Wednesday, May 5, 2010

აფერისტი

"გამარჯობა. მე დამწყები აფერისტი ვარ და ახლა მოგიყვებით ჩემს აფერისტულ ისტორიას: გუშინწინ მივედი კობასთან და ვესესხე 100 ლარი. გუშინ კი მივედი ლევანისთან და 50 ლარი ვესესხე. ამ 50 ლარიდან 20 ლარად ვიყიდე რაღაც, ხოლო კობას მივეცი 30 ლარი. ახლა რა გამოვიდა: კობას რახან 30 ლარი მივეცი, ესე იგი მისი ვალი 70 ლარი დამრჩა. ხოლო ლევანის 50 ლარი ჯერ არ დამიბრუნებია. ჯამში ვალი გამომდის 70+50 = 120 ლარი. ჩემი ნაყიდი 20 ლარიანი რაღაცაც რომ მიათვალო - 120+20=140 ლარი. არადა ვალი ხომ 150 ლარი მქონდა თავიდან? სადაა ის 10 ლარი? ჰეჰე, ჯიბეში ბრატცი!" - ამოცანა გვეკითხება: სადაა ის ოხერი 10 ლარი, მთელი დღეა თავს რომ ვიმტვრევ, სად დაიკარგა თქო?

2 comments:

piccolina said...

დავიბენი მეც :))

Anonymous said...

ათი ლარი არსადაც არ დაკარგულა. დაგრჩა 100 ლარის ნაღდი ფული და 20 ლარის ნივთები, ანუ 120 ლარის აქტივები. პასივებიც ემთხვევა იმიტომ რომ გაქვს 120 ლარის ვალი. დებიტი და კრედიტი ემთხვევა ერთმანეთს :)