Monday, January 31, 2011

კარანტინი 1 თვე

მოკლედ, ვაცხადებ კარანტინს! 1 კვირიანმა კარანტინმა ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო, ასე რომ მთელი თებევრლის განმავლობაში თუ ფორს-მაჟორული სიტუაცია არ იქნა, კომპს საერთოდ არ მივეკარები სამუშაოს გარეთ. ვსო! წავედი. შევხვდებით ერთმანეთს მარტში.

Sunday, January 30, 2011

მე - კურო

ვაჰ.. აი ეს ნახეთ, ასტროლოგია თუ ცოტა მაინც გიტაცებთ. საინტერესო რამეს ნახავთ. მე, მაგალითად, კურო ვარ და ასეთი რამეები წერია (შავად მონიშნული, იმენა მე ვარ)
კურო


1. ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ დავფლანგავ.
2. სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით.
3. "ცუდი" მშვიდობა – "კარგ" ომს სჯობს.
4. უფრო კარგია ლამაზი დივანი, ვიდრე ლამაზი დაისი.
5. ჭამა – მნიშვნელოვანი საქმეა.
6. არ შეაწუხო ის, ვინც მოხერხებულად ზის.
7. ნუ მაიძულებთ რაიმე გავაკეთო, უბრალოდ მთხოვეთ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
9. როდესაც მეორე მიდიხარ – ამით ძალებს ზოგავ.
10. დეგუსტაცია – აი, ჩემი ძირითადი დანიშნულება.

G.F.Runners - მხარდამჭერი აქცია

ეგრევე წავიდა ვიდიუ!

Thursday, January 27, 2011

ნიუტონი..

მომწონდა.. არ ვგიჟდებოდი და არ ვაფრენდი, მაგრამ სიმპატიური გოგო იყო თეთრი კანით და ნორმალური ტანით. იმ დღეს შეხვედრაზე დამთანხმდა. ალბათ თვითონაც არ იყო გულგრილი, ჩვენ ხომ ორი კვირის გაცნობილები ვიყავით და ისიც სოციალური ქსელიდან. წვიმდა.. ზაფხულის წვიმაში სეირნობა რომანტიკად ითვლება, თუმცა რომანტიკა არც ერთს გვსურდა და არც მეორეს. სამარშუტო ტაქსის უკანა სავარძელზე კუთხეში მოვთავსდით და უმიზნოდ გავყევით. სხვადასხვა თემაზე საუბრისას ჩემი ხელი მისას მოხვდა. არ გაუწევია. პირიქით, თითები თითებს შორის ჩამიცურა და ხელი თვითონ წაიღო. თბილი თითები ქონდა.. თბილი და მოუსვენარი. მომიჭერდა და გაუშვებდა თითებს. მეორე ხელიც წავიღე მისკენ, ვითომ თმის გასწორება მინდოდა. ჩემს თითებზე ლოყა ააცურა და თვალებით გამიღიმა. მერე თითებით დაჭერილი ხელი საკუთარ მუხლზე დამადებინა და გაანთავისუფლა. "მარშუტკაში" ხალხი ამოდიოდა და ჩადიოდა, ჩვენ ყურადღებას არავინ გვაქცევდა. მე ბარძაყზე ნელა ავაცურე ჩემი ხელი და გამუდმებით თვალებში ვუყურებდი. თვალები ისევ მიღიმოდა და უეცრად მისი ხელის შეხებაც ვიგრძენი ჩემს ფეხზე.

მუხლიდან ზემოთ ნელა აცურებდა თითებს ზურგით, სულ ზედა წერტილში ამოატრიალებდა და უკან ჩაყვებოდა. მე კი თანდათან კაბის ქვეშ მოვხვდი და სულ ზემოთ და ზემოთ მივაცურებდი ჩემს თითებს, სანამ არ შევეხე. თვალებმა უფრო გამიღიმეს. ფეხის მოფერება გავაგრძელე. ისიც არ გაჩერებულა. ბოლოს ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს უკვე გამაგრებულ ასოს და დაუწყო ტანსაცმლის ზემოდან მოფერება. სადმე შესვლა შევთავაზე. უარი არ უთქვამს. რომელიღაც სასტუმროსთან ჩამოვედით და სასწრაფოდ ნომერში ავედით.

