ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Friday, April 24, 2009
კიდევ ეწევი პაპიროსსა?
მე არ ვეწევი სიგარეტს.. არ ეწევა სიგარეტს მელანოც. და თუმცა ჩვენს შორის 48 კილომეტრამდეა, მაინც ვახერხებთ კონტაქტის დამყარებას. დაილოცოს ინტრანეტი და ელექტრონული ფოსტა
- ოო, მელანოო, კიდევ ეწევი პაპიროსსსსსსააააა? - მივწერ ხოლმე
- როგორ ხარ გურამ? - არ იმჩნევს მელანო. არადა ხომ ვიცი რომ ეს ფრაზა მართლა ყელში ამოუვიდა. როგორია ყოველ დღე გკითხონ, კიდევ ეწევი პაპიროსსა თუ არაო, არადა ამ დროს არ ეწევა.
იყო დრო და მელანო და მისი კანტორის ხალხი ჩემს მშობლიურ ცეხში მოდიოდა რედიტის გამოსატანად. რა უნდა, 30 წუთი აქეთ, 10 წუთი ცეხში, 30 წუთი იქით. მაგრამ ყველა მადგანს იქით გზაზე მიქონდა საჩუქარი მელანოსთვის.
-კიდევ ეწევი პაპიროსაააა, მელანოოო? - ერთ დღესაც ჩვეულებრივ დავიწყე ტვინის ჭამა. არა, ტვინის ჭამა არ მიყვარს მაინცდამაინც. უბრალოდ მელანოს ისეთი სახე აქვს, ძალიან უხდება ღიმილი. საერთოდ კი არ გაიღიმებს. ახლა კი იძულებულია გაიღიმოს და მომწეროს:
- იცი გურამ, დღეს ჩვენები უნდა ჩამოვიდნენ.. ხოდა საჩუქარი გამოვატანე შენთვის. გოგოებმა აგირჩიეთ.
დააკვირდით ფრაზას: გოგოებმა აგირჩიეთ საჩუქარი. პროსტაააა.. ნუ, ჩემი საჩუქრები რა იყო: მელანოს სურათები, კამფეტები, ათასი ნაგავი, როგორიცაა სკოჩი, სტეპლერის ტყვიები, ქაღალდების ნაკუწები და ასე შემდეგ.. ვდებდი ჩემს მიერვე გაკეთებულ ყუთში და ვუგზავნიდი. და ჩამოდის ჭრაჭუნა ქაღალდში (!) გახვეული ძალიან საეჭვო ფორმის რაღაცა, რომელიც ხელის მოკიდებისას დიდდებოდა და ორი მაგარი რაღაცა ქონდა ბოლოში.
ოოო მელანოო! შენც კაი გაფუჭებული ყოფილხარ. გავხსენი და რა დევს? დევს ოდნავ გაბერილი ბურთი და 2 ცალი თხილი. ასევე დევს დასაქოქი მანქანაც. გადავირიე. ბურთებს მეც ვუგზავნიდი, მარა თხილი.. არ მომსვლია თავში არასოდეს.
მოკლედ, ყველაფერი თვალის ჩინივით შევინახე.. გავიდა დრო. და აი გუშინ, როდესაც ჩემი უჯრა გავაღე, სადაც ეს თხილები მქონდა შენახული, იქვე აღმოჩნდა ჩვენი კანტორის ბიჭი - მეფედ წოდებული. მეფემ დაინახა რა თხილი, დაავლო ხელი და ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი, ისე გატეხა პირით და ქე არ შეჭამა?
ააააააააააააააააააააააააააააააააა
მელანოოოოოოოოოოოოო!
შენი საჩუქარი შეჭამა მეფემ, ამ ოხერმააააააა!
ძირს მეფეეეეეეე!
გაუმარჯოს ... მეფეეეეეეეე!
რომ დაგცხებ მეფე არააა?
რა ქენი ბიჭი ესა?
იცი ეხლა რა გააკეთე?
შე პაპიროსის მწეველო
შე მეფე
შე ოდნავ მელოტო
შე გაღიმებულო
შე პრასროჩკებიანო
ააააააააააააა
მარა რას უშველიდი?
დამრჩა მარტო ის მანქანა, რომელიც წამოვიღე სახლში და მაქვს აქ.
მორალი: არ მოწიოთ პაპიროსი და საჩუქარი დროზე აითვისეთ, გული რომ არ დაგწყდეთ!
საკითხი:
გართობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment