Tuesday, September 29, 2009

ისევ გაქართულებისაკენ.

მოკლედ, მომწყინდა უაზროდ ჯდომა და თამაშების დახურვა. ფარმ ფრენზის მერე მივადექი ქაუნთერ სტრაიკ - სორსს. ხოდა ბატონი მჟავა თუ დამეხმარება, მალე ეს თამაშიც იქნება ქართულად თან რაც მთავრია ხმით!

Sunday, September 27, 2009

Farm Frenzy - ქართულად


გამარჯობა ხალხო. აგერ AcidLad და მე გთავაზობთ კიდევ ერთი სახალისო თამაშის ქართულ ვერსიას. (ბეტაა ოღონდ ჯერ, მარა თამაში შეიძლება)

Friday, September 25, 2009

პროექტი "ნატალი" - მაიკროსოფტისგან

პრინციპში მე ვიცი ფრაზა "მაიკროსოფტის და კარგი არ გამიგია მეო" და ასევე ვიცი, რომ რეკლამებს მაინცდამაინც არ უნდა დაუჯერო კაცმა, მარა აბა ქვემოთა ვიდიუ ნახეთ და მერე რამე ჭკვიანური კომენტარის სურვილი თუ გაგიჩნდებათ, დაწერეთ. მე პირადად ასეთი ფრაზა გამახსენდა: Need a Light? :) ინფორმაცია გავიგე აქედან და ჯერ ჯერობით ამ პროექტის საქართველოში ჯერ შემოტანის და მერე დამკვიდრების პერსპექტივას მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ეს იქიდან გამომდინარე, ბლუთუსის ყურიდან მოლაპარაკე ადამიანს რომ როგორც გიჟს, მასე რომ უყურებს ხალხი.. :)


Thursday, September 24, 2009

ალკოჰოლი

ბაბუა წუეერისყვავილებს დაავკრეფ,
ერთად მოგიტან, დაგიწყობთ'ავთან!

ბაბუაწუეეერის ყუავილსდა ფოთოლს
მედაგავუღე შავ-თეთრი ფოტოუ..

აეეე! მკიდიააა! მევასებით ყველანი. შენც მევასები.. აი შენც.. უკან მიიხედე, უკან რომ დგას.. ვერ ხედავ, მარა დგას. მე ხომ ვიცი რომ დგას, არა? ხოდა მევასებით ყველანი. მოდით რუსებოოო! თქვენ ტანკებით მოდით, მე ცოცხით ვიქნები. აეეე!


წავიდა ზანგურები! ადუგუ დამმბა, არუგა დამმბა! ლიკა ვნახე ადნოში და მივხვდი რომ არ მენატრება და არც არასოდეს მენატრებოდა. და მივხვდი რომ ყველა მკიდია და მეცოდებით ყველა და მევასებით, რომ ასეთი საცოდავები ხართ და რომ მეც ასეთი საცოდავი ვარ. ხოდა მევასებით. ყველანი დავიხოცებით ერთხელაც იქნება. მანამდე კი მევასებით ყველა. აეეეეეეეე!

ის ბოლოს წინა ჭიქა არ უნდა დამელია! ვინც ამ ფრაზის სიბრძნეს ვერ მიხვდა, მდაბიურად რომ ვთქვათ, თუ ბოლოს წინა ჭიქა არ იქნებოდა, არც ბოლო ჭიქა იქნებოდა და საერთოდ არ იქნებოდა ჭიქები. ასე რომ მევასებით ყველანი. შენც მევასები და დაჟე..

მეძინება. მარა სირცხვილია, 11 საათია ჯერ. სლოკ.. მესიჯი მომივიდა და მეზარება ხელის გაწვდენა რომ წავიკითხო.. იქნება რა არის, ჰა? სლუში, არა, კ წებე ესემეს პრიშოლ. ვინ მოიგონა იოგურტი, აზრზე იყო საერთოდ? ეგეც მევასება.

საერთოდ უყვართ ხოლმე უფრო ზუსტად, ევასებათ უმწეოები და პატარები. აგერ ამას წინათ ვფიქრობდი, რომ გუგლ ერსიდან რომ გორს დავხედოთ, არაფერიც არ ჩანს, როდესაც მთელი პრანეტის მაშტაბიდან უყურებ. ის კი არა, ბოლომდე რომ მიაახლოვო, მაშინაც კი იმდენი ადგილი რჩება, ერთი 10 კაცი ირბენს. ხოდა რა საცოდავები და უმწეოები ვართ ამ სამყაროში, ა? გვინდა ახლა ჩვენ ომი და დაძაბულობა? არ ჯობია გვიყვარდეს ერთმანეთი?

