ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Saturday, April 25, 2009
ხმა და სინდისი
არსებობს ასეთი ნივთი, კაცობრიობის გამონაგონი და სტალკერშიც გამოყენებადი: გიტარა. არიან კიდევ ადამიანები, რომლებმაც იციან გიტარაზე დაკვრა, ანუ გიტრიკვრა. კიდევ არსებობენ ხალხი, რომლებმაც იციან გიტრიკვრა და ზედ პაპსა მელოდიების დამღერება. ახლა კი მთავარი: არსებობენ ისეთი ინდივიდები, რომლებმაც ეს ზედა ჩამოთვილი არაფერი იცის, მაგრამ მაინც უკრავს და მღერის გიტარაზე.
ასეთებს მიეკუთვნება ჩემი საყვარელი ბიძაშვილი, რომელიც მართლა კარგი ბიჭია, მარა რა ვქნათ, არ აქვს ეს ოხერი სასიმღერო ხმა და რა ქნას? არადა აშკარად შეყვარებული ყავს და სერენადების სიმღერა უნდა.. სერენადების სიმღერის მუღამი ერთ დროს მეც მქონდა. ამის გამო ერთი პირობა დავუჯექი გიტარას, პიანინოს (ეს უკანასკნელი უფრო გამომივიდა) და მაგნიტოფონის "ფლეი" კლავიშსაც. თუმცა მალევე აღმოვაჩინე რომ ხმა არ მაქვს და მიუხედავად მუსიკალური სმენისა, რამდენიც გინდა იმღერე, ბანძობაა.
აი ჩემი ბიძაშვილი კი ვერ ხვდება ამდენს.. ან იქნებ ხვდება კიდეც, მაგარამ სერენადის სიმღერის სურვილი ისეთი ძლიერია, რომ თავს არ ანებებს. მე პირიქით, შემიძლია დრამერი ვიყო ამ სერენადის სიმღერის დროს, ან რა ვიცი.. ბას გიტარისტი, კლავიშებიანი.. ოღონდ საქმე იმაშია, რომ ბიძაშვილი რეპეტიციას გადის ზუსტად ჩემს გვერდით ოთახში. ხმა კი მოგუდულად, მაგრამ მაინც შემოდის.
დო, დო, დო.. მი, მი, მი, მი.. არ ვარგა. ავაწყოთ გიტარა.. დო, დო, დოო, დორეეედო.. დო, დო, დო.. აჰა, დო გასწორდა.. ახლა რე.. რე, რე, რე.. დო, რე, რე, დო.. კაცოოო! კაი გეყოფა რა! დაუკარი რამე და დაგვასვენე რა. მიხვდა. ოჰო, მემგონი "ჰოტელ კალიფორნიას" უკრავს.. ჰმ.. დაკვრა კარგად გამოდის.. აააააააა! რაიო? რა ტექსტი დაააყოლაააააა!? ვაიმე, ერთ ნოტში მღერის თან..
"ეს რა გრძნობით სავსეე გული გქონიაააააა!" აალლლააააჰ! ურო ჩამცხე.. დო, დო, დო.. ჰო, მუსიკალური უროც წავა.. მი, მი, მი..
საკითხი:
აზრები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment