩემი მოლოდინი გამართლდა, გოგომ ფეხი ფეხზე გადაიდო, რაც დამეთანხმებით არც თუ გონივრული მოქმედებაა რაღაც პონტში, როდესაც წინ ჩემნაირი და პლუს 2 მამაკაცი ზის და მეტრო კი მიდის. რატომ? იმიტომ რომ მეტროს მოძრაობისას ვაგონში ტრიალებს ქარი, რომელიც ამ თხელ სარაფანის კაბას საკაიფოდ ბერავს და მთელი მშვენიერებები ჩანს. :)

სურათი? ჰმ.. სურათი იქნებოდა, რომ არა ჩემი ტელეფონის საზიზღარი თვისება გაანათოს სურათის გადაღებისას. აზრი არა აქვს, გამოურთე ვსპიშკა, ჩაურთე - ეს მაინც ანათებს. აქვე განცხადება: შევიძენ მობილურ ტელეფონს ფოტოაპარატით, რომელიც იქნება მინიმუმ 1 მეგაპიქსელიანი, ექნება ღამის რეჟიმი და არ გაანათებს გადაღებისას.. აფსუს ჩემი ნოკია 6230ი

ხოდა გავაგრძელოთ. რუსთავში პირველად მივდიოდი. შესაბამისად გზაც არ ვიცი. "გუგლ პლანეტით" კი მაქვს დათვალიერებული, მარა რაი მერე.. ხოდა იმას ვამბობდი, რომ მემგონი კრწანისი ქვია მაგ ადგილს, მაგის გავლისას გავიხედე ფანჯარაში და დავინახე მტკვრის მეორე მხარეს არსებული ტერიტორია, რომელსაც შევარქვი "ზაბიტაია ბოგამ.. ტოესტ, უგულავამ მესტა" ამდენი ნაგავი, ასეთი აჩონჩხილი სახლები და საერთოდ, ასეთი უსახური ადგილი თბილისში თუ იყო, არ მეგონა. ტოჟე მნე სტალიცა, რა!

