Wednesday, May 6, 2009

რაღაცნაირი გრძნობა..

რა ხდება ახლა. ერთ უაზრობაზე მინდა დავწერო, იმიტომ რომ არაფერი დამიწერია დღეს. ახლახანს შევედი ადნაზე და ვნახე, რომ 2 მა ადამიანმა წამშალა. 1 ის არ გამიკვირდა. მეორეს მეგონა ვევასებოდი. ჩანს ისიც ნერვებს უფრთილხდება ან არ მოვწონდი და თავს მაჩვეებდა ან მე მეგონა რომ მოვწონდი. მთავარი ისაა, რომ როდესაც წამშალა, არაფერი ცუდი არ ვიგრძენი. არც სინანული, არც რა ვიცი.. რა უნდა მეგრძნო კიდე. დავინახე რომ "იმან წაგშალაო", მონიტორს ხელი დავუქნიე, აუფ ვიდერშრეიბენ, მაინ ლიბე თქო და დავაწექი კნოპს "OK" მერე მოვიდა უცნაური გრძნობა. აი, ადამიანს მეგონა ვევასებოდი, მე მომწონდა მაგალითად. ხოდა უცებ ვხედავ, რომ ჩემთან მეგობრობა და მიმოწერა აღარ სურს და მეც ამას ეგრე ვატარებ, თითქოს ბურგუდზონიის რომელიმე ტომის წევრი ჩავარდნილიყვეს წყალში. უცნაური გრძნობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად შეიცავს დანაშაულის გრძნობის, სინანულის, გაბრაზების და თავმოყვარეობის ელემენტებს. რა აქვია ასეთ გრძნობას? მე არ გთხოვთ რჩევების მოცემას. მაგრამ ჩემ თავს ვეკითხები, იქნებ არ მოვიქეცი სწორად? ან იქნებ სწორად მოვიქეცი და ჯანდაბას მაგის ტავიც? სამქე იმაშია, რომ ეს პირველი ადამიანი არაა ვისაც ასე ვატარებ. არადა ვიღა დარჩება ბოლოს? უცნაური გრძნობაა ნამეტანი..

1 comment:

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.