შესვლისთანავე ხელები შემომხვია და ისე მომაწვა, რომ კარებს დავეჯახე და ბრახუნით დავხურე. ამან გაგვამხიარულა. მე ხელები წელზე მოვხვიე და მივიკარი. თვალებმა ისევ გამიღიმეს. ტუჩებს გემო არ ქონდათ. შეიძლება მე ველოდი რამე გემოს და ამიტომ. ენა ენაზე მივადე, ისიც გამომყვა და ცოტა ხანი ენებს "ვაჭიდავებდით". ხელები წელზე ავუცურე. თითებს მისი მაიკაც თან აყვა. ისე, რომ ენებით თამაში არ შეგვიწყვეტია, მან ქამარი შემხსნა და შარვალი გახსნა. შემდეგ ხელის გული მუცლიდან ტრუსამდე  ჩამიცურა და ისევ ზემოდან დაუწყო მოფერება ასოს.

საწოლზე დავაწვინე. თმა გაიშალა და მისი სურნელი სულ ახლოდან მომდიოდა. ფეხებს ჩავყევი ორივე ხელით, ნელა ჩავაცურე სანამ მის ტრუსამდე არ მივედი. მეც ისევე, როგორც მან, ზემოდან მოფერება დავუწყე და ერთი წამითაც არ შეგვიწყვეტია ენით თამაში. თითებში სისველე ვიგრძენი.. თეძოებზე ავაცურე თითები ზურგამდე და ლიფი გავუხსენი. ორი პატარა ბორცვი გამოჩნდა და მათზე ყავისფერი პაწია გორაკები. ძუძუებს ორივე ხელით ქვემოდან მოვკიდე და ამ პაწია გორაკების წვალება დავიწყე ენით. ახლა უკვე მის ფეხებს შორის ვიყავი და ტრუსებით ვეხახუნებოდით ერთმანეთს. მან თავი უკან გადახარა, სწრაფად მოკიდა ხელი ჩემს ტრუსს და გამხადა. ასევე სწრაფად გაიხადა თავისიც. ამისათვის საჭირო გახდა თავი დამენებებინა ძუძუების კოცნისათვის და წამოვწეულიყავი. თვალებმა გამიღიმეს და მითხრეს "მოდი"

ნელა შევედი. ცოტა შევყავი მის სველ საშოში ჩემი ასო. მან თავი უკან გადახარა და წამოიკვნესა მიდიო. ამჯერად ცოტა მეტად შევედი. მან ბარძაყებზე ამიცურა ხელი, დუნდულებზე მომკიდა და ძლიერად მომქაჩა. ასო მთლიანად შევიდა მასში და მანაც საოცრად აღმგზნებად დაიკვნესა. პულსი გამისამმაგდა, სწრაფად დავიყე შეყოფა-გამოყოფა. თრთოლვა ტალღებად დიოდა ჩემში. მან წამოიწია, ხელები მხარზე დამადო, ძუძუებით მკერდზე მეხახუნებოდა და ისევ ენებით თამაშს დავუბრუნდით. რამდენიმე წუთში გადატრიალდა, მუხლებზე დადგა და ტანი დაბლა დახარა. მე თეძოებზე მოვკიდე ხელები და გავაგრძელე შეყოფა-გამოყოფა. ის ჩუმად წამოიკვნესებდა ხოლმე და ეს ხმა საოცრად აღმაგზნებდა. ხელები მუცელზე ჩავუცურე, წინ გადავიხარე და ძუძუები დავიჭირე. მან ჩემი ხელები თავის ხელებით ზემოდან დაიჭირა და ასე დაიწყო ძუძუების მოფერება. მერე ვიგრძენი როგორ ავკანკალდით ორივე და ამ დროს..

ბიიიჯოო!!! ნიუტონის მესამე კანონი არაა, F = -F ?
რაიო?
რაიო და, მესამე კანონია თქო, "ძალას გააჩნია სიდიდით ტოლი და ნიშნით საწინააღმდეგო ძალა".
ეგ რა შუაშია?
რა შუაშია და კროსვორდს ვავსებდი და ეს ვერ გავიხსენე მაგის დედას ვატირე!
გიჟი ხარ?
რა გიჟი, სად წავიღე ის კროსვორდი.. ა, აგერ. აჰა, "ნიუტონის მერამდენე კანონია.."
საერთოდ აღარ დამეკონტაქტო, გესმის შენ?
ჰო, კაი, როგორც შენ გინდა. ვახ, როგორ დამავიწყდა რომ მესამე კანონია?!
წავედი მე!
კაი ჰო, წადი. მესამე კანონი ჭო, მესამე!