უი, ამაზე გამახსენდა: ბიბლია გვასწავლის რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, კამასუტრა კი გვასწავლის - როგორ. ეს იყო ფრაზა ფორუმის სიბრძნიდან. ახლა წავედი მე, რამე ბრუსლის კინო ვიპოვო.. ან დავიძინო.

ეი, სლუში, არა, კ წებე ესემეს პრიშოლ..

Monday, September 21, 2009

კვერცხი თემა

კაროჩე დღეს მემგონი ისევ დავინახე ის გოგო, აი ტვინს რომ ვბურღვ იმაზე წერით და რომ ვერ ვივიწყებ და მომეძალა მუზები და ლექსი შემომეწერა იმაზე, როგორი ლამაზია და როგორ მენატრება და როგორ ებრძვის გრძობა გონებას. კაროჩე ერთი მომდევნო კვერცხობა. არც არავის რომ აინტერესებს, არც არაფერს რომ მიშველის და არც არაფერის სარგებლობა მოაქვს. ვერ შევიგნე რა რომ ეს ჯეი ლოუს ქიცი-ქიცი არ არის კარგი.. :)

ხოდა ამის გამო და მერე იმის გამო, რომ საკმაოდ გვიანობამდე ვიყავი სამუშაოზე და ორ იდენტურ 6800 ჩანაწერიან ცხრილს ხელით ვადარებდი ერთმანეთს, აგრეთვე იმის გამო, რომ ძალიან მშიერი ვიყავი და თან გასართობიც არ მქონდა, ავდექი და გადავიღე ეს სურათი.

მერე მივხვდი, რომ ესეც კვერცხობაა და ყველანი დავიხოცებით. შევედი ფორუმზე და იქაც ასეთივე მოსაზრება დამხვდა. ხოდა ამ თემით დაინტერესებულმა, იმის გამო რომ ძალიან გვიანია და ჩემს მიერ აგერ უკვე 2 კვირა ჩაფიქრებულ M4 -ის აღწერას არ დაადგა საშველი, შევედი იუტუბზე და მოვძებნე ვიდეოები სამყაროს დასასრულზე.

უყურეთ და მოიკალით თავები.

Saturday, September 19, 2009

ქარელი არა - ცელი!

კაროჩე, ხაშური შორიაო და წამო ქარელშიო. კასპის ტურიდან გულაცრუებულები არ მოვიდა არავინ და მარტო მე და ცეცხლოვანი შაქ-შაქი შევიკრიბეთ.

მოკლედ, ტრადიციული ტინისხიდის მარშუტით წავედით, რაღაც მაშინაც ვერ ვიყავი მე პირადად ფორმაში, თან მზეც გამოვიდა და ისე დაცხა, ოფლი წურწურით მომდიოდა. ცეცხლოვანმა შაქ-შაქმა მთელი თავისი ცეცხლოვანი ენერგია დახარჯა სანამ "პერევალზე" ავიდოდით და ველოსიპედიდან არც ჩამოსულა, ისე ავიდა იმ აღმართში.

ამის გამო გზის გასაგრძელებელი ენერგია არ დარჩა, თან ტრასაზე მოძრაობა არ მხიბლავსო და კაროჩე, წავეით აქედან სკრაში ჯობია წავიდეთო, იქაცაა აღმართები და თან მანქანებიც არააო. ვერაფრით ავიყვანე ტრასამდე, იქიდან რა ჩამოვაო. ხოდა ასე შუა გზაზე გადავიღეთ სურათი, რომ მართლა ავედით ტრასამდე.

ხოდა რამდენადაც ასვლა ძნელია, იმდენად სახალისოა დაშვება. აგერ ვიდიუ და იკაიფეთ.

იქიდან ჩამოსულებს რაღაც სკრის ხალისიც გაგვიქრა, ახალბაღს დავარტყით საკაიფო წრე (ანუ ღორღიან გზაზე სულ ბეემიქსის ველოსიპედებივით ვიჯანჯღარეთ), დავჯექით სკამზე, განვიხილეთ ქვეყნის ამბები და გადვიღეთ სურათი.

მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ველიკის წინა კრილოს შურუპი მოშვებულა და კრილო ყანყალებს საერთოდ და მემგონი კამერაც დაშვებულა და მესამე სიჩქარეც აჩმახებს. წავედით ხელოსანთან, მერე გავიარეთ ქალაქში და დავიშალეთ.

