ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Wednesday, June 24, 2009
მა მიორექ მარგალ. სი?
შესვენებაზე ვარ გამოსული და მეძინება. მიუხედავად ამისა მინდა დავწერო მეგრელებზე და მათდამი დამოკიდებულებაზე.
მოკლედ, ხშირად გაიგონებთ ფრაზას: რა ყველგან მეგრელები შეტენესო (ან შეეტენნენო) და წაგვიღეს ამ მეგრელებმაო და მეგრელი ქალი არ მოიყვანო ცოლად და ვინც გინდა მოიყვანეო და ესაო და ისაო. მე-2 ხარისხის მარაზმი!
ვერ გავიგე, რა დაუშავეს ამ მეგრელებმა სხვებს? მეგრელი ადამიანი არაა, ქართველი არაა, მტერია ჩვენი თუ რაშია საქმე? თუ ბევრი არიან, ღმერთმა გაუმარჯოთ. მე ჯერ არ მინახავს ერთი მეგრელიც კი, რომელიც ისეთი ზარმაცი იქნებოდა, როგორიც მაგალითად ქართლელი. მე არ მინახავს არც ერთი როგორ ვთქვა.. კუთხის წარმომადგენელი, ასე რომ უყვარდეს საკუთარი კუთხიდან წამოსული ან თუნდაც უბრალოდ მეგრული გვარის მქონე უცნობი პიროვნება.
ნიჭიერი ხალხია, თავის გატანა იციან და ეს სულაც არაა დასაძრახი და რაღაც საშინელება. ჩემმა ერთმა ლექტორმა იცოდა ხოლმე თქმა: მეგრელები ენით გვჯობიანო. ხოდა ზუსტადაც. დიპლომატია და თანადგომა მანდაა მოგონილი. ადრე კანტორის ჩემნაირ ხალხს დავუგზავნე მეილით "როგორ ხართ" თქო და მარტო მეგრელმა მომწერა "კარგად, შენ როგორ ხარო". დანარჩენებმა ან ხმა არ გამცეს და ერთმა (არ ვიტყვი სადაურმა) საერთოდ ისიც მოიწერა, შენ მეილების გარდა საქმე არა გაქვსო?
ხოდა განცხადება: შევისწავლი მეგრულ ენას და მეგრულ ფხიანობას. ვიცი, რომ მეგრელი ვერ გახდები, მეგრელი უნდა იყო. მაგრამ მეგრული რომ ვისწავლო, ცუდი არ ინდა ჩანდეს.
საკითხი:
აზრები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
auu, mucho rek jimao ro migecera imistvis vafshe gadaireoda, tan gamoyveboda cerils :D mec minda megrulis scavla, cota vici, cotac mesmis :)
სი გეხარ ჯიმა!
oh,mec zaan minda megrulis scavla...me Lazi var :)
Post a Comment