Friday, May 28, 2010

კოლხოლჯი

ხალხო, ძაან მაგარი რამე. ჩემი პირველი სცენარი. უფრო ზუსტად, პირველი არაა, მარ პირველი "სერიოზული" სცენარია. :)

კოლხოლჯი
(მხატვრული ფილმი)
სტილი: ფანტასტიკა
ბიუჯეტი: ცოტა
მოქმედი პირები:
1703 წ.
გიორგი- მოქანდაკე, 20 წლის
მარიამი- გლეხის გოგო, გიორგის სატრფო, 18 წლის
ელენე- ვაჭრის გოგო, უყვარს გიორგი, 19 წლის
დავარი- მაგი. ხნიერი.
და კიდევ სოფელი.
2003 წ.
გურო- სტუდენტი, 18 წლის
სოსო- სტუდენტი, 19 წლის
ვანო- იურისტი, 22 წლის
თაკო- დავარის შთამომავალი, იურისტი, 21 წლის
ხალხი:
გამვლელები, ბიბლიოთეკაში, ლაშქრობაზე, ავტობუსში
და “იდრუგიე”
აქა-იქა სხვა ხალხი
ყველანი რეჟისორებიც ვართ და მსახიობებიც, ანუ
“სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიომ”





Mმოქმედება იწყება მე-18-ე საუკუნეში. ჩანს სოფელი ნ. ხედი გადადის ხეივანზე, სადაც მიდიან გიორგი და მარიამი.
გ.- მამაჩემიც, დედაჩემიც, მთელი სოფელი წინააღმდეგია ჩვენი ქორწილისა, მაგრამ მე ძლიერ მიყვარხარ, მარიამ. შენ მზე ხარ ჩემი, მთვარე ხარ. ომში შენი გახსენება მამარჯვებინებს. დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ ჩემი იქნები მუდამ.
მ._ ოჰ! რას ამბობ, გულშიც არ გამივლია შენი ღალატი. უწინამც დღე დამელიოს. გიორგი, მომიტაცე და მთაში გავიქცეთ. ხო, ხო, გავიპაროთ!
გ._ მართალს ამბობ. დაე მთელი ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ განეწყოს, ჩვენ მაინც გვეყვარება ერთმანეთი. მოდი შევფიცოთ ერთმანეთს სიყვარული!
მ._ კრულ იყვეს ის, ვინც გიღალატოს, სხვას გაჰყვეს ცოლად, არ დაუჯეროს წრფელს გრძნობას. უკეთუ მონაზვნად წავალ, ვიდრე უცხოს მივთხოვდე!
გ._ ფიცხელ ომში ხმალიც შუაზე გადამიტყდეს, ჯაჭვის პერანგი გამეხეს და ცხენი დამივარდეს, ზურგში მოპარვით ლახვარი ჩამცენ, ფეხქვეშ ხიდი ჩამიტყდეს, თუ გიღალატო. ამას თავის მოკვლას ვარჩევ, დამიჯერე.
მ._ მჯერა, მჯერა...
ამ დროს ელენე ბუჩქიდან უყურებს და ჩურჩულებს
ე._ ვერა, ვერ დავაცილებ ამათ ჩემის ძალითა. რამეთუ ძლიერ არს სიყუარული მათი, თვინიერ ჩემისა გიორგის მიმართ. არა არს ნეტავ გზაი მათის გაყრისა? ოჰ, გიორგი, გულს მიწვავს სიყვარული შენი და არა რას ამბობ, მარიამი გიყვარს და მე კი ვერ მამჩნევ. მაგრამ მაცადე, ჩემი გახდები, რადგან ძლიერ არს ძალაი ჯადოსი დავარისაი.
დავარის სახლი, დიდ ქვაბში რაღაც იხარშება, დავარი კი სქელ წიგნს უზის. შემოდის ელენე.
ე._ მიშველე, დავარ. სიყვარულით ვიწვი, გიორგი კი ყურადღებას არ მაქცევს.
