ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Tuesday, May 26, 2009
I'm Back!
ხალხო!
სახლში ჯდომის დრო წავიდა.. კი არა და, მე დავბრუნდი.
დავბრუნდი ვირტუალურ სამყაროში, დავბრუნდი გაქართულებაზე, დავბრუნდი ფორუმზე, დავბრუნდი ახალი ძალებით და იდეებით. დავბრუნდი შერცხვენილი.
იანვრის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც ჩემი პატივცემული სუსანა (კომპს ქვია ასე) დავშალე, ნაწილ-ნაწილ გავწმინდე და ისევ ავაწყვე. გავწმინდე მათ შორის კვების ბლოკიც. ხოლო ბლოკი ესე შედგება ქულერისაგან და ცვლადი დენის მუდმივად გარდამქმნელ/გამსწორებელ, სტაბილიზატორებისაგან. ხოდა შემოგევლეთ, ქულერი რომ გავწმინდე, ქე უკუღმა დამიყენებია.
არ ვიცი, რატომ 5 თვის მანძილზე ამან არაფერი ზიანი არ მოიტანა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და აჰა, ქულერი შიგნიდან გარეთ უბერავდა, ტრანზისტორები ცხელდებოდნენ და ყვავასი აღარ სწამდათ.
დღეს შემოვიდა ჩემი პატივცემული ბაძაშვილი (ნერვებზე რომ უკრავს ის არა, მეორე) ხოდა მოიტანა თავის კვების ბლოკი. რაღა ბევრი გავაგრძელოთ და მერე ორივე ბლოკი გასაწმენდათ წავიღეთ და გაოცებულმა მიშამ აღმოაჩინა, რომ ქულერი, სიყვარულივით ვერტიკალური და ბრუნვადი აღარ იყო. ხოდა გავასწორე მისი ბრუნვის მიმართულება და უკვე ბლოგს ვუზივარ.
სტუდენტი გოგონებისაგან გასნსხვავებით, რომლებიც ჩემი მეზობელი ბლოგების ჩამონათვალში არიან სახელით "არა ვსჭამოთ პურეე", მე არ მქონია არანაირი ლომკა მთელი ამ 1 თუ 2 კვირის მანძილზე. ის კი არა და შესანიშნავად მეძინა ხოლმე, ადრე რომ კომპს ვუჯექი იმ დროს. გავსივდი 4 კილოთი.. თუ უუკვე ვიყავი? მოკლედ, დროს ვატარებდი კარგად. უფრო ზუსტად - ჯანმრთელად.
პ.ს. გუშინ ვიყავი კომპის მაღაზიაში და ახლი კომპი უნდა ვიყიდო. ასე რომ ვისაც უნდა ჩემი არც თუ სუსტი სუსანას ყიდვა, მომწერეთ და მოგყიდით. იყიდება უმონიტოროდ. ფასი - 200 ლარი. მონაცემები:
პროცი - 3.0
ვიდიუ - 256 ატი რადეონ ხ550 (უშვებს სტალკერს მაგალითად)
ოპერატიული - 1.5 გიგაბაიტი (1 სლოტი კიდე აქვს, 333 მეგაჰერციან ოპერატიულს თუ იშოვნით)
ვინტი - 80 გბტ იდე (ჩადის სატაც)
აქვს 4+2 (წინა) უსბ პორტები, ხმა და ქსელი ზედვეა. პსი ექსპრესის, აგპ და 3 პსი პორტი. ჰოო.. კიდე საიტზე წერია, რომ ჩადის დუალ ქორე პროციც.
არ მოყვება მონიტორი და სიდი რომი. ზადო მოყვება ფლოპი :) თუ გინდათ, 180 შიც წაიღეთ, ჯანდაბას.
საკითხი:
მოვლენები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.
Post a Comment