Sunday, December 27, 2009

ახალი წელი და ბანძი განწყობა

ახალი წელი მოდისოო..

დიალოგიოო

კი არა და..

ბავშვობაში, ანუ წინა წლებში უფრო მიხაროდა. და ვატყობ, რაც დრო გადის, მით უფრო ერთი ჩვეულებრივი დღე ხდება ახალი წელი. იცით როგორი, აი რომ მოვა და უი, სულ ეს იყოვო, აი ასეთი.

წამოდიო, მითხრეს, წამოდი გავიაროთო ნაშებშიო. მეზარებოდა.
წამოდიო, მითხრეს, ახალი ზმანები ავაგდოთო. მეზარებოდა.
წამოდიო, მითხრეს, წამოდი ვჭამოთო. მეზარებოდა.
მეზარებოდა ადგომა საწოლიდან, მეზარებოდა რამის კეთება, გარეთ გასვლა მეზარებოდა. ყველაფერი მეზარება. ისეთი უცნაურ ხასიათზე ვარ, პროფესორ ჯონ ლენონის დანიშნული წამალი - ოლ იუ ნიდ ის ლავ - აღარ მშველის.

დეპრესია ძლივს მოვიცილე თავიდან და თუ კიდევ დამიწყო შემოტევა, მაგარი გატეხავს.

ახლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად უნდა შემოვიდეს და წაიკითხოს ვინმემ ჩემი ბლოგი თქო. მაგარ საბანძეთ რამეებს ვწერ. პროფესორი თენგიზ ლეონიძე თავის დროზე მეუბნებოდა - გაიღიმე და გაგიღიმებენ. მოიღუშე და მიგატოვენებო.

მოკლედ, ვიღუშები რა. ვიღუშები იმიტომ, რომ არ ვიცი რა გავაკეთო.

რიჟრაჟისფერთვალებას საჩუქარი უნდა ვაჩუქო.

წავედი, წავედი. ეს სროლა და ჯახა ჯუხიც მომბეზრდა რა კომპში. ეს სტრაიკბოლობაც მომბეზრდა და საერთჴდ ყველაფერი მომბეზრდა. ახალი წელი მოდის, რა ხდება, რა ჭირი და დოზანა მემართება. ან აქ რატომ ვწერ ამ ჩემს ბოდვაი საკვირველს ვასასისა არ იყოს..

ადღენალინ დოდჟე ლეველ იზ ექსტრემლი ლოუ. ვაიკალსაითს არ დრაფინგ. აუტომატიქ მედიქალ სისთემს ენგეიჯდ. აუთდორ თემფრიჯ იზ ქრითიქალ! სიქ მედიქალ ეთეშენ. :(

1 comment:

vasasi said...

axal wels an mere, shvidamde ludi davliot tu ginda me, shen da baziliom da gagivlis.. :))