Sunday, May 17, 2009

დავწერ!!!

დავწერ! მაინც დავწერ! გუშინ 6 საათზე დავიძინე. დამეწერა გუშინ? მაგრამ არა! რას გვიშვება კაცო ეს სიზარმაცე, ამის კრიზისა დედა ავატირე.. რა მინდოდა დამეწერა.. აი ასე, მომდის თავში საბლოგო თემები, მერე მოვდივარ და მავიწყდება. ჯანდაბა! რადგან არაფერი მახსენდება, მაშინ ექსპრონტად დავწერ რამეს. მეწერინება მეწერინება და მინდა ვწერო ცაში მზე არის, ჭაობში წერო რა მინდა ვწერო არ ვიცი ზუსტად არ მიჭამია და დღეს ვარ სუსტად მეწერინება ლიკაზე, თაკზე ორმოს ჩავარდი, მოვჯექი ტრაკზე ჩემი ველიკი არის "გეიმსი" არა ვარ ბონდი, არც ვარ ჯეიმსი მეწერინება ჯარზე და ერზე მეწერინება ლოვეზეც, მტერზეც მეწერინება მთვარეზე, მზეზე მეწერინება და დავწერ შენზე მეწერინება.. შენ კი წახვედი მეწერინება.. აღარ მაქვს ძალა მეწერინება.. თვალებზე, თმებზე მომნატრებიხარ.. ჩამოდი ჩქარა და ჩემი კომპი, უსულო ჯართი გაფუჭებია "დ" ვინჩესტერი ოცნების ვარდო, დაგელოდები მეწერინება.. და გელოდები..

No comments: