ჯერ დამთაგა კიკიტომ. ახლა დამთაგა ბაზილიომ. საბედნიეროდ ბაზილიომ ახსნა-განმარტებაც მოაყოლა, თუ რას ნიშნავდა დათაგვა. ანუ თამაში ყოფილა ასეთი, ვიღაც დაგთაგავს და მერე შენ უდნა დაწერო რა გეგონა ბავშვობაში რომ ასე იყო. აქვე განმარტება: დათაგვა ნიშნავს რომ შენი ბლოგის ლინკი ჩაწერა თავის პოსტში და ასე გაავრცელა და გააგებინა ხალხს შენი არსებობა. :)
ახლა საფუძვლიანი დაფიქრება მომიწევს, რომ გავიხსენო, რა მეგონა ბავშვობაში..
1. პირველი რაც გამახსენდა, ესაა ხალიჩა, რომელიც ჩემი საწოლის თავზე ეკიდა და ზედ ხალხი ეხატა. მეგონა რომ ესენი ღამე ცოცხლდებოდნენ და ცხოვრობდნენ თავისი ცხოვრებით.
2. ხო, კიდე გამახსენდა, რომ ასტრონომიის წიგნი ჩავიგდე ხელში, მზის შესახებ წავიკითხე გძეტა 5 წლის ბავშვმა და იქ უცნაური სიტყვა ეწერა "კელვინის შკალით" და სულ მაინტერესებდა, მზეს რომ ხელი დამედო, დამწვავდა თუ არა. :)
3. აქვე ასტრონომიასთან დაკავშირებით, მეგონა რომ თუ ასტრონომიის წიგნს გარეკანს ბაღში დავდებდი და პურს დავუდებდი გვერდით, უცხოპლანეტელები მოვიდოდნენ და შეჭამდნენ. ამ ვარაუდს ამყარებდა დილით გამქრალი პური. :)
4. უფრო პატარას, ასე 3 წლისას ჩემზე დიდი მეზობლის ბიჭები მატყუებდნენ, რომ კარებიდან შემოსულ მზის სხივებში თუ გავივლიდი, ზანგი გავხდებოდი. ხოდა მეც ვეხვეწებოდი, იქნება უთხრათ რომ ზანგი არ გამხადონ თქო.
5. მგონა, რომ დიდობაში მფრინავი გამოვიდოდი. სამწუხაროდ მხედველობამ შემიშალა ხელი. :)
6. მეგონა რომ საქართველო ეს საბჭოთა კავშირი იყო. ანუ საბჭოთა კავშირი რაც იყო რუკაზე, ეს იყო საქართველო. :)
7. კიდე რა.. მეგონა რომ ბავშვი კოცნით ჩნდებოდა და ტრუსიკის ჩაწევა არ შეიძლებოდა დიდებისათვის. ხოდა ერთხელაც რეკლამაში ვნახე როგორ ჩამოუვარდა გოგოს ტრუსიკი ფეხებთან (არ ვიცი რისი რეკლამა იყო) და გაოგნებული დავრჩი. :)
8. კიდე რა მეგონა.. ა, ხო, "ტარზანის" გადამკიდე აფრიკა ვეძებე, ვეძებე რუკაზე და ვერ ვიპოვე. ქვეყანა მეგონა. ხოდა დიდი ხანი მეგონა, რომ აფრიკა გამოგონილი ქვეყანა იყო.
9. დევები. აუუ, ეს მაგარი გამახსენდა. სტალინის სახლ-მუზეუმს გვერდით აქვს კოშკი. ხოდა მართლა დიდი ხანი, ასე 10 წლამდე მეგონა, რომ იქ დევი ცხოვრობდა. :)
10. ერთხელ დავთესე ბონი-ბონის შოკოლადი. დიდი იმედი არ მქონდა, მარა მაინც მეგონა რომ ხე გაიზრდებოდა. :)
ნუ, ალბათ მეგონა კიდევ რაღაცეები, როგორც ყველა ბავშვს, მაგრამ ვერ ვიხსენებ. თავიდანვე უგზო-უკვლოდ განათლებული ვიყავი და 6 წლისა თუ 7 სა ამპლიტუდური მოდულაციის რადიოგადამცემებს ვაკეთებდი მეზობელ სოსოსთან ერთად. :) სად იყო მაშინ სიხშირული მოდულაცია (FM radio), თორემ კი.. :)
ტაქს, ვინ დავთაგო.. მოდი ჩილ აუთს დავთაგავ. ძალიან მუქი ბლოგი აქვს და გახალისდეს ცოტა. :)
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
2 comments:
აუ, მე ის მომწონდა, ბონიბონის ყუთს რომ თავსახური ჰქონდა, ვაგროვებდი და მერე სიტყვებს ვადგენდი. მაგარი იყო :D
Everything is very open with a really clear description of the issues.
It was really informative. Your website is extremely helpful.
Thank you for sharing!
Feel free to visit my web page; anti cellulite treatment
Post a Comment