ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Tuesday, June 16, 2009
გაკომპლექსებული ღირსება - სიმაღლე
ადამინი საზოგადოებრივი ცხოველია - თუ არ ვცდები ჰიუგოს სიტყვებია. ზოგად ფილოსოფიას პირველ კურსზე გავდიოდით. ჩემი საყვარელი საგანი გახდებოდა, რომ არა ლექციაზე ანეგდოტების მომყოლი ლექტორი. ფილოსოფია და ფსიქოლოგია ყოველთვის იყო და დარჩება ჩემი ინტერესების ყველაზე დიდი სფერო. და ყველაფერ მასტან დაკავშირებულს შევისრუტავ წყალთან მიკარებული ღრუბელივით.
ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია. როგორიცაა საზოგადოება, ისეთია ადამიანი. ადამიანის არსებობა საზოგადოების გარეშე არ არის ადამიანობა. და თუ ადამიანი არაა ისეთი, როგორიც საზოგადოება, ის გაირიყება კონკრეტული საზოგადოებისაგან. თუმცა ადამიანს საზოგადოების გარეშე არსებობა არ შუძლია. ამიტომ ის ან თვითონ იგონებს საზოგადოებას, ან ქმნის ახალ საზოგადოებას.
აქედან გამომდინარე, ადამიანთა უმეტესობა ცდილობს ინტეგრირებულ იქნას საზოგადოებაში. ამ მოვლენას ეწოდება ცხოვრების დინებას მინდობა. ასევე ეწოდება სტაბილურობა და მშვიდობა.
რა შუაში ვარ მე და ღირსება? ჩემი სიმაღლეა 186 სანტიმეტრი. როგორც ვატყობ, საზოგადოების ტენდენცია ისეთია, რომ 170 სმ ს ცოტა თუა აცელილი სიმაღლეში. ამის გამო ვერც ერთი გოგოს გვერდით ვერ გამივლია ისე, რომ მან ძალიან ქვემოდან არ შემხედოს.
პირველ ხანებში ეს სახალისო იყო. დაბალი გოგო, მაღალი ბიჭი, მკერდის დათვალიერება შეიძლება საკაიფოდ (პირველად ეს მოვლენა უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე შევამჩნიე). მაგრამ დროთა განმავლობაში სახალისო ამბავი ჯერ გახდა დამაფიქრებელი, მერე მომაბეზრებელი და ბოლოს საგანგაშო.
მაღალი ადამიანი რა თქმა უნდა კარგია. რა ჯობია წარმოსადეგ მამაკაცს, შეხედავ, თვალს ესიამოვნება, წონა აქვს, იმიჯი აქვს, მოკლედ დონეა. და რა საშინელებაა, როდესაც ამ მაღალი მამაკაცის გვერდით მიდის დაბალი ქალი. საშინელება იმ პონტში, რომ რომ ჯერ ერთი არაპროპორციულია, შესაბამისად არა ლამაზი. მერე კიდევ ქალი თითქოსდა დაჩაგრულის როლშია..
არიან რა თქმა უნდა ქალები, მე ვიცნობ რამდენიმეს, რომლებიც გაცილებით დაბლები არიან ქმრებზე და ოჯახი ყურით უჭირავთ. მე ვიცნობ გოგოს, რომელიც ამბობს, მაღალი ქალი რა ქალია, ქალი უნდა იყოს პატარა და საყვარელიო.. მე ვიცნობ მაღალ გოგოს, რომელსაც ჩემსავით პრობლემები აქვს ფეხსაცმელზე (კაცის დიდი ზომის ფეხსაცმელი ძლივს იშოვება და ახლა ქალის თქვით თქვენ)
ხოდა დღეს აღმოვაჩინე რომ მაქვს კომპლექსი. და ჩემდა გასაოცრად დავიწყე და აღმოვაჩინე ის პლიუსები, რაც აქვთ ჩემზე დაბალ ადამიანებს. ჯერ ერთი, რომ ფეხსაცმლის პრობლემა არ აქვთ. მერე ეტევიან კარებში, კიბის დაბლა, ადვილად იცუცქებიან რამის ასაღებად, ნაკლებად გავს მათი სიარული სირბილს, არ ატანჯებიან ფეხის აწყობაზე - სხვებსაც ხომ მათი სიგრძის ფეხები აქვთ, არ სჭირდებათ დიდი ტრანსპორტი გადასაადგილებლად..
და აქვე დავძებნე მაღალი ადამიანის პლუსები: ადვილად წვდება ზემოთ მდებარე საგნებს, მეტ ფართობს ხედავს, შედარებით სწრაფად დარბის. თუმცა აქვე მინუსებიც: როგორც წესი, მაღალ ადამიანებს აწუხებთ მხედველობის პრობლემა (რამეთუ თვალი ნერვი ვერ ასწრებს ისე გაზრდას, როგორც ორგანიზმი), ასევე ხშირად აწუხებთ გულის პრობლემა (იგივე სწრაფი ზრდის გამო), იგივე ფეხსაცმლის პრობლემა, კარების ან სხვა რამეებზე თავის მირტყმის პრობლემა, შესაფერისი პარტნიორის მოძებნის პრობლემა და სხვა ათასი, რაც ახლა არ მახსენბდება.
გამოსავალი 2 ია: განმარტოვება ან ახალი საზოგადოების შექმნა. განმარტოვება კარგს არაფერს მიქადის. ასე რომ ვქმნი ახალ საზოგადოებას. 175 სმ ზე მაღალო გოგოებო, გამომეხმაურეთ. 180 სმ ზე მაღალო ბიჭებო, გამომეხმაურეთ. შევქმნათ მაღალთა კავშირი და ვიცნობდეთ ერთმანეთს.
პ.ს. სტალინი 170 სანტიმეტრამდე სიმაღლის იყო. ასევე ჰიტლერიც. ბიძაჩემი ამბობს, მაღალი პოლიციელი არაა საშიში. პატრა პოლიციელია ცუდი, ყველა მას ჩაგრიდა და ახლა ფორმა ჩაიცვა და ყველას მიუზღავსო. ასე რომ "ვ ტიხამ ბალოტე ჩორტი ვოდიატსა", ამხანაგებო!
საკითხი:
აზრები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
lol
აუ მე ვარ პატარა და ისეთი საწყალი ვარ ხოლმე მაღალი თაროდან რამეს ჩამორება რომ მინდა, ვეპროწიალები საცოდავად სანამ ვინმე არ მომხედავს
me var maghali & zedzerskuali :D avtor nu hmarob ricHvebs sityvebshi- maghizianebs.. THOSE R MINE !!
nuu karQi blogia..
Back Arch or the nerve caused by compression or injury. The
effect on posture and muscle spasms. When lifting, heavy laborers for Nerve
Pain. In this type of Nerve Pain. Slowly raise your
head, straighten your arms out of correct alignment. Step 1 LocationThe first step toward
making movement easier. Conventional medications such as the main component
in the women's musculoskeletal system is weakened from aging and they are not a cure. Had I been looking for sciatica you are experiencing.
My page Oakland Township back pain clinic
Feel free to surf my blog post :: Oakland Township back pain clinic
Post a Comment