Thursday, July 29, 2010

ორიგამი

ჰოოდა დღეს გავიხედოთ და ვხედავ ასეთ რამეს.
ეს არაა უცხოპლანეტელთა კვერცხი, ესაა ქაღალდით გაკეთებული ძალიან მაგარი გასართობი რაღაცა, რომელსაც ბურთსაც ვერ დაარქმევ. ეს რაღაცა შეიძლება გახდეს მილის ფორმის, ბადროს ფორმის, კვერცხის ან ბურთის ფორმის და თან არის რბილი და კარქი. :) მსგავსი რაღაცეების კეთების ხელოვნებას კი "ორიგამი" ქვია.

იდეით გატაცებულმა დავიუტუბე და 7 წუთში და ერთ A4 ზომის ქაღალდში გავაკეთე ასეთი მშუენიერი მომღიმარი პენპელა. აქვე აღმოვაჩინე, რომ თუურმე ქაღალდის თვითმფრინავის, გემის, ბაყაყის და მისთანა რამეების კეთებასაც ორიგამი ჰრქმევია. ისევე ჰქრმევია, როგორც "გაცევა 1" - ში რომ მაიკლს სკოლფილდს აქვს გედი, იმას ჰქვია ორიგამი გედი. :)


ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აგერ თქვენ ვიდიუები და გააკეთეთ რამდენიმე მარტივი ობიექტი. რომ მორჩებით ყველაფერს, მერე გადადით ბურთის გაკეთებაზე. :) მაშ ასე: ჩიტი:


პეპელა:
ვარდი:


დაბოლოს, ბურთი:


არ დაგავიწყდეთ, ორიგამის შესაძლებლობები ძალიან ფართოა და გადაავლეთ თვალი იუტუბს, იქ ბეეევრ საინტერესო რამეს ნახავთ. :)

Wednesday, July 28, 2010

ნაყინის თვალახვეული ჭამა

კორპორატიული წვეულება ე.წ. ფართი იყო და იქ.. ა, ნახეთ.

Friday, July 23, 2010

ინტერნეტი

ინტერნეტს მარტო ჩემთან აქვს შიგ თუ თქვენთანაც შიგა აქვს?

Sunday, July 18, 2010

თურმე საფრთხობელა მყვარებია

4 ში შემიყვარდი და 9 ში დაგკარგე
დღეს დაგინახე და.. ეს ის თვალებია?
თმები - ფოცხებივით, ტუჩებ გაგლესილი
ღმერთო! საფრთხობელა მყვარებია.

ისევ გაივლის ცხრას მინუს ოთხი წელი
მოვა ოცდაათი.. წლები ჩქარებია..
ნუთუ მას ვლოცავდი, იყო იდეალი?
[აქ თქვენი რეკლამა] რომელ ზარებია?

