Wednesday, May 27, 2009

პოლიტიკა - ქალაქის სიყვარული

პოლის - ძველბერძნული სიტყვაა და ქალაქს ნიშნავს. დღეს ეს სიტყვა გვხვდება ფორმით "მეგაპოლისი". მეგა - ესეც ძველბერძნული სიტყვაა და მილიონს ნიშნავს. ანუ მეგაპოლისი ესაა ქალაქი, სადაც მილიონზე მეტი მოსახლეა. პოლიტიკა - როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი სააგიტაციო რეკლამა გვეუბნებოდა, ესაა ქალაქის სიყვარული. (ბაბუ, ბაბუ, პოლიტიკა რა არის?.. ) აქვე ამ წამს შემჩნეული მსგავსება: პოლის - ქალაქი. ტიკოს - სიყვარული. ვისი ტიკი-ტომარა ხარო - ვისი შეყვარებული ხარო. :) დღეს დილით, შემოგევლეთ, ვიღვიძებ და მამაჩემი მეუბნება ფრიად შემაშფოთებელ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ჩვენს.. ოპოზიციას რომ ეძახის თავს და პლუს კიდევ პოლიტიკოსობაზე, ანუ ქალაქის სიყვარულზე აქვთ პრეტენზია, გადაუკეტიათ რკინიგზა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემს მოთმინების ფიალაში და მაინც ვერ ავუარე ამ ოხერ პოლიტიკის თემას. მაშ ასე, ქალაქის სიყვარული. რაში ვლინდება ამ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ქალაქის სიყვარული. პირველ რიგში ჩემი აზრით მათ საერთოდ არ იციან პოლიტიკის განმარტება. ახლა კი ჩამოვყვეთ მათ საგმირო საქმიანობას ქალაქის სიყვარულისა. 1. გადაკეტილი რუსთაველი. ქვეყნის ცენტრალური ქალაქის დენტრალური ქუჩა გადაკეტილია. კარგი, გადაკეტილია და ჯანდაბას, ავიტანთ როგორღაც. მაგრამ როდესაც ეს გადაკეტვა ამვო ვირუსივით ვრცელდება მთელ ქალაქში, ეს უკვე აუტანელია. 2. დანაგვიანებული ქუჩები. ეს ჩემი აზრით პირველი გამოვლინებაა ქალაქის სიყვარულისა. როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, დასუფთავების სამსახურს უცდია დალაგება, თუმცა ოპოზიციას გამოუძევებია. მე მახსოვს მათი ერთ-ერთი ე.წ. ლიდერის ფრაზა "ეს ფეკალები ჩვენ არ გვიშლის" ო. ფეკალები შემოგევლე არ უშლით ხელს ღორებს. ხოდა რა ვიცი.. ვიცი? არ ვიცი. 3. უაღრესად პროვოკაციული განცხადებები მაგისტრალების და რკინიგზის გადაკეტვაზე და ამას პლუს მეტროც უნდა გადავკეტოთო. ესეც თავისებური ქალაქის სიყვარულია. გადაკეტვა რომ საქმეს შველოდეს აფთიაქში გაიყიდებოდა, თვენ შემოგევლოთ ჩემი თავი. 4. რა თქმა უნდა ქალაქის სიყვარულია არეული სიტუაციით არეული ეკონომიკაც. რა თქმა უნდა დიდი პატრიოტიზმია, თუ ჟურნალისტს სცემ, დიდი გმირობაა თუ ვინმეს ქალა-ტვინის მიდამოს სიმტკიცეს შეუმოწმებ დროშის ტარით, რა თქმა უნდა ისტორიული სითამამეა, თუ ძალოვანი უწყების ტერიტორიაზე შეიჭრები მშვიდობიანად.. და აუცილებლად არ დაგვივიწყებს შთამომავლობა და დიდების შარავანდედით მოიგონებენ გაუგებარი დანიშნულების, წარმოშობის და ფუნქციების "საკნების" არსებობას დედაქალაქის ცენტრალურ გზებზე. 5. ქალაქის სიყვარულის უჭკნობი მაგალითია მანქანების მოძრაობის შეფერხება, სტვენა-ყვირილი, გინება, ბოთლების, დროშების, ქაღალდების სროლა. 6. ქალაქის სიყვარულად არ ითვლება, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა საბაბით უნდათ მთავრობის შეცვლა. დღეს მე მარტივი და კმაყოფილი მოქალაქე ვარ, რომელიც ადრე შებინდბის მერე გარეთ გამოსვლას ერიდებოდა, ჩემს ნათევასებს წესიერი მანქანა თუ ყავდათ, ყოველთვის შიში ქონდათ, რომ ვინმე მოიპარავდა და აგერ, ყურის ძირში, ცხინვალში გააქცუნებდა. გაუგებარია ჩემთვის, რატომ მოყავთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახები საბაბად, რომ აი ამათ შვილი მოუკლესო და ამიტომ წადიო. რაც საქართველო არსებობს საერთოდ, მთელი ისტორიის მანძილზე იბრძვის და რაღა ეს ბრძოლა გახდა საბაბი. ან რა კრიზისზეა საუბარი, აი ეს მართლა გულით მაინტერესებს და თუ ვინმე დალაგებულ პასუხს გამცემს, მართლა დიდი მადლობელი დავრჩები. რა უნდა პოზიციას? სხვათა შორის ყვავას ბლოგზე დევს შესანიშნავი ვიდიუ, რომელიც ჩემი აზრით ირიბად ასახავს მიტინგის "ლიდერების".. როგორ ვთქვა.. საბაბის ძიების სისტემას. აი ლინკი და ჩემი თხოვნა იქნება უყურეთ. http://bigcrow.wordpress.com/2009/05/25/somekindofpeople/#comments ხოო.. 1 ივნისს თბილისში უნდა ვიყო. უნდა ვიყო! და უნდა ვიყო მზიურში, მზის ზეიმზე. თუ რომელიმე ფსევდო ქალაქის მოყვარული ფიქრობს, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს/უკეთებს ვინმეს, თუკი ჩემს და კიდევ სხვა ხალხის ჩამოსვლას ხელს შეუშლის, მინდა ვურჩიო ცივი წყლის აბაზანები, აბი გლუკოზა და თითო წკიპურტი მენჯთა შორის. დასასრულს მინდა გინესის ორი სავარაუდო რეკორდსმენის შესახებ გითხრათ. პირველია ჩვენი ხალხი, რომელმაც აბსოლუტურად ერთი და იგივე სცენარით, ერთი და იგივე სიტყვებით, მოწოდებით და სულისკვეთებით 2 პრეზიდენტი მოიშორა, მესამესაც უპირებს და მაინც ვერაფერი ისწავლა. მოშორება სამობოთააო, ასე უნდათ ალბათ. ნუ, ქართველი ხალხი ხომ ბრძენია და ასეთი მარტივი რამეების სწავლისათვის თავის შეწუხება არ ღირს. ლაურიატი ნომინაციაში ყველაზე მოკლე პოლიტიკური მეხსიერების მქონე ერი. მეორე პრედენტენტი კი ჩვენი მთავრობაა. არ ვიცი რას ელოდებიან, რა უნდათ, რომელი გზის გადაკეტვა უნდათ კიდევ რომ მოაშორონ, ანტივირუსი გადაატარონ, კარანტინში ამყოფონ, იზოლაცია გაუკეთონ.. არ ვიცი, ქნან რამე, ოღონდ ნორმალურ ქვეყანას დაამსგავსონ აქაურობა, დაგვცინის მსოფლიო უკვე რა. ნომინაცია - ყველაზე მომთმენი მთავრობა. კონკურსგარეშე გავა ოპოზიცია, რომელმაც იმდენი რამე გადაკეტა, მალე ალბათ გადაკეტავს მტკვარს, საჰაერო სივრცეს, ინტერნეტს და ეზოში მოშვებულ ონკანსაც. ნომინაცია, ყველაზე გადამკეტველი. ერთი ეგაა, ჩვენს მთავრობასაც თუ გადაუკეტეს, მერე რა ვიცი, რა ნომინაციას არგუნებენ.

2 comments:

Anonymous said...

nerve pain is mechanical in nature. nerve pain is caused by
one sided ache in the form of exercise is best for you.
Disclaimer: This article would help much, so the sole
of the muscle, being sedating, alleviating pain in back strain.



Take a look at my weblog: back pain clinic Elkview
Also visit my web page : back pain clinic Elkview

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.