Thursday, December 31, 2009

ზანგი

ზანგი!

ახალი წელი არა, ზანგი!

რით ჯობია ახალ წელს ზანგი?

ზანგი არ ჩანს 6 საათის მერე. ახალი წელი ჩანს.
ზანგი არ აგაფეთქებს რაძი კაიფა. ახალი წელი კი.
ზანგის დროს ზანგს უსმენენ. ახალი წელი - ჰკიდიათ.
ზანგი ზანგია. ახალი წელი - არა.
ზანგი სულ არის. ახალი წელი წელიწადში ერთხელ.
ზანგი შეიძლება პრეზიდენტი იყოს. ახალი წელი -არა.
ერთი რაშიც ზანგი ვერ ჯობია ახალ წელს, ისაა, რომ ყოველ ახალ წელს ერთი წლით მოხუცდები და ზანგი კი ისევ ზანგად რჩება.

არეულ-დარეული პოსტით წელს მაუწყებლობას ასრულებს დიჯეი გურო.


Tuesday, December 29, 2009

The Best Vidiu Ever

სვითი.. დამაჯერა რა!

აბა ხალხო, შეიკარით ქამრები, ქართული ბლოგერის გენიას უნდა გაეცნოთ.


წავ_ბლოგერ_სახინკლევდეთ

აგერ წინა დაგრუზული პოსტის კომენტირებისას ამხანაგმა ვასასიმ შემოაგდო იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ წავიდეთ და ლუდი დავლიოთო. სადაც ლუდი და იქაც ხინკალი. ასე რომ ავდექი და ვიდეო პოსტის გასაკეთებლად დავიარე ზემოაღნიშნული კვების ობიექტები სახლისაკენ გზაზე და აჰა, რაც გამოვიდა იხილეთ ქვემოთ.

ვიდიუში გამოყენებულია ადრე გადაღებული სურათები, დღეს გადაღებული სურათები, MS Paint, Voice Recorder, Adobe Premiere 6 და საუნდ-ტრეკად ადევს Tomb-Raider 7 ის ერთ-ერთი მუსიკა. ვიდეო გადაღებულია ახალი მობილის - "ანის" მეშვეობით. :)

საწყისი სურათები 3 ჯერ არის რენდირებული, ამიტომ ხარისხი არის ბანძი. :) და ასევე ზედ დადებული ხმაც არ დაიკვეხნის ხარისხით ან შინაარსით. :)


Monday, December 28, 2009

კომპოზიცია "თბილისი"-ს განხილვა

ახლა ვასასის მეთოდით აქ დავდებ აუდიო პოსტს, რომელიც იქნება ჩემი პირველი აუდიო პოსტი და სადაც განვიხილავ კომპოზიცია "თბილისი"-ს. ეს ის კომპოზიციაა, კლიპში რომ ნანკა კალატოზიშვილი უკრავს სკრპკაზე (ვიოლინოზე ანუ). აი, აიქაჩა უკვე და ახლა უნდა ვიმკითხაო, როგორ ჩავსვა ბლოგში.


Discover Simple, Private Sharing at Drop.io


ვაშაა! გამოვიდააა!

Sunday, December 27, 2009

ოღონდ მოეწონოს დედას



გამოძახილი ფორუმის თემაზე "დედიკოს ბიჭები"

ახალი წელი და ბანძი განწყობა

ახალი წელი მოდისოო..

დიალოგიოო

კი არა და..

ბავშვობაში, ანუ წინა წლებში უფრო მიხაროდა. და ვატყობ, რაც დრო გადის, მით უფრო ერთი ჩვეულებრივი დღე ხდება ახალი წელი. იცით როგორი, აი რომ მოვა და უი, სულ ეს იყოვო, აი ასეთი.

წამოდიო, მითხრეს, წამოდი გავიაროთო ნაშებშიო. მეზარებოდა.
წამოდიო, მითხრეს, ახალი ზმანები ავაგდოთო. მეზარებოდა.
წამოდიო, მითხრეს, წამოდი ვჭამოთო. მეზარებოდა.
მეზარებოდა ადგომა საწოლიდან, მეზარებოდა რამის კეთება, გარეთ გასვლა მეზარებოდა. ყველაფერი მეზარება. ისეთი უცნაურ ხასიათზე ვარ, პროფესორ ჯონ ლენონის დანიშნული წამალი - ოლ იუ ნიდ ის ლავ - აღარ მშველის.

დეპრესია ძლივს მოვიცილე თავიდან და თუ კიდევ დამიწყო შემოტევა, მაგარი გატეხავს.

ახლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად უნდა შემოვიდეს და წაიკითხოს ვინმემ ჩემი ბლოგი თქო. მაგარ საბანძეთ რამეებს ვწერ. პროფესორი თენგიზ ლეონიძე თავის დროზე მეუბნებოდა - გაიღიმე და გაგიღიმებენ. მოიღუშე და მიგატოვენებო.

მოკლედ, ვიღუშები რა. ვიღუშები იმიტომ, რომ არ ვიცი რა გავაკეთო.

რიჟრაჟისფერთვალებას საჩუქარი უნდა ვაჩუქო.

წავედი, წავედი. ეს სროლა და ჯახა ჯუხიც მომბეზრდა რა კომპში. ეს სტრაიკბოლობაც მომბეზრდა და საერთჴდ ყველაფერი მომბეზრდა. ახალი წელი მოდის, რა ხდება, რა ჭირი და დოზანა მემართება. ან აქ რატომ ვწერ ამ ჩემს ბოდვაი საკვირველს ვასასისა არ იყოს..

ადღენალინ დოდჟე ლეველ იზ ექსტრემლი ლოუ. ვაიკალსაითს არ დრაფინგ. აუტომატიქ მედიქალ სისთემს ენგეიჯდ. აუთდორ თემფრიჯ იზ ქრითიქალ! სიქ მედიქალ ეთეშენ. :(

Friday, December 25, 2009

ვიცი -არ ვიცი.

გუშინ.. ანუ უკვე გუშინ, ღამის 2 საათზე და რომელიღაც წუთზე ჩემმა მოსკოვიდან ჩამოსულმა ძმაკაცმა თქვა ისტორიული ფრაზა (ყვებოდა რა მის ურთიერთობას გოგოებთან): "შენ იცი რომ მე ვიცი. სხვამ იცის, რომ მე ვიცი, რომ შენ იცი. მაგრამ ყველა ისე იჭერს თავს, თითქოს არაფერი იცის. აი ესაა საქართველო"

და მე დავფიქრდი.

რა ვიცი? სხვამ რა იცის? და ალბათ ესეც გავლადია..

მე ვიცი, მკითხველო, რომ შენ იცი. მაგრამ
ა) ვერ ვბედავ ამის თქმას.
ბ) არაა მიღებული ამის თქმა
გ) მეზარება ამის თქმა
დ) არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი.

თემა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიყვარულის ახსნა. მე ვიცი, რომ შენ იცი, მაგრამ პირდაპირ თქმა უტიფრობაა.

Tuesday, December 22, 2009

ვიდეო-პოსტის მიმართულება

სრულიად შემთხვევით გადავაწყდი იუტუბზე. ყურადღება მიაქციეთ ნახტომებს კადრებს შორის. განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის. და პლუს ამას თვალების თამაში დასაწყისში. ნუ, შინაარსი ძირითადად გადასარევი არაა, მაგრამ თვითონ ვიდეოს სტილი მომეწონა მეტად. :) წავიდა ვიდიუუ!

პ.ს. ახლა შევხედე გვერდით გამოტანილ ვიდეოებს და ეს გოგო მთლა დალაგებული არ უნდა იყოს.. ჩემი არ იყოს.. :D





აუ, აუ, ეს ძაან მაგარია. თვაილაითს ყვება.. უფრო ზუსტად "ახალ მთვარეს". მარა ნახეთ რა საკაიფოდ! :)



და ბოლოს, აი ახლა ვნახე, საკმაოდ საინტერესო პოსტი, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, მაგრამ რაღაცნაირ ემოციას მაინც გადმოსცემს. :)

სტანილი - 130

დღეს ერთდროულად ორი დაბადების დღე იყო.. დღეს კი არა, უკვე გუშინ - მიშა საქ ქეშ ვილი - სა და იოსებ სტალინისა. ბევრი წერა მეზარება, აგერ დავდებ სურათებს, რისი გადაღებაც მოვასწარი შესვენებაზე.

ნუ, როგორც ყოველთვის, კომუნისტები ჩამოვიდნენ და აქცია გამართეს. ეგრეა რა.. ათასში.. არა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 365 ში სულ 3 ჯერ ვახსენდებით გორი თბილისში: როდესაც ახალი წელია, როდესაც რაღაცა აფეთქდება და როდესაც სტალინის დაბადების დღეა.

როგორღაც მომინდა მეც მივსულიყავი და მე_ომახიანა: ამხანაგებო! შრომა, შრომა და შრომა! ლაპარაკის დრო წავიდა! დაიშალეთ და იმუშავეთ ნახ! მაგრამ ჯერ ერთი რომ კომუნისტი არ ვარ, მერე კიდე მაგარი ზარმაცი ვარ. ასე რომ მხოლოდ ერთ გაჭირვებულ აქტივისტ დროშიან პაპას მივასწავლე სად იყო ტუალეტი. :)

აგერ, ადამიანს ეჭირა ნიკონის რაღაც აპარატი, მთელი ჩემი წონა ოქრო რომ ღირს ალბათ, ჩამუხვლისა არ ერიდებოდა და მსხვილი ხედით იღებდა სურათებს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ჩემმა მობილმაც არ შეირცხვინა თავი და საკაიფო სურათები გადაიღო.. რა დავარქვა ამ ოხერას კიდევ ვერ ვხვდები.

ამდენი წითელი დროშა ერთად პირველად ვნახე. რაღაცნაირმა გრძნობამ მომიცვა.. რაღაცნაირად გავუგე ამ ადამიანებს და თან რაღაცნაირად შემეცოდნენ. ახალგაზრდობა ხომ სწორედ დიდი ბელადის იდეალებს მიუძღვნეს. ახლაც როგორ დიადად ჟღერს მაშინდელი ლოზუნგები.. ეჰ.. იყო დრო და მომენტი.. :)

ესეც დღის სურათი. მე მომწონს, რევიც.. სპეციალურად არ დავდე აქ სოსოს ბიოგრაფია და არ დავიწყე მისი ქება-დიდება. უბრალოდ მთელი გზა სახლამდე ვფიქრობდი, უცხოეთში რომ ვთქვა, გორიდან ვარო და ვინ არის შენი ქალაქიდან ცნობილი ადამიანიო.. ვინ უნდა ვთქვა? ჯუნგლა? შუშანა? სტალინის მეტი არავინ მომდის თავში. ის კი არა, საქართველოზე რომ მკითხონ, ეგ რომელი ქვეყანააო, იმას ხომ არ ვეტყვი, აი "სპრინტელ სელი" რომაა თამაში, იქ რომ კიბერ-ტერორისტები არიან კომბაინ ნიკოლაძის პრეზიდენტობით, ის ქვეყანა ვართო..

Sunday, December 20, 2009

N82 - ოცნების მობლური

შემთხვევით ვიზიტორთა მთვლელს შევხედე და 1 ის მაგივრად 3 რომ დავინახე, ეგრევე გამახსენდა, რომ დილიდან პოსტის დაწერას ვაპირებდი და ახლა არის ზუსტად ეგ დრო. :)


დას ისტ მაინ მობილე! ჯერ-ჯერობით რამოდენიმე პრობლემა მაქვს სანამ მწყობრში ჩავდგებით მე და მობილი. პირველი და ყველაზე ცუდი ისაა, რომ არც ერთი კონტაქტი არ მაქვს და ჩემი ნ73 ის ნოკია სუიტიდან გადაწერილი კონტაქტები ამ ოხერ მობილს ჰკიდია და არ აღითქვავს!!! ამის დისკი ჩავდე სადისკეში, მარა ჩემს დივიდი რომსაც ჰკიდია და ვერ ხედავს დისკს. ანუ ძალიან მაგარი ამბავი მაქვს: 150 მდე კონტაქტი ხელით უნდა გადავწერო!!! მაქსიმალური სიამოვნებაა!



მეორე პრობლემა გავლადია: მესიჯების კრეფას ვერ დავუმუღამე ჯერ, მარა გავა დრო და მივხვდებიი თურმე ნ73 სსს ნ82 ჯოოობდააა :) მდაა.. დივიდი უნდა გავსინჯო, ამას დაემართა პოლომბო თუ დისკს აქვს დამართული.. დისკს დამართნია.. მადლობა Hp-ს..



