Sunday, May 3, 2009

ყვავის ბუდეები

*********************************** ყვავა (Big Crow) ამ პოტთან არანაირ კავშირში არაა ბაზილიო ძალიან კარგი გოგოა. მაგრამ არ ვიცი რატომ არის ხოლმე სულ ასეთ დაგრუზულ ხასიათზე. პრინციპში ერთხელ მითხრა, ბლოგზე მაშინ ვწერ, როდესაც დაგრუზული ვარო. ასე რომ, ვინაიდან ბლოგიდან ვიცნობ, ანუ რასაც არ წერს, ის ნაწილი ჯობია.. თუ როგორ უნდა მეთქვა.. მოკლედ, ამას წინათ ვკითხულობ მის ბლოგზე, რომ ზეპირად ვიცი რამდენი ყვავის ბუდეა გორიდან თბილისამდე გზაზეო, ახლა ვნახე, 3 გაფუჭებულა და 1 ახალიაო. ხოდა დღესაც, მოვდივარ თბილისიდან და გამოვცდი თუ არა იგოეთს (სადაც კედელზე აწერია: გზა მშვიდობისა გოჩა) ხეზე შევამჩნიე ყვავის ბუდე. და ბაზილიო გამახსენდა. გადავწყვიტე დავითვალო ყვავის ბუდეები. მით უმეტეს, სხვა საქმე არა მქონდა რა, გარდა იმისა, რომ მშენებარე ავტობანს ვუყურებდი. :) ხოდა ასე. 1 ბუდე, 2, 3, 4.. 10.. 23.. 32.. ამ 32 დან 30 იყო გზის მარცხენა მხარეს, 2 - შუაში. ვაგრძელებ 33, 35, 38.. მოკლედ, თვალები რომ საკაიფოდ ამიჭრელდა, როგორც იქნა მივაღწიე შვშვებამდე. ანუ ლოგიკურად თუ ვიაზროვნებთ, ამის მერე ყვავის ბუდეები აღარ უნდა იყოს, უნდა იყოს შაშვის ბუდეები. მორალი: უსაქმური კაციო ავტობუსიდან ყვავის ბუდეებს ითვლიდა და იმას ფიქრობდა, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო.

2 comments:

nino said...

გურაააამ, აშკარად ცუდ გავლენას ვახდენ შენზე :)) დაახლოებით 10-15 ყვავის ბუდე გამოგრჩა მხედველობიდან, მარა დასაწყისისთვის მაინც კარგი შედეგია :)))
გზა მშვიდობისა გოჩა ჯიჯ 777 ეგ იცოდი თუ ეხლა შეამჩნიე? ყოველ ნახვაზე უფრო გაუფერულებული მხვდება ეგ წარწერა... რო მოანგრიონ ეგ კედელი რა მეშველება არ ვიცი :)))))

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.