1 - ესაა კოჭას კვების ფეხები. თუკი აქ დენი შევა, მაშინ კოჭა წარმოქმნის ელექტრომაგნიტობას.
2 - ეს თვითონ კოჭაა. კოჭა ესაა რამეზე (მაგალითად ლურსმანზე, კალამზე, სპეციალურ ბუდეზე) დახვეული უამრავი (100 დან 300 და მეტიც) წრე იზოლირებული მავთული. საქმე იმაშია, რომ მავთულის ასეთი დახვევა იწვევს მასში გამავალი დენის მაგნიტურობის შეკრებას და ჯამში ვიღებთ ელექტრომაგნიტს, იგივე კოჭას. (აქვე პატარა დავალება: აიღეთ 1 მეტრამდე ტელეფონის მავთული (ფერადი რომაა) ან სპილენძის წვრილი მავთული და გადაახვიეთ ლურსმანზე ასე 50 ჯერ. მერე ბოლოებს მიუერთეთ საათის ელემენტი და მიღებული ელექტრომაგნიტი მიუახლოვეთ მეორე ლურსმანს. იმხიარულეთ.)
3 - კონტაქტები. შუა კონტაქტი, როდესაც კოჭა გამორთულია (როგორც ამ სურათშია), ეხება მარჯვენა კონტაქტს. ხოლო თუ კოჭაში დენი გავა და რელე დაიქოქება, 4 ით აღნიშნული "ღუზა" შუა კონტაქტს გადმოწევს და მარცხენა კონტაქტს შეახებს. ამის გამოყენების არეალს მოგვიანებით გავეცნობით. მანამ კი ვნახოთ ზემოთ მოყვანილი სურათის სქემატური გამოსახვა.
ახლა კი სახალისო ამოცანა, რომელშიც რელე არ გამოიყენება. თხოვნა მექნება ჯერ თქვენით იჩალიჩოთ, ეგება და გამოგდით ისედაც, და მხოლოდ შემდეგ ნახოთ პასუხი, რომელიც პოსტის ბოლოშია მოყვანილი.
ამოცანა გვეუბნება, რომ უნდა დაიხაზოს ისეთი სექმა, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს უპასუხებს: წარმოიდგინეთ რომ თქვენს კარებთან აყენია ზარის ღილაკი. მის ზემოთ კი ორი ნათურაა წარწერებით "ახლავე გამოვალ" და "სახლში არ ვარ". როდესაც ვინმე ამ ღილაკს დააწვება, თუ სახლის პატრონი სახლშია, მაშინ უნდა აინთოს ერთი ნათურა და ზარიც დაირეკოს ოთახში. თუ არაა სახლში - მაშინ მეორე ნათურა უნდა აინთოს და ზარიც არ უნდა დაირეკოს. ყოფნა-არ ყოფნას წყვეტს სახლის პატრონი ბინაში არსებული გადამრთველით. აბა ჯიგრებო, შეუდექით საქმეს და დახაზეთ. მარტივია ძალიან, საჭიროა და სახალისოა.
აი ასეთი ობიექტია რაღაცა, სადაც შესვლა არ შეიძლება. არ ვიცი, ეტყობა ბუები დარბიან ან ბევრი ფული აქვს ვიღაცას და არ უნდა რომ შეაწუხონ. მთავარი ისაა, რომ ამ არეას გარს არტყავს წვრიიილი მავთული, რომელიც თუ გაწყდა, დაცვის ოთახში დარეკავს ზარი. მარტივია ხო? შევიდა ვიღაც უცხო, არ იცის რომ მავთულია, გაწყვიტა და წკაპან, დარეკა ზარმა. პასუხი ახლავე იქნება, მარა იქნებ თქვენც სცადოთ და ამოხსნათ.
ოპაა, ესეც რელეს გამოყენების პრაქტიკული მაგალითი, არა? აი ნახეთ, "დენი" რომაა, იქედან მოდის დენი, მიდის მაღლა რომაა "A-B" მონაკვეთში (წვრილი უჩინარი მავთული ესაა) და შედის რელეში. როდესაც მავთული მთელია, რელე ჩართულია და შესაბამისად, კონტაქტი დაბლაა ჩამოწეული (სქემაზე მაღლაა აწეული და არ დაიბნეთ) და ზარს დენი არ მიეწოდება. მაგრამ აბა გაწყდეს მავთული! რელე გაითიშება, კონტაქტი მაღლა ავა და Alaaaarm!!!
დაბოლოს, დაპირებული ამოცანის ამოხსნა. მაგრამ ამის გარჩევას არ დავწერ. დაე თქვენ თვითონ გაარჩიოთ.
No comments:
Post a Comment