Thursday, July 15, 2010

სამახსოვრო გრანიტი ანუ მოვრჩეთ სტალინზე

გგონიათ უბრალო ქვაა? ეს ძეგლის ფუნდამენტის გრანიტია. მე და კიდევ 20-მდე ადამიანმა (რაც ვნახე) აიღო ესეთი ქვები და სახლში წაიღო (სავარაუდოდ). "იქნებ ჩემმა შვილმა გაყიდოს და სახლი იყიდოს"-ო, იმედს იტოვებდა ერთი მადგანი. :) მე რამეში ჩავსვავ და დავაწერ რომ ესაა ქვა აქედან და აქამდე, ამას და ამას გაუძლო და თურქ-სელჩუკთა ქალს ვერ გადაურჩა თქო.
თურქ-სელჩუკების ქალი იმ შუაშია, რომ ეს "KATO" ყოფილა იმ თურქების სპეცტექნიკა, ავტობანს რომ აშენებს. და დღეში 1000 ლარს აძლევენო. რა ვიცი, რას არ გაიგებ ამ ჭორებიდან. 50 მუშა მუშაობდა და 15 ლარი დღეშიო. არადა 10 იყო სულ მაქსიმუმ. მაგას თავი დაანებე და ეს ქვათა შემგროვებლები რომ დავინახე და დამაინტერესდა რას აკეთებდნენ და ახლოს რომ მივედი, გაიჩითა ერთი ბომჟი. ბომჟმა მითხრა, ხურდა ფული არ გაქვს, არაყი მინდა დავლიოვო. ხუთლარიანი მქონდა და ვერ მივცემდი. ამიტომ უარი ვუთხარი. საპასუხოდ ბომჟმა სულში ჩამხედა და მითხრა, იცი მე ჩერნობილის ავარიის დროს იქ ვმუშაობდი და პრიპიატშიც ვიყავიო. ავხედ-დავხედე.. მუტანტს არ გავდა, თმა საკმარისზე მეტი ქონდა დასხივებულისათვის.. მარა არაყის ანტირადიაციულმა ეფექტმა დამაეჭვა. რომ შემატყო დაინტერესება, მითხრა ჰო, ორი წელი ვიმუშავე და ხურდა არა გაქვსო? მე ისევ უარი ვუთხარი და ძლივს ნაპოვნი გრანიტი ავიღე. ბომჟმა გამომართვა, ეს რა არისო? გრანიტი თქო. ჰო, ვიცი, მე პრიპიატშიც ვიყავი და იქაც იყო გრანიტიო. ამას კი მე წავიღებო. კაი თქო. მეორე ვიპოვე. ისიც გამოართვა და მითხრა, ამასაც მე წავიღებ და ხურდა არა გაქვსო? დამანებე თავი თქო - დავუტიე და სურათში ნაჩვენები გრანიტი გამოვჩხრიკე. ბომჟმა თავი დამანება და ბურტყუნით წავიდა - მე ჩერნობილშიც ვიყავი და პრიპიარტშიცო. საინტერესო ადამიანი იყო.
მოკლედ, მორჩა კინო. დღესვე დაიწყეს მშენებლობა უკვე სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში - ეს ყურმოკრული ამბავია. სავარაუდოდ დასავლეთისკენ მომზირალ დიდ ბელადს ჩრდილოეთისკენ გაახედებენ. როგორც გავიგე არ აუშენებენ იმ ტრიბუნას, რომელზეც ბავშვობაში მე და ჯადო ავდიოდით და წინ, მოედანზე მიმავალ მანქანებს ზოგს ჯოჯოხეში ვუშვებდით ფილაზე ხელის დაჭერით, ზოგს - სამოთხეში. აღარ ააშენებენ იმ მოაჯირებს, რომელიც სადღაც 90 სანტიმეტრის სიმაღლეზე ადიოდა და სულაც არ წარმოადგენდა წინააღმდეგობას ტრეისერებისათვის. და სანამ დიდი ბელადის ძეგლი დასავლეთის ნაცვლად ჩრდილოეთს მიაპყრობს გაქვავებულ მზერას, აღმოსავლეთით ძალიან ლამაზი ცისარტყელა გამოჩნდა..
ჰმ.. რაღაცა არსებობს..


UPDATE

დღეს უკვე ასე გამოიყურება მოედნის ეს ნაწილი..

Wednesday, July 14, 2010

დაშალეს..

მაგარ ისტორიულ ფაქტს ვესწრებით @ ევროტური + ჩვენი მეანი. 1952 წელს აშენებული სტალინის ძეგლი, რომლის ფუნდამენტიც ისე მყარად იყო აგებული, რომ მთელი დღე ანგრია და ამ დრომდე ვერ მორჩა სპეცტექნიკა, 58 წლის მერე დანგრეულ იქნა.
კარგია როდესაც მითითება დროში სრულდება. თქვა და გააკეთა.. ან უთხრეს და გააკეთა კიდეც ერთ დღეში. აბა 1 თვე ვინ მოიცდიდა? როგორც ყური მოვკარი, მთელი მსოფლიოს არქიტექტორებს გაეგზავნა თხოვნა, ამ ადგილზე რა დადგათ, ეგება გვითხრათო.
აქედან ბურღა ამ "კატო"-მ, იწვალა, აღვარღვარა ოფლი, გამოძერწა ვენერას მსგავსი რაღაც და მეორე მხრიდან მოუარა ღრიჭინით და მუხლუხოების ჭყარაჭყურით.
ამ დროს მოულოდნელად მოედანზე შემოიჭრა ჩორნი ბუმერი, ნგრევითი სამუშაოებიდან 2-3 მეტრში დაამუხრუჭა, იქიდან ფსევდო მაგარი როჟა გადმოვიდა, სურათი გადაუღო, ჩაჯდა და ადგილიდან დაბუქსავებით გასქურა სადგურისკენ. ნუ, მე დავასკვენი რომ რაღაცა არსებობს.
გვერდებიდან შემოვლის, დიდი ძალისხმევის და მთელ მოედანზე ექოდ გამოსმული ბრაგაბრუგის ხმის შემდეგ სპეცტექნიკამ როგორც იქნა მოაშორა სავარაუდოდ 800 იანი ბეტონისა და ყოველ 10 სანტიმეტრში ჩალაგებული რკინის კონსტრუქციის ზღუდე, მიადგა ორ რელსს, რომელზეც ძეგლი იყო დამაგრებული, რამდენიმეწუთიანი ჩალიჩის მერე ერთი მადგანი გადააგდო კიდეც, მეორე ზედ დაეცა ბურღს.. მაგრამ მითითება შესრულებულ იქნა: დღეს საღამოს დემონტაჟის უდიდესი ნაწილი მორჩენილი იქნება.
ჭორის დონეზე გავიგე, რომ სახლ-მუზეუმის ეზოში იგივე კონსტრუქციის ნაგებობას ააშენებენ (ანუ აქაც ფული წავა და შესაბამისად, იშოვება), იგივე ფილებით (რომლებიც შეინახეს, მაგრამ სავარაუდოდ დააკლდებათ) და ძეგლსაც იქ მიუჩენენ ადგილს. მე რა თქმა უნდა საქმის კურსში ჩაგაყენებთ. :) კიდევ ერთი ჭორი ის იყო, რომ დემონტაჟი 2 მილიონი ლარი დაჯდაო, რაც რა თქმა უნდა ძალიან გაბერილი თანხაა, თუმცა რათა? რათა გეუბნები, რათა, რათა? ძეგლი წაიღე, კაი, მარა ეს საძირკველი რაღას გიშლიდა?

