Saturday, April 25, 2009

შაურმა

ადამიანის ცხოვრებაში დღეში მინიმუმ 2 ჯერ დგება მომენტი, როდესაც მას უჩნდება ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, როგორიცაა ჭამა. ჭამა ლათინური სიტყვაა და ნიშნვას შენზე სუსტი არსებების გაერთიანებას შენთან. ხანდახან ჭამა ძალიან დიდი ხანი გრძელდება. ეს მაშინ, როდესაც ორივე ინდივიდი დაახლოებით თანაბარი ძალისაა. ასე მაგალითად ხშირად აქვთ ხოლმე დაჭმა-დაყლაპვა გოგოებს ერთი მამრის გულისთვის, რომელსაც აინუნშიაც არ მოსდის ეს ორი და დაჭმა-დაყლაპვა აქვს მესამე მდედრის გულიზა, რომელსაც თავის მხრივ ასევე არა აქვს განსაკუთრებული თბილი გრძნობები ამ მამრისადმი და.. ესაა ქართული სიყვარული და ჭამის ხელოვნება.
შესავალი ძალიან გამიგრძელდა და მკითხველი სულგანაბული ელოდება, რა ზანგად წერია ასეთი მადისაღმძვრელი სიტყვა "შაურმა" პოსტის თავში, თუ მარტო ჩხუბზე და არეულობაზე იქნება ლაპარაკი. დაიცადე მკითხველო, მტავარი ახლა იწყება.
მოკლედ დღეს მინიმუმ 7 კაცს და ქალსაც მოგვინდა ამ ძირითადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. მაგრამ როგორც ცნობილია, სამუშაო საათებში მაინცდამაინც ლამაზი არაა დაჯდე და დაიკმაყოფილო. არც მარტოა ლამაზი და არც რომელიმე ჯგუფთან ერთად. ამიტომ მოუთმენლად ელოდები შესვენებას რომ ეცე ამ ოცნების ობიექტს და აისრულო საწადელი.
ხოდა გამოვყავით ორი სუბიექტი, მათ შორის ერთი მე, გავგზავნეთ სუპერმარკეტ "დაფნეში" რომელსაც ადრე ერქვა "ევრიკა" და კიდევ უფრო იყო კაფე და კიდევ კიდევ უფრო ადრე გარაჟი იყო და იმის წინათ თურმე საერთოდ ხეები მდგარა.. ხოდა მივედით ამ დაწესებულებაში მე და ბატონი შვარცნეგერი.
მაშ ასე: 5 პატარა შაურმა, 2 დიდი. რა არის შაურმა? შაურმა, როგორც ამ 5 ეგზემპლარის ერთად კეთებისას დავინახე, არის რაც ხელში მოგხვდება ერთად არეული, მაიონეზ და ტომატ დასხმული, ლავაშში გახვეული და მერე გამთბარი.
მიყვარს შაურმა.. საზიზღარი არატავარნი ვიდი კი აქვს, მარა ეგეთი კარგია, როდესაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დრო მოვა, რომ აგერ, 3 საათია არაფრის ჭამა არ მინდა.. ახლა კი ვატყობ მშივდება.. ნეჩო, კიდე 2 მაქვს ზაპასში. დღეს ხელფასების დღეა!
პ.ს. არადა მეგონა უკეთესი პოსტი გამოვიდოდა.

1 comment:

nino said...

mec miyvars shaurma, ogond bulgarul wiwakas ro ar ushvebian mashin... :) da evrikashi (mainc yvela ase edzaxis) tu aketebdnen arc vicodi.... :(