***************
მითხრეს დაწერეო და აჰა, დავწერე. საინტერესოა, რამდენად სკანდალური იქნება. :) სათაურზე ბევრი ვიფიქრე და ეს ჯობია ყველას: კაცი-შვილი ვერ გაგიგებს სანამ ბოლოში არ გავა, რა შუაშია ნიუტონი. :D ა, მართლა, შეიარეთ ანინასთან. მასაც აქვს ასეთი რამეები, მაგრამ უფრო დახვეწილ სტილში. მე ახალბედა ვარ ამ სფეროში და.. :)

Sunday, January 23, 2011

ცალკე ცხოვრება

რომელიღც ბლოგმა შთამაგონა ამ პოსტის დაწერის იდეა და თან ვფიქრობდი, ნეტა უკვე ხომ არ დავწერე თქო. :) ლაპარაკია ცალკე ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აბა, დავქოქო ფანტაზია და წავიდა მსჯელობები:

ხარჯები.
ცხოვრებისათვის ადამიანს ჭირდება საჭმელი და გათბობა. გათბობა გულისხმობს "სახურავს თავზე" და თვით გათბობას, რაც ასე აქტუალურია ზამთარში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი ოთახის ქირაობა გორში სადღაც 50 ლარიდან შეიძლება, ამას თუ მივუმატებთ გათბობის ხარჯს 100 ლარი შეშაზე, პლუს ჭამის ფული 5x30 = 150 ლარი, პლუს დენის ფული 20 ლარამდე, მობილურის ხარჯები 30 ლარი და გაუთვალისწინებელი ხარჯები 50 ლარი, გამოდის რომ ცხოვრება დამიჯდება 400 ლარი პლიუს-მინუს 50 ლარი. ა, ამას პლუს კიდე მოულოდნელი ხარჯები სამუშაოზე - 100 ლარი და ესეც შენი 500 ლარიანი საცხოვრებელი ხარჯი. ანუ მრჩება კიდევ 300 ლარი ხელზე. თუ კრედიტში იყიდი სახლს, ეს გამოდის 10 000-ად ოროთახიანი რომ მისცე, 10 წლით გამოდის რომ 10 000 / 10 x 12 = 84 დოლარი = 155 ლარი თვეში მარტო კრედიტის. ანუ ხარჯები გახდება 650 და ხელზე რჩება 150..

დადებითი მხარეები
1. სადაც გინდა წადი, კაცი შვილი არ იქნება პატაკის ჩასაბარებლად.
2. შეგიძლია აიყვანო ნაშა და არც არავისი მოგერიდოს.
3. როდესაც გინდა გაიღვიძე და სადამდეც გინდა გეძინოს.
4. ჭამე შენივე გენიალურობს შედეგები.
5. მოაწყვე ოთახი შენი გემოვნებით.

უარყოფითი მხარეები
1. არავინ გაგიკეთებს საჭმელს, არავინ დაგილაგებს სახლს, არავინ დაგიუთოვებს ტანსაცმელს.
2. კომუნალური და კვების ფული შენი გადასახდელია.
3. ავად თუ გახდები, შენ თვითონ უნდა მიხედო თავს.


ვახ, ჩემიი.. ანუ გამოდის რომ ცალკე ჯობია, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობას ისწავლი ადამიანი. ანუ გამოდის, რომ მომიწევს დავიკიდო მანქანაზე ფიქრი და გადავაბიჯო ტრადიციას, რომელსაც "მამაკაცი მშობლის ოჯახში" ქვია - ჩემს დაზე დადარდებული მშობლები ჩემზეც დავადარდიანო და მთელი გავლილი წლების რემონტომანია და "რძალისათვის მზადება" წყალში ჩავუყარო.

თაიმ თუ ჩუუუზ, მისტერ ფრიმენ..

