Sunday, May 10, 2009

ველოსიპედი

მინდა მოგიყვეთ ჩემი ერთი ბავშვობის ოცნების შესახებ, რომელიც აი სულ რამდენიმე საათია ავიხდინე. ჩემ თვითონ. მააშ! ლიპარაკია ველოსიპედზე. თექვსმეტსიჩქარიან! მააშ! პატარა დარაბოტკები კი უნდა, მაგრამ მაგადია. მოკლედ, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩემი პირველი ველოსიპედი, ახლაც შესანიშნავად მახსოვს. სამთვლიანი იყო, სადღაც 50 სმ სიმაღლის, ლურჯი. ყიდვიდან პირველივე დღეს მოვაჯექი, გავისეირნე ქუჩაზე. მერე არ მახსოვს, ტოლი დავტოვე და დამავიწყდა.. ტოლი მთხოვა ვიღაცამ და იმას ვათხოვე. მოკლედ, ის კი ფაქტია, რომ სახლში უველოსიპედოდ მივედი. :) ხოდა მშობლებთან დაძაბული დიალოგის მერე გადაწყვიტეს, რომ ფეხით სეირნობა უფრო სასარგებლოა ბავშვისთვის და პარკში წამიყვანეს სასაერნოდ. ხოდა იქ ვნახეთ ეს ჩემი ველიკი და ზედ მჯდარი დიდი ძია, რომლის მასა მინიმუმ 2 ჯერ აღემატებოდა ველოსიპედის დასაშვებ წონას. მეორე ველოსიპედი იყო უკვე დიდის, ორ ბორბლიანი, უზარმაზარი კამერებით. და უკანა თვალზე უყენდებოდა ორი პლასტმასის დამხმარე ბორბალი წონასწორობისათვის. ასე ვისწავლე ველიკის ტარება და წონასწორობის შენარჩუნება. მერე ერთ დამატებით ბორბალზე გადავედი, ბოლოს დამოუკიდებლად ვატარებდი. მაგრამ მოგეხსენებათ მეტისმეტად სწრაფად გავიზარდე, ველოსიპედმა ვერ გამიძლო და ე.წ. "სპიცები" დაიღუნა. რამაც ძალიან დამანაღვლიანა. :( ამის მერე, ვიდრე დღემდე, ანუ სადღაც 15 წლამდე პერიოდში, არ მყავდა არანაირი ველოსიპედი. და ყოველთვის მშურდა იმათი, ვისაც ყავდა და ყურებში ქარის შხულით სიამოვნებით ატრიალებდნენ პედლებს. :( მახსოვს, ერთხელ მეზობლის ველოსიპედით იმდენი ხანი ვიარე, ვიდრე ფეხები 100 კილო არ გახდა და ერთი ბრუნიც ვერ გავაკეთე. :) და მახსოვს კიდევ, ამ ველიკით მოვდიოდი და უეცრად მეზობელი ქუჩიდან ავი ძაღლი გამომენთო.. სად იყო მაშინ სიჩქარეები და კაი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, უსიჩქარო ველოსიპედზე ახლაც ვერ ავკრიფავ იმ სიჩქარეს, მაშინ რომ მოვხიე იმ ძაღლისგან. :) ხოდა მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი 5 ბავშვობის ოცნებიდან ერთ-ერთი, ანუ ველოსიპედის ყოლის ოცნება ამეხდინა რადაც არ უნდა დამჯდომოდა.. ანუ იაფად ჯობდა.. მოკლედ, გორში იყიდება ველოსიპედები 350 ლარი ღირს. ეს კი ძვირია. ხოდა შევედი ინეტში, რამდენიმე ველიკი ავარჩიე 250 ლარის ფარგალში და გამოვემართე გოროდში. ავტობუსიდან ჩამოვედი და მძღოლს ვეკითხები, ველოსიპედის წამოღება თუ შეგიძლიათ თქო. ამ მომენტმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და ფაქტიურად გაარომაგა ჩემი ხარჯები. საქმე იმაშია, რომ მძღოლმა გორელი ადამანის მობილური მომცა, ვისაც ველოსიპედები 200 ლარში ყავდა. ძალიან დაბალი დონეა. დავურეკე თბილისიდან, როგორი ველოსიპედია თქო და არ ვიციო. ამის დედაც! აი ამის გამო მომიწია ისევ გორში ჩასვლა იმის იმედით (იმედი უაზრო გრძნობაა), რომ ეს ველოსიპედები კარგები აღმოჩნდებოდნენ. თბილისში მომეწონა ერთი ველიკი, ექსრტიმი ერქვა, ძალიან მაგარი ვიდი