დემონტაჟის პროგრესი - 01.14 - გაძლიერებული

შეიძლება ითქვას უკვე დედას იტ%$#ვენ! უფრო ზუსტად, დედას იტ%$#ვს ჩვენი ახალი სირისტიანი გუბერნატორი. სირისტიანი იმიტომ რომ თბილისელი ყოფილა, ახალი იმიტომ რომ ლადო წაუყვანიათ სასირისტეტში (ალბათ უნდათ რომ ესეც გაასირიტიანონ) და რა გამოვიდა, ვართ ამ სირისტიანის იმედზე. ნუ, ეს მკაცრად სუბიექტური აზრია, თორემ ზოგადსაკაცობრიოდ რომ ვიმსჯელოდ, შესანიშნავი თანამშრომელია, რასაც ეტყვიან, ასრულებს.
აჰა ბატონო, დილით მუშაობენ, შუადღითაც მუშაობენ, საღამოსაც მუშაობენ და ღამეც მუშობენ პატრულების მეთვალყურეობის ქვეშ. ალბათ რომ არ გაიპარნონ სამუშაოდან? თუ არ მუშაობენ ღამე ის პატრულები დარაჯობდნენ უბრალოდ, აქაო და ფუნდამენტი არავინ მოიპაროსო.

აჰა ბატონო, შეიძლება არ ითხრეს და ინიციატივა გამოიჩინა თვითონ და ჩამოაყვანინა მარჯვნივ რომ ჩანს დიდი ცხვირით, ასეთი მანქანა, რომელიც ვეება ფერფომატორს წარმოადგენს და მთელი დღეა ანგრევენ და ანგრევენ. რატომ ანგრევენ? ჭორებს თუ დავუჯერებთ, სირისტიანს უთქვამს ერთ დღეში მოაშორეთო აქედანო. ბიჯო, არადა მეგონა ტაჯიკური ზღაპრები აღარაა მოდაში თქო.

ერთ დღეში მოშორება შეიძლება თურმე აფეთქებით. თუმცა ამ შემთხვევაში რაც ისკანდერმა დააკლო ქალაქის ცენტრს, ესენი აანაზღაურებდნენ. ხოდა გადაიფიქრა როგორც ჩანს, არ გვინდა ერთ დღეში, ორ დღეში დაანგრიეთო. მოიყვანეს ეს საწყალი "KATO" და ამუშავებენ და ანგრევენ. მერე იტყვიან გენდერული თანასწორობაო. ეჰ.. გევედ, გევედ.. აქ არ ესმით ჩემი.

Monday, July 12, 2010

დემონტაჟის პროგრესი - 01.12

ზემოდანაც მიადგნენ..

Twix + მრავალჟამიერი

Sunday, July 11, 2010

ორშაბათს დაბ.დღეა - ოპერაცია "მეხთამტეხელი"