Saturday, January 22, 2011

საოფისე ტრამვები

ბევრს გონია, რომ ოფისში მუშაობა ძალიან ადვილი და "უმტვეროა". ერთმა კლიენტმა ისიც კი მითხრა, თქვენთან ვაკანსია თუ იქნება, ეგება შემეხმიანოთ, ჩემი ცოლი ექიმია და უფრო მშვიდ სამუშაოზე უნდა გადასვლაო. თუმცა დამიჯერეთ, საოფისე სამუშაოსაც აქვს თავისი დამალული "დემონები" და ახლა მოგიყვებით მათზე.
კლიენტი - ყველაზე მოულოდნელი საფრთხე, რაც შეიძლება ოფისში მუშაობისას შეგხვდეს ადამიანს, ესაა "კლიენტი". კლიენტი არის ერთგვარი კონტეინერი, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეავსო იმით, რასაც ის ითხოვს ან მისი შემცვლელით. კლიენტს არ ესმის რას უხსნი და მხოლოთ საკუთარი აზრი გონია მართალი. კლიენტს მუდამ ეჩქარება. კლიენტი მუდამ "პირველია". კლიენტი მუდამ "სასურველია". ნებისმიერ მომენტში კლიენტს შეიძლება გაუჩნდეს არაადეკვატური და მოულოდნელი მოთხოვნები, რომელთა ულაპარაკოდ შესრულება წმინდათა წმინდაა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ადგილის თავზე გამოკრულია განცხადება ტექსტით: "თუ ჩვენი მომსახურება არ მოგწონთ, დაუკავშირდით მენეჯერს" და მენეჯერის ტელეფონის ნომერი.
ქაღალდი - საოფისე და ერთი შეხედვით უწყინარი ქაღალდი არის საშინელი ჭრილობების პოტენციური იარაღი. დასაჯერებლად ძნელია, მაგრამ ოფისის ქაღალდს შეუძლია საკმაოდ ღრმა ჭრილობების მიყენება, თუკი მის პირს სწრაფად გაუსვებთ ხელს. სისხლი არ წამოვა ბევრი, სამაგიეროდ ბევრჯერ შეგახსენებთ თავს საზიზღარი წვა და ქავილი ჭრილობის ადგილას. ხოლო თუ გაჭრილია თითის ბალიში - ჩათვალეთ რომ იმ ხელით მინიმუმ იმ დღეს ვეღარ იმუშავებთ: კლავიატურაზე დაჭერაც კი საკმაო დისკომფორტს ქმნის.

ბაინდერი - შედარებით არააგრესიული საგანი, რომელიც გამოიყენება დიდი ზომის საქმეების შესანახად. თუმცა სწორედ მისი დიდი ზომის გამო დავარდნის დროს შეუძლია გემრიელი ტკივილი მიაყენოს ფეხს. უფრო მტკივნეულია მისი ფარული თვისება, რომელიც დღეს აღმოვაჩინე და რომელმაც შთამაგონა ამ პოსტის დაწერა - ესაა მახვილი და ხშირად ლითონით შემოსაზღვრული კიდეები. თუ ბაინდერი გადაშლილი მოგაქვთ და ამ დროს რამე შეფერხებას წააწყდებით (კარებს, თანამშრომელს, კლიენტს), დიდი შანსია ეს მახვილი კუთხე მუცელში, მკერდში ან თუნდაც მხარში შეგერჭოთ, რაც სისხლდენას არა, მარა საკმაო ტკივილს გამოიწვევს.

სტეპლერი - ყველა სტეპლერს აქვს საკმაოდ კარგი დამცავი არე თვით დასტეპლერების ადგილიდან, სადაც თითის ბუნებრივ მოხვედრას ან მით უმეტეს, მის დასტეპლერებას 100 % ით გამორიცხავს. თუმცა სტეპლერს, მისი ტიპიდან გამომდინარე, აქვს მიდრეკილება გაიჭედოს და ტყვიების შეცვლის დროს, ტყვიები ამოაგდოს. დაცვა ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რომელიმე ონავარი სტეპლერის ტყვია პირდაპირ სახეში მოგხვდეთ ან რაც უარესია - თვალში. სწორედ ამიტომ დატენვა რეკომენდირებულია განხორციელდეს წინ გადახრილ მდგომარეობაში და არა ზემოდან, როგორც უმეტესად აკეთებენ ხოლმე.
კარები ანუ ელექტროშოკი - არ ვიცი სხვაგან როგორ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მოვლენის გამო ჩვენი ოფისის კარებები მუდამ დამუხტულია. არა მარტო კარებები, არამედ ყველა მეტალის საგანი და თანამშრომლები. ყოველ სამუშაო დღეს დილის გამამხნევებელი ვარჯიშისავით მაქვს გამოწერილი გარდირობის კარებიდან ელექტროშოკი, ოპერატორის კარებიდან ელექტროშოკი (ამიტომ ფეხით ვაღებ ორივეს), ჩემი კარებიდან ელექტროშოკი (ამიტომ სულ ღიაა), ფანჯრის წინ შემზღუდავი რკინისგან ელექტროშოკი და საღამოს უკვე ვგრძნობ, როგორ კონდენსატორივით ვარ დამუხტული და ერთი სული მაქვს ქუჩაში მდგარ განათების ბოძს შევეხო "დამიწების" პონტში, რომ განვიმუხტო ამ ზედმეტი ელექტრობისგან.
ჯერ-ჯერობით სულ ეს მახსენდება. თუ გამახსენდა კიდევ რამე, განვაახლებ თემას, ხოლო თუ თქვენც გაქვთ რაიმე სათქმელი ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი. მადლობა რომ მკითხულობთ.