მორალი: ქარელი არა - ცელი! :(

Tuesday, September 15, 2009

კორპორატიული ღორობა

არ ვიცი სხვა რა სახელი დავარქვა ამ ფაქტს. მოკლედ, შევხედოთ ჯერ სურათს.
მოკლედ, საკრედიტოში ავედი და უეცრად ფანჯარაში საშინელ სურათს მოვკარი თვალი: ჩემი კანტორის წინ, მოკრიალებულ ქუჩაზე ვიღაც ნაგავს, ღორს, უტვინოს და არაპატრიოტს დაუყრია ჩვენი (!) ბუკლეტები ნ რაოდენობით! ის კი არა და, მარშუტკამ გაიარა და ამის მერე დავინახე ეს ბუკლეტები. იმ მარშუტკიდან გადმოყარა ვიღაცამ თუ საიდან მოხვდა იქ, აზრზე არა ვარ.

ძლიერი ქარი ბუკლეტებს მთელ სტალინის მოედანზე ისე შლიდა, როგორც თეთრ-წითელ ვარდის ფურცლებს ნაცრისფერ ხალიჩაზე. სასწრაფოდ კი მივიღეთ ზომები და რაც შევძელით, დავიჭირეთ და ავკრიფეთ ბუკლეტები. მაგრამ რად გინდა.. ქარმა მემგონი მთელ ქალაქში მიმოფანტა. :(

საღამოს მოვარდა შეშფოთებული კეთილმოწყობის უფროსი, განაცხადა რომ გამგეობის სხდომაზე საყვედური მისცეს ამ ჩვენი ბუკლეტების გამო და ნუ გავხდიდით იძულებულს დავეჯარიმებინეთ. არადა ღმერთი, რჯული, ჩვენ რა შუაში ვიყავით. ვიღაცამ, ალბათ უფრო ბავშვებმა, აიღეს ეს ბუკლეტები, გაიტანეს გარეთ და აფრიალეს. ბავშვები კიდე ჯანდაბას მაგრამ თუ ვიღაცა მოზრდილმა (ან კონკურენტმა) შეგნებულად გააკეთა ეს..

მაგარი უტვინო უნდა იყო მინიმუმ, რომ ჯერ ერთი ქალაქი დაანაგვიანო და მერე კიდე.. მერე კიდე მაგარი უტვინო უნდა იყო.

Saturday, September 12, 2009

ველომანია

რა არის გიჟი?

გიჟი ესაა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი.

რა არის გორელი?

გორელი ესაა გიჟი, რომელიც გიჟს ეძახის გიჟს, თუმცა ამ გიჟობას რაღაც დროის მერე თვითონაც აკეთებს და ძალიანაც მოწონს.

რა არის ველოსიპედი?

ველოსიპედი ესაა გიჟის ტრანსპორტი, რომელსაც ამრეზით უყურებს გორელი, თუმცა განმარტებიდან გამომდინარე, მალე თვითონაც აყვება მას.

მოკლედ, იმისი თქმა მინდა, რომ ჩემი (და ალბათ არა მარტო) იდეა ფრთებს ისხავს. როგორც მამაჩემი ამბობს, გორში დღეს ველოსიპედი მეტი დადის, ვიდრე მანქანა. მართალია ეს ასე არაა, მაგრამ აშკარად შეიჩნევა გამოცოცხლება. არაა გორი ფოთივით ბრტყელი ქალაქი, დიახ, აქ არის უამრავი აღმართ-დაღმართი, მაგრამ როგორც ჩანს გორის ახალგაზრდობას ეს არ აშინებს, მიდის ბაზარში, ბაზრობაზე, თბილისში, აბარებს გერმანიაში და მაინც ისაკუთრებს ველოსიპედს, თანაც სიჩქარიანს და უმეტესად, ორივე ამორტიზატორიანს.
დღეს ერთად იმდენი ველოსიპედისტი მოგროვდა, რომ ნამდვილად არ ვუჯერებდი თვალებს. ამას პლუს კიდევ რამდენია და რაც მე ზუსტად ვიცი, ილია ჩესაც ყავს "შავი და გრძელი, ორი მრგვალი რაღაცა რომ კიდია" - ასეთი ველოსიპეტი. ხოდა ასე, ხალხი შეეჩვია ამ ტრანსპორტს, მით უმეტეს, არ გეშინია პატრულის დაჯარიმების და შეგიძლია თითო ბოთლი ლუდიც ასცხო.
                       