და მეორე ამბავი, რომელიც არ დამავიწყდა და ვწერ: ბიბუბეში ჩავედი თუ არა და ისაა საიმედო დასავლური ბანკის ბანკომატიდან ფული უნდა ამეღო, რომ თვალი მოვკარი შინდისფერ თმებს და მწუანე კედებს. :) ასეთი ადამიანი სულ 3 დადის საქართველოში. და ვინ იყო ამ მომენტში თუ გამოიცნობთ? ჰე, პატაპუფეტეეეეე! დიაღ, პატაპუტინა კარაველებთან ერთად საცხა მიდიოდა. ეგვიპტის იქით არა ოღონდ. :)



და ბოლოს, ბონუსად: ვყიდი ნოკია ნ73 ს ყუთით, აქსესუარებით (სატენი, უსბ, ყურსასმენები, დისკი, ინსტრუქცია, ვადაგასული დაზღვევის ბარათი) და 2 გიგაბაიტი ჩიპით. არის 1 წლის ნახმარი, მუშა მდგომარეობაშია, ახალი დაპრაშივკებულია. ფასი 150 ლარი. 170 ად ვყიდი, მარა როგორც ახლობელს 150 ად მოგცემთ. :)



პ.ს. ძველ ტელს თაკო ერქვა. ახალს რა დავარქვა? ცოხე ველიკს ქვია. ანი რომ დავარქვა?

Saturday, December 19, 2009

Quest Aborted

რა უნდოდა, მარტივი კვესტი იყო.

უნდა მივსულიყავი ა ობიექტში
გამაკეთებინა ა საქმე
ტ დროში მივსულიყავი ბ ობიექტთან
უკან წამოვსულიყავი.

და ვერ ჩავეტიე ტ დროში.

იმიტომ რომ ა ობიექტთან ა საქმის გარდა ბ, ც, დ და ჭირი ამათ, საქმეები მოყვა.

მერე ვირბინე თითქმის. მარა ტ დროში ვერ ჩავეტიე.

და მისიაც ჩაიშალა.

სამაგიეროდ ცოდნის ლეველი გაიზარდა.

ნეტ ხუდა ბეზ დაბრა.

:)

Monday, December 14, 2009

ხედი პირველი პირიდან

აქ რაც უნდა დამეწერა ვიდეოში ვამბობ უკვე. ასე რომ უყურეთ და ისიამოვნეთ.

პ.ს. ამის გამეორება სახლის პირობებში დასაშვებია, რამეთუ ტრიუკს არ ასრულებენ პროფესიონალები. :)


როცა ასეთი სიყვარულია..

ეჰ.. :user:


Saturday, December 12, 2009

ველიკი მინდა! :(

ველოსპიედი მინდა. :(

"სახელი : გერმანული ველოსიპედი
•ფასი : 160 ლარი"
მინდა, მინდა მინდა მინდა!
"იყიდება გერმანული მთის ველოსიპედი. 21 სიჩქარიანი. 26-იან დისკებზე. შიმანოს სუპერით. პაჩებნიკები, ტორმუზის ტროსები, კალოტკები, კამერები და პედლები ახალი გამოცვლილი აქვს. უპრობლემოა. უკანა ამორტიზატორი შესაზეთია ცოტა. ამ ფასში მოვაყოლებ ახალთახალ პედლებსაც!"
მინდა, მარა ფული არ მაქვს ამის დედა ვატირე! დღეს უნდა ამეღო იდეაში, მარა არაა. ფუუ! პირველად ცხოვრებაში მინდა ფული.. მინდა რა, მჭირდება.. და არ მაქვს.

სხვამ მაინც გაიხაროს. აჰა, შედით და ნახეთ. შეიძლება წაიშალოს ეს ლინკი ოღონდ.

Friday, December 11, 2009

შესანიშნავი ვარ!




თუ შენიშვნა მოგცეს, ესე იგი შეგნიშნეს
თუ შეგნიშნეს, ესე იგი შესანიშნავი ხარ
(ბალი-ჩატის სიბრძნეებიდან)

ჩემ ბლოგს იცნობ, რადგან ამას კითხულობ. შეიძება არ იცი, მაგრამ არსებობს ასეთი ქართული ფორუმის ძალა - ფორუმ.გე. ამ ფორუმზე შეიძლება ხელმოწერის დაყენებაც, რომელიც ყველა შენს პოსტს გაყვება პოსტის ქვემოთ. ხოდა მე მეწერა "მე და ძუძუები" ძუძუები ისეთი სიტყვაა, რომელიც ძალიან ხშირად იძებნება საძიებო სისტემების მიერ და თითქმის ყველა წამყვან ბლოგს რეკლამად სწორედ ეს სიტყვა აქვს გამოყენებული.

ანუ წმინდა რეკლამის მიზნით მეწერა ეს სიტყვა ფორუმის ხელმოწერაში.

დღეს უფროსთან ვიყავი, სადაც მან მითხრა, რომ მისთვის დაურეკავთ ზედა ეშალონებიდან და ყურადღება გაუმახვილიებიათ არა ჩემი ნაწერის შინაარსზე, არამედ სიტყვაზე "ძუძუები"!!! მომცეს რეკომენდაცია მოვაშორო ეს სიტყვა.

რა არის, რა დონეა კაცო? საერთოდ არ იცის ხალხმა ეტყობა ეს ბლოგერობა რა არის. ამას პლუს ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ მეორე რეკომენდაციაც მომცეს, რაც შენი საქმე არაა, ნუ ჩაერევიო. ლაპარაკია პროკრედიტბანკის თემაზე, სადაც ვაკეთებდი ჩვენი პროდუქტების რეკლამირებას (ანაბრები, გადარიცხვები და ა.შ.) როგორც აღმოჩნდა, ეს ყოფილა მარკეტინგის საქმე. იმ მარკეტინგისა, რომლის დამზადებული რეკლამა 10 ყველაზე ცუდ რეკლამათა შორის მოხვდა.

რა თქმა უნდა შესანიშნავი ვარ.

Thursday, December 10, 2009

პირველი ვიდეობლოგი.. ვიდეოპოსტი.

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, თან საქმე არა მქონდა, თან ნიკოლოზიც (აი, ნევრებზე რომ უყვარს დაკვრა) მოვიდა ჩემთან და გადავწყვიტე ჩამეწერა ძალიან ბანძი პირველი ვიდეოპოსტი. შესაბამისად ვიყენებ იუტუბის სერვისს, ჩემს ფოტოაპარატის უნარს გადაიღოს ვიდეო და ბილ გეითსის წყალობას, ეს ვიდეო ნორმალურად დაუკრას მუვი მეიკერში.

ჩემი ფოტოაპარატით გადაღებულ ვიდეოს ხსნის თუ არა პრევიუში ექსპრორერი, მაშინვე ითიშება. არ ვიცი რა ჭიჭინა ეტაკა. და ამას პლუს, დღეს დამხვდა შეტყობინება ბლოგის რედაქტორში, რომ ორი კომენტარი მაქვს და გამოვაქვეყნო თუ არა. მინდა რომ ნებისმიერი კომენტარი ავტომატურად გამოქვეყნდეს და რა ჭირი ვუქნა?

მაშ ასე, იხილეთ ვიდიუ და გაიხსენეთ ჯგუფი "სახე"

Sunday, December 6, 2009

ზამთრის შლაპა

ზამთრის შლაპა გინახავთ?

დღეს ვნახე. ბეწვი ქონდა შიგნით.

პატარა მქონდა ოღონდ. :(


Friday, December 4, 2009

დემოკრატია ქართულად

მოკლედ, ცოტა სიმწვავე შემოვიტანოთ ბლოგში და კარგი ხნის მერე წარმოგიდგენთ ვიდიუს.

რა არის დემოკრატია?

გვინდა კი დემოკრატია?

გვესმის კი დემოკრატია?

დემოკრატია.. სილამაზეს გავს. რამდენი სიმახინჯეა ჩადენილი სილამაზისთვის.

და აქვე: მიუტევე და მოგეტევება.

წავიდა ვიდიუ.




პრინციპში ადამიანებს აქვთ კითხვები და სვამენ ამ კითხვებს. რა არის აქ ასეთი შესაშფოთებელი და დასაძრახი ვერ ვხედავ. შეიძლება მეც დამისვან კითხვა "შენზე გავიგე ცისფერიაო და რას იტყვი?" ამაზე ორნაირი პასუხია: კაიბიჭურ-ძველმენტალიტეტურ-ფსევდოვაჟკაცური - ანუ კაი მუშტი-კრივი. და მეორე პასუხია დემოკრატიული - გულიანად გაცინება. ჩვენ ქართველები, როგორც წესი ვიმყოფებით სადღაც შუაში. საქმე ის კი არაა, რომ შუაში ვართ. მთავარი ისაა, რის შუაში ვართ და რა ვართ.

Thursday, December 3, 2009

გადატენვის ეფექტი



კაცი შვილი ვერ გაიგებს ახლა ჩემს მდგომარეობას, თუ რამე სროლების თამაში არ უთამაშია თან მინიმუმ 48 საათი. აი კარგად რომ გაითავისოს რა გრძნობაა, როდესაც იარაღის გადატენვა ბოლო სტადიაზე შედის.
                                      
თავიდან, როდესაც გადატენვას იწყებ, არის გრძნობა "სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად" ან "აი ახლა კი დაგერხათ". ეს იმ გრძნობას გავს, როდესაც სადმე ხალხმრავალ ადგილას პირველად შედიხარ.

მეორე ეტაპი მჭიდის უკან ჩადების ხმაა.ანუ გადატენვის ანიმაცია დასასრულისკენ მიდის. ასევე სრულდება თქვენი დაუცველობის ხანგრძლივობა. ამ დროს აღარ ფიქრობთ "რაც შეიძლება სწრაფად". ამ დროს შეიძლება გაგიელვოთ "მოვედიიი" ან მიდამოს გადაავლოთ თვალი საჭირო მიზნის წინასწარ ასარჩევად. შედარებისათვის, ეს დაახლოებით ისეთი გრძნობაა, როგორიც შეიძლება გქონდეთ ვინმეს გამოცეკვებისას  სხვა სუფრიდან - ჯერ კიდევ დაუცველი, მაგრამ ამბიციის მქონე.


ბოლო ეტაპია გამზადებული და მზა იარაღის მომარჯვება. ანუ ახლა თქვენი ბედი უკვე იარაღს და თქვენს გამოცდილებას ემყარება. გიპყრობთ უცნაური თავდაჯერებულობის გრძნობა. ახლა თქვენ ხართ უფროსი, ახლა თქვენ ადგენთ წესებს, ახლა თქვენ თქვენი თავის პატრონი ხართ. ეს იმას გავს, როდესაც რაიმე გამოცდას ჩააბარებთ და მაღალ შეფასებასაც მიიღებთ.
                                       
ყოველთვის როდესაც თავდაჯერებულობა მჭირდება, წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ვტენი რამე იარაღს. გადატენის დასრულების პროცესი საოცრად მიმაღლებს საბრძოლო სულს.. დღეს ამან არ უშველა.. დღეს იარაღი გატეხილი გამოდგა..
                                          
ბრუსლი მომერია..

ბრუსლი..

რიჟრაჟისფერი თვალები..


Wednesday, December 2, 2009

ერთხელ

ერთხელ არის ძნელი.

ერთხელ გაძლევს ცხოვრება შანსს.

ერთხელ უნდა გამოიყენო ეს შანსი.

ერთხელ უნდა გარისკო.

მერე ადვილია ყველაფერი. მთავრი ეს ერთხელაა.

შიშები, გაურკვევლობები, ეჭვები, სისულელეები.. შანსი კი ერთია. ერთი. ორი არა, ერთი.. ანუ ისაა და მორჩა. მისთვის უნდა იომო, უნდა იბრძოლო, უნდა მიილტვოდე, ეძებდე, ქმნიდე!

და თუ შეგეშინდება, თუ უკან დაიხევ? თუ ვერ გაბედავ, თუ ვერ გადაწყვეტ, თუ აირჩევს ჩრდილში იყვე, აირჩევ არა ცვლილებებს, არა ახალს, არა მოძრაობას, არა წინსვლას?