Thursday, January 20, 2011

არასტაბილური და ფეხებზემკიდია..

მისი სახელი ჩრდილომეზობლურს გავს. სიმაღლით 150 სმ-ზე მეტი არ იქნება, წონით - 50 კილოზე მეტი და კანის ფერით - ქსეროქსში გატარებული არდაბეჭდილ ქაღალდზე თეთრი. თმები მუდამ მოკლედ აქვს შეჭრილი, ამბობს, არ მიხდება გრძელი თმაო. მე რომ მკითხო, გრძელი თმა ყველაზე არასიმპატიურსაც უხდება, მაგრამ ხასიათი ვირუსებაკიდებულ ვინდოუსზე ჯიუტი აქვს. თმაზე ჩამოვარდა საუბარი და გავლილი 26 წლის მანძილზე ერთხელაც არ შეუღებია თმა, თუმცა ის მაინც მზის სხივებს ეთამაშება და არეკვლის კოეფიციენტიც არ დაკლებია. ოთხკუთხა ფორმის სახე მის ვარდისფერ ლოყებს უფრო ბარაქიანს აჩენს. ხოლო სისხლისფერი ტუჩები ყველაზე ინტერესდაკარგულ და კრიტიკულ მამრსაც კი აცდუნებს, რომ არაფერი ვთქვათ ყოველთვის სევდიან დიდ თაფლისფერ თვალებზე.

სწრაფი მოძრაობა მისი სავიზიტო ბარათია. არადა მეგონა ჩემზე სწრაფად ვერავინ დადის თქო. უყვარს კინოების ყურება, განსაკუთრებული საყვარელი ჟანრი არა აქვს. სამაგიეროდ ზუსტად იცის რომ ატმის წვენზე მაგარი რამ არ მოუგონია კაცობრიობას არაფერი. არ უყვარს დიასახლისობა, ამიტომ მის სახლში მუდამ არეულობაა და ამისათვის მუდამ ბოდიშს მიხდის, თუმცა თუ ვესტუმრები, აუცილებლად შემიწვავს ქათმის ჩხირებს, გააკეთებს რაიმე ვირტუოზულ სალათას და უკვე მე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ამაზე გემრიელი საკვები არავის გამოსდის მსოფლიოში.

დიდი ხანია ვიცნობ. შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან. საიდუმლოს გეტყვით და ერთად გვიტირია კიდეც. მერე დიდი ხანი დაიკარგა და ერთხელაც თვითონ მომძებნა. გაზრდილა, გალამაზებულა.. დაქალებულა. ის საზიზღარი თითებიც კი, მწარე ჩმეტა რომ იცოდნენ, რატომღაც თბილი და ახლობელი გამხდარა. მისი ხმის ტემბრი მშვიდ ნოტებს შეიცავს, მაშინაც კი, როდესაც ცხარობს. და მაშინაც კი, როდესაც ცხარობს, ვგრძნობ როგორი ახლობელი და ჩემიანია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმენეთს 90 კილომეტრამდე მანძილი გვაშორებს და ის ჩემს ჰავას ვერ იტანს და მე მისას - ერთად ვართ და ერთმანეთის ამბები ვიცით.

არასტაბილურია. თვითონ თქვა ასე და ვეთანხმები. იმდენად არასტაბილურია, რომ ერთი კინოს ყურების დროს შეუძლია სხვა კინოს შინაარსი მოყვეს და იქვე თქვას, ბარემ იმას ვუყუროთო. არ უყვარს წვეულებები. იმიტომ კი არა, რომ გართობა არ უყვარს - იმიტომ, რომ ტანსაცმელს ვერ არჩევს. 5 წუთის წინ ჩაცმული ტანსაცმელი აღარ მოწონს და თუ დანიშნული დროდან 2 საათის მერე მოახერხა სახლიდან გასვლა - ეს დიდი მიღწევაა. ვფიქრობ ამ მიზეზით არ ყოფილა არც ერთ პაემანზე და არც ერთი ბიჭი არ მოწონს. ესეც არასტაბილურობის გამო. უცნაური თვისებაა გაინტერესებდეს ადამიანი მანამ, სანამ თვითონ დაინტერესდება შენით. და ანომალიურს უწოდებს ჩემს მიერ მის მონატრებას. (ცხოვრებაში არავინ მომნატრებია სიმართლე თუ გინდათ. ფაქტიურად მართალი გამოდის)
არასტაბილურობას კიდევ შეეჩვევა კაცი, მაგრამ როდესაც ფეხებზემკიდიაცაა, უკვე ბუდეა. თუმცა ვირუსიანი ვინდოუსის სიჯიუტით არაფრის შეცვლა არ უნდა. ისეთი აზრი მრჩება, რომ ჩემზე ზარმაცია. ამას რომ ვეუბნები, მპასუხობს ასეთი ვიყავი და არ შევიცვლებიო. და იქვე უმატებს, რომ თუ არ მოგწონვარ ასეთი, კარგად იყავიო. ფეხებზემკიდიაა, წმინდა წყლის. თან არასტაბილური. არადა როგორი ახლობელი სული მეგონა, როგორი ერთნაირი აზრები გვქონდა ცხოვრების მოწყობაზე და როგორი "პინგვინები" ვიყავით.. (ამ ბოლო დროს მე ფიზიკურად ვემსგავსები პინგვინს, უკვე 95 კილოს გადავცდი). ჩემი პასუხი როგორც ყოველთვის ერთია: As You Wish, Mine Milord! თუმცა ეს "Wish" რა აქვს, ყოველწუთიერი განახლების საკითხია.
ბაზილიოსი არ იყოს და მეც მაშინ უნდა ვწერო ხოლმე პოსტები, როდესაც მომდის თავში და არა მაშინ, როდესაც მცალია და მერე ვიხსენებ, რაები უნდა დამეწერა მეთქი. :)

Sunday, January 16, 2011

ბუხტარი

ჩემი ძაღლი დაიდო. :D

Wednesday, January 12, 2011

GF Runners - You Can!

დაიდო "მორბენლების" ახალი ვიდიუ. პარკურით გატაცებულ ხალხს ვეტყვი "აჰა, იხილეთ ვიდიუ ესე" :)

Sunday, January 9, 2011

წლის ბლოგერი

თამაშიო და გართობაო და იქაც მეო. ასე რომ (თან დასაწერი თემაც არ მქონდა) და აჰა, დავწერ სანამ დავუთაგივარ ვინმეს. :)
რანაირი უნდა იყოს ბლოგერი?
ჩემს პირველ პოსტს თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ბლოგოსფეროს დიდი კრიტიკით მივუდექი, მაგრამ მერე შინაური ცხოველივით იქცა: უნდა აჭამო და მოუარო. თუმცა ეს მე ვარ ასეთი ბლოგერი. კარგი ბლოგერი კი უნდა წერდეს აქტუალურ თემებზე და მოვალეობის გულიზა არ უნდა შემოდიოდეს ბლოგზე.
რანაირი არ უნდა იყოს ბლოგერი?
პირველ რიგში ბლოგერს უნდა შეეძლოს გასაგებად წერა. გასაგებად წერაში იგულისხმება როგორც წერის სტილი, ასევე გასაგები სიტყვების ხმარება. თუ არა და ასეთ ბლოგერს ექნება ვიწრო მკითხველთა წრე. თუმცა არაა აუცილებელი პრონციპში, რომ ბლოგერი წარმატებაზე ოცნებობდეს.
რას ვაფასებ ბლოგებში?
იუმორს. ეს პირველ რიგში. მერე კი ინფორმაციულობას. ხოლო თუ ეს ორივე თვისება ერთადაა, ესე იგი მაგარი ბლოგია. :)
რომელ ბლოგებს ვკითხულობ მე?
აგერ, ნახეთ მარჯვნივაა სია "რადიომედგრებში" და იმათ ვკითხულობ.
რომელი ბლოგერის პოსტს ველოდები?
აი აქ უკვე მივედით საქმემდე:
ვასასი - კარგა ხანია მის ბლოგს ვადევნებ თვალს და ვხედავ როგორ იზრდება და იხვეწება. პლუს ამას, მისი ბლოგიდან ვიგებ თუ რამე ხდება ქვეყანაში სერიოზული. ჩემი ტელევიზორი ქართულ არხებს არ აჩვენებს და.. :)
ნიორი - აკომბინირებს დეზინფორმაციას იუმორთან და ვასასისთან ერთად საინტერესო მიქსს ქმნის ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე.
დოინჯი - ხანდახან ზედმეტები კი მოსდის ამხანაგ ბლოგერს, მაგრამ მისი სიტყვებით თამაში და იუმორნარევი სიტუაციის აღწერები ზედა ორ ბლოგთან ერთად შესანიშნავ პროდუქტს გვაძლევს.
არ ველოდები, იმიტომ რომ სულ წერენ, მაგრამ მაინც საინტერესოა ხოლმე მაღალი ტექნოლოგიების ბლოგი. ხოლო უიმედოდ ველოდები ბაზილიოს და გამკილავის ნაწერებს. მემგონი ესენი, როგორც ბლოგერები, დაიღუპნენ.
აეს იყო სულა?
ჰო, აეს იყო სულა.

