მე გორი მირჩევნია!
სამი დღე ვიყავი თბილისში სემინარზე და.. მე გორი მირჩევნია. მირჩევნია იმიტომ, რომ 1. აქ მინიმუმ 2 გრადუსით გრილა (მე ხომ სიცხეს ვერ ვიტან)
2. აქ ჟანგბადის კონცენტრაცია ჰაერში 21 % ია და არა 19 % - როგორც თბილისში
3. აქ არ დადის იმდენი ავტომანქანა, რამდენიც მცხოვრებია.
4. აქ მათხოვრების რიცხვი მოსახლეობის 1%-ზე მეტი არაა.5. აქ ყველაფერი ახლოა და იაფია
6. აქ არ წამოხვალ სკვერიდან იმის გამო, რომ ვიღაც წყვილს შუა ქალაქში ზასაობა მოუნდა და ხელს ხომ არ შეუშლი.
7. აქ შეგიძლია იმდენი ენერგიის საკვები მიიღო, რამდენიც დახარჯე და არ დაგენანოს.
8. აქ ჩემიანები არიან და ყველა სახლი და ქუჩა ჩემიანია.
9. აქ ვმუშაობ, აქ მიყვარს, აქ ვცხოვრობ, აქ ვმღერი, ვსვავ, დავდივარ და აქ ვლაპარაკობ.
10. სწორედ ესაა ის პატარა, პუჭურა, გოიმი, მაღალი რადიაქტივობის, ომგადატანილი, სტალინის, ჩემი, შენი, ჩვენი ქალაქი.
და მე მიყვარს ეს ჩემი ჩერნობილის აჩრდილი, მიყვარს ეს მოღუშული და გამარჯობაზე გაოცებული თალებით შემომხედავი ხალხი, მიყვარს გადახდილი 2 ლარით გახარებული ტაქსისტი, რომელსაც 1 ლარი ეკუთვნოდა. მიყვარს ცარიელი ქუჩები, რომელზე გადასვლა და ზედ სეირნობა პრობლემა არაა, მიყვარს გორისციხე, გორიჯვარი და "ფანტანი", იმიტომ რომ სხვა არაფერია. მე ჩამოვედი და მე სახლში ვარ. I AM IN!
ა, მართლა, შევაჯამო ერთი გოდორში ყოფნის დღეები.
1. ვისწავლე რაც მასწავლეს და მემგონი მახსოვს.
2. მივხვდი რომ სუულ ტყუილად მქონდა რამის იმედი და ეს მე ვარ ასეთი, მწვანეთვალებავ და წადი.
3. ვნახე და ვიცანი და შესაბამისად გამიხარდა - თაკა და კიბორგ-მაკლაუდი.
4. ვერ ვნახე და მაგარი გული დამწყდა დოქტორი მჟავა.
5. ვერ ვნახე და ისე რა გული დამწყდა თავადის ქალი.
6. მთელი ეს დღეები მივიღე იმაზე 2 ჯერ ნაკლები საკვები, ვიდრე საერთოდ და მივხვდი რატომ არიან ეს გოროდელები ასეთი განხდრები და პატარები.
7. ჩავედი ბოლოში და 100 % ვთარგმნე Plants VS Zombies და მიხარია.
8. "გადავიხადეთ" ჩემი დის დაბ.დღე.
9. რიჟრაჟისფერთვალებამ ჩაბარა გამოცდა და ახლა სრულფასოვანი თანამშრომელია.
10. არ მიძებნია და შესაბამისად ვერ ვნახე ვერც ერთი პრიკოლი მეტროში.
4 comments:
მე გორში ყოფნა იმიტომ მევასება, რომ იქ სიჩუმეა <3
შემიძლია ვიჯდე მთელი დღე სახლში და არავინ არაფერში შემიშალოს ხელი
პირველი განყოფილების მეექვსე პუნქტს რაც შეეხება, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სურვილის შესაბამისი არჩევანის უფლება გვაქვს.. :)
რაც შეეხება დანარჩენს, ძაღლუკაზე გადავირიე, რა ფუმფულა და საყვარელია..
კი არა, მეც მიყვარს გორი.. თან ახლა, როცა ძალიან ვიღლები თბილისში, მართლა ვისვენებ ის ორი დღე, აქ რომ ვარ.. :)
ჰო, მე ახლაც აქ ვარ, ხვალ დილამდე.. :)
მე არასდროს ვყოფილვარ გორში იმ დროზე მეტხანს, რაც დასავლეთის გზაზე ხიდისთვის გვერდის ასავლელად იყო საჭირო (როცა ხიდი მოყინული და გზაზე საცობი იყო, ასეც მომხდარა).
ჰოდა არ ვიცი. მაგრამ ჩემი მეგობრები მუშაობდნენ და მუშაობენ მანდ და სიამოვნებით წამოვიდოდი სამუშაოდ ;)
ამ ბოლო დროს რაღც სულ მენატრება და ხშირად ჩვდივარ ხოლმე
პ.ს. 1-2 საერთო ნაცნობი გვყოლია :)
პ.პ.ს. ახლა წავაწყდი ამ ბლოგს (რატომ ნეტა ასე გვიან?) და ძველ პოსტს გიკომენტებ ამიტომ :)
Post a Comment