Sunday, May 24, 2009

ისევ ინტერნეტკაფეში

მოკლედ, აი გავიდა თუ არ ვცდები 7 წელი.. ნუ 6 მაინც და მე ისევ ინტერნეტკაფეში შემოვედი ინტერნეტისათვის. არა, იმიტომ კი არა რომ კომპი მომენატრა ან ასეთი ლომკები მაქვს ან რამე. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს კომპის გარეშე. მაგის ბღული რომ არ მიხვრიტავს თავს და წარა-მარა გათიშვები რომ არ მიწამლავს ნერვებს. ასევე ძალიან მიხარია რომ ბერვი თავისუფალი დრო მაქვს სხვა საქმეების გადაკეთებლად. ცუდი ისაა, რომ გაქართულებას ჩამოვშორდი და აჰა, ფოსტის შესამოწმებლად საეჭვო რეპუტაციის კომპთან ვზივარ და 40 წუთი ინტერნეტში 1 ლარი გადავიხადე. (30 წუთამდე დამრჩა კიდე) პლუს აქ არ მაქვს არც ერთი ჩემი სურათი, არ აქვს ქართული შრიფტი ამ კომპს, ამიტომ შემოვედი ფორუმ.გე ზე და აქედან ვაკოპირებ ტექსტს. ჩანს ბლოგს მაინც ვერ შევეშვი. კიდევ ცუდი ისაა, რომ 4 დღეა ველოსიპედი არ მიტარებია. აი დღეს დავაჯდები და ატენის სიონში ჩავალ. 10-12 კმ სულ აღმართ-დაღმართებიანი გზა. იშშ! კიიდე რა ხდება.. ხო, დედას ნაღვლის ოპერაცია გაუკეთეს, ამიტომაც არ გავდიოდი უფრო ველიკით. პლუს გვანცა დაბრუნდა მეგობრობის პირობით. და ერთ პაწია გოგოს შევუყარდი და მე რომ ვერ ვუპასუხე, დაიგრუზა და მერე მითხრა კაი ვიმეგობროთო. ეგ არის რა! ლოვეები თუ არ ვართ, მეგობრები ვართ. მაგრამ ჩასაფრებულები ოპოზიცისაავით, ეგება რამე შეგვეშალოს და ეგრევე სტატუსის მომატება გვინდება აი ასეთი აზრები მაწუხებს ინტერნეტკაფეში, როდესაც თმის შესაჭრელად ვარ გამოსული და პარიკმახერს ველოდები აქ.

1 comment:

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.