Thursday, January 6, 2011

ძალიან ხელმისაწვდომი..

ზდაროვა, ბრატცი! ძალიან ბევრ ქართველ მამრს აქვს გართულება უკრაინელ ქალებზე. ჯანდაბას მაგათი თავი, რუსებზეც აქვთ გართულება, რაც გამოიხატება "მაგათ დაკერვას რა უნდა, აქეთ დაგკერავენო". ხოდა მომაპყარით სასმენელნი თქვენნი და ისმინეთ ღაღადისი ესე, რომელ ჭეშმარიტად გეუბნებით მე (მოკლედ რომ ვთქვათ, მომისმინეთ თქვე ლოთებო თქო)
დაგევასათ ბრატცი? მაშ მისმინეთ: ეს ქალი არის რუსი. დღეს მქონდა შესაძლებლობა მეკონტაქტა ორ ტიპიურ რუსთან და დავასკვენი შემდეგი:
  1. უცხოელები, რაც არ უნდა მაგარი ნაშები იყვნენ, ვერ მოვლენ ქართველ გოგოებთან
  2. მათში არ ზის ეროვნული სიამაყის გრძნობა და ვერასოდეს მიხვდებიან აზრს "ქვეყნის გარეთ შენს ქვეყანას წარმოადგენ"
  3. მათ მარტო დაალევინე და დანარჩენი..
  4. მე კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჩემი პუჭურა სამშობლო.
დიახ, ისინი სტუმრები არიან და ზედმეტის ნებას ჩემი თავი და ეთიკა და ტრადიცია არ მომცემდა. დიახ, ისინი იყვნენ გრძელი ფეხებით, რომელთაც მთლიანად აჩენდნენ და ცოდვა გამხელილი ჯობია, ვერც ერთ ქართველს ვერ ექნება ასეთი ფეხები. დიახ, ისინი სულ ორნი იყვნენ და მთლიან ერზე მათ მიხედვით ლაპარაკი რთულია. მაგრამ ეს ორნი ძალიან, ჩემთვისაც კი ძალიან, იმდენად ძალიან რომ თვითონვე გადმოვიდნენ გამოწვევაზე, ხელმისაწვდომები იყვნენ და მე გული ამიცრუვდა.

ბრატცი, მოგწონთ ფეხები? მაშ იცოდეთ, ეს ფეხები ჩემს ფეხებს გამოგადგებათ. იცოდეთ, რომ ყველაზე ლამაზი რუსის ნაშა ყველაზე ბანძი ქართველი გოგოს მოუვლელ ფრჩხილადაც არა ღირს, იმიტომ რომ მათში არ არის წმინდა, მათში არ არის ღირსეული, მათში არ არის სტაბილური და მათში არ არის ღირებული გარდა სხეულისა. თუ თქვენც, ჩემი სვამეხი ძმაკაცივით "სახლში დასადებად კი არა, სახმარად და გასაშვებად" გინდათ, მაშინ სხვა საქმეა. მარა ამ "ხმარება და გაშვებაში"-ც არ არის ის ლაზათი, ის გემო და ის სიამოვნება, რასაც ქართველთან, ჯიგრულად, ბრძოლით, წამებით, მაგრამ მაინც შენით მიაღწევ და თავს დამცირებულად არ იგრძნობ, ეს რა დღეში ჩავარდი, ქალი აქეთ მკერავსო.

ჰო, ვიცი რომ ძალიან ალკოჰოლის ქვეშ ვარ. ვიცი რომ მათხოვარი და წუნია გამოვდივარ. ვიცი, რომ ნამეტანი გურჯისტანულად ვამბობ, მაგრამ ჩემი აზრი დღევანდელი საღამოს მერე ასეთია. გავკარი მაგათ თვისებას, პატარა ყურადღების მიქცევის მერე მოგეტმასნონ და "უშენოდ ვერსად წავალ" ტიპის გამოთქმებით ვითომ თავგზა აგიბნიონ. მე ქართველი გოგოები მიყვარს. ლამაზები, პაწუები, ხანდახან მოუვლელები, თავის თავზე შეყვარებულები, მაგრამ ჩემები. ესეც ჩვენი ბრალია, რომ მოუვლელები არიან. ჩვენი გოგოები ხელის გულზე უნდა ვატაროთ, მაგრამ ვინ მისცა ჯიგიტს ჭკუა?..

