Saturday, July 10, 2010

ქალები და კაცები სამუშაოზე

ბლოგერმაც კი გამომაგდო იმდენი ხანია არაფერი მიწერია. :) თუმცა ერთი კვირა იქნება ამ პოსტის დაწერა მინდა. პოსტი იქნება მდედრებისა და მამრების დადებითზე და უარყოფითზე სამუშო გარემოში. აქვე მადლობა გუგლს სურათებისათვის.

ქალები.
დადებითი თვისებები
1. თავისთავად შენს გვერდით მდედრის მუშაობა რამდენადმე ახალისებს და მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესს.
2. ზოგიერთ მდედრს აქვს ინტუიციის და ალღოს გამაოცებელი უნარი. მაგალითად ჩემთან მუშაობს ერთი ასეთი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის. არადა წესით ვერ უნდა ასწრებდეს.
3. ყოველთვის შეიძლება ვიღაც შენიანი გამოიცეკვო წვეულებისას და ამით თავი აარიდო თუმც ნაკლებად მოსალოდნელ, მაგრამ მაინც შესაძლებელ გაუგებრობებს, რომლებიც გაჩნდებოდა სხვა ჯგუფიდან თუ გამოიცეკვებდი მდედრს.
4. სულ სხვაა ქალის ხელით მოწესრიგებული სამუშაო ადგილი. სულ სხვაა ქალის ხელით გაწყობილი ალაფუშეტის სუფრა და სულ სხვაა ქალის მიერ წაყვანილი პრეზენტაცია.
უარყოფითი თვისებები
1. როგორც წესი მდედრებს ძალიან უყვართ თავის მოვლა. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ფაქტორი სამუშაოს დაწყებისას, რადგან ზემოაღნიშნულმა თვისებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაგვიანება სამუშაოზე.
2. ყოველი მდედრი პოტენციური დედაა. დედობა კი თავის მხრივ ნიშნავს
21 - დეკრეტს - რამდენიმე თვე ხელფასს უხდი ადამიანს, რომელიც არ მუშაობს.
22 - მშობიარობისწინა უხასიათობას და შრომისუნარიანობის შეცვლას. (არ ვამბობ დაქვეითებას, იმიტომ რომ ზოგიერთს უძლიერდება კიდეც)
23 - ზოგიერთი კომპანია პირველ შვილზე დახმარებას აძლევს თანამშრომელს. ესაა ხარჯი, რომელსაც არანაირი მოგება არ მოაქვს.
3 - ჭორაობა - ყველაზე დიდი პრობლემა მდედრთა შორის. ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა გაუბა საუბარი თანამშრომელს შენს გუშინდელ ნანახ ფილმზე შუა სამუშაო პროცესისას, თან მაშინ, როდესაც საქმეები ასე ვთქვათ "თავზე გაყრია".
კაცები
დადებითი თვისებები
1. - როგორც წესი მამრის წახალისება გაცილებით ადვილია. არაა ლაპარაკი ხელფასის მომატებაზე, ეს წახალისების ყველაზე არაეფექტური ფორმაა. თუმცა თუკი მამრს ეტყვი, რომ ის ძალიან მაგარი თანამშრომელია, რომ თუ ასე გააგრძელა დიდ წარმატებებს მიაღწევს და ბლა-ბლა-ბლა, მისი შრომის ნაყოფიერება გაიზრდება.
2. - მამაკაცები ბუნებით მეოჯახეები არიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამიტომ თუ მამაკაცს ოჯახი ყავს, მისით მანიპულირება ადვილია. მთავარია არ გადავიდეთ დაუკრეფავში. თორემ ოჯახის გულიზა მას ძალიან დიდი დატვირთვის გაძლება შეუძლია.
3. -მამაკაცი შეიძლება ისეთ სამუშაოზე ამუშაო, სადაც ქალს ვერ დაასაქმებ. ამიტომ მამაკაცი ფაქტიურად უნივერსალური სამუშაო ძალაა - გინდ მშენებლობაზე ამუშავებ, გინდ კაზინოში და გინდ  დაქირავებულ მკვლელად.
4. - როგორც წესი მამრებს უფრო ანალიტიკური აზროვნება აქვთ და თუნდაც ქალური ინტუიციის გარეშე, ისინი ახერხებენ უკეთესად გაერკვნენ საქმიანობის პროცესებში და უკეთესი შედეგი აჩვენონ, ვიდრე ქალებმა. თუმცა ამაში მამაკაცის კიდევ ერთი თვისება - ჯგუფებად გაერთიანება თამაშობს გარკვეულ როლს.
უარყოფითი თვისებები.
1 - სამწუხაროდ ყველა მამაკაცში იშვიათი გამონაკლისების გარდა ცხოვრობს ლოთი. სმა  კი თავის თავში შეიცავს ისეთ უარყოფით თვისებებს, როგორებიცაა შრომის ნაყოფიერების კლება დარღვეული ჯანმრთელობის გამო, ფსიქიური აშლილობა, აგრესიის მომატება და დამოკიდებულება.
2 - ასევე სამწუხაროდ არის სიგარეტის პრობლემა. ეს პრობლემა იმდენად დგას დღის წესრიგში, რამდენადაც მამაკაცს უხდება გავიდეს შენობიდან და იქ მოწიოს. ეს კი დროის დაკარგვას იწვევს. დაახლოებით იგივე ეფექტია, რასაც ქალების შემთხვევაში ჭორაობა.
3 - მამაკაცში ცხოვრობს მონადირე. ის ნადირობს ყველაფერზე. შეიძლება ეს თვისება მიმალული იყოს, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, როდესაც ერთხელაც მოვა და გეტყვით, რომ უკეთესი სამუშაო იშოვა (მოინადირა) და იქ მიდის.
ადამიანი იდეალური არაა. იდეალური თანამშრომელია რობოტი. თუმცა რობოტი ვერასოდეს შეცვლის ადამიანს მუშაობის პროცესში. ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი სიტუაცია, რომელსაც ვერ გაითვალისწინებს ეს მანქანა და მაშინ ამ ლოთი, ჭორიკანა, ძილისგუდა და დროის მფლანგავი ნახშირბადისგან შემდგარი არსების როლი განუზომელი გახდება.