სეთი რამე წელიწადში ერთხელ ხდება. ხოლო ჩემ შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ. გაცნობის დღიდანვე ვემზადებოდი ამ დღისათვის. დავალაგე გეგმები, გამოვყავი თანხა, ავამუშავე ფანტაზია, ვაწყობდი ურთიერთობებს. და უეცრად.. არა, უეცრად არა, ზუსტად 2 კვირით ადრე აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. 5 თვის მუშაობას თავიდან კი ქონდა რაღაც პატარა შედეგი, მაგრამ 2 კვირის წინ თქვა რომ ვერ ხვდება. და მე გადავწყვიტე რომ უკვე აზრი აღარ აქვს. აზრი არა აქვს კი არა, აზრი აღარა აქვს.
ნუ მაინც, მინდოდა რომ მეჩუქნა ოქროს საყურე ლალის თვლებით, იმიტომ რომ მისი თვალების ფერზე მიდიოდა. ან ზურმუხტისთვლიანი მედალიონი, მწვანე ფერი უყვარს. ასევე გეგმაში იყო სპეციალურად მისთვის ჩასვლა ზღვისპირეთში და იქიდან სუვენირის წამოღება, იქნება ეს ნიჟარების სამაჯური თუ რამე სხვა. მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე აზრი აღარ აქვს, მაინც ვერ მიხვდება ვერაფერს, იმიტომ რომ ასე თქვა და უკვე არა პირველად. და როდესაც ვუხსნი, ყოველთვის ან თავს არიდებს ან მართლა ვერ იგებს. ასე რომ რელოად.

თუმცა მილოცვა სხვა ხერხებითაც შეიძლება, მიუხედავად იმისა მიხვდება თუ არა. აი მაგალითად, წამოვიღე ბურთი, რომელზეც დავაწერდი და დავახატავდი მილოცვას, მერე ორშაბათს სისხამ დილით (ასე, 5 საათზე) ავირბენდი მასთან, დავამაგრებდი კიბის მოაჯირზე და წამოვიდოდი. რომანტიკა? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბურთზე გასაკეთებელი ჯოხის წამოსაღებად წასვლა დამეზარა, შესაბამისად ბურთს ვერაფრით მივამაგრებ მოაჯირზე. ასე რომ ეს "მეხთამტეხელი" ოპერაცია (მეხთამტეხელი იმიტომ, რომ იქ მთელი მეზობლობა ცხოვრობს და ასევე მისი ოჯახიც ხომ ნახავდა და თუ თვითონ ვერ ხვდება, ისინი მაინც მიხვდებოდნენ), რომელსაც 5 თვე ვამზადებდი და ბოლომდე იმედი მქონდა, ჩაიშალა. ვსო.

Saturday, July 10, 2010

ქალები და კაცები სამუშაოზე

ბლოგერმაც კი გამომაგდო იმდენი ხანია არაფერი მიწერია. :) თუმცა ერთი კვირა იქნება ამ პოსტის დაწერა მინდა. პოსტი იქნება მდედრებისა და მამრების დადებითზე და უარყოფითზე სამუშო გარემოში. აქვე მადლობა გუგლს სურათებისათვის.

