Wednesday, June 17, 2009

ე-მიუე..

ასე მოვდივარ, ვჯდები, შემოვდივარ და არ ვიცი რა დავწერო. ე-მიუე.. ლათინურში მუნჯ ი -ს ქვია ასე. შვამბნარია და შვამბნარიელები. ხანდახან ისე მენატრება ბავშვობა, ისე მინდა ისევ სკოლაში დავდიოდე.. ჯანდაბას, ისევ უარი მითხრას სკოლის ლოვემ, ჯანდაბას ვივლი ერთი თვე ამის მერე გამორთული.. არა, უფრო პატარა კლასში მინდა ვიყო, 1-ში ან მეორეში. ჰმ.. ბავშვები ჯერ ანბანს სწავლობდნენ, მე რომ ასტრონომიის წიგნი მქონდა წაკითხული და ვიცოდი, რატომ არ ვარდებოდა თანამგზავრი მიწაზე და რატომ ანათებს მთვარე.. მაგას თავი დაანებეთ, არითმეტიკის ზოგი მე-9 კლასის მასალაც კი ვიცოდი.. ეგრეა, არასოდეს არ ვიყავი დროის სინქრონში. ან სულ წინ ვარ, ან სულ უკან.. ე-მიუე.. გაიზარდეო. არ მინდა გაზრდა, ჯოს! მერე კიდევ მიკვირს, რატომ მიყურებენ უცნაურად მეთქი. აჰა, დავწერ, 3 ჯერ წავიკითხავ, რაღაცას ჩავამატებ, რაღაცას გამოვაკლებ და რა გამოდის? არეული ვარ ეს ბოლო 4 წელია. თან ვატყობ რომ ძალიან დესინქრონიზაციაში მოვდივარ უკვე დროსთან. ძალიან ბევრი რამე ვიცი, ძალიან ბევრი რამე შემიძლია მაგრამ მომენტში აღმოჩნდება, რომ მზად ვარ მთელი ეს ბაგაჟი ერთ უბრალო ფინდში გავცვალო, ერთ პატარა სიბრძნეში, რომელიც მაშინ უნდა შემეძინა ქუჩაში, როდესაც მე ფრიადზე ვსწავლობდი და წიგნებს ვუჯექი. ამას ქვია პიროვნება ზუსტად. აჰა, ჩემ თავსვე ვპასუხობ. ე-მიუე.. ჰო, შეუძლებელია აბსოლუტურად უნივერსალური იყო და აბსოლუტურად ყველაფერი შეგეძლოს. მე კი მივედები-მოვედები, ამ პროცესში რაღაცას ვსწავლობ, რაღაცას ვაკეთებ.. ბოლოს გამოდის რომ ჩემი საქმე არ ყოფილა, თავს ვანებებ და მუნჯი ი სავით გამოხტება ხოლმე უჩინარი სიცარიელე. ე-მიუე.. საინტერესოა, რა მოხდებოდა სხვა ქვეყანაში რომ მეცხოვრა. არასოდეს მნდომებია საქართველოდან წასვლა სადმე. ჯერ ჩემი ქვეყანაც არ მაქვს შესწავლილი ნორმალურად. მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა. აი, ამერიკაში ნამდვილად ვიცი, რომ გავქაჩავდი.. ნამდვილად ვიცი რა, კინოებში ისეთჳ გამოქლიავებულები არიან ეს ამერიკელები, შტერი თუ არ ხარ, გაქაჩავ. აჰა, დავიწყე წერა და მოდის და მოდის აზრები. მთავარია არ გადავიკითხო თავიდან ბოლომდე, თორემ ასიანი მთლიან პოსტს წავშლი და ისევ სიცარიელე დარჩება.. ვერ ვიტან სიცარიელეს. არადა ხშირად მემართება. და მერე უფრო მონდომებით აღმოვფხვრი ხოლმე. ისიც უფრო მონდომებით ჩნდება. ის არ იღლება. მე კი ვიცი, ერთ დღესაც დავიღლები და მთელი ცხოვრება დარჩება მუნჯ ი სავით უჩინარი. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვუყვარვარ, მე მაინც ვერ მოვნახე საჭირო ადამიანი. ვერავინ გამიგებს ასე მგონია და აი, ახლა ვხვდები, რომ ასეთი ხასიათის მიზეზი ჩემი მშიერად ყოფნაა. და ნერვი მეშლება. არ შეიძლება ადამიანის განწყობა მარტო ჭამით და ძილით განისაზღვროს. არადა ჩემი ისაზღვრება. კარგი ნაჭამ-გამოძინებული შესანიშნავ ხასიათზე ვარ და ცხოვრება მიხარია, რომელიმე ფატორის ნაკლებობა კი იწვევ იუმორის გრძნობის დაქვეითებას, ყველას ეჭვის თვალით ცქერას, ცხოვრების ამაოებაზე ფიქრს და ადამიანების სიბრალულს. ე-მიუე.. ერთხელ ერთ წითელთმია გოგოს ვუთხარი, წავალ, თავს მოვიკლავ და გეტყვი როგორია თქო. ხოდა გეუბნებით, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ მერე სიცოცხლე გიყვარდება რამდენიმე წამით და ან გადაიფიქრებ ან გაჯიუტდები და წახვალ.. ჩაქრება კადრი გამორთული ტელევიზორივით, ხმა გაიწელება, მერე აშხრიალდება მერე კი საამო სიჩუმე მოდის. მაგრამ ამას ვეღარ იგებ, იმიტომ რომ აღარ ხარ. არ ჩანხარ მუნჯი ი სავით. ე-მიუე..

2 comments:

Anonymous said...

kargia bevri rame ro ici, mtavaria gamoikeno sheni codna scori mimartulebit da ro monaxav shen adgils mere dalagdeba yvelaferiii

Sophie שרה Golden said...

არ გაიზარდო, არა!