ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Sunday, May 10, 2009
ეროტიკული ლექსი
"მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება" - გვანცა თავისთავად ძალიან მიმზიდველი გოგოა. ამას კიდევ ემატება მისი საკმაოდ თამამი ჩაცმულობა. ამან კი გამოიწვია ის, რომ ერთხელ ქუჩაში მიდიოდა თურმე. ბიჭებს ჩაუარა. ხოდა ერთმა თქვა, ვაუ რა მკერდიაო. გვანცამ კი უპასუხა, მეტი არ გენახოს ცხოვრებაშიო. ბიჭი არ დაიბნა: ამაზე უკეთესი მკერდის დედაცო! :) ეს კი მართალი თქვა. იყო დრო და მე და გვანცა საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ერთხელ კი ლექსი გამომიგზავნა. მისავით თამამი ლექსი.
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი
მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით
დაუწყვეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი მრთოლვარე ბგერებით
დაბანეთ წყვილებმა ერთმანეთს ტანები
ჟინმოწყურებულ ამბორის ამალით
აავსეთ ფრაზები სულ გამოცანებით
უაზრო თემებით, აგზნების დამალვით
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს
საყვარელს უთხარით "ახლა რომ გიმზერ
რატომღაც მინდა მეჩხუბო, მეწყინოს"
იმდენად თამამად შეეხეთ ქალის მკერდს
შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები
ხალხმრავალ ადგილზე ალერსი გარისკეთ
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები
იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონტან, რომელსაც თქვენ აჩენთ
შერწყმას თუ გინდა ალერსი მოქაჩო
ხუმრობით, ბავშვურად ნაწნავი მოქაჩე
შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე.
*******
ეჰ, გვანცუნია, გვანცუნია..
საკითხი:
გართობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.
Post a Comment