დ._ ოჰ, დაო ჩემო, ძვირი არს წამალი სატკივარისა შენისა, რამეთუ სხვისი შეყვარება უძნელეს არს. მომიყვანე 7 თხა და 13 წითელი მამალი და აგისრულებ გულის წადილს.
კადრი გადადის წიგნზე, შემდეგ უკან, დავარზე.
დ._ აჰა, აიღე ეს ჯადო სითხე, ჩაუსხი სატრფოს სასმელში და ასვი. სამ დღესა და ღამეში ის შენი გახდება. ოღონდ თუკი იგი ამ ჭურჭლის თუნდაც ნატეხს ნახავს, ერთ საათში გონება დაუბრუნდება და გადაგიყვარებს.
იგივე ხეივანი, ოღონდ ამჯერად გიორგი და ელენე. ამ ამბავს დაინახავს მარიამი და ჩუმად გაეკიდება.
ე._ მართალი მითხარი, საყვარელო, ჩემამდე ვინმე გყვარებია?
გ._ არა! არასოდეს! მახსოვს მხოლოდ ვინმე მარიამი, მახინჯი, რომელსაც სალაღობოდ ვატყუებდი და მასაც სჯეროდა. შენ ერთადერთი სიყვარული ხარ ჩემს სიცოცხლეში. მოგიტაცებ!
გიორგი ელენეს ხელზე ეამბორება. ლაპარაკსა და ამბორს ხედავს მარიამი და ამბობს
მ._ ჰოი ბედის უკუღმართობავ! რად აურიე გონება სატრფოსა ჩემსა?! რად გააუბედურე საწყალი ქალი?! წავალ მონასტერს და მთელს სიცოცხლეს მონაზონი ვიქნები, არ გავტეხ ფიცსა!
ხედები დედათა მონასტრიდან. ელენე აიღებს ჯადოს ჭურჭელს
ე._ გიორგი სახელოსნოშია, დიდი ხანი არ მოვა, მე წავალ და ამ ჭურჭელს მდინარეში გადავაგდებ. მანამ კი იყოს მაგიდაზე, სანამ ტანსცმელს გამოვიცვლი.
ელენეს მეზობელი ეძახის, ის გადის და სულ ავიწყდება ჭურჭელი, ამასობაში კი გიორგი, რომელიც სახელოსნოდან ადრე დაბრუნებულა, შემოდის დაღლილი და ხედავს ჭურჭელს.
გ._ როგორ მომშივდა! სადღაც მინახავს ასეთი ჭურჭელი, ალბად ძველ ხალხს ჰქონდა, მოდი შევინახავ.
და თაროზე ინახავს. შემდეგ ჩანს, რომ გადის და უკვე გზაზეა, უცებ გიორგი შეჩერდება, ქვაზე ჯდება და რაღაცას იხსენებს, ბოლოს წამოხტება და ყვირის
გ._ ჰოი, ელენე, გამაბრყვე და ძალით შემაყვარე თავი, მიმატოვებინე სატრფო მარიამი. რაღა აზრი აქვს ამის შემდეგ ჩემსა ცხოვრებას. წყეულიმც იყავ შენ და ის ხალხიც, ვისაც ჩვენი ქორწილი არ უნდოდა, მე კი შევასრულებ ფიცსა ჩემსა.
დავარის სახლი. შედის გიორგი.
გ._ დავარ, შემაცდინა ელენემ. (და უყვება თავის თავგადასავალს) სიკვდილი მსურს, მომეც საწამლავი.
დ._ ადამიანის სიკვდილი ყველაზე ადვილი მოსაგვარებელია და იაფიცაა. ჩადი და მდინარის წყალი მომიტანე ჩემთვის და მოგცემ საწამლავს.
დავარი აძლევს საწამლავს და გიორგი გადის. ამასობაში ელენე ნახავს, რომ ჭურჭელი ადგილზე აღარაა, მიიხედ-მოიხედავს და დაინახავს თაროზე, ყველაფერს მიხვდება და დავართან გაიქცევა.