მე და ცეცხლოვანი შაქ-შაქი არ მოვერიდეთ ჩამავალ მზეს, დავაჯექით ჩვენს ტრანსპორტზე და წესების ზედმიწევნით დაცვით (ისე რომ შუქნიშნებსაც კი ვუჩერებდით. ეს ცოტა უცნაურად აღსათქმელია, რამეთუ თბილისში შუქნიშანს რომ არ დაუჯერო, სიცოცხლეს რისკავ, აქ კი ფულს :) ), დავადექით უფლისციხის გზას.
ხო, აქვე პატარა შენიშვნაც: როდესაც ველოსიპედს ყიდულობთ, აუცილებლად შეამოწმეთ დისკი რამდენად ერთგვაროვნად ტრიალებს და დაბრეცილი ხომ არაა. ასევე სიჩქარეში რამდენად კარგად გადადის და თუ აქვს ე. წ. "კრილოები". აი შაქ-შაქის ველიკს არ აქვს, ტრასაზე ასულან ბიჭები, ერთი გუბე არ გაუმაზიათ და რომ დავინახე რამის გულმა დამარტყა, მთელ ზურგზე იმდენი ტალახი და წუმწუმა ქონდა აკრული, შეგეძლო გორის მიმდებარე მიწების გეოდეზიური ანალიზი ჩაგეტარებინა და სასარგებლო ქანები გეპოვა. :)
ესეც ესე. უფლისციხის გადასახვევი მიღწეულია, ბრუსლი ნაჯობნია, ველოსიპედიან ადამიანს გიჟად აღარ თვლიან, ველომანია განხორციელებულია. და ბოლოს: დღეის მდგომარეობით მინიმუმ 3 ადამიანი გარდაცვლილი არასწორი ტარების გამო. ორი,  წმინდა გორელობის გამო, ანუ შუა ქუჩაზე გადასვლისას, გაიტანა მანქანამ, ხოლო მესამე არასწორი მანევრისას. ამიტომ უმკაცრესად დაიცავით წესები და იქნებით დაცული.

ახალი ტალღა - ვიდიუ

მადლობა იუტუბს. :) დანარჩენი ტექსტი ნახეთ აგერ.


Friday, September 11, 2009

When Terorists Win..

ამერიკელები არიან ამერიკელები. თავში ერთი მასტერკა ტვინი არა აქვთ. საერთოდ ეს დიდი ერების პრობლემაა, მაგრამ როგორი გამოამერიკებული უნდა იყო, რომ შენს თითქმის დედაქალაქში ვიღაცა აქლემიანმა არაბებმა თვითმფრინავი დააჯახონ ალბათ შენს დიდ სიამაყეს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას. იმ შენობას, რომელიც ყველა კინოში ჩანს, სადაც მანჰეტენია გადაღებული, ჩანს თამაშებში "ტომბ რაიდერ -5", "ჰელიკოპტერ - ურბან სტრაიკ" და ვინ იცის კიდევ რამდენში, რაც მე არ ვიცი.

უბრალოდ გული მიკვდება რა. წმინდა ადამიანურ პონტში, თორემ ამერიკელები ისედაც ბევრნი არიან, 1000 მეტი ან ნაკლები არ შეეტყობათ. როჟები, როგორც მე იმ დღის კადრებიდან მახსოვს, ადიალებით თუ რაღაცა ნაჭრებით ხტებოდნენ დოხუია სართულიდან. ამერიკელები არიან, აბა რა არიან? მერე კი დისქავერზე ვისმენ, რომ თურმე თვითმფრინავის შეჯახებამ კი არა, ხანძარმა დაანგრია ეს შენობები. ჰმ..

აი ნახეთ ეს სურათი. დღეს კი ჩანს ჩემი ბლოგის გვერდით, მაგრამ ხვალ შეცვლიან. დავიჯერო მარტო აფეთქების მომენტი გადაიღეს თანამგზავრიდან? დავიჯერო მანამდე ვერ ხედავდნენ საით მიდიოდა თვითმფრინავი? როგორ დავიჯერო, რომ ამ თვითმფრინავის მიმართულების შეცვლა არანაირად არ შეიძლებოდა. აი, ფრთა დაეზიანებინათ, რა ვიცი.. კუდი მოერღვიათ, სულაც ბუქსირი ჩაებათ რამენაირად, ამერიკაა, ნიკარაგუა ხომ არაა, ტექნიკა ყავთ და ძალა აქვთ.. აეფეთქებინათ ის თვითმფრინავი ნახ! უფრო მეტი ხალხი გადარჩებოდა, ვერ დააბრალებდნენ ტერორისტებს თუ რა?