ქონდა.. პრინციპში ცოტა გაცვეთილი კი იყო, მაგრამ საკაიფო იყო. 220 ლარი ქონდა ფასი. მე კი ამ უაზრო იმედის გადამკიდე ჩავედი უკან გორში და ვნახე ის კაცი.. დაჟანგებული ველოსიპედები.. და თავის მართლება: რაც ველოსიპედი, ის ფასიო. არადა 100 ლარიც არ ღირდა რა. სამუშაო კვირამ ზოზინით გაიარა. :( როგორც იქნა მოღოღდა შაბათი. ჩამოვედი გოროდში და ექსტიმი გაყიდული დამხვდა. :( კიდევ კარგი მქონდა კიდევ "ზაპასნოი" ვარიანტი: იქსგეიმს - ამერიკული წარმოების. მაგრამ 300 ლარიდან 250 მდე არაფრით არ ჩამოვიდა. 280 ლარი ბოლო ფასიო. ჯერ იყო და მეტროში დაცვას ვეჩალიჩე, ველოსიპედს თქო ჩავიყვან და დიდუბეში ამოვალ, გეხვეწებით, გზები არ ვიცი თქო. არაო. მერე მარშუტკას ვერ მივაგენი. ველოსიპედის პატრონს შევეცოდე და თვითონ ჩამოვიდა. სანამ ჩამივიდოდა, ისნის მეტროსთან სკვერში ვიღაცა სქელტრაკა ქალის ლაპარაკს, უფრო ზუსტად კი ჩხუბს ვუსმენდი. ვიღაცას საქმეს ურჩევდა მობილში. მერე ჩანტებით მოვაჭრე ქალმა კაპრონის თოკი გააბა ნაძვებს შორის და ზედ ჩანთები უნდა დაეკიდა. ხოდა ამ დროს ერთი ბიჭი გამწარებული გამოიქცა იქვე მდებარე ტოტალიზატორიდან, თოკი ვერ დაინახა და წამოედო ცხირით. ანუ თოკი იყო მისი ცხირის სიმაღლეზე. ხოდა ეს ბიჭი ისეთი ამოპროწიალდა ჰაერში, კინოებში რომ მინახავს ასეთი რამე მარტო. :) მანამდე კი პატიოსნად მივდიოდი გუდვილთან საქმეზე. ხოდა მარშუტკაში ადგილი არ იყო. მეც ვიდექი ფეხზე. იმის გამო, რომ გზას ვერ ვხედავდი, გადავწყვიტე მგზავრები მაინც დამეთვალიერებინა. ხოდა პირველივე წამს ყურადღება მიიქციეს ერთი სათვალეებიანი (მომწონს სათვალეებიანი) გოგოს ძუძუებმა. ეს გოგო იჯდა ფანჯრის მხარეს ზუსტად ჩემს წინ და ეცვა არც ისე გულ ამოღებული მაიკა. მაგრამ როდესაც ისეთი მაღალი ხარ, რომ მარშუტკაში ვერ ეტევი ჩემსავით, ეს ძუძუები დაბლა ექცევა და ძალიან (ვიმეორებ, ძალიან. ეს ნიშნავს რომ ქვედა მხარის გარდა დანარჩენი სულ, წვერებიანად.) კარგად ჩანს. თან რომელი გადასარევი გზებია. მაშუტკა ჯაყჯაყებს, ძუძუები თამაშობენ. :) რაღაც მომენტში შევამჩნიე რომ ზოგიერთი ადგილები გააქტიურებას იწყებდნენ. ხოდა ჩემდა გულის დასაწყვეტად იძულებული გავხდი ამ შესანიშნავი სანახაობისათვის მომეწყვიტა თვალი. ისე სურათის გადაღების რეალური შანსი მქონდა, მაგრამ ტეხდა.. ახლა კი დავითვალოთ ჩემი 2 კვირის ვიზიტის ხარჯები: *** ძირითადი ხარჯები ****** ველიკი - 280 ტაქსი ისნიდან დიდუბემდე - 10 ავტობუსის ხარჯი 1 ვიზიტი - 10 *******დამატებითი ხარჯები***** მეტროს ხარჯი 2 ვიზიტი- 5 მარშუტკის ხარჯი 2 ვიზიტი - 2 კვების ხარჯი 2 ვიზიტი - 16+4+3=23 *********ჯამი********* 280+20+30=330 ლარი დასკვა: მაინც მოგებაში ვყოფილვარ.. 20 ლარი.. ესეც ფულია.. მემგონია. ჰმ..

3 comments:

Unknown said...

ეე. ველოსიპედი ჩემი ბავშვობის ოცნებაა. იმედია ოდესღაც ავიხდენ. :(

Anonymous said...

she gadareulooo :) vicodi raaa, vicodi ro iyididi :) mshvidobashi... xo matxoveb xolme? :D bazzilio var, avtorizaciis gavla damezara :)))

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.