თუ შენიშვნა მოგცეს, ესე იგი შეგნიშნეს
თუ შეგნიშნეს, ესე იგი შესანიშნავი ხარ
(ბალი-ჩატის სიბრძნეებიდან)
ჩემ ბლოგს იცნობ, რადგან ამას კითხულობ. შეიძება არ იცი, მაგრამ არსებობს ასეთი ქართული ფორუმის ძალა - ფორუმ.გე. ამ ფორუმზე შეიძლება ხელმოწერის დაყენებაც, რომელიც ყველა შენს პოსტს გაყვება პოსტის ქვემოთ. ხოდა მე მეწერა "მე და ძუძუები" ძუძუები ისეთი სიტყვაა, რომელიც ძალიან ხშირად იძებნება საძიებო სისტემების მიერ და თითქმის ყველა წამყვან ბლოგს რეკლამად სწორედ ეს სიტყვა აქვს გამოყენებული.
ანუ წმინდა რეკლამის მიზნით მეწერა ეს სიტყვა ფორუმის ხელმოწერაში.
დღეს უფროსთან ვიყავი, სადაც მან მითხრა, რომ მისთვის დაურეკავთ ზედა ეშალონებიდან და ყურადღება გაუმახვილიებიათ არა ჩემი ნაწერის შინაარსზე, არამედ სიტყვაზე "ძუძუები"!!! მომცეს რეკომენდაცია მოვაშორო ეს სიტყვა.
რა არის, რა დონეა კაცო? საერთოდ არ იცის ხალხმა ეტყობა ეს ბლოგერობა რა არის. ამას პლუს ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ მეორე რეკომენდაციაც მომცეს, რაც შენი საქმე არაა, ნუ ჩაერევიო. ლაპარაკია პროკრედიტბანკის თემაზე, სადაც ვაკეთებდი ჩვენი პროდუქტების რეკლამირებას (ანაბრები, გადარიცხვები და ა.შ.) როგორც აღმოჩნდა, ეს ყოფილა მარკეტინგის საქმე. იმ მარკეტინგისა, რომლის დამზადებული რეკლამა 10 ყველაზე ცუდ რეკლამათა შორის მოხვდა.
რა თქმა უნდა შესანიშნავი ვარ.
No comments:
Post a Comment