მარა არა, აი ეს უნდოდათ. ჰაჰაა, დაუცველები ვართო, ტერორიზმიო, დიალოგი არ შეიძლებაო, არიქა ერაყიო, არიქა ირანიო.. საბაბი გენაცვალე. თუ გული საჩხუბრად გერჩის, საბაბი რა მოსატანიაო - გვეუბნება იეღ.. ჰმ, ანდაზა. ჰოდა ეგეც თქვენ. იომეთ და იყავით. ამერიკელებო თქვენა. იჯექით და აკეთეთ ასეთი თამაშები, მოიგეთ ომი ვირტუალურად, აკეთეთ ფული.. იმიტომ რომ მეტი არაფერი იცით და იმიტომ რომ ამერიკელები ხართ.

სვანისა არ იყოს და - მოგიტ^%$თ აეროპორტი!

Wednesday, September 9, 2009

ვიცი

დიახ, მე ვიცი. ვიცი, ვიცი
და აღარ უნდა ამას ფიცი.
და ჯეი ლოუს ქიცი-ქიცი
არ არის კარგი, ვიცი, ვიცი..

თუ გადახვედი გზიდან ბრიცი,
ან დაადექი გზაზე მტკიცი.
მაინც მიტაცებს თვალ-თბილიცი,
მსურს შენთან ყოფნა.. ანცი კვიცი..

ნახევარ საათს უნდა ხიცი
ერთ წელს იმატებ, მახსოვს, ვიცი.
დღეს დაგინახე.. გულზე მიცი,
თვალს აგარიდებ როგორც ფრიცი.

აღარ ვიფიიქრო როგორ ვიცი,
როცა აქ ზიხარ, მკერდშორიცი.
თავს მოვატყუებ, შენც ხომ იცი
და გამომივა აცქა-რიცი.

შენ იქითა ხარ, შენ ხარ გრიცი
მე ჩემთვის ვდნები და არ ვიცი.
გაივლის დრო და ცხოვნა მტკიცი..
და დამჭირდება ხონდროლიცი..

Tuesday, September 8, 2009

40 კმ/სთ და Bike vs BMW

გავარტყი მიწისძვრას. ყველა ამაზე დაწერს დღეს და მე ნაზლო არ დავწერ როგორ შემაქანა და როგორ გადავბრუნდი და გავაგრძელე ძილი. აეგრე! მოუარათ რუსებს, დათვრნენ, დაიწყეს ხტუნაობა და მიწისძვრა, მიწისძვრაო. ბებიამაგათ, ძალიან გული არ გაგვიხეთქონ, აი!

აქვე მინდა ჩემი აღშფოთება გამოვხატო მაივიდეოს მიმართ, რამეთუ 3 დღეა ველოდები წინა პოსტში რაც ვიდიუა, მაგის საიტზე დადებას და არათუ აქაჩვა, უარის მიზეზიც კი არ მომსვლია. ნახ, გადავდივარ იუტუბზე! ძალად პატრიოტიზმს ეგ ჯობია იმჰო.