ისარივით სწორი ტრასის გავლა რომ მომიწევდა, კი ვიცოდი, მაგრამ თუ ასე მალე გაივლიდა ჩემი მარშუტკა ამ გზას, არ მეგონა. და გონებაში ამოტივტივდა თანამგზავრიდან გადაღებული სურათი, კახეთისა და რუსთავი გზების გასაყარი.. აი ახლა მოვა ლამპიონებიანი გზა და ის მართლაც მოვიდა. ახლა მოსახვევი იქნება.. და მართლაც იყო.. ახლა ცხენები.. ე.. სადაა ცხენები? ცხენები სადაა, კაცო? ამისთვის ჩამოვედი, ცხენებთან სურათი მინდა. არადა არაა ცხენები. 1 კვირაა რაც აიღესო.. ჯანდაბა! ცხენებამდე კი გამახსენდა ჩემი დის აღწერა, თუ როგორი გრძნობა გაქვს, როდესაც რუსთავში შედიხარ. ჩემი და წვიმების დროს იყო, როდესაც ირგვლივ ნისლი იდგა. და ასე აღწერა: მიდიხარ, წინ და უკან გზა იკარგება, არც მისახვევი, არც მოსახვევი. აქეთ და იქით არაფერი ჩანს.. და უცებ ნისლიდან გამოდიან რაღაცნაირი საშიში ფორმები და შენც გეშინია და რომ მიხვალა ახლოს, თურმე სახლები ყოფილაო. ასეთი აღწერით შეშინებული და პლუს ჩერნოლბილის აჩრდილი მუდამ თან დამდევს და გავიხედოთ აჰა შენი ახალი რუსთავი: არაფერი საშიში და განსხვავებული. ჩვეულებრივი საბჭოთა უსახური სახლები, ჩვეულებრივი საბჭოთა დიზაინით ჩამწკრივებული და ჩვეულებრივი საბჭოთა სინკარით აშენებული. ჩერნობილის აჩრდილი ისევე გაქრა, როგორც გაჩნდა. თუმცა ამ ადგილმა მიიღო დასახელება: მაღალი რადიაციის ზონა. აი, დაახლოებით როგორც ჩემ ბლოგს აქვს სახელი. ცოტას გაივლი და თვალს უხარია შეღებილი სახლები და მცირედი გამწვანება: "შენიღბული რადიაციის ზონა" თუმცა კიდევ ცოტას გაივლი და ისევ "ნორმალური რადიაციის ზონაში" ხვდები. არაა, ახალ რუსთავს კაპიტალური შელამაზება ჭირდება. ყველა კორპუსს გადაღებვა კვარტლების მიხედვით და რაც შეიძლება მეტი გამწვანება კორპუსებს შორის. ხოო.. მოკლედ, ახალი რუსთავი საქს! იმიტომ რომ ვერც კინოს გადაიღებ ჩერნობილზე, ვერც იტყვი რომ საცხოვრებლად კარგიაო, ვერც მოგეწონება და ვერც დასანგრევად გაგემეტება. ნე რიბა, ნე მიასა - როგორც მამაჩემი იტყვის ხოლმე. თუმცა არის სასიამოვნო გამონაკლისიც. უფრო და უფრო სიღრმეში შესული გაივლი "დაბალი დარიაციის ზონას" აქ გამწვანება კი მეტია, მარა სახლები ისევ ნაცრისფერია. ხიდს გადაივლი და სულ სხვა გარემოში ხვდები. ძველი რუსთავი.. შემიყვარდა ეგრევე. თანამგზავრიდან ჩანს, რომ ქალაქის ეს ნაწილი გადატენილია მწვანე ფერით და პარკ-სკვერებით. ჩემდა სამწუხაროდ ცენტრალურ პარკში შესვლა ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ ვიყავი მერიის წინ არსებულ სკვერში, რომელმაც ჩემი გორი მომაგონა და გამაოცა მყუდროებით. მარშუტკა ფიროსმანის ქუჩაზე გაჩერდა, გადმოვედი და ძველი რუსთავი შემოვიდა ჩემში.. შეგეძლო ერთდროულად გესმინა სიჩუმისათვის, ჩიტების გალობისათვის და იქვე კვების ობიექტში მჯდარი მამრებისათვის. და აქ ვნახე ჩემი ღრმა ბავშვობის დროინდელი აბრა: "წასვლისას გამორთეთ" ოღონდ ჩემი წითელი იყო და ცეცხლის მამალი ეხატა. როგორ მინდოდა მეცხოვრა აი ასეთ სახლში, რომლებითაც სავსეა ეს ქუჩა. მქონოდა მეც ყვავილები აივანზე, მქონოდა "კაჩალკა" სავარძელი, დამეპატიჟა მეგობრები ამ აივანზე, დაგველია ჩაი და გვესაუბრა ხელოვნებაზე.. ეჰ.. მეჩტაც ნე ვრედნა. ქალაქის კოლორიტი, როგორც ამიხსნეს მერე. ესაო გიჟიაო, დადის ასეო და დაგიჟაობსო. მოკლედ, მაგარ დროს მივედი, რახან გადავიღე. რამოტენა წვერი აქვს კაცო.. :) აქვე ვნახე ერთი ჩემნაირიც, რომელიც ადგა და ყველაფერს სურათებს უღებდა მობილურით. ჩემს დანახვაზე შეეცადა კადრიდან