Tuesday, January 4, 2011

მზის დაბნელება

გორში 13 საათი და 16 წუთი იყო (ხომ მაგრად დავიმახსოვრე?) და ჯადო მირეკავს, არიქა, სანამ დროა, მზის დაბნელებაა და შეხედეო. ზუსტად 2 კვირის უკან მთვარის დაბნელება იყო და როგორ დამავიწყდა, დღეს რომ მზის იქნებოდა. დიდი ვერაფერი მოვლენაა ეს ნაწილობრივი მზის დაბნელება - ჩრდილები ოდნავ ბაცდება იმის მიხედვით, რამდენად ბოლომდეა გადაფარებული მთვარის დისკო მზის დისკოზე და ესაა და ეს. თუმცა მაინც იშვიათი მოვლენაა და თან ზუსტად შესვენების დრო დამემთხვა სამუშაოზე და მოვარდი სახლში, გავქექე უჯრები, სადღაც ძველი ფლოპი ვნახე (ფლოპი დისკეტები გახსოვთ?) და.. მართლა არ მიფარებია მთვარე მზეს კაცო? სადღაც 15-20 % დაბნელებაა.
ხოდა მერე ჩემს წყალქვეშა ვიდეოკამერასაც ვტაცე ხელი და აჰა, აი ასეთი რამე გადავიღე. საინტერესო რამეა, არა? თან როგორ ზუსტად ერთი ზომის ჩანს მზე და მთვარე დედამიწიდან. განა რაღაცა არ არსებობს? უფრო მაგარი იქნება მთლიანი დაბნელების გადაღება. ძალიან იშვიათი მოვლენაა ეს უკანასკნელი და ამიტომ.

Saturday, January 1, 2011

I < 3 Send To All..

Menu - Messagging - New Message:
ახალ წელს გილოცავ, ბრატ! ("ბრატ" - ისეთი სიტყვაა, რომელიც ქალზეც მიდის და კაცზეც. მაგალითად დილით სამჲშაოზე მისვლისას სწორედ ასე ვესალმები ყველას "ზადროვა, ბრატცი!". აი "ძმაო"-ს ვერ ეტყვი ქალს, ასე რომ მესიჯში გამოყენებულია სწორედ სიტყვა "ბრატ"), კეთილი სურვილების ასრულებას (ადამიანმა როგორც წესი არ იცის რა უნდა. სპონტანურად ისვრის ოცნებებს და არ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ისინი ახდეს. ასე რომ მხოლოდ კეთილი სურვილების ასრულება და საერთოდაც, ფრთხილები იყავით სურვილებში - ისინი შეიძლება ახდეს), სიყვარულის დიდ დოზებს (ფრაზა "მაღალი სიყვარულის ზონა" არ ჟღერს კარგად "მაღალი რადიაქტიულობის ზონა"-სგან განსხვავებით. ამიტომ "დიდი დოზა" მშვენივრად ჩაჯდა ტექსტში) და ფოლადის ჯანმრთელობას გისუვებ (ფოლადი - "სტალ" - "სტალინ" - "ჯუღაშვილი" - "ჯუღა" - ფოლადი. მაინც ეტყობა, რომ გორელის დაწერილი მესიჯია). რაც მთავარია, მშვიდობა მოგვცეს ღმერთმა (ჰოო, ის ვინ იყო, იმერლებზე რომ ამობობდა, რანაირი ტრადიცია აქვთ, მშვიდობის სადღეგრძელოს პირველს ამბობენო. ხომ დაგვაბუზარავა აგვისტომ ომმა? აეგ არის რა. პლუს აქაც რაღაც დოზით ჩანს, რომ გორელის დაწერილი მესიჯია), სხვა დანარჩენისთვის (მასტერკარდის რეკლამიდან - ჩანს რომ ბანკირი წერს) ჯენიფერ ლოპესის (ჩანს რომ ზრდილობიანი ბანკირი წერს და არ ამბობს სიტყვა "ტრაკის") განძრევის მეთოდი არსებობს (ჩანს, რომ თეორიებსა და მეთოდებში ეს ზრდილობიანი გორელი ბანკირი კარგად ერკვევა). :D
Options - Send - Send to All..
(10 წუთის შემდეგ)
You Have 46 New Massage
მე მიყვარს Send To All..