კაროჩე რა! დღეს მოვედი თუ არა კანტორიდან, გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი მიზანი (აჰა, გამოვაცალკევე, ადრე ამას ოცნებას ვეძახდი) განმეხორციელებინა და კერძოდ ვერხვევბის მხრიდან ავსულიყავი ტრასაზე. ჩემდა შესაქებად, ეს წინა მეორე სიჩქარითაც კი არ გამჭირვებია. ჩანს კუნთები მუშაობენ. :) ბოლო მონაკვეთზე დამჭირდა მარტო პირველში გადართვა. :)
ხოდა იმას ვამბობდი, რომ აზრზე არ ვარ რატომ არ გადავიღე იიიმენა გორტან მოსული ავტობანი და იქვე დაყენებული შესანიშნავი ელექტრო სტენდი. აი მართლა არ ვიცი რა მომივიდა. ძალიან ვიყავი ალბათ ემოციის ქვეშ.
ეს ზედა სურათი იმიტომ დავდე, რომ ნახოთ რა განათების პირობებში ვმოძრაობდი, თორემ ეს კასპისკენ მეორე გზაა, ჩვენს თემასთან კავშირში არაა. :) მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა და ასევე ბევრი ვუყურე თუ ცოტა იქვე მანქანასთან მდგარ შხვართ ქალს, რომელიც ამაოდ ელოდა ალბათ დასავლეთში მიმავალ მარშუტკას, გადავწყვიტე, ამი დედაი მამაი კატაი და წავიდე ჩერეს წმინდაწყალი თქო.
დიახთ! მე ვიჯანჯღარე ტექნიკისაგან და ნაპირზე დაყრილი ხრეშისაგან. ამ ჯანჯღარში ველიკის სკამს ქანჩი (გაიკა) მოძვრა და კიდევ კარგი შევამჩნიე და ვიპოვე. :) აქვე აღმოვაჩინე, რომ ავტობანის მშენებლობა საღამოს 8 საათზეც კი არ წყდება. ამას პლუს შესანიშნავი (როგორც ყოველთვის) სამშენებლო ნამუშევარი შევამჩნნიე სანამ მივდიოდი.. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სერიოზული ავტობანი გვექნება!
მას მერე, რაც ვეგონკავე რამდენიმე სატვირთოს, მერე მარშუტკას უკვე გორში და მერე საერთოდ ბაზარის სანაპიროზე ვიღაც ორ მაწანწალა დიდი ზომის ძაღლს, მოვხვდი ისევ ჩემს კანტორასთან, სადაც ზემოთა სურათზე ნაჩვენები პიროვნება თავის გვერდით აღბეჭდილი ბეემჭეთი იდგა. და აქ მომივიდა აზრი, გავიგო ბოლოს და ბოლოს რა სიჩქარით ვმოძრაობ.
წავედით ჩემს ქუჩაძე, წინ წავიდა ბეემვე, გავყევი უკან. მივაწექი და მივაწექი პედლებს ეს დაღლილი კაცი. და ვხედავ კაცო, გავასწარი მანქანას. არადა მართლა ჩქარა მივდიოდი, გვერდით რომ ბუნდოვანი ხდება კადრი და საკაიფო ქარიც რომ გცემს სახეში. ხოდა რა სიჩქარეა თქო? 35 კმ/სთ ო.. :( ბლინ, მე მეტი მინდა! ხოდა ჩავაგდე მესამეში ნახ! დავწექი რამის საჭეზე და დავატრიალე პედლები.. 40 კმ.
არა, მეტი აღარ შემეძლო. ალბათ ვარჯიშის მერე შეიძლება მეტის აკრეფაც. შეიძლება ველოსიპედის 24 ინჩიანი თვლები არ იძლევა მეტის საშუალებას. ბოლო ბოლო ჩემი "ცოხე" მთის ველიკია და არაა გათვლილი მაღალ სიჩქარეებზე.. მთავარი ისაა, რომ სწორ გზაზე ნორმალური დატვირთვისას 25-30 კმ/სთ ს ვავითარებ უპრობლემოდ. ხოლო თუ მთელ ძალად ჩავდებ - 40 დან 43 მდე ც მამენტ ავქაჩავ.
თუ ვინმეს აინტერესებდა და წაიკითხა ეს ამოდენა პოსტი, ძალიან ვთხოვ ცოტაც გაიჭირვოს და შევიდეს ფორუმ.გე ზე სამართლის განყოფილებაში ჩემს თემაში და იქნება რამე დამიწეროს ველოსიპედით ავტოსტრაზე მოძრაობაზე.

Monday, September 7, 2009

ახალი ტალღა - სრული ვერსია

რა არის ქალი?

კაცობრიობა დღემდე ფიქრობს და ვერ მოუფიქრია, რა არის ქალი. ქალს ძალიან ბევრი განმარტება აქვს და ალბათ ამიტომ. მე მინდა ერთ-ერთ მის განმარტებაზე გავამახვილო ყურაღება, რომელიცაა "დამქოქავი". დიახ, ქალი ქოქავს კაცს და უბიძებს მას გააკეთოს რამე. იმიტომ რომ კაცს ურჩევნია ჭამოს და იძინოს. ხანდახან კი იბანავოს კიდეც. რომ არა ქალი, არ იქნებოდა არაფერი.

ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ერთ ფარჩაკს, სახელად რომ დიკო ქვია, მივულოცო. დიახ, ამხანაგო, სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ პუბლიკას წარუსდგება ეს კლიპი, რომელიც ივლისიდან მოყოლებული ამაოდ ელოდა დღის სინათლეს და მხოლოდ 2 დღე (ესეც ბევრი იყო) დასჭირდა მის დაბადებას. და ეს მოხდა მას მერე, რაც საქმეში ზემოაღნიშნული ფარჩაკი ჩაერია. :) როგორც იტყვიან: ჟენშინა დრუგ ჩელავეკა.