გამცლოდა, მარა ვერ მოგართვით. :) აჰა, იქვე ლუდის ბარი დავინახე, ვიფიქრე ეგაა თქო, მეშველა და ამ დროს მირეკავს ის გოგო, ვინც უნდა მენახა და აბა სად ხარ, მოვდივარო. არადა ლუდი არ უყვარს იმას (!) ხოდა დავრჩი ასე ულუდოდ. სამაგიეროდ გადავიღე ანზორა და ჯემალა. ასე დავარქვი. საყვარელი ჩიტები იყვნენ, არც შეშინებიათ ჩემი, მოსკუპდნენ ლუდის ბარის გვერდით ფანჯარაზე და ალბათ ხინკალი უნდოდათ მაგათაც. ხოო.. მე და ნათია წავედით ამ სკვერში. იდეაში ასე იყო, რომ პიცა უნდა მიგვერთვა, მაგრამ ისაო, არ მინდაო ახლა არაფერი, ისე მცხელაო. არადა მშია კაცო. ჯანდაბას, დავჯექით და დაიწყო მან ჩემს მობილურში სურათების თვალიერება. ამასობაში შევამჩნიე, რომ პარკში ყოველი 5 სკამიდან 3 ზე გოგო-ბიჭი იჯდა, ამ სამიდან 2 ზე მჯდარები ზასაობდნენ კუჭის წვენის ამოღებამდე. იმ დარჩენილი 2 დან 1 სკამი ისე იყო გატეხილი, რომ შეგეცოდებოდა და იმ დარჩენილ 1 სკამზე კი ბიჭების მთელი არმია იჯდა სკამის მაინცდამაინც ზურგზე. სანამ მე შერლოკ-ჰოლმსობით ვიყავი გატაცებული, მოვიდა 2 ციგნის ბავშვი და დამიწყეს თავისებურად: ძია ფული მომეცი, შენი თვალების ჭირიმე, ღმერთი დალოცა.. რაღაცნაირად მომწონს ეს ოხერი ციგნები. ადრე 1 ლარს მოგცემთ თქო და იჩხუბეთ თქო. კლიპისთვის მჭირდებოდა. ხოდა ტიპებმა თავ-პირი დაამტვრიეს ერთმანეთს, ისე მოინდომეს. მერე ეს ლარიანი შუაში ჩავუგდე და მის დატაცებაზე რომ გაწევ-გამოწევა მოხდა, კიდევ ცალკე კადრები ავკრიფე. მოკლედ, აი ეს ციგნის ბავშვი მოვიდა. მაგის ძმაც მოყვა. ხოდა ლარს მოგცემთ თქო, თუ შენ ძმას ზურგზე შეისვავ და აი ამ ხეზე ახვალთ თქო. ახლა შვილო, სადაა უფასოდ და უშრომელად ლარი. ლარს მე 4 საათის მუშაობაში ვიღებდი წინა სამუშაო ადგილზე რომ ვიყავი. ხოდა ესეც ის ხე. თქვენ უნდა გენახათ ნათიას სახე, ამ პროცედურებს რომ ადევნებდა თვალს. მოკლედ, ჩემი რუსთავში ყოფნის 2 საათი ძალიან საკაიფოდ გავატარე. მიუხედავად იმისა რომ მშიერი დავრჩი და ამის გამო გორის ავტობუსში მთელი გზა ბუბლიკებს ვჭამდი (რითაც ტვინი შევუჭამე გვერდით მჯდარ ქალბატონს), მაინც კმაყოფილი ვარ. აგერ, სიფათოლოგიაზეც მეტყობა. ხოდა მაქვს ორი დასკვნა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ჩემს წინა წარმოდგენებს რუსთავზე. ჯერ ერთი ახალი რუსთავი არ გავს ჩერნობილს. და მეორე, რუსთაველი გოგოები სულაც არ არიან ყველაზე ლამაზები ქუთაისელი გოგოების მერე. ვინც ვნახე, იყო დაბალი და მსუქანი. ან იყო მაღალი და ზეგამხდარი. ან ქონდა დიდი ცხვირი. ან ბიჭთან ერთად დადიოდა. :) ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა. ტაიმერიანი შუქნიშნები ვნახე, როგორების დაყენებასაც ძალიან მივესალმებოდი გორში. შუქნიშანი ითვლის ფერის გადართვამდე რა დრო დარჩა. ძალიან გლეჯავოია მემგონი. ხოდა ეგრე.. ახალ რუსთავშიც უნდა გავიარო ერთი ფეხით, რომ უფრო ობიექტური ვიყო მის შეფასებაში. მარშუტკიდან დანახული რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, ქე დავწერე ზემოთ. ეს იყო ჩემი კომენტარი.

2 comments:

Anonymous said...

au im gogoze ro dacere dzaan vixalise :D:D:D
da rustavs rac sheexeba vegar vitan mag adgils, kovel kviras mand micevda siaruli pravas ro vigebdi da imdonemde uaryopiti emociebi maxsovs axal rustavze exla is gza da agilebi ro vnaxe gamajriala :D

nastasia said...

da vin gadareulma moigona ro qutaisshi lamasi gogoebi arian?
mand ro barzayiani qalebi dadian,mtris kars:::DDDDD