Wednesday, December 2, 2009

ერთხელ

ერთხელ არის ძნელი.

ერთხელ გაძლევს ცხოვრება შანსს.

ერთხელ უნდა გამოიყენო ეს შანსი.

ერთხელ უნდა გარისკო.

მერე ადვილია ყველაფერი. მთავრი ეს ერთხელაა.

შიშები, გაურკვევლობები, ეჭვები, სისულელეები.. შანსი კი ერთია. ერთი. ორი არა, ერთი.. ანუ ისაა და მორჩა. მისთვის უნდა იომო, უნდა იბრძოლო, უნდა მიილტვოდე, ეძებდე, ქმნიდე!

და თუ შეგეშინდება, თუ უკან დაიხევ? თუ ვერ გაბედავ, თუ ვერ გადაწყვეტ, თუ აირჩევს ჩრდილში იყვე, აირჩევ არა ცვლილებებს, არა ახალს, არა მოძრაობას, არა წინსვლას?

მერე მთელი ცხოვრება გაგყვება იმის სინანული, სინდისის ქენჯნა, იმის საზიზღარი განცდა, რომ ისე რომ გექნა, ვინ იცის რა მოხდებოდა. შენ კი ჩაიფსი, შეგეშინდა, ვერ გაბედე, ვერ გარისკე, ფეხი არ გადადგი, არ იაქტიურე.. და აჰა, გაქვს ის, რასაც იმსახურებ!

დიახ! ადამიანს აქვს ის, რასაც იმსახურებს. ერთხელ შეიძლება ერთი შანსი გამოიყენო, ერთხელ გააკეთო ის, რასაც ცხოვრებაში ვერ გააკეთებდი, ცხოვრებაში ვერ გაბედავდი, ცხოვრებაში ვერ დაუშვებდი.. და მერე.. მერე ახალი ცხოვრება იქნებოდა. იმიტომ რომ ის დაიმსახურე.

ერთხელ შეიძლება შეგიყვარდეს და ერთხელ შეიძლება ამ სიყვარულზე ფიქრით იტანჯო. ერთხელ შეიძლება შენი სიყვარულის ობიექტი სხვისა გახდეს და ერთხელ შეიძლება მაინც ბედნიერი იყო, რადგან ის ბედნიერია.

ერთხელ.

მერე გაგივლის.

გვანცა ორსულადაა.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

Good for Gvantsa!

vasasi said...

უფრო დამაკომპლექსე.. :(


ისა..

გვანცა ვინ არის?.. :)