მოკლედ, დღეს შევამჩნიე, რომ აგერ უკვე 2 თვეა ყოველ ორშაბათს მივდივარ ჩემი სახლის გვერდით მდებარე მაღაზია "ლევან" ში სამუშაოს მერე, ვყიდულობ ლუდს და მერე სახლში რა თქმა უნდა ამ ლუდს ვხსნი და ამ მშიერ მუცელზე ჩავარიხრიხებ მუცელში. თან ვუსმენ ხოლმე, აბა როგორ ჩადის ლუდი ჩემს დიჯეურ ყელში თქო. (ეს დიჯეური რაღა სიტყვაა კაცო, ვინ მოიგონა?)
რა არის ლუდი? რიტორიკული კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა განა ასე მარტივია? ლუდი არის სასმელი, მცირე ალკოჰოლიანი და შედგება სამად სამი კომპონენტისაგან: ალაო, სვია და წყალი. როგორც ოსური ეპოსი გვეუბნება, ლუდი მათ გამოიგონეს. სომხებს რომ ვკითხოთ, ვეფხისტყაოსანი მათ დაწერეს. ჩვენებს რომ კითხო, ყველა მსოფლიო გამოგონებაში ქართველის ხელი ურევია. არადა ლუდის სამშობლოდ ჩეხეთია მიჩნეული და ჩეხური ლუდი მსოფლიოშია ცნობილი.
კიდევ ლუდი არის საშუალება ძალიან საკაიფოდ გაატარო დრო შენთვის ნაცნობ ან ცოტა უცნობ ხალხთან. არის საშუალება მოიწვიო მუზები, თუკი საერთოდ გყავს. არის საშუალება ცოტა მოეშვა და ენერგია მიიღო. არის საშუალება ჭამო ხინკალი მისით. არის საშუალება სულ ცოტა ხანი მაინც დაიკიდო პრობლემები. არის საშუალება დაპატიჟო ვინმე. არის საშუალება გადაამტვრიო თავზე ვინმეს. არის საშუალება ჩააბარო მისი ბოთლი. არის საშუალება ივაჭრო მისით. არის საშუალება ჩაასხა აბაზანაში და მერე იბანავო.. მოკლედ, ფანტაზიას რა დალევს, თქვენ საკმარისი ლუდი იშოვეთ უბრალოდ. კაი რამეა ლუდი.
ლუდს აქვს თავისი წესები და კანონები. მაშ ასე: არ შეიძლება ლუდის ძაილან დიდი რაოდენობით დალევა. ეს არის უპირველესი წესი, რომლის დამრღვევი ისჯება რამდენიმე დღიანი ბახუსით. არ შეიძლება ლუდს შეატანო ტკბილი მისაყოლებელი. ეს ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა იძლევა უკურეაქციას. მაინცდამაინც არაა რეკომენდირებული მისი არაყთან ერთად მიღება დიდი რაოდენობით. (ჩაკიდული) ეს იწვევს უაღრესაც სწრაფ თრობას და ასევე საშინელ ბახუსს.
ლუდი არის ჩამოსასხმელი, ბოთლის, ჟესტი პივა და კასრის. იყოფა გაუფილტრავ და გაფილტრულ ლუდებად. ასევე იყოფა წყლის სიხისტის მიხედვით გაკეთებულ ლუდებად და იყოფა კიდევ დასახელების პირველი ასოს მიხედვით.
ლუდის დალევა რეკომენტირებულია ღია ჭურჭლიდან, როგორიცაა ბაკალი ან სპეციალური ლუდის ერთჯერადი ჭიქა. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ ლუდის არა მარტო გემო, არამედ სუნიც გაიგო და შეგრძნება უფრო მძაფრი იყოს.
ლუდს საერთოდ ატანენ ხოლმე მლაშე საჭმელებს. ასეთებია: მარილიანი ყველი (ჩიფსი), კიბოს ფეხები, ლუდის თებზი და სპეციალური ლუდის ყველი. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ ჩიპსს - მოხერხებული და ყველაგან გაყიდვადი პროდუქტი (ეჰ, მეყიდა ჩიფსიც იმ დარჩენილი ხურდით, ა? :( )
შემდეგში მოგიყვებით ისტორიებს ლუდის შესახებ, რომელიც მე გადამხდენია თავს. აქვე გეტყვით, რომ მაქსიმუმი რაც მე დამილევია ლუდი, ესაა ყ ასოზე დაწყებული 6 ბოთლი. ამის მერე ყ ასოზე დაწყებულ ხასიათზე დავდექი და შევეშვი.
დღეს კი რომ მივედი მაღაზიაში, ვნახე ლუდი, რომელიც ყ ასოზე იწყებოდა, წარსული გამოცდილება გამახსენდა და სხვა ლუდი ვიყიდე. ვიფიქრე სამუშაო მაქვს თქო და ცოტა მუზები არ მაწყენს თქო. ხოდა აჰა, მუზები თავს ტრიალებენ (რამდენი არიან, ღმერთმა ამრავლოს), გვერდით ბიძაშვილი მიზის (გიტარას რომ უკრავს ეგ არა, მეორე - ეს ნერვებზე უკრავს ხოლმე) და ვწერ ბლოგს. პახოდუ ფორუმზე ვარ.
მოკითხვა ფორუმს მართლა, თუ ვინმე შემოვა საერთოდ ამ ბლოგზე. :)
პ.ს. ბაზილიო, დავლიოთ მერე მე და შენ, არ გინდა? რატომღაც მგონია რომ ლუდს უნდა სვავდე და ცოტა ხასიათზე მოგიყვანს. თორემ შენ ბლოგს რომ ვკითხულობ, რამის ვიტირო. :)
1 comment:
აუუუ, დედას გეფიცები რო ვკითხულობდი პოსტს თან ვიხსენებდი სად დავდე ფული და ტრიდე რა ღირს ჩემს გვერდით მაღაზიაში :) და ბოლოს რო ჩავედი, მეთქი მეჩვენება :) უეჭველი დავლიოთ, I'm in love with it !!
Post a Comment