Tuesday, April 21, 2009

დრაფტინგი

მოკლედ, დღეს გავიხედოთ და მოვიდა უამრავი (ანუ 6 მდე) ბეემვეს მანქანა მოედანზე, პატრულმა გადაკეტა გზა, დადგეს ნიშნები და პლუს ამას მიკრო საფეხბურთ მოედანიც გაშალეს. როგორც აღმოჩნდა მთავრობამ გადაწყვიტა ასე მოელოცა ოქონობა და დრაფტინგი ეჩვენებინა. ჩამოვიდნენ, შენ ხარ ჩემი ბატონი, ბეემვეს ცენტრიდან ეს მანქანები თურმე, რამდენიმე ძალიან კარგი ტანის (სამწუხაროდ არა სახის) გოგოც მოყვა.. მოკლედ მეზარება წერა რა, ზრდილობის გულიზა ვწერ და ნახეთ სურათები. ამ სურათზე ასახულია ბეემვეები, კარგი ტანის გოგო, ფეხბურთის მიკრო მოედანი და გულშემატკივრები. ამ სურათზე კი გამოსახულია "გალამაზებული" და "გალაღებული" მოედანი. ამათი ბღუილით წახალისებული ჩვენი წესიერი მძღოლები, თავის დღეში რომ არ დააბღუილებდნენ ძრავს და საყირის ხმარებას ავარიაში მოყოლა ერჩივნათ, დრაფტინგის მერე გაბურღეს ტვინი ბღუილით და მერე თხა-თხაზე ნაკლებიო და ჩვენებმაც გააჩაღეს რალი... უხარიათ. ბავშვებს უხარიათ. უხარიათ მეთქი კაცო!

2 comments:

nino said...

aq neta chemi mezobeli bguila tu monacileobda ra sainteresoa :)

Anonymous said...

vaa bcg club :D DRIFT chempionati gorshi. es is d ghea partulma rom gamoabundzula tu meore neta ))) jorjikas & sastavis danhvaze stalins cremlebi moadga : (