ე._ დავარ, შენი ჯადო გაცუდდა. მე კი მინდა რომ ისინი სამუდამოდ დავაშორო ერთმანეთს იმ ქვეყანაშიც კი. მოიფიქრე რამე და გულუხვად გადაგიხდი. ხომ იცი, მამაჩემი ვაჭარია.
დ._ მომიტანე ქალისა და კაცის ქანდაკებანი, გიორგის გაკეთებულნი და აგისრულებ გულის წადილს.
ჩანს, როგორ შემოდის ელენე ფიგურებით ხელში. ჯადოების ცერემონიალი ეფექტებით. დავარი თავს ატეხავს ქალის ქანდაკებას, შემდეგ იღებს ყუთს და ეუბნება
დ._ გიორგის სული ამ ყუთშია. სანამ ყუთს თავი აფარია, ვერ იხილონ ერთმანეთი მან და მარიამმა. წაიღე და ღრმად ჩაფალი სადმე, რათა კაცთაგან ვერავინ მიაგნოს. ეს თავი კი ქვით კოლხოლჯის მთაზე გატეხე და მთის წვერზე ცეცხლში ჩაყარე.
ელენე გადის. დავარი კი ამბობს
დ._ ძლიერი ძალა აქვს სიყვარულსა. უძლიერესი ჯადოც კი ვერ მოერევა. ელენეს რომ მივეცი, ის ჯადოც გაცუდდება და მოისვენებენ საბრალო მიჯნურნი. ამის საიდუმლოს დავწერ და შთამომავლობას გადავცემ! იქნებ ასე ცოტათი მაინც შევასუსტო ჯოჯოხეთის ცეცხლი, მე რომ მელის.
დავარი წერს. ელენე კი ყუთს დამალავს (ქვასთან დგას და ამას ამბობს), შემდეგ წავა კოლხოლჯის მთაზე, დადებს ძირს თავს, აიღებს დიდ ქვას და ცდილობს დაარტყას თავს, მაგრამ ამ დროს შეტევა მოუვლის, ქვა გადაუვარდება, დაეცემა და მოკვდება. თავი კი გადაგორდება ძირს. დავარი კი ამ დროს ქვაზე, რომელიც ყუთზე დგას, გაურკვეველი ასოებით აწერს: "თუ ახადო ყუთი, გამოფრინდეს სული", შემდეგ კადრი გადადის თავმოტეხილ ფიგურაზე და ჩერდება.


გადასვლები, ტიტრები
2003 წ. კადრი დაშორდება და ჩანს სახლი ქანდაკებებით. ერთ-ერთს თავი არა აქვს. შემდეგ გადადის უნივერსიტეტის მიდამოზე და ჩანს ხალხი, ჩანს გურო და სოსო.
გ._ არა, განა რამეა, არავითარი პრობლემა, მაგრამ მაინც ჯობია ბიბლიოთეკაში გავიარო. სოსო, წამომყევი, რა, საქმე გექნება შენც.
ს._ კაი, წავიდეთ, ეტერმოლოგია უნდა ვნახო, საინტერესო რამეა. ოღონდ შენ რომ ეძებ, ეგეთი წიგნი ბიბლიოთეკაში კი არა არქივში უფრო იქნება.
სიცილი. კამერა უკან გაჰყვება, შემდეგ კი ჩანს თუ როგორ აძლევს ბიბლიოთეკარი რაღაც სქელსა და ძველ წიგნს გუროს, რომელიც სოსოსთან ერთად მიუჯდება მაგიდას და ფურცლის. შუა ფურცვლაში წიგნიდან რაღაც ქაღალდი გადმოვარდება.
გ._ სოს, ნახე რა გადმოვარდა, რაღაცა წერია თუ ხატია.
ს._ ვახ, ეგ რა არის? ნახე უკან კაცი ახატია და კიდევ ტანი...
გ._ ფუხ შენი, ესენი წყაროსუბნში რომ სახლია, იმას არა გვანან? შეიძლება უკან რომ ნახატებია, ვიღაცა ხატავდა და ესენიც ზედ მიახატა.
ს._ არა, ინტუიცია მეუბნება აქ რაღაც სხვაა. მოიცა, ერთი გადავხატო.
გ._ აჰა, სხვა რა უნდა იყოს...
სოსო ქაღალდს ართმევს და ხატავს, გურო კი წიგნიდან რაღაცას იწერს, ბოლოს ადგებიან და წავლენ. სოსო ეუბნება
ს._ აჰა, შენ გქონდეს, გამოგადგება რამეში.
გ._ ხარაშო, არქივში ჩავდებ.
გურო აიღებს და სახლში ამ ქაღალდს რვეულებში შეტენის. მერე გარეთ გავა. კადრი გადავა საათზე, რომელიც 14 საათს აჩვენებს, შემდეგ 18 საათი და 30 წუთი. გურო შემოდის და წიგნიდან ამოკონსპექტებულს კითხულობს, უცებ იტყვის
გ._ ეხ, ბოლომდე მაინც არ ამომიწერია, ხვალე კიდე უნდა მივიდე. რა უბედურებაა..
ჩქარი კადრი, დაღმდა და გათენდა. უნივერსიტეტი. კადრი გარბის, გამოჩნდება, გურო გამოდის და კადრიც ნორმალური ხდება. ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკარი ეუბნება გუროს
ბ._ გატანილია
და თავს აქნევს. გურო გამოდის და ამბობს
გ._ ეეჰ! ყველაფერი დასწრებაზეა, კაცო! ვის რაში უნდოდა იმოდენა წიგნი, როდის აქეთ გამრავლდნენ არქეოლოგები, ვააჰ!
ბირჟა. სოსო ამბობს
ს._ წამოი, ერთი სადმე ლაშქრობაზე წავიდეთ, ჰა, ხალხო?
გ._ ია, ია სერ, ელიდიშთ!
სიცილი. ბირჟა ყაყანებს წავიდეთო მთაშიო, სადმე. ჩანს ლაშქრობაზე მიმავალი ხალხი. ჩანს მთაც. უცებ მოლაშქრენი მიადგებიან ქვას, რომელზეც სწორედ ისეთივე ნახატებია, როგორიც ბიბლიოთეკის ფურცელზე. ერთ-ერთი მოლაშქრე ამბობს
მო._ ოხო, ხო, ხო, რა უმაღლესი მხატვრული ნიჭითაა შესრულებული, ამის დამხატველს კი დავაფსი, აი! (სიცილი)
გ._ მოიცათ, ესეთი ნახატები ერთ ფურცელზე ვნახეთ მე და სოსომ. უნდა გადავხატო.
და იხატავს. ის ისაა მორჩებიან გადახატვას, რომ უკნიდან ერთ-ერთი მოლაშქრე მიეყრდნობა და ქვა გადავარდება და ჩაცურდება. ქვის ქვეშ კი რაღაც ყუთისმაგვარი ჩანს.
მო._ ვაჰ, ეს რა არის კაცო? ტომ სოიერი ხომ არა ვართ, განძი ხომ არ ვიპოვნეთ, ჰა?
ყაყანით ამოიღებენ, ქვაზე დადებენ და ახდას ცდილობენ. ბოლოს ახდიან და ის კიდევ ცარიელია.
მო._ ეეჰ, როგორ ჩამეფუშა ოცნებები! მე ვთქვი განძია და სინდი კროუფორდს თუ არა ლულუსნაირს მაინც ვიშოვი_თქო.
სიცილი. ამასობაში კამერა ყუთიდან დაიწყებს და ჰაერში რაღაცას გაჰყვება, შემდეგ სწრაფი კადრი და უკვე წყაროსუბანი, ქანდაკებები. კამერა დაიახლოვებს კაცის ქანდაკებას. ქანდაკება ახლო ხედით ტრიდეთი, უცებ ხელი შეტოკდება და თვალებს ახელს. შემდეგ ჩანს ის, რასაც ქანდაკება ხედავს. ის აქეთ-იქით იყურება.
ქ._ ჰოი, წყეულო ელენევ, არ გვასვენებ მე და მარიამს. გინდოდა დაგეცილებინე მაგრამ ვერ მოგართვი. შენ ახლა ჯოჯოხეთში იწვი, მე კი მარიამი ისევ მიყვარს. მალე მარიამ, ერთად ვიქნებით და შემდეგ გადავუხდით სამაგიეროს ყველას, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც. მთავარია კაცმა ვინმემ გამოიაროს.
ამასობაში კი მხოლოდ ქალები დადიან ქუჩაში. ბოლოს გამოჩნდება ვანო.
ქ._ ჰეი, მღილო, მომიახლოვდი და ხელი შემახე!
მართლაც ჩანს თუ როგორ მიდის ვანო ქანდაკებასთან და ხელს ადებს. უცებ ხელსა და ქანდაკებას შორის ელვა გავარდება და ვანო უკვე ვანო კი არა გიორგია ვანოს ფიტულში. ვანო სულ სხვა მიმართულებით დაიწყებს სიარულს.
მოლაშქრეები კი გზას განაგრძობენ. მოსახვევთან გურო ქვას შეხედავს, ის კი დაცურებული კი არა, თავის ადგილზეა და ყუთიც არ ჩანს.
გ._ ე, ე, ხალხო! ნახეთ ქვა ისევ თავის ადგილზეა, თქვენ დადეთ? არა? ვაჰ, მაშ რა მოხდა? აქ რაღაცაშია საქმე, მოდით ახლოს მივიდეთ.
მოლაშქრენი მივლენ ქვასთან და ნახავენ, რომ ნახატები აღარ არის, სამაგიეროდ გარკვევით წერია:" თუ ახადო ყუთი, ამოფრინდეს სული". ხალხს შეეშინდება და ერთმანეთს ასწრებენ. მარტო სოსო და გურო რჩებიან და ამ ფრაზასაც გადახატავენ.
ს._ ახლა კი სანამ დროა....
გ._ ცოცხი, ცოცხი, ცოცხი!!!!
და ესენიც ერთმანეთს ასწრებენ. კადრი გადადის ვანოზე, რომელიც სტალინის სახლმუზეუმის ეზოში მიდის და აქეთ-იქით იყურება. უცებ დაინახავს ერთ-ერთ სკამზე ზის გოგო.
ვ._ (ჩუმად) აი, სად გამომადგა უცხო სხეული, (ხმამაღლა) ვაა, თაკო, თაკო. როგორა ხარ თაკო? სადა ხარ რო არა ხარ? სად დაიკარგე, გოგო, ჰა? (გვერდით მოუჯდება)
თ._ ეჰ, ვანო, იცი ბაბო გარდამეცვალა და იმიტომ არ ვჩანდი. ისე შენ როგორა ხარ?
ვ._ რა ვიცი, ვცოცხლობ, რა. ვარ ასე უსიყვარულოდ
თ._ უსიყვარულოდ თუ ხარ, მით უკეთესი! რად გინდა შეყვარებული, ზედმეტი ხარჯია, ჰა, რას იტყვი?
ვ._ ეჰ, მაგას რატომ ამბობ?! სიყვარული მაგარია!
თ._ ვაჰ!? (იცინის) ეგ როდის გაიგე?
ვ._ ე, შენ ხუმრობ და იცი რას მომიყვნენ? (გიორგის ამბავს ყვება) და ამბობენ იმ ქვეყანაშიც ერთად იყვნენო.
თ._ ხო, ეგეთი რაღაცა მეც მომიყვა ბებიაჩემმა იმენა სიკვდილის წინ. მარტო მე დამტოვა და მომიყვა. მე კი ვიფიქრე მომაკვდავს აბოდებს_თქო. ჰო, იცი კიდე რა მითხრა? ეს ამბავი მე-18-ე საუკუნეში დაიწყო და ასე ვუყვებით შთამომავლობასო.
ვ._ ვახ, მართლა კაცო?
თ._ იცი, ასე თქვა, მაგ ამბის სიდუმლო ერთ წიგნშიაო და მითხრა რომელშიც. სახლში მაქვს, ბიბლიოთეკაში ვიპოვე. წამოდი განახვებ, მე ვერაფერი გავუგე.
ადგებიან და წავლენ. შემდეგ ჩანს ოთახი, მაგიდა, სკამები, კარადა და სხვ. ვანო ზის სკამზე, თაკო კი ამბობს
თ._ ყავას მოვადუღებ, ხო დალევ? ისე წიგნი კი აი თაროზე დევს, ნახე აბა.
თაკო გადის. ვანო კი წიგნს აიღებს და თითოეულ გვერდს საგულდაგულოდ გასინჯავს. ამასობაში თაკო შემოდის ფინჯნებით ხელში.
თ._ არაფერია, არა? ხო, ეგრეა! ერთი რაღაც ფურცელი იდო და შევინახე.
ვ._ აბა მანახვე.
თაკოს მოაქვს სწორედ ის ფურცელი, რომელიც ნახეს გურომ და სოსომ.
თ._ აი, ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო. რაღაცეები ხატია, ხაზია, ბღაჯნია. რაა კაცო ეს?
ვ._ ეჰ, მაიმუნობაა რაღაცა. მოდი ისევ წიგნი ვნახოთ.
თაკო წიგნში იყურება. ამ დროს ვანო მის ყავაში რაღაცას ყრის. შემდეგ ფურცელს ხელში ათამაშებს და შეუმჩნევლად ჩაიდებს ჯიბეში. ყავას სვამს და კარგიაო, ამბობს. თაკოც მოსვავს და წიგნს დაუბრუნდება. მალე ვანო ადგება და აბა წავედიო და წავა. თაკო გააცილებს. შემდეგ უკან დაბრუნდება, წიგნს დახურავს და თაროზე შედებას აპირებს, მაგრამ ძალა არ ეყოფა, დაიჩოქება და წაიქცევა.
ვ._ ესე არს მსხვერპლი პირველი ჩვენსა სიყუარულსა ზედა, მალე ერთად ვიქნებით, მარიამ, მალე!
ეფექტები. თანდათანობით გადადის ბირჟაზე, სადაც ერთი ჩოჩქოლი და ალიაქოთია.
მო1._ ეს რა ვნახეთ, ხალხო? გაგონილა ქვა თავისით დაბრუნდეს ადგილზე?
მო2._ მაშა, მაშა! ან კიდე ის ნაწერი, რაიო, რა ეწერა?
ს._ თუ ახადო ყუთი, გამოფრინდეს სული. ნეტა რამე ხომ არ გავაფუჭეთ, ჰა?
მო3._ მოიცა კაცო, გულს ნუ მიხეთქავ. ჯერ ეს უჟასები არ მეყოფა, ახლა კიდე ეს ქვა. ფუიი!
გ._ არადა ის ძველი ნაწერი.... ე, ბიბლიოთეკაში რომ ფურცელი ვნახეთ, იმისი ასლი ხომ გვაქვს. მართალია, ქენ იშ ნიშთ, მაგრამ მე მაინც შევადარებ.
ს._ მოიტა, ქსეროქსს გადავიღებ, მეც იქნება გამომივიდეს რამე.
გ._ იეროგლიფები გაშიფრეს და ჩვენ რა ეშმაკი მოგვივა?
მო1._ ეშმაკიო? ფუი ეშმაკს! გაქრი!
ვანო ზის ახალბაღში და ფურცელს უყურებს.
