რატომ მიყვარს ჩემი თავი? და ვინ გითხრათ რომ მიყვარს?! დღეს ავიწონე და 93 კილო ვარ. გგონიათ სასაცილოა? აბა ნახეთ ერთი ეს სურათი. აი, ნახეთ, პროსტა ნახეთ.
აი ეს მარჯვენა მაღალი თმაქოჩორა 70 კილოანი ჯეელი ვარ მე! და ეს ყველაფერი 7 წლის წინ, როდესაც "კოლხოლჯი"-ს გადაღების ხალისი და სურვილი გვქონდა (დაჟე 3D Max-ში გავაკეთე რამდენიმე სცენა)! ახლა რა ხდება: - არა თმა, არა ხალისი, არა შეყვარებული და 93 კილო კამეჩი! ბლიაა!
დღეს ვასასის დაბადების დღეა. თამოკ, აქაც მოგილოცავ და კიდევ ერთხელ გეტყვი - ლონდონის ბილეთები ჩემზე იყოს ჩემსას რომ ვიყიდი მერე ოღონდ. უი, ამ გახსენებაზე გამახსენდა რომ ავტოსადგურზე ანეგდოტი რომ მოვისმინე, ის უნდა დამეწერა და ქე დამვიწყებია. :( სამაგიეროდ რეკლამის სცენარი არ დამვიწყებია
მოკლედ, სცენარი ასეთია: მიდიან როჟები გზაზე დიდი სიჩქარით. უეცრად მანქანა ამობრუნდება, ხალხი აირევა, დავარდება ერთი, დანარჩენი ზემოდან დაეყრებიან, ამის გარდა ყველა გონებას დაკარგავს, ეს ვერ ინძრევა, ერთი ხელი მოყოლილი აქვს ხალხის ქვეშ და მემგონი მოტეხილია საერთოდ. თავს ძლივს ანძრევს, მეორე ხელს უაზროდ იქნევს. ამ დროს ზემოთ ვინც აგდია, იმის ჯიბიდან მობილური ჩამოვარდება. ეს დაავლებს თავისუფალ ხელს ამ მობილს, ისაა უნდა დარეკოს და.. "ქსელი მიუწვდომელია" გამოდის წარწერა: "ჩვენთან ასე არ მოხდება" და ჩანს სადღაც ტრ*&^ში მიდის ვიღაც როჟა მთაზე ან უდაბნოში რა და პახოდუ ტელეფონზე ლაპარაკობს. რაღაც-ქსელი - ჩვენთან უკეთესია.
შესანიშნავია. მიხარია რომ აკეთებენ რა. ეს ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე სკვერია. მავანი იტყვის არჩევნების ბრალიაო და გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩაო და ამიტომ თქვენც ქე იცით და ასე შემდეგ.. მარა პრობლემა იმაშია ჩემო კეთილო ხალხო რომ თეატრის ბაღიც შესანიშნავად იყო გაკეთებული, ფილები და ახალი სკამები. სადაა ახლა სკამები? იქნებ თქვათ რომ მთავრობამ დაანგრია, დალეწა და მოფურტკნაო? ხალხი არაა ღირსი და რისი ღირსიცაა, კი იღებს. მესამე სკოლასთან გააკეთეს ახლა შესანიშნავი სკვერი, ულამაზესი რა! მანდ რომ ნაძვები ჩარგონ, ვააფშე დაგლიჯავს. აი, დღეს ვამბობ, რომ ეს სკვერი ამ სახით 2 თვეც არ დარჩება. მერე რა რომ ქალაქის ცენტრია. იმენა არ დარჩება და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.
ხვალე არჩევნებია. სატელევიზიო რეკლამებიდან მეგონა რომ თბილისში ირჩევდა ხალხი რამეს. თურმე მთელი საქართველო ირჩევს რაღაცას. ნუ, მე პირადად გორელი კანდიდატების არაფერი გამიგია და ბოლო რამდენიმე დღემდე არც დამინახავს. ამ გახსენებაზე: ავტოვაგზალში ვნახე ერთი კანდიდატის პლაკატი, ვაიმეეე! მობილურით იყო გადაღებული ხალხო! 640 წერტილიანი მობილები რომაა, აი რომ ბეჭდავ და ლურჯი და წითელი შხეფები რომ აქვს სურათს, ასეთი სურათი იყო პლაკატზე! ვაიმეეე!
ა, კიდევ ერთი საკითხი, არ დამავიწყდეს თქო და კინაღამ დამავიწყდა. ხალხო, უფრო ზუსტად, გოგოებო. ინდიელები თაყვანს სცემდნენ ქალის მუცელს, როგორც სიცოცხლის საწყისს და თუ არ ვცდები რომელიღაც ტომში მუცლის ჩვენება დიდი სირცხვილი იყო. მოკლედ, იმისი თქმა მინდა, რომ მე თაყვანს ვცემ ძუძუს როგორც სიცოცხლის შემანარჩუნებელს. არა, რაღაც ვერ ვთქვი კარგად.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ შეამჩნიეთ რომ მკერდზე გიყურებთ, ჩემი ბრალი არაა, ჩემი დნმ-ის რომელიღაც ტრიპლეტი აჩმახებს და სადაც ვნახავ, იქვე მივაგიტლერკაპუტებ მაგ ოხერს. აღარ შემიძლია რა! თან ზაფხულია, გოგოებს ცოტა აცვიათ, გინდა-არგინდა ჩანს ეს ოხერი და აბა ბიჭი ხარ და არ შეხედო. :(
ესეც თემის სათაურის მიზეზი. არ ვგეგმავდი ამდენის დაწერას, მარა მოვიდა და მოიტანა. ესაა ჩემი ახალი იარაღი: აირსოფტის ელექტრო პისტოლეტი "გლოკი". სახელის არჩევაში დამეხმარეთ თქვენს გაზრდას. სავარაუდო სახელებია:
1. "ორიონი" - პირველი ეს მომივიდა თავში.
2. "გლორია" - გლოკის პირველი ასოებიდან გამომდინარე
3. "ჯუნიორი" - როგორც "სმიტის" შვილი
ასევე მიიღება თქვენი ვერსიები. რა თქმა უნდა "სმიტ"-ზე ძლიერი არაა და ახლო მანძილიდან კარდონიც ვერ გახვრიტა, მარა საკაიფო ვიდი აქვს, საკმაოდ შირს ისვრის თან ძალიან მიზანში და ვნახე მისი მოქმედების შედეგი: მისი გამყიდველის დასიებული ტუჩი - ბავშვმა მომარტყაო. :)
4 comments:
hah,, turSi devid milibendis naxvac unda shediodies icode.. :D
მომეწონა შენი ბლოგი :)
მიხარია რომ გორელი ხარ და ასეთი სიყვარულით სწერ გორზე (გორზე სხვა პოსტში იყო შეიძლება)
მეც გორელი ვარ, მაგრამ , სიმართლე გითხრა ყელში მაქვს ამოსული - თავისი ერთფეროვნებით..და.ა.შ.
შეიძლება იმიტომ, რომ არც თუ ისე ფართო სანაცნობო წრე მყავს ;/ და ამით ვსაზღვრავდი ჩვენს თანაქალაქელებს და ქალაქს.
წარმატებებს გისურვებ ბლოგინგში ;)
aq rava yvelani gorelebi vart :D
ra magari suratia, ra axalgazrdebi xart :D
One part compost to two or three parts potting soil would be a sufficient combination.
Blotches or tunnels usually mean your plant has leaf miners.
Again, using companion planting techniques
will help your organic garden flourish.
Feel free to surf to my web page :: victim
Post a Comment