Thursday, April 30, 2009

გაზაფხულდა და შემოკლდა კაბა..

ძალიან მიყვარს გაზაფხული. ჯერ ერთი სუფთა ფიზიოლოგიურია: წნევა იზრდება, გულისცემა მატულობს, მეტი საკვები ნივთერებები მიეწოდება ორგანიზმს, ჟანგბადის რაოდენობა იმატებს.. მოკლედ მიშაზე მაგარია გაზაფხული რა. :) მერე და უფრო რისთვისაც გავხსენი თემა, ესაა რომ თბილა. თბილა და ამდენი ტანსაცმლის ჩაცმა აღარ გინდა, უფრო სწრაფად და პლასტიკაურად მოძრაობაც შეგიძლია და თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება კედელზეც გაირბინო.. ხოდა რაც ყველაზე სასიხარულოა, სითბოს გამო ზედმეტ ტანსაცმელს იხდიან არა მარტო მამრები, არამედ მდედრებიც და მათ შორის ლამაზებიც. მოკლედ, წნევა ისედაც იმატებს და მათი დანახვისას საერთოდ კრიტიკულ წერტილს აღწევს. კარგია, მომწონს, ძალიან კარგი. დღეს ჩემს კანტორაში იყო მოსული ერთი.. მოდი სიმართლე ვთქვათ, ეგრე ძალიანაც არა თბილა იმას როგორც ეცვა. მარა ისეთი გახარებული დარჩა ამის მერე თვალი, ვერ აგიღწერთ. მერე შევეცდები ყვავას გავეჯიბრო და რამე ეროტიკული დავწერო, მარა ამჯერად უბრალოდ ამ გოგოს ავღწერ და მემგონი არანაკლებ ეროტიკული გამოვა. წარმოიდგინეთ 180-185 სმ სიმაღლის და კიდევ ქუსლიანებზე დამდგარი (ისე რომ ჩემზე მაღალიც კი გამოვიდა) ულამაზესი სახის გოგო. თაფლისფერი თვალებით, მშვილდი წარბებით, საოცარი წამწამებით, მიმზიდველი ტუჩებით, ვარდისფერი ლოყებით.. ჩანჩერი თმებით, რომლებიც წელამდე ჩამოჰქუხდა, არც ისე ღრმა, მაგრამ ძალიან ეფექტური დეკოლტეთი, ჩექმებით, ღია ფერის კალგოტკა კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდიდა მისი ფეხების სინატიფეს. ფეხებს აყოლილი ხარბი თვალი არ დარჩებოდა გულდაწყვეტილი, რადგან კაბა იმდენად მოკლე იყო, ცოტაც და ძალიან საინტერესო ადგილებიც გამოჩნდებოდა. და თუმცა ეს ადგილი არ ჩანდა, შესანიშნავად იკვეთებოდა მოტკეცილ კაბაში და წნევას 200 მდე ზრდიდა. ამას დაუმატეთ გამოძერწილი თითები და ნატიფად შესრულებული მანიკური ფრჩხილებზე. არა, ნუ გადავარდებით ოცნებებში. იდეალური არავინაა. ნურასოდეს იმსჯელებთ გარეგნობით, იმიტომ რომ - ე, შენა, მომხედეი დროზე აქა, მეჩქარება ვერა მხედავ შენა? გავიგონე კაცივით ბოხი, ალბათ სიგარეტის ბევრი წევისაგან, ხმა.. მისი ხმა. ალლაჰ, ურო ჩამცხე! მისი მშვენება წამში გაქრა. და დარჩა.. რა დარჩა.. დარჩა ლამაზი ფიტული საშიში შიგთავსით. პ.ს. მე, როგორც დიდმა დოკუმენტალისტმა, რა თქმა უნდა შევძელი მისი პროფილის და უკანა ხედის ფირზე, ანუ მობილურზე აღბეჭდვა, მაგრამ აქ ვერ დავდებ რამოდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან პირველი ჩემი პირველი შთაბეჭდილების პატივისცემაა.

3 comments:

Anonymous said...

ლოოოოოოოლ
ომგ
არადა რამდენია ეგეთი
ხმა და ლაპარაკის მანერას რომ თავი დავანებოთ, დაინახავ გოგოს, გრძელი ფეხეწბი, თმა, ტრაკი, მკერდი, ჩაცმულობა... ყველაფერი აქვს და სახემდე რომ ახვალ... ეჰჰ

პ.ს. ვორდ ვერიფიკეიშენი გამორთე რა

Anonymous said...

ozzs agbht [URL=http://www.bigtits234.com]Juggs[/URL] zjmfqz g pn o zei

Herry Johnson said...

Ak hľadáte pre najlepšie miesta mohli sledovať televízny seriál a televízie alebo filmy, ჰოროსკოპი, potom by ste mali vyskúšať a sledovať užívať príjemný zážitok s kvalitným tréningu.