ვნახე რა რუსების ეს მეცადინეობა, ვიფიქრე რომ არ იქნებოდა ურიგო ქართულადაც ყოფილიყო ეს თამაში. მით უმეტეს, AcidLab-ში გაწევრიანებამ კიდევ უფრო ფრთები შეასხა ჩემს ოცნებებს. ავიღე ეს რუსული ტექსტი და როდესაც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვთარგმნი და ვთარგმნი. და აი აქ წარმოიშვა მთავარი პრობლემები.
არ დავნებდი. დავიწყე HTML ის სტანდარტებით მისი რედაქტირება. ჩავწერე რომ შრიფტის კოდირება არის უნიკოდი ფაილის დასაწყისშივე.. არ უშველა. ჩავწერე ტექსტის წინ, რომ Font face="acadnusx" არ უშველა.. მერე ვიფიქრე, ჯერ ვთარგმნი თქო ინგლისური ასოებით და მერე ვიფიქრებ მის გადაქართულებაზე თქო.. ვთარგმნე, ვთარგმნე და აი, 2 თვის მერე (მოგეხსენებათ, თავისუფალი დრო და თარგმნის ხალისი მუდამ არ გაქვს ადამიანს და თანაც ენთუზიაზმზე ვმუშაობ) უცებ მომივიდა აზრი, რომ შემესწავლა XML, რა იცი და რა საინტერესოობას მივაგნო თქო. აი აქ კი ჩამიფლავდა იმედები: XML აღმოჩნდა მხოლოდ მონაცემების შესანახი კონტეინერი და არაფერი ვიზუალობის მაგას არ სცხია თურმე.
ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ თამაში შრიფტებს უნდა იღებდეს ორი ადგილიდან: წინდოუსის პაპკიდან (აქ პატარა რისკია, შეიძლება ვინოუსს არ ქონდეს რამე შრიფტი) ან საკუთარი მონაცემთა ბაზიდან. საბედნიეროდ ვითრიე შესანიშნავი პროგრამა: S.T.A.L.K.E.R. Database Extractor რომლითაც საშუალება გვაქვს გავხსნათ სტალკერის ბაზები და ვნახოთ მათი შიგთავსი. ასევე დავადგინე, რომ თუ თამაშის ძირითად საქაღალდეში გააკეთებს კაცი gamedata პაპკას, აქ შეიძლება ჩაიდოს ამ ბაზებიდან ამოღებული და შეცვლილი ფაილები და არაა პრობლემა, თამაში მუშაობს (ასე მაგალითად შეიძლება მეტი ტვირთი ატარებინო მთავარ გმირს, შეცვალო იარაღების ტექსტურები და გაახმოვანო თვითონ). ხოდა დავიწყე შრიფტების ძებნა. ძალიან დიდი ხნის (როგორც მომეჩვენა, არადა 2 დღე ვეძებე მარტო) შემდეგ მივაგენი რასაც არ ველოდი: სტალკერი იყენებს გრაფიკულ შრიფტებს. ანუ არის სურათი ფორმატით DDS და აქ არის დახატული 3x4+5= 17 შრიფტი.
აუ, იკაიფეთ რა! 17 შრიფტი აბსოლუტურად ერთი და იგივე სახელებით 3 ჯერ გამეორებული 800, 1200 და 1600 წერტილისათვის და ამას პლუს 5 (ხუთი) შრიფტი კონსოლში საწერად. გადაირევა ადამიანი. ჯერ საჭიროა როგორმე ამ DDS (რომელიც დირექტიქსის ფორმატი თუ რაღაც ამგვარი აღმოჩნდა) გახსნა. გავქექე ინტერნეტი და ვნახე, რომ თუ Infan Viewer-ს ფლაგინებს ჩამოუქაჩავ, მუშაობს ლომივით. კარგი, დაქაჩე, გავხსენი, შევინახე ბიტმეფად და ახალი პრობლემა: უკან უნდა გადაიყვანო ეს ბტმეფი. ხოდა კიდევ გავქექე ინტერნეტი და აღმოვაჩინე DDS Converter 2 - არაჩვეულებრივი პროგრამა.
**************
ახლა კი აპოგეა: დიდი გულის ფანცქვალით და დასატესტად მარტო კონსოლის შრიფტი შევცვალე და რომ არ მემაიმუნა ბევრი, მარტო ასო "a" შევცვალე "ა" თი.. მერე ზემოთ ნახსენები პროგრამით გადავადირექტიქსე, მერე შევქმენი საჭირო პაპკები, გადავიტანე ეს ახლად დაბადებული გაქართულების პირმშო, დავქოქე თამაში და ველოდები
დუგ, დუგ.. გული გამალებული ცემს.. ჩაირთო! ანუ თამაშის მთავარი მენიუ გამოვიდა. ანუ სისტემური პრობლემა არ ყოფილა. ახლა ჩავტვირთოთ.. დუგ, დუგ.. იტვირთება გარემო.. ანუ უფრო ზუსტად ასე: itvirTeba garemo.. Seiderebi.. teqsturebi.. sinqronizacia და აი, გულიც ცემა იყინება, თამაში ჩაირთო. სასწაფოდ კონსოლი გამოვიტანე და..
ჯანდაბაააააააააააა! მთელი ტექსტი ატიტიყნილია ცელქი ბავშვის მიერ დალაშქრული ტორტივით! ამის დედა ვატირე, ასე ახლოს ვიყავი, ასე ახლოს ხომ? ააააააააა! რა ჯანდაბააა! რა ჭირი და დოზანაა, რა ეშმაკი ეტაკა ესეთი, რა ზანგი უნდა!!!!!!! ამას ვუჩვენებ მე სეირს! არ მოვეშვები სანამ ქართულად არ დაწერს. ვინ ვგონივარ მაგას მე? ვინ ვგონივარ, მე გეკითხებით? მაგიტომ კი არ მითარგმნია 200 კილობაიტი ტექსტი, რომ ახლა ამან არ აჩვენოს! არ გავჩედები! "დაე ზონამ წამიყვანოს, თუ ვტყუივარ" - ფრაზა თამაშის შესავალი ვიდეოდან.

No comments:
Post a Comment