ვატყობ მოგბეზრდათ ამდენი ბოდიალი და ეგრევე საქმეზე გადავალ. თუ თქვენ ქვემოთ ვერ ხედავთ ვიდიუს, შეგიძლიათ დააწვეთ აგერ და ნახოთ Myvideo-ზე. ესაა კლიპი იმაზე, თუ რა გავეკეთე და რა ვნახე იმ 4 დღეში, როდესაც ზღვაზე ვეგდე. :)

ხოლო იმის გამო, რომ Myvideo 2 დღეა ამაოდ მალოდინებს, როდის აიქაჩება ვიდეო, გთავაზობთ ალტერნატივას: ლინკი Link.ge დან. დაქაჩეთ და უყურეთ. 13 მეგაბაიტი, 4:18 წუთი, 480/368 ზე ვინდოუსი ფორმატი ვიდიუ. ყველა ვინდოუსი ხსნის.

და აი, ვიდიუ იუტუბიდან

Friday, September 4, 2009

Mirror's edge in live

ორი სიტყვა:

გამოვსირდი



და გამოვ^%$ვდი



პირველ ვიდეოში ნახეთ, ერთი ხელით კამერა უჭირავს..

ემოციის ქვეშ ვარ.

აუ, ტატაურიალიც ყოფილა აქ დაჟე

Thursday, September 3, 2009

გათა(ნ)გული პოსტი

ჯერ დამთაგა კიკიტომ. ახლა დამთაგა ბაზილიომ. საბედნიეროდ ბაზილიომ ახსნა-განმარტებაც მოაყოლა, თუ რას ნიშნავდა დათაგვა. ანუ თამაში ყოფილა ასეთი, ვიღაც დაგთაგავს და მერე შენ უდნა დაწერო რა გეგონა ბავშვობაში რომ ასე იყო. აქვე განმარტება: დათაგვა ნიშნავს რომ შენი ბლოგის ლინკი ჩაწერა თავის პოსტში და ასე გაავრცელა და გააგებინა ხალხს შენი არსებობა. :)

ახლა საფუძვლიანი დაფიქრება მომიწევს, რომ გავიხსენო, რა მეგონა ბავშვობაში..

1. პირველი რაც გამახსენდა, ესაა ხალიჩა, რომელიც ჩემი საწოლის თავზე ეკიდა და ზედ ხალხი ეხატა. მეგონა რომ ესენი ღამე ცოცხლდებოდნენ და ცხოვრობდნენ თავისი ცხოვრებით.
2. ხო, კიდე გამახსენდა, რომ ასტრონომიის წიგნი ჩავიგდე ხელში, მზის შესახებ წავიკითხე გძეტა 5 წლის ბავშვმა და იქ უცნაური სიტყვა ეწერა "კელვინის შკალით" და სულ მაინტერესებდა, მზეს რომ ხელი დამედო, დამწვავდა თუ არა. :)
3. აქვე ასტრონომიასთან დაკავშირებით, მეგონა რომ თუ ასტრონომიის წიგნს გარეკანს ბაღში დავდებდი და პურს დავუდებდი გვერდით, უცხოპლანეტელები მოვიდოდნენ და შეჭამდნენ. ამ ვარაუდს ამყარებდა დილით გამქრალი პური. :)
4. უფრო პატარას, ასე 3 წლისას ჩემზე დიდი მეზობლის ბიჭები მატყუებდნენ, რომ კარებიდან შემოსულ მზის სხივებში თუ გავივლიდი, ზანგი გავხდებოდი. ხოდა მეც ვეხვეწებოდი, იქნება უთხრათ რომ ზანგი არ გამხადონ თქო.
5. მგონა, რომ დიდობაში მფრინავი გამოვიდოდი. სამწუხაროდ მხედველობამ შემიშალა ხელი. :)
6. მეგონა რომ საქართველო ეს საბჭოთა კავშირი იყო. ანუ საბჭოთა კავშირი რაც იყო რუკაზე, ეს იყო საქართველო. :)
7. კიდე რა.. მეგონა რომ ბავშვი კოცნით ჩნდებოდა და ტრუსიკის ჩაწევა არ შეიძლებოდა დიდებისათვის. ხოდა ერთხელაც რეკლამაში ვნახე როგორ ჩამოუვარდა გოგოს ტრუსიკი ფეხებთან (არ ვიცი რისი რეკლამა იყო) და გაოგნებული დავრჩი. :)
8. კიდე რა მეგონა.. ა, ხო, "ტარზანის" გადამკიდე აფრიკა ვეძებე, ვეძებე რუკაზე და ვერ ვიპოვე. ქვეყანა მეგონა. ხოდა დიდი ხანი მეგონა, რომ აფრიკა გამოგონილი ქვეყანა იყო.
9. დევები. აუუ, ეს მაგარი გამახსენდა. სტალინის სახლ-მუზეუმს გვერდით აქვს კოშკი. ხოდა მართლა დიდი ხანი, ასე 10 წლამდე მეგონა, რომ იქ დევი ცხოვრობდა. :)
10. ერთხელ დავთესე ბონი-ბონის შოკოლადი. დიდი იმედი არ მქონდა, მარა მაინც მეგონა რომ ხე გაიზრდებოდა. :)