მერე მთელი ცხოვრება გაგყვება იმის სინანული, სინდისის ქენჯნა, იმის საზიზღარი განცდა, რომ ისე რომ გექნა, ვინ იცის რა მოხდებოდა. შენ კი ჩაიფსი, შეგეშინდა, ვერ გაბედე, ვერ გარისკე, ფეხი არ გადადგი, არ იაქტიურე.. და აჰა, გაქვს ის, რასაც იმსახურებ!

დიახ! ადამიანს აქვს ის, რასაც იმსახურებს. ერთხელ შეიძლება ერთი შანსი გამოიყენო, ერთხელ გააკეთო ის, რასაც ცხოვრებაში ვერ გააკეთებდი, ცხოვრებაში ვერ გაბედავდი, ცხოვრებაში ვერ დაუშვებდი.. და მერე.. მერე ახალი ცხოვრება იქნებოდა. იმიტომ რომ ის დაიმსახურე.

ერთხელ შეიძლება შეგიყვარდეს და ერთხელ შეიძლება ამ სიყვარულზე ფიქრით იტანჯო. ერთხელ შეიძლება შენი სიყვარულის ობიექტი სხვისა გახდეს და ერთხელ შეიძლება მაინც ბედნიერი იყო, რადგან ის ბედნიერია.

ერთხელ.

მერე გაგივლის.

გვანცა ორსულადაა.

Tuesday, December 1, 2009

ზამთარაძის საცოლე

ეს მოთხრობა თუ რა ჭიჭინაცაა, რომ წავიკითხე, იმდენად დავიგრუზე.. ც.. კი არა.. რაღაცნაირმა ორნაირმა გრძნობამ შემიპყრო.. გქონიათ შემთხვევა, როდესაც ის რაც აუცილებელია ებრძვის იმას, რაც გინდა და ამავე დროს გინდათ შური იძიოთ და გლობალური აზროვნება ამის საშუალებას არ გაძლევთ? აი ასეთ მართლა რთულ სიტუაციაში ჩავვარდი მე, მაგარი აგრესია მომეძალა და იმისათვის, რომ ვინმესთან არ მეჩხუბა, გავედი, ვიყიდე ნატახტარი ქარვა, სამწუხაროდ ნაგავში ისე ჩავაგდე თავსახური, რომ არც დამიხედია და განვიქარვე ეს გრძნობა.. თუმცა იმ ბოთლის დაცლიდან კიდევ 1 საათამდე გამყვა უსიამოვნო გრძნობები.

ვკითხულობთ ბოლომდე. კი, ვიცი რომ უაღრესად ზარმაცი ხალხი ხართ საერთოდ არ იცით ამ ბლოგზე როგორ მოხვდით, ვიცი რომ გერჩივნათ წაგეკითხათ რა წარმატებები მაქვს რიჟრაჟისფერთვალებიან გოგონასთან, მაგრამ..

ავტორი შემეხმიანა მეილზე და მთხოვა შემესწორებინა ქვემოთ მოყვანილი ტექსტი. მოთხრობა ავტორის რესურსზე შეგიძლიათ ნახოთ აგერ. ხოლო ქვემოთ იქნება მოცემული თვითონ მოთხრობა.



“ჯვრისწრა სევასტოპოლზე”


ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. არც არავინ არ დაიჯერებდა.
მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა.
იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.
დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა.
დეიდაჩემს – ინსულტი.

ყველა ერთადერთ ფრაზას იძახდა: ეს როგორ გააკეთა, ოჯახი დაღუპაო.
სად ვიყავი ამ დროს მე?!
რაზე ვფიქრობდი, ან ვისთან ერთად მივდიოდი, რას ვაკეთებდი
და საერთოდ რა მოხდა, 2007 წლის სექტემბრის ბოლო კვირას,
შუადღის 2 საათზე,
ჩემი ჯვრისწერის დღეს,
დღეს, როდესაც,
დათუნა ონიანის ცოლი ვხდებოდი.
..
ლიკლიკაძეების ოჯახში მე ერთადერთი შვილი ვარ.
მეც 3 წელი მელოდებოდნენ და რომ გავჩნდი, მამა მას მერე შეიშალა ჩემზე:
დედას მერსედესის ბოლო მოდელი უყიდა, თვითონ კი ზუსტად 1 კვირა აღნიშნავდა ამ საოცარ მოვლენას.