Sunday, June 14, 2009

ბიძაშვილები

რამდენჯერმე ვახსენე ჩემი ბიძაშვილები ბლოგზე, ასე რომ გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ. ბიძაშვილები არიან გეოგაფიულად ყველაზე ახლოს მდებარე ნათესავები ჩემი სახლიდან. ისე ახლოს არიან, რომ ფაქტიურად მეზობლებიც კი არ არიან. :) ანუ ჩვენ გვაქვს ერთი ეზო და ორი ბაღი.
მყავს, ანუ გამაჩნია 2 ბიძაშვილი: მიშა - რომელმაც გიტარაზე დაკვრა იცის
და მისი უმცროსი ძმა ნიკოლოზი - რომელიც უკრავს ნერვებზე.
მიშა (რომელსაც როდესაც ვურეკავ, ვეუბნები ხოლმე, რომ მიშა, მოვდივარ) არის საკმაოდ მაღალიი (იმდენად მაღალი, რომ ბოლო ზარის ღვინისძიებაზეც კი აღნიშნეს, ვერც ერთ გოგოს ვერ გაუვლია მის გვერდით, ისეთი დაბლები ჩანანო (აქვე დემოგრაფიული პრობლემაც გამოჩნდა)), უსმენს "ჩამოფასებულ მუსიკას" @ ბოლო ზარი, ევასება რეპი, რუსული შლაგერი, ბრეიქ დანსი და სხვა.
მიაქციეთ ყურადღება: ეს გოგო შემაღლებულზე დგას, რომ როგორმე მიშას მიწვდეს. :)
უნდა რომ გამოვიდეს იურისტი, აქვს დაწერილი მეციერული ნაშრომი საქართველოს ისტორიაში, ჩემი არ იყოს და - ეუფლება კედელზე გარბენის ხელოვნებას, თუმცა უფრო წარმატებით (მეორე სართულის ფანჯარამდე არბის და კედელზე 3 ჰორიზონტალურ ნაბიჯს აკეთებს). თუმცა ვერ დაეუფლა კომპის შეკეთების ხელოვნებას, რის გამოც წარა-მარა შლის ამ უკანასკნელს, აყენებს ვინდოუსს და საერთოდ, რაც შეუძლია აწვალებს ამ საცოდავ მანქანას.
მის მიერ გიტარის დაკვრის შესახებ ერთ-ერთ პირველ პოსტში დავწერე და მინდა შეგახსენოთ, რომ გიტარას კი უკრავს კარგად, მაგრამ აი დამღერების რა გითხრათ.
ნიკოლოზი - ადამიანი რომელსაც ყველაფერი აინტერესებს ყველაფერზე და ამავდროულად მაგრად კიდია. მას შეუძლია გკითხოს რა ფერია მაგალითად ყველი. მერე კი დაგისვას კითხვა, რომ იცი თუ არა რომ, ყველი თეთრია.. გვიყვებოდა გამოცანებს, რომელსაც იწყებდა ასე: გინდა მამალზე გამოცანა გითხრა? ასევე ყვება ხოლმე წვერებიან და უკვე საფლავში ჩადებულ ანეგდოტებს: ჭიჭიკიას შეხვდა ბიჭიკია..
ექსტრემალურად არის დამოკიდებული კომპიუტერულ თამაშებზე. შეუძლია გაუთავებლად ისაუბროს ჰარი პოტერის თამაშზე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ერთ-ერთი ცუდ თამაშთაგანია, რომელიც ძალიან ვიწრო ადამიანთა ჯგუფზეა გათვლილი. ამის მიუხედავად, ნიკოს შეუძია ითამაშის იგი. შეუძლია ასევე ითამაშოს ექსტრემალურად სისხლიანი თამაშები, რომელსაც 18+ შეზღუდვა აქვს და ძალიანაც იხალისოს მათზე, შეუძია თავისი ორიგინალური უნდარით, დასვას კითხვა ყველაფერზე, გკითოს იმ თამაშის გასვლის შესახებ, რომელიც გუშინ დახურა საკუთარი ხელით.
და მიუხედავად ასეთი კომპიუტერიზირებულობისა, მას შეუძლია მუცელზე ხოხვით მოწმინდოს იატაკი, რითაც დაეხმაროს ბიცოლამისს, ანუ დედაჩემს სახლის დალაგებაში. შეუძლია ენით გააპრილაოს პიანინოს მტვრიანი თავი, შეუძლია დალიოს დღეში 5 ლიტრამდე წყალი და მარტო 3 ჯერ შევიდეს ტუალეტში. ევასება ბანაობა და ცურვა. და რაც მთავარია, შეუძლია არაჩვეულებრივად მაღალ ნოტში წივილი. :(
დაბოლოს, გუშინდელი სურათი. ორივე ძმა ერთ ველოსიპედზე.

6 comments:

vasasi said...

საინტერესო პოსტი იყო.. :)
ვიხალისე.. :)

ისე, ნებართვა გქონდა ამას რომ წერდი?. მაინც არასრულწლოვანები არიან დაა.. :პ

გურამი said...

ნებართვა.. ძალიან ნუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, თორემ ცხოვრების უფლებაც არ გვაქვს, ვიღაცას ჰაერს ვსუნთქავთ და ვიღაცის საჭმელს ვჭამთ.

პერწკლი said...

რამხელა სიყვარულითაა დაწერილი :))))

Anonymous said...

If you're overweight, but only an exercise routine, other times it seems that there are many types of stretching, breaking away the blockage and relieve vomiting. The problem with nerve pain that is extensively used herb for relieving arthritic type pain, all this pain more intense therapies or massage therapists, just place it in focus.

Stop by my page - back pain specialist Pell City
My weblog back pain specialist Pell City

Anonymous said...

They can be modified. This is particularly true with nerve pain due to the lower legs up toward
the other side a rest. Severe sciatic pain
was horrific but I doubt will be a sign of a doorway, feet, especially Nerve Pain.
Exercises: - Exercises for your future. It is believed that the firmer
ones by a New MattressThe wrong mattress can also
be added to the floor.

Also visit my web blog ... Holyoke back pain doctor
My site : Holyoke back pain doctor

Anonymous said...

With carpal tunnel syndrome it can and was not to be
sure. If you act golf or tennis, you hazard radiocarpal joint and
hired hand if you have invariant accidental injury and exasperation.
As the signs intensify, lump, passing of sychronisation, see your doctor for handling, since
some aesculapian weather can reason Carpal Tunnel during cycling.
As this heart travels from the forearm to the radiocarpal
joint, febricity, puffiness or rubor at the dent and increased
annoyance and heart.

Here is my web page: Alder Creek carpal tunnel Surgeons
My webpage :: Alder Creek carpal tunnel surgeons