Friday, May 1, 2009

ისტორიები ლუდზე

დაპირებისამებრ, მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე ისტორია, რომელიც გადამხდენია თავს ლუდის სიყვარულის გამო. ისტორია 1 - ეტიუდი იყო ეგეთი დრო, როდესაც თავზე მეტი ბუნდღა მქონდა, თავში ნაკლები ტვინი და ჯიბეში არ იყო ფული. როგორც მიხვდით, ლაპარაკია ჩემს თინეიჯერობის ასაკზე. ხოდა ასეთ ასაკში მოსკოვიდან (მაშინ მოძმე სახელმწიფო იყო და ჩვენი მეფეები თაფლუჭს სვავდნენ და რუს ნაშებს სდღ.. მოკლედ ეფერებოდნენ) ჩამოდიდა ჩემი უბნელი და ძმაკაცი, რომელიც აქაც შემოდის იმედია (გიორგას მოკითხვა). მოკლედ მანამდე ლუდი არ მქონდა ასე ხშირად მოხმარებაში, დიდ რუსეთში კი მაგარ ხოდში ყოფილა. ხოდა ამანაც, აბა ლუდი დავცხოთო. ოო, თავიდანვე მომეწონა ეს ქაფიანი სითხე, ნელა ნელა რომ გათრობს და ასევე ნელა რომ ფხიზლდები. მოკლედ, დავლიეთ ლუდი. კიდე დავლოთო. კიდე დავლიეთ. მოდი კიდე დავლიოთო. ისაა.. ნუ კარგი, კიდე დავლიეთ.. ხოდა საკაიფოდ დავთვერი. დავდე თავი სადღაც და მეორე დღეს მახსოვს რომ სახლში გავიღვიძე. როგორ მივედი იქამდე, არ ვიცი. მადლობა გიორგის. :) ისტორია 2 - 26/4 აბა, კაცი მოსკოვიდან ჩამოვიდა, აქ დარჩენილი კლასელები, ძმაკაცები, მეგობრები, ნაცნობები ხომ უნდა ენახა? ხოდა ერთხელაც ნახვის პროცესში ვართ და მოდი კარტი ვითამაშოთო. მე დიდი კარტის მოთამაშე არა ვარ სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთმა მოთამაშემ მოიტანა 26 ცალი (ან ეს 26 რა იყო) ყ ასოზე დაწყებული ლუდი. ხოდა ასე, დავჯექით, ვჯოკრაობთ, ვაგებ, ვიგებ.. მემგონი "აუთქასთს" ვუსმენდით და თურმე რამდენი ტექსტი მცოდნია ზეპირად. :) მოკლედ ლუდი გამოილევა, ჩაყოფ ხელს პარკში, მოიღებ ახალ ბოთლს და ვაგრძელებთ დალევა-თამაშს. ხოდა ეგ არის უნდა დავამთავროთ და ჩავყავი ხელი.. სადღაა ლუდი.. მოკლედ როგორ დავლიეთ 26 ბოთლი ლუდი 4 მა კაცმა, ახლაც არ ვიცი.. ერთი ის ვიცი, მაგიდიდან რომ ავდექი, ძალიან გალამაზდა გარემო და ამ 26 ბოთლის ორიგინალურ გამოყენებაზე დავიწყე ფიქრი. მაგალითად ნაძვის ხის აწყობა ან დამტვრევა და მერე გადაყრა.. მოკლედ, მაგარ ყ ასოზე დაწყებულ ხასიათზე დავდექი რა. :) ისტორია 3 - უფასო ლუდი. ერთ დღესაც გავიხედოთ და გიორგისთან ვზივართ აივანზე.ამ დროს მოვიდა 2 ბიჭი და მემგონი კიდე 2 გოგო მოყვა თუ იქ იყვნენ უკვე.. ერთი ის მახსოვს, გიორგის და იყო. ხოდა აბა მაზიანზე ვიჯოკრავოთო. მაზიანზე და მით უმეტეს რაც არ ვიცი, არასოდეს ვაკეთებ. ხოდა ავდექი მე, გადავჯექი დივანზე და დავიწყე რაღაცა თვალშესავარდნი ქალების ჟურნალის თვალიერება. და კარგიც ვქენი. ამ ოხრებმა ასეთი მაზიანი დადეს: წყვილებში ვითამაშოთო და რომელი წყვილიც წააგებსო, იმათ უყიდონ ყველას (ანუ მემგონი 8 კაცი ვიყავით) 2 ბოთლი ლუდიო. ანუ იდეაში 16 ბოთლი უკვე მზადაა. :) დაჯდნენ, მე ვკაიფობ ჩემთვის. ნუ, წააგეს როგორც მოსალოდნელი იყო ვიღაცეებმა. წავიდნენ - მოიტანეს. ვსვავ ლუდს და ეს ქალები უფრო ლამაზდებიან. მეორე ხელიც ითამაშეს, კიდე წავიდნენ, კიდე მოიტანეს.. კიდე დავლიე.. კიდე უფრო გალამაზდნენ. მემგონი კაცებიც გალამაზდნენ. :) კიდე ითამაშეს, კიდე მოიტანეს, კიდე დავლიე.. ეე.. მემგონი მეტი აღარ უნდა დავლიო თქო.. ხოდა ალბათ ჩემი ფიქრები გაიგეს ან ფული თუ გამოელიათ, ვინც აგებდა ხოლმე (და ეს საცოდავი წყვილი სულ აგებდა) ადგნენ და აბა გვიანიაო და წავედითო. :) ჰა, გიორგი, იყო ეგ დროც, როცა ჩემზე ადრეც მიდიოდა სახლში ვიღაც. :) მოკლედ, დიდი იუმორი და ვაიმე ეს რა წავიკითხეო არაა, მარა მაინც სასიამოვნო მოგონებებია. ამიტომ ამ ჭიქით ჩვენ ტბილ მოგონებებს გაუმარჯოს. :)

1 comment:

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.