12 ში ანჩხლის დაბ.დღე იყო. მე კი არც კი მიმილოცავს. ის კი არა და არც კი ვიცოდი. არაა სასაცილო! ლიკ, შემოგევლე, გისურვებ ყოველთვის გაგე_20_ებინე როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მონაცემებით.
ახლა კომპი ჩავრთე. ჩაირთო ნორმალურად, მაგრამ ისაა მუშაობა დავიწყე, რომ უცებ ლურჯი ეკრანი ამესვეტა და სულაც გადაიტვირთა. არაა სასაცილო! კომპი 1 თვეა რაც ვიყიდე და უკვე ასეთები თუ დაიწყო, ეს არაა სასაცილო!ყოველი სურათის ჩასმისას ბლოგი 1 სტრიქონს ზედმეტს ამატებს. მერე მიწევს ასეთი აჩხლართული ნაწერის გასწორება და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს არაა სასაცილო!
27 ში მთელი კანტორა ვაპირებთ წავიდეთ ლაშქრობაზე კარვებით ბორჯომისკენ. და თუ სამოთხე დედამიწაზე ასეთი წვიმიანი ამინდებით დაგვხვდება, ეს ძალიან, ძალიან არა სასაცილო სიტუაცია იქნება. და ახლა, როდესაც ამას ვწერ, ფანჯრებტან წვიმის წვეთების წკაპუნი ისმის, მე კი შესვენებაზე ვარ გამოსული სახლში და წვიმაში გადასვლა სამუშაოზე არაა სასაცილო!და საერთოდ არაა სასაცილო, რადგან ხვალე გოროდში ვაპირებდი წასვლას, არადა თურმე სამუშაო დღე ყოფილა. არ მეცინება იმაზეც, რომ შვებულებამდე 3 კვირამდე მანძილია, ხელფასამდე 1 კვირა და ამ დროის თითოეული დღე დაგეგმილი მაქვს. უკვე აღარ მეცინება უაზრო ხალხზე, უაზრო მთავრობა-ოპოზიციაზე და საერთოდ, უაზრო ცხოვრებაზე.
და არც ეს პოსტია სასაცილო. სულაც არაა სასაცილო. ბლინ, ეტ ნე სმეშნო!
დასასრულ, არა სასაცილო ანეგდოტი სტალკერიდან:
როჟა მიდის ზონაში. დაიკარგება. აუუუ, მიშველეეთ - ყვირის. უცებ ხედავს სისხლმწოველა მოდის მასთან და ეკითხება: რა იყო, რატომ ყვირიხარო. რა ვიცი, ისა.. აი დავიკარგე და ვიფიქრე, ვინმე გაიგებს თქო. სისხლმწოველამ ამოიოხრა - აი, მე ხომ გავიგე შენი ხმა. ამით რა გეშველა შენო?
No comments:
Post a Comment