Thursday, January 6, 2011

ძალიან ხელმისაწვდომი..

ზდაროვა, ბრატცი! ძალიან ბევრ ქართველ მამრს აქვს გართულება უკრაინელ ქალებზე. ჯანდაბას მაგათი თავი, რუსებზეც აქვთ გართულება, რაც გამოიხატება "მაგათ დაკერვას რა უნდა, აქეთ დაგკერავენო". ხოდა მომაპყარით სასმენელნი თქვენნი და ისმინეთ ღაღადისი ესე, რომელ ჭეშმარიტად გეუბნებით მე (მოკლედ რომ ვთქვათ, მომისმინეთ თქვე ლოთებო თქო)
დაგევასათ ბრატცი? მაშ მისმინეთ: ეს ქალი არის რუსი. დღეს მქონდა შესაძლებლობა მეკონტაქტა ორ ტიპიურ რუსთან და დავასკვენი შემდეგი:
  1. უცხოელები, რაც არ უნდა მაგარი ნაშები იყვნენ, ვერ მოვლენ ქართველ გოგოებთან
  2. მათში არ ზის ეროვნული სიამაყის გრძნობა და ვერასოდეს მიხვდებიან აზრს "ქვეყნის გარეთ შენს ქვეყანას წარმოადგენ"
  3. მათ მარტო დაალევინე და დანარჩენი..
  4. მე კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჩემი პუჭურა სამშობლო.
დიახ, ისინი სტუმრები არიან და ზედმეტის ნებას ჩემი თავი და ეთიკა და ტრადიცია არ მომცემდა. დიახ, ისინი იყვნენ გრძელი ფეხებით, რომელთაც მთლიანად აჩენდნენ და ცოდვა გამხელილი ჯობია, ვერც ერთ ქართველს ვერ ექნება ასეთი ფეხები. დიახ, ისინი სულ ორნი იყვნენ და მთლიან ერზე მათ მიხედვით ლაპარაკი რთულია. მაგრამ ეს ორნი ძალიან, ჩემთვისაც კი ძალიან, იმდენად ძალიან რომ თვითონვე გადმოვიდნენ გამოწვევაზე, ხელმისაწვდომები იყვნენ და მე გული ამიცრუვდა.

ბრატცი, მოგწონთ ფეხები? მაშ იცოდეთ, ეს ფეხები ჩემს ფეხებს გამოგადგებათ. იცოდეთ, რომ ყველაზე ლამაზი რუსის ნაშა ყველაზე ბანძი ქართველი გოგოს მოუვლელ ფრჩხილადაც არა ღირს, იმიტომ რომ მათში არ არის წმინდა, მათში არ არის ღირსეული, მათში არ არის სტაბილური და მათში არ არის ღირებული გარდა სხეულისა. თუ თქვენც, ჩემი სვამეხი ძმაკაცივით "სახლში დასადებად კი არა, სახმარად და გასაშვებად" გინდათ, მაშინ სხვა საქმეა. მარა ამ "ხმარება და გაშვებაში"-ც არ არის ის ლაზათი, ის გემო და ის სიამოვნება, რასაც ქართველთან, ჯიგრულად, ბრძოლით, წამებით, მაგრამ მაინც შენით მიაღწევ და თავს დამცირებულად არ იგრძნობ, ეს რა დღეში ჩავარდი, ქალი აქეთ მკერავსო.

ჰო, ვიცი რომ ძალიან ალკოჰოლის ქვეშ ვარ. ვიცი რომ მათხოვარი და წუნია გამოვდივარ. ვიცი, რომ ნამეტანი გურჯისტანულად ვამბობ, მაგრამ ჩემი აზრი დღევანდელი საღამოს მერე ასეთია. გავკარი მაგათ თვისებას, პატარა ყურადღების მიქცევის მერე მოგეტმასნონ და "უშენოდ ვერსად წავალ" ტიპის გამოთქმებით ვითომ თავგზა აგიბნიონ. მე ქართველი გოგოები მიყვარს. ლამაზები, პაწუები, ხანდახან მოუვლელები, თავის თავზე შეყვარებულები, მაგრამ ჩემები. ესეც ჩვენი ბრალია, რომ მოუვლელები არიან. ჩვენი გოგოები ხელის გულზე უნდა ვატაროთ, მაგრამ ვინ მისცა ჯიგიტს ჭკუა?..

2 comments:

DrAcid said...

უმეტესობაში გეთანხმები... მაგრამ:
ქართველი გოგონა ხელისგულზე სატარებელია, მას გააჩნია ღირსება და ყველა ის შესანიშნავი თვისება, შენ რომ ჩამოთვალე... ასეთ შესანიშნავ არსებას უბრალოდ სახმარად გაიმეტებდი?
შეიძლება ცუდად გაიჟღერა ბოლო კითხვამ... იმედია მიხვდი რისი თქმაც მინდა...

კაცებს, მართლაც, ვინ მისცა ტვინი? უმეტესობას გოგონები ხომ გასაჟიმად უნდა? ხმარებისთვის კი გარეგნობა პირველი კრიტერიუმია... ამიტომაც აბოდებენ რუსებზე, უკრაინელებზე (ატეხილი თურქებიც არის... იფ იფ იფ) :D თან... ეკზოტიკაა... ჩვენი უნახავი კაცებისთვის...

ძალიან ემოციური და ლამაზი პოსტია, გურო!
სულაც არ გამოდიხარ მათხოვარი და წუნია... ;)

zorbeg said...

ეგ ნაშები სალხში დასადებად (ყოველ შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდით) არავის უნდა... –))

მეც ქართველი მირჩევნია საერთო ჯამში და საბოლაოდ