ქალები.
დადებითი თვისებები
1. თავისთავად შენს გვერდით მდედრის მუშაობა რამდენადმე ახალისებს და მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესს.
2. ზოგიერთ მდედრს აქვს ინტუიციის და ალღოს გამაოცებელი უნარი. მაგალითად ჩემთან მუშაობს ერთი ასეთი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის. არადა წესით ვერ უნდა ასწრებდეს.
3. ყოველთვის შეიძლება ვიღაც შენიანი გამოიცეკვო წვეულებისას და ამით თავი აარიდო თუმც ნაკლებად მოსალოდნელ, მაგრამ მაინც შესაძლებელ გაუგებრობებს, რომლებიც გაჩნდებოდა სხვა ჯგუფიდან თუ გამოიცეკვებდი მდედრს.
4. სულ სხვაა ქალის ხელით მოწესრიგებული სამუშაო ადგილი. სულ სხვაა ქალის ხელით გაწყობილი ალაფუშეტის სუფრა და სულ სხვაა ქალის მიერ წაყვანილი პრეზენტაცია.
უარყოფითი თვისებები
1. როგორც წესი მდედრებს ძალიან უყვართ თავის მოვლა. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ფაქტორი სამუშაოს დაწყებისას, რადგან ზემოაღნიშნულმა თვისებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაგვიანება სამუშაოზე.
2. ყოველი მდედრი პოტენციური დედაა. დედობა კი თავის მხრივ ნიშნავს
21 - დეკრეტს - რამდენიმე თვე ხელფასს უხდი ადამიანს, რომელიც არ მუშაობს.
22 - მშობიარობისწინა უხასიათობას და შრომისუნარიანობის შეცვლას. (არ ვამბობ დაქვეითებას, იმიტომ რომ ზოგიერთს უძლიერდება კიდეც)
23 - ზოგიერთი კომპანია პირველ შვილზე დახმარებას აძლევს თანამშრომელს. ესაა ხარჯი, რომელსაც არანაირი მოგება არ მოაქვს.
3 - ჭორაობა - ყველაზე დიდი პრობლემა მდედრთა შორის. ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა გაუბა საუბარი თანამშრომელს შენს გუშინდელ ნანახ ფილმზე შუა სამუშაო პროცესისას, თან მაშინ, როდესაც საქმეები ასე ვთქვათ "თავზე გაყრია".
კაცები
დადებითი თვისებები
1. - როგორც წესი მამრის წახალისება გაცილებით ადვილია. არაა ლაპარაკი ხელფასის მომატებაზე, ეს წახალისების ყველაზე არაეფექტური ფორმაა. თუმცა თუკი მამრს ეტყვი, რომ ის ძალიან მაგარი თანამშრომელია, რომ თუ ასე გააგრძელა დიდ წარმატებებს მიაღწევს და ბლა-ბლა-ბლა, მისი შრომის ნაყოფიერება გაიზრდება.
2. - მამაკაცები ბუნებით მეოჯახეები არიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამიტომ თუ მამაკაცს ოჯახი ყავს, მისით მანიპულირება ადვილია. მთავარია არ გადავიდეთ დაუკრეფავში. თორემ ოჯახის გულიზა მას ძალიან დიდი დატვირთვის გაძლება შეუძლია.
3. -მამაკაცი შეიძლება ისეთ სამუშაოზე ამუშაო, სადაც ქალს ვერ დაასაქმებ. ამიტომ მამაკაცი ფაქტიურად უნივერსალური სამუშაო ძალაა - გინდ მშენებლობაზე ამუშავებ, გინდ კაზინოში და გინდ  დაქირავებულ მკვლელად.
4. - როგორც წესი მამრებს უფრო ანალიტიკური აზროვნება აქვთ და თუნდაც ქალური ინტუიციის გარეშე, ისინი ახერხებენ უკეთესად გაერკვნენ საქმიანობის პროცესებში და უკეთესი შედეგი აჩვენონ, ვიდრე ქალებმა. თუმცა ამაში მამაკაცის კიდევ ერთი თვისება - ჯგუფებად გაერთიანება თამაშობს გარკვეულ როლს.
უარყოფითი თვისებები.
1 - სამწუხაროდ ყველა მამაკაცში იშვიათი გამონაკლისების გარდა ცხოვრობს ლოთი. სმა  კი თავის თავში შეიცავს ისეთ უარყოფით თვისებებს, როგორებიცაა შრომის ნაყოფიერების კლება დარღვეული ჯანმრთელობის გამო, ფსიქიური აშლილობა, აგრესიის მომატება და დამოკიდებულება.
2 - ასევე სამწუხაროდ არის სიგარეტის პრობლემა. ეს პრობლემა იმდენად დგას დღის წესრიგში, რამდენადაც მამაკაცს უხდება გავიდეს შენობიდან და იქ მოწიოს. ეს კი დროის დაკარგვას იწვევს. დაახლოებით იგივე ეფექტია, რასაც ქალების შემთხვევაში ჭორაობა.
3 - მამაკაცში ცხოვრობს მონადირე. ის ნადირობს ყველაფერზე. შეიძლება ეს თვისება მიმალული იყოს, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, როდესაც ერთხელაც მოვა და გეტყვით, რომ უკეთესი სამუშაო იშოვა (მოინადირა) და იქ მიდის.
ადამიანი იდეალური არაა. იდეალური თანამშრომელია რობოტი. თუმცა რობოტი ვერასოდეს შეცვლის ადამიანს მუშაობის პროცესში. ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი სიტუაცია, რომელსაც ვერ გაითვალისწინებს ეს მანქანა და მაშინ ამ ლოთი, ჭორიკანა, ძილისგუდა და დროის მფლანგავი ნახშირბადისგან შემდგარი არსების როლი განუზომელი გახდება.

Thursday, July 8, 2010

დემონტაჟის პროგრესი - 03.07 - 08.07

ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარ. უბრალოდ ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა.


06.07.2010





და დღევანდელი. 08.07.2010



უბრალოდ.. ისტორიისთვის..

Thursday, July 1, 2010

დემონტაჟის პროგრესი - 01.07

დღეს სატვირთო მანქანებით აპირებენ წაიღონ დაც მოაცილეს. კერძოდ პირველი დონის მოაჯირის ნაწილი. ამისათვის ორი სატვირთო დაჭირდათ. პლუს გავრცელდა ხმა, რომ თითქოს ძეგლში ბომბია დამონტაჟებული და თუ დაანგრევენ, აფეთქდება. მემგონი რომ ჭორია უბრალოდ ხალხის დასაშინებლად გაშვებული.