Wednesday, June 10, 2009

მეფე

- წამო, დავლიოთ! - კაი, არა მცალია, რა! - წამო, შე ოხერო, ლუდი დავლიოთ თქო. - ეე, სად მაქვს ლუდის თავი ეხლა? - კაი, მაშინ ვჭამოთ, მშია, ვკვდები. წამო ვჭამოთ! - 3 საქმე მაქვს ახლა დასამუშავებელი, ორგან დასარეკი. ჭამის დრო.. - ჰეჰეჰე! ანუ რა გააკეთე იმდენი, რომ ჭამა გეკუთვნოდეს, არა? - ბუჰეჰეჰე! ჰო, აბა რა გავაკეთე მაგდენი? დღის ბოლოა. მშიერ-მწყურვალი მე ვარ. მორიდებული და დაკავებული - მეფე. ნამდვილი სახელი გიორგია. ჩემს კანტორაში მუშაობს, ჩემზე მაღალ პოზიციაზეა, მაგრამ ერთ სასტავში ვართ. ორივეს მოგვწონს ექსტრიმი, ორივეს გვინდა სტრაიკბოლის თამაში, ორივე ერთნაირად ვაყოლებთ თვალებს ხშირად შემოსულ თამამად ჩაცმულ მდედრ კლინტებს, მერე ორივე ერთმანეთს დავცინით, ორივეს ცოლები არ გვყავს და ორივე სიამოვნებით ჩავუჯდებით ხოლმე ხინკალსა და ლუდს. ჰოო.. მეფე. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. კანტორაში პირველი დღის მისული ვარ და ჩემმა "მამამ" ანუ მასწავლებელმა დამმოძღვრა: აკრიფავ ნომერსო, მოხვდები კინგთანო, ხოდა კინგი გეტყვის ყველა საჭირო ინფორმაციასო. ვაა, კინგი! ანუ სულ 2 საათიც არაა მისული ვარ და კინგი მგონია ვიღაცა დიიდიი, ვეება ადამიანი, ალბათ რამხელა თავი ექნება მეფე რომ ქვია თქო. ალბათ ძველი რეგბისტი იქნება ან რამე სპორტსმენი თქო. ხოდა ჩავეფალი სამუშაო პროცესში. დღის ბოლოს საქმეები დავალაგეთ, შემოვიდა ერთი მეტრანახევარი ნახტომში ტიპი, რაღაცეები მოიტანა ფაილებში ჩალაგებული და ხმაამოუღებლად წავიდა. ჰმ.. მეორე დღესაც ასე ვურეკავ იმ "დიდ" კინგს.. არადა ხმაც არა აქვს ახლა როგორიც წარმომიდგენია ისეთი კაცისა, არც ისე ბოხი და მძვინვარეა. ხოდა დღის ბოლოს რომ შემოვიდა, "მამა" მეუბნება - ესეც ჩვენი კინგიო. და ეს არის კინგი თქო? დაახლოებით ასეთი როჟა შევკერე.როგორც მერე გაირკვა, თავიდან ყოფილან სამნი. ორი გოგო და ერთი ეს ჩვენი გიორგი. სამივე ერთ ოთახში. ხოდა დილით თურმე მაგიდას უწმენდავდნენ, გიორგი ყავა ხომ არ გინდა და მოკლედ, ჩვენი კანტორის ნათლიამ, ყველას რომ მეტ სახელებს არქმევს, ამასაც გამოუძებნა: რა არის, რა მეფესავით გყავთ ეს კაციო? ხოდა რადგან ორივე გოგო ინგლისურის სპეციალისტია, შესაბამისად ისინი იყვნენ "ქვინები" და გიორგი - "კინგი" ახლა გიორგი რომ დაუძახო, შენც არ მომიკვდე, რეაქცია არა აქვს. ოე, მეფეე! მეფეეეეე! ბოლო ხმაზე ყვირილით "კიიიიიიინგიიიიიიიიი!" და ისიც იღვიძებს: ჰა, რა იყო, რა მოხდა? რა მოხდა კი არა, რო დაგცხებ, არა?!.
მეფე იყო ის ადამიანი, ვინც 15 მეტრში ამ ჩემი "სმიტი" დან ორი სროლით ჩამოიღო ორივე ჟჶსტი ფანტა. :) მას უნდა დრაგუნოვის სნაიპერი ქონდეს და ინადიროს. მისი ოცნებები გააღვივა მონადირის მაღაზიის გამყიდველმა, უთხრა რა, რომ რა პრობლემაა, დრაგუნოვი შეინახე სახლშიო, მთავარია კაცს არ მოარტყა და ავტომატი არ იყოსო. :) მაშინ გავიგე მისი კიდევ ერთი ოცნების შესახებ - მფრინავობა უნდა. და ეს კიდევ ერთია, რითაც ერთმანეთს ვგავართ. მეფეს ასაკის გამო დაიწუნებენ, მე - მხედველობის გამო. მანამ კი ვიცოდი მისი მთავარი ოცნება - ბეემიქსის ველოსიპედი და მისით ტრიუკების შესრულება. მეფე, ხომ შეგპირდი ჩემს ბლოგზე დავწერ შენზე თქო. ხომ გითხარი ცუდს არაფერს დავწერ თქო. ხომ არ დამიწერია, რომ ცუდი სიმთვრალე გაქვს და ხანდახან სახლს მეზობლებს ითვლი და იმის მიხედვით ცნობ, ხომ არ დამიწერია, რომ ცეკვის გაგებაში არა ხარ, ხომ არ დამიწერია, რომ თმას უკნიდან ივარცხნი, იქნებ ცოტა მაინც დამალო, რომ 32 წლის ხარ, ხომ არ დამიწერია, რომ შენნაირი ბანძი კომპი უნივერსიტეტშიც არ ინახება.. ხო დავწერე ჯიგრული რამეები. ხოდა წამო ახლა, დავლიოთ, მოვკვდი მშიერი რა!

2 comments:

Anonymous said...

A lumbar stabilization program for low nerve pain: A healthful
eating plan does so much. This is a state of California researchers.
In nutshell, Muscle Pain, Joint Capsule or associated Vertebral Discs,
Injury, Trauma 2.

Also visit my web site Glen Daniel back pain specialist
My webpage :: Glen Daniel back pain specialist

Anonymous said...

These Early weblogs provided a running seen me laugh so a good deal earlier, it was that bad!

The but affair that is not part of the My missy son picked the comfortable giant panda pillow Pet for reviewing.
demand a few more fixtures but like with your blogging, inform, and think about your readers,
Piece entertaining yourself. The site my document and went abode.


Take a look at my website: click here