Sunday, May 9, 2010

ხახუტა

ჭონაზე რაც დავწერე (და უკვე მართლა 1 საათია ვეძებ რომ დავლინკო და ვერ ვიპოვე), ისეთი პატოსით ვერ დავწერ, მარა მაინც შევეცდები. პათოსის შემცირების მიზეზია 10 საათიდან 19:20 მდე ბეტონზე მუშაობა, რის შედეგადაც აქედან
მივიღეთ ეს

სტატისტიკურად მე გადავიტანე დაახლოებით 6 (კალო) X 20 (ვედრო) = 120 გზა ნარევი, თიოთოეულის წონით 10 კილოგრამი, რამაც ჯამში შეადგინა 120 (გზა) X 10 (კილო) X 2 (ცალი ვედრო ჯერზე) = 2 400 კილოგრამი გადაზიდული ტვირთი 9 საათში. ფიზიკა უფრო კარგად რომ მესწავლა, დახარჯულ მუშაობას და განვითარებულ ენერგიასაც გამოვითვლიდი, მაგრამ იმის გამო, რომ ყველას, ჩემი ჩათვლით, ეს მონაცემები ფეხზე ან ფეხთაშორის ადგილზე ჰკიდია, გამოვტოვოთ ეს ამბავი.

ეს თვალებციმციმა, სულის ამაფორიაქებელი ღიმილის პატრონი, გემრიელი მოსაუბრე, ნახტომში მეტრანახევარი და ადნაკლასნიკებზე "გორი და გორელების" ფორუმის აქტიური მონაწილე არის სწორედ ხახუტა - ნინიონოლლა ხახუტაშვილი. ეს შესანიშნავი ადამიანი მონაწილეა თანამედროვე საქართველოს ყველაზე საერთაშორისო და საშვილიშვილო საქმის კეთებისა. საუბარია საქართველოს მეფინგზე (მდაბიურად: კარტოგრაფია, უფრო მდაბიურად: რუკების ხაზვა). სწორედ მისი და მისი ჯგუფის პროდუქტია ქვემოთ მოყვანილი სურათი. (პროექტის საიტი აგერ)
დიაღ! მან და სწორედ მან და მისმა ჯგუფმა ფეხით მოარა ყველა (ყველა!) გზა შიდა ქართლში და თბილისში. დღეისათვის მუშაობა მიდის აჭარის, იმერეთის, კახეთის და გურიის მეფინგზე. ესაა უზარმაზარი საქმე და ესაა დასაფასებელი საქმე. რატომ? იმიტომ რომ საქართველო აღარ იქნება ცარიელი ლაქა ჯიპიესზე და ჩვენც, ისევე როგორც სხვა ნორმალურ ქვეყნებს, გვექნება საშუალება დავდგათ ჯიპიესი მანქანაში, დავნიშნოთ მარშუტი და მივაგნოთ მას. თუ ეს ამბავი გკიდიათ, არაა პრობლემა, შეგიძლიათ ბეტონი ურიოთ. (სურათზე: ხახუტა აჭარაში)
სწორედ ამიტომ (ნუ, თვალების და ღიმილის გამოც) მინდოდა მისი გაცნობა. როგორც გაირკვა, ნინო 3 კვირა მუშაობს და მერეც მუშაობს. :) მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ შაბათს, ანუ დღეს, გორში მოდიოდა. ამ ამბით გახარებულმა ვთხოვე რომ შემხვედროდა. მანაც უარი არ მითხრა, ოღონდ ერთი პირობით: სცალია მხოლოდ დღეს. არადა სწორედ დღეს გადავზიდე 2.5 ტონა ბეტონი. :) მოკლედ რომ მოვხაზოთ, მუშაობის მერე ნაბანავებ- 2 კილომდე ჭუჭყგაცილი და შესაბამისად - კარგად გამოყურებული ყავის სახლში შევხვდი არანაკლებ გალამაზებულ საშვილიშვილო საქმის მონაწილეს. გემრიელად მივირთვით პიცა (ანუ მე მივირთვი, თორემ ეს როგორ დადის იმ გზებზე თუ ამდენს ჭამს, არ ვიცი), ვუღიმეთ, ვუციმციმეთ თვალები და ვესაუბრეთ ერთმანეთს ათას (უფრო ზუსტად.. ათას) თემაზე. საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სურათი.
ნინო ჯან, კარქი გოგო ხარ. მერე რა, თუ ძველი BOG-ელი ხარ? სამაგიეროდ ახლა აკეთებ კარგ საქმეს. :) ნუ, ომის დროს ბევრი ჩარჩა აჭარაში, თან ხომ ხედავ: ისევ იქ მოგიწია დაბრუნება. :P პლუს არ ვიცი რატომ გგონია რომ არაფოტოგენური ხარ. ხალხო, არაფოტოგენურია ეხლა ეს ადამიანი? ა, კინაღამ დამავიწყდა: დედაჩემი შემოდის ხოლმე ბლოგზე და დედა, არაა ეს შენი სარძლო კაცო.. ქალო ანუ. რა გინდა, მოყინულ გზაზე მიდის კამეჩი, ან შენს თავს ან მე რას მერჩი, ჰა?

2 comments:

Anonymous said...

ara da dzalian kargi gogoa, sardzlodac wavidoda ;)

Anonymous said...

xo aba , ra dauwone erti :D