ნუ, ალბათ მეგონა კიდევ რაღაცეები, როგორც ყველა ბავშვს, მაგრამ ვერ ვიხსენებ. თავიდანვე უგზო-უკვლოდ განათლებული ვიყავი და 6 წლისა თუ 7 სა ამპლიტუდური მოდულაციის რადიოგადამცემებს ვაკეთებდი მეზობელ სოსოსთან ერთად. :) სად იყო მაშინ სიხშირული მოდულაცია (FM radio), თორემ კი.. :)

ტაქს, ვინ დავთაგო.. მოდი ჩილ აუთს დავთაგავ. ძალიან მუქი ბლოგი აქვს და გახალისდეს ცოტა. :)

Wednesday, September 2, 2009

ბაბუაწვერები

ქვემოთ მოყვანილი ტექსტი არის კონსტანტინე (ბეთხოვენა) ბუძალაძის, ილია (ჩე) კახნიაშვილის და კიდევ ერთი გოგოს (სახელი არ ვიცი) შემოქმედება, აღებულია ერთ-ერთი პოეტის ლექსის ბაზაზე და არანჟირება გაკეთებული ზემოთხსენებული ბეთხოვენა-ჩე -ს დუეტით. იმღერება ფრიად ორგინალური ტემბრით და წარმოადგენს პონტენციურ ჰიტს.


ბაბუაწვერის ყვავილებს დავკრეფ,
ერთად მოგიტან, დაგიწყობ თავთან.
ბაბუაწვერის ყვავილი ჭკნება -
აღარ ვიქნებით ჩვენ ალბათ ერთად.

ჰოუ. დონ ნო ჰიიუ..
If you want to stay - lie down here now.

ისევ დაგიჭერ, ისევ გიმღერებ,
ისევ დაგიკრეფ ათას ყვავილებს,
ისევ დაჭკნება, ისევ ვიჩხუბებთ
და ისევ გეტყვი მხოლოდ ამ სიტყვებს..

ბაბუაწვერის ყვავილს და ფოთოლს
მე გადავუღე შავ-თეთრი ფოტო,
რომ ჩემი სევდა უხმოდ, უფეროდ
ვნახო და სული ვერ შევუბერო..

ჰოუ, დონ ნო ჰიიუ
თუ დარჩენა გსურს - დაწექიო..

ლექსის თაროზე როგორც ძველ რითმებს
ჩამოვამწკრივებ დაკარგულ ნივთებს
ხოლო ის რკალი შუშის ყვავილით
თვალის მომჭრელად მიელავს თითზე..

ლამბაქზე სძინავს ჩაკბეჩილ ატამს
და თავის სევდას ფერებში ამხელს
კაცი, რომელიც მთელი დღე ხატავს
უცნობი ქალის მშვენიერ სახეს!

ჰოუ, დონ ნო ჰიიუ
If you want to stay - lie down here now..

იცის და ტოვებს ცხოვრება ჩრდილში,
ბრძოლის სურვილი არ აქვს სამყოფი.
დიდი ხანია დაძლია შიში
სიბნელისა და ქვეყნად არ ყოფნის.

მისთვის დიდებას არა აქვს ფასი,
არ არის ტაში მისებრთა ხვედრი.
ოღონდ ახლავდეს წყურვილი ბასრი
ველურ მუზას რომ ტილოზე ხედნის..

ჰოუ, დონ ნო ჰიიუ
თუ დარჩენა გსურს - დაწექიო

ჰოუ, დონ ნო ჰიიუ
If you want to stay - lie down here now..