Tuesday, June 23, 2009

უიღბლო გრძნობა

დღეს შენ თხოვდები.. და ამ დღის უკან ჩემი გრძნობების ჯარი დამდგარა. შენ იღიმები, შენს გვერდით კაციც.. და ეს კაცი კი მე არ ვარ, არა! კიდეც ვიცეკვებ, კიდეც ვიმღერებ სანამ ჩემს ხმაში სხივი დამპალა, სანამ გავმხდარვარ ამ შენს ქორწილში ცოცხალი გვამი ან ნეშომპალა. დაგლოცავ იმით, სადაც ოდესღაც შენზე ოცნებით მიძგერდა გული.. მერე ნერვების ბოლო დაძაბვით ვიცეკვებ შენთან მკვდარი და კრული. არ დაინახავს შენ ჩემს თვალებში ჩამქრალ ცეცხლსა და წაგებულ ბრძოლას. შენი გულისთვის კენტი საათით კვლავ გააგრძელებს ზაფხული ქროლას. კიდეც დავთვრები, კვლავ მეყვარები, ცეკვით ფეხსაცმელს გავატიალებ. გამოვიტირებ უიღბლო გრძნობას.. "დედამიწა კი ისევ ტრიალებს"

2 comments:

Anonymous said...

good, very good...
goetes leqsi gamaxsenda :))

Anonymous said...

ჰეჰ
ბოლო მომეწონა