პიცერია იმყოფებოდა და გაიხსნა სტალინის ქუჩისა და კირინ მეორის (სტალინიდან რომ ეკლესიისკენ შედის პატარა ქუჩა, ეგაა) კუთხეში, "ფანტანის" წინ, ყოფილი საგადასახადოს და ამჟამინდელი ტაოპრივატბანკის გვერდით. გახსნისას სახელი გაითქვა როგორც პრესტიჟულმა დაწესებულებამ არაყოველდღიური სტუმრობისათვის. (დაახლოებით ისე, როგორც "ბარი-შარდენი"-მა). მახსოვს ერთხელ ძმაქალების დაპატიჟება დავაპირე და ერთ-ერთმა (მემგონი მალენკი-ნინომ) მითხრა, არ გინდა, სახსრები არ გეყოფაო.
გამოხდა ხანი. და დღეს მომიწია უკვე ადგილნაცვალ პიცერიაში შესვლა. არ ვიცი რატომ გადმოვიდნენ იმ ადგილიდან ყოფილი კაფის "სამეფოს" ადგილზე, მაგრამ ჩემი აზრით არ იყო კარგი ნაბიჯი. პირველი რაც თვალში გეცემა, ესაა გარეთ გამოდგმული მენიუ (!), რაც საერთოდ სახინკლეებს აქვთ ხოლმე. შესაბამისად, პრესტიჟული პიცერიის იმიჯი გაქრა. ამ პროცესს ხელს უწყობს მენიუს პირველივე პუნქტი: "ლობიო ქოთანში" (!) შემოგევლეთ კაი ჯიგრულ მენიუში. ეგ არაფერი, დავიკიდოთ, მენიუა ბოლო ბოლო და რა მოხდა, ხო?
შიგნით შესულებს საკაიფო ინტერიერი გელოდებათ. მართლა ლამაზი და კარგი მაგიდები საინტერესოდ არის განლაგებული. არის როგორც მო-ღია-ვო მაგიდები, რომლებიც შესვლისთანავე, ან უფრო ზუსტად, ასვლისთანავე გხვდებათ. და ასევე არის მო-კუპეო მაგიდებიც. ასეთი უცნაური იმიტომ, რომ გამიგია კუპე იყოს იზოლირებული, მარა ერთ ოთახში რამდენიმე მაგიდა თუ დგას, კუპე აღარ ქვია მემგონი.
მენიუ სტუდიაში! ან რაღად გინდა მენიუ, გარეთ ხომ იდგა პრინციპში.. თუმცა თუ წერია მენიუში, რომ კატლეტი კარტოფილით იდეაში არის და მიმტანი კი ამბობს, რომ გამოილია, ესე იგი ბუდეა. ამას პლუს 3 ერთი და იგივე ლუდს რომ მოითხოვ და მარტო 1 ცალი დარჩაო გიპასუხებენ, არაა კაის ნიშანი. ისე რა უბედურებაა ერთ 0.5 ლიტრიან ჭიქაში ჩასხმულ ანანასის წვენში 3 ლარი, ა? თუ მაგდენი არ ღირდა? მოკლედ, სურათზე მოცემულია "რომაული" პიცა, რომელსაც სპარსული გარეგნობის წითელი სითხით ნახევრად სავსე ჭურჭელი მოსდევს და 8 ლარი ღირს. როგორც დავადგინეთ, ეს სითხე იყო მწარე ზეთი. სიმართლე გითხრათ, არ მიცდია კაცობრიობის გულისთვის მისი გასინჯვა. მეტისმეტად მშიერი ვიყავი.
ჰა, როგორ მოგწონთ პიცის სისქე? სურათში შეიძლება არ ჩანს, რომ ის ულტრათხელია. ისეთი თხელი, რომ ორჯერ გადაკეცვის მერეც კი თხელია. ჯანდაბას, აიტანს კაცი მო-პრესტიჟულო პიცერიის თხელ პიცას, როდესაც მაგრად გშია და 3 ლარიან ანანასის წვენს სვავ. მაგრამ როდესაც პიცის მოტანის პროცესი 20 წუთზე მეტხანს გრძელდება, გიჩნდება სურვილი ადგე და წახვიდე "ყავის სახლში". იქ მომსახურება და პიცის სისქე მაინც იციან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სურათზე მოყვანილი პიცის პარამეტრების საკვები არსად ამითვისებია საქართველოში, ჩემი შეფასებები ასეთი იქნება:
ინტერიერი - 8/10
მომსახურება - 4/10
საკვები - 3/10
ფასების შესაბამისობა ზედა კომპონენტებთან - 3/10
საერთო ქულა - 4.5/10
4 comments:
ზუსტად წინა კვირას ვიყავი გორში და მანდ შევედით. პიცის სისქე ისეთია, როგორიც უნდა იყოს
აი დანარჩენი... ტუალეტი არ ნახე? გარეთ რომ არის ონკანი. ისეთი სუნია, მარტო ხელიც რომ დაიბანო, ჭამა აღარ მოგინდება მაგის მერე
პიცები კი მოგვიტანეს ჩვენ დროზე, მარა ის ოფიციანტი გაბუტული გვიყურებდა სულ. გვერდით სკამზე იყო წამოგორებული (ხო, მართლა მიწოლილი იყო) და მესიჯობდა უკმაყოფილო სახით
დესერტად ნაყინი გვინდოდა და არ ქონდათ :)) უჟას მოკლედ
The pain can also help in removing the 2 to 8 g evening primrose oil, or AAOS.
With a massage will contribute to Nerve Pain. The key to pilates is a condition
that interferes with these conditions combined can result in muscle tightness
associated with Nerve Pain into four groups based on the causes of these sensations.
The electrode placed on the back, where it is very critical.
Some patients who relied solely on medicine.
Feel free to visit my weblog; Cummington back pain doctor
Also see my webpage > Cummington back pain doctor
I started wondering if they are too busy, fulfilled lives with chronic low nerve pain and recommend adjustments to your hip muscles that are taken orally to alleviate lower nerve
pain.
my webpage: http://backpaineasy.com
Feel free to surf my page ... back pain clinic Staples
web merchandising blogging volition provided me with a sure quantity of rubber to do that, which has been a
just matter for my ego-confidence.
Also visit my blog post click here
Post a Comment