5 comments:

Anonymous said...

ზოგადად ძალიან ცნობილი ფაქტია, საუკეტესო თანამშრომლები არიან გასათხოვარი ქალები და ცოლიანი კაცები... მათ მეტი მოტივაცია აქვთ,
ცოლიან კაცს ოჯახი ყავს შესანახი, გასათხოვარ ქალს კი საკუთარი თავი. აი რაც შეეხება ორსულებს, მე პირადად არ შემხვედრია ისეთი რომელსაც შრომისუნარიანობა ემატება, პირიქით

Anonymous said...

მთლიანობაში, მომეწონა, საინტერესო იყო :)
ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ერთი ცხადია, რომ მარტო ქალები ან მარტო მამაკაცები სადაც მუშაობენ ძალიან მომაბეზრებელია ის სამუშაო და ზოგადად, გარემო.

vasasi said...

ოხ, ეს ქალები და პოტენციური დედები.. :დ

Lord Vader said...

არაპოლიტკორექტული კომენტარი:

"შეცვლა" გამახსენდა. კომედია ელენ ბარკინი რომ თამაშობს.
იქ ეუბნება თავის ბოსს
- სტივს თუ 200'000 უხდიდით, მე 250'000 უნდა გადამიხადოთ წელიწადშიო.
- რატომ უფრო მეტიო?
- სტივის დანახვაზე ხომ არ გიდგებოდათო.

გურამი said...

:D :D ბოლო მაგარი იყო, მარა მჭირდება ახლა მე აგზნებული თანამშრომლები? :)