Tuesday, December 22, 2009

სტანილი - 130

დღეს ერთდროულად ორი დაბადების დღე იყო.. დღეს კი არა, უკვე გუშინ - მიშა საქ ქეშ ვილი - სა და იოსებ სტალინისა. ბევრი წერა მეზარება, აგერ დავდებ სურათებს, რისი გადაღებაც მოვასწარი შესვენებაზე.

ნუ, როგორც ყოველთვის, კომუნისტები ჩამოვიდნენ და აქცია გამართეს. ეგრეა რა.. ათასში.. არა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 365 ში სულ 3 ჯერ ვახსენდებით გორი თბილისში: როდესაც ახალი წელია, როდესაც რაღაცა აფეთქდება და როდესაც სტალინის დაბადების დღეა.

როგორღაც მომინდა მეც მივსულიყავი და მე_ომახიანა: ამხანაგებო! შრომა, შრომა და შრომა! ლაპარაკის დრო წავიდა! დაიშალეთ და იმუშავეთ ნახ! მაგრამ ჯერ ერთი რომ კომუნისტი არ ვარ, მერე კიდე მაგარი ზარმაცი ვარ. ასე რომ მხოლოდ ერთ გაჭირვებულ აქტივისტ დროშიან პაპას მივასწავლე სად იყო ტუალეტი. :)

აგერ, ადამიანს ეჭირა ნიკონის რაღაც აპარატი, მთელი ჩემი წონა ოქრო რომ ღირს ალბათ, ჩამუხვლისა არ ერიდებოდა და მსხვილი ხედით იღებდა სურათებს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ჩემმა მობილმაც არ შეირცხვინა თავი და საკაიფო სურათები გადაიღო.. რა დავარქვა ამ ოხერას კიდევ ვერ ვხვდები.

ამდენი წითელი დროშა ერთად პირველად ვნახე. რაღაცნაირმა გრძნობამ მომიცვა.. რაღაცნაირად გავუგე ამ ადამიანებს და თან რაღაცნაირად შემეცოდნენ. ახალგაზრდობა ხომ სწორედ დიდი ბელადის იდეალებს მიუძღვნეს. ახლაც როგორ დიადად ჟღერს მაშინდელი ლოზუნგები.. ეჰ.. იყო დრო და მომენტი.. :)

ესეც დღის სურათი. მე მომწონს, რევიც.. სპეციალურად არ დავდე აქ სოსოს ბიოგრაფია და არ დავიწყე მისი ქება-დიდება. უბრალოდ მთელი გზა სახლამდე ვფიქრობდი, უცხოეთში რომ ვთქვა, გორიდან ვარო და ვინ არის შენი ქალაქიდან ცნობილი ადამიანიო.. ვინ უნდა ვთქვა? ჯუნგლა? შუშანა? სტალინის მეტი არავინ მომდის თავში. ის კი არა, საქართველოზე რომ მკითხონ, ეგ რომელი ქვეყანააო, იმას ხომ არ ვეტყვი, აი "სპრინტელ სელი" რომაა თამაში, იქ რომ კიბერ-ტერორისტები არიან კომბაინ ნიკოლაძის პრეზიდენტობით, ის ქვეყანა ვართო..

3 comments:

Sophie שרה Golden said...

ამ პოსტზე დავწერე "დაგლიჯა"!

მე ვარ კომუნისტი, ყოველ შემთხვევაში, სოციალისტი და ასაკის მიუხედავად ზუსტად მესმის ამ საწკალი პაპების - ახალგაზრდობაში ადამიანებად ცხოვრობდნენ და ახლა კიდევ მათხოვრულ პენსიაზე სხედან და უფასო სასადილოში დადიან.

დღეს რაც უფრო მაგრად გალანძღავ სტალინს, მით უფრო მაგარი ხარ - ამ დროს ყველას ისევ ავიწყდება, იმ რევოლუციების გარეშე მეფის მონები რომ იქნებოდნენ... ან მე რა მადარდებს საერთოდ, იყვნენ მონებად, hell with it!

Sophie שרה Golden said...

ვაიმე, 1 რეაქციაო???
ესე იგი, მარტო მე ვარ ამ ქვეყანაში??? ტო ესწ, მე და სტალინის ძეგლი? :D

Anonymous said...

Hey there! Do you know if they make any plugins to
assist with SEO? I'm trying to get my blog to rank for some targeted keywords but I'm not seeing very
good results. If you know of any please share.
Thank you!

Feel free to surf to my site - cellulite treatment