ვ._ კოლხოლჯი, მთაი დაწყევლილი და უბედური. უკეთუ ფეხით წარვალ, დღესა ორსა ჩავალ, არა ნაკლებსა. რამეთუ ესე ეშმაკის მანქანანი არა წმინდანნი არს, მიჯობს ფეხითა ჩემითა გავუდგე გზასა.
და წამოდგება და წავა. ამ დროს გურო და სოსო ფურცლის საიდუმლოს იკვლევენ. ღამე, გადაღება და ეფექტები. დილით უცებ გურო წამოხტება, წამოხტება სოსოც და ორივე იძახის: "ევრიკა". ორივენი ერთმანეთთან გარბიან.
გ._ არის!..
ს._ ხო, არის, მაგრამ რა არის!?
გ._ ჯანდაბა, ნახე რა ეწერა? რას უნდა ნიშნავდეს?
ს._ ჩემთან ასე იყო: "მიდი მთასა კოლხოლჯისასა და იპოვიდე თავსა თიხისასა. ესე არს ჯადოი და გაცუდდების, უკეთუ წყალში ჩავარდის, მიწაში ჩაიფლის ანუ დაიმტვრევის და ნამტვრევნი ჩაიყრების წყალში. მოსძებნის თავსა ამასა კაცი ერთი და თუ თავის ალაგას დააბრუნის, უფრთხილდი!"
გ._ ჩემთანაც. ეს ნიშნავს, რომ წყაროსუბანში რომ ტანს თავი აკლია, ის თავია კოლხოლჯზე. ეს თავი უნდა წყალში ჩავარდეს ან მიწაში ჩაიფლოს ან დაიმტვრეს. ვიღაცა კაცი უნდა მივიდეს და ჩვენ კიდევ იმ კაცს უნდა მივასწროთ. ეს ყველაფერი კარგი, მარა კოლხოლჯი სადღაა?
ს._ ძველი რუკა გვინდა. მე მაქვს ერთი ძველი რუკა. ფურცელს რომ უკან გზა ახატია, იმას მივყვეთ.
გ._ წამოო!
გურო და სოსო დაჯდებიან და რუკასა და ფურცლებს უკირკიტებენ. ბოლოს
ს._ ბიჯო, ეს გზა არ არის ამ ფურცელზე? ნახე, ნახე. ცოტა გვერძე კია, მაგრამ ეგ არის. დასაწყისი კიდე წყაროსუბანში იქნება, მა! ამ რუკის მიხედვით უნდა გავყვეთ ...-ის ავტობუსს.
ესენი ადგებიან და სადგურში წავლენ. შემდეგ ხედი ავტობუსში. რაღაც მომენტში ფანჯრიდან ჩანს ვანო, ფეხით რომ მიდის.
გ._ვახ, ვანო? ეს იცი ვინ არის? აი თაკო რომაა, ჩემი ნაცნობი, იმისი ამხანაგია, შორიდან ვიცნობ.
ჩავლენ და ერთ-ერთი მთისკენ წავლენ. მთის ძირში
ს._ აი, ეს უნდა იყოს.
გ._ ეუფ, ამხელა მთაზე იმ თავს რა მოძებნის!
და ეძებენ. ამ დროს მოვა ვანოც.
ვ._ აი მთაი კოლხოლჯისაი. რამეთუ ვიცი სადაც იყო სამსხვერპლოი, მე ვიპოვნი თავსა მასსა.
და აიუყვება ბილიკს. ამ დროს გუროსა და სოსოს ყურადღებას იქცევს დიდი ქვა და მის წინ ნაცრის კვალი.
გ._ ეს რა არის, მწყემსები თუ იქნებოდნენ. მოდი ვნახოთ, აბა, რა გვაქვს.
ს._ ეხ, ნაცარი, ქვები, ბალახი. სად არის აბა თავი. იქნება თქვა აი ეს არისო.
და ბუჩქის ძირში დადებულ თავზე მიუთითებს. ამ დროს ვანოც ამოვა და დაინახავს.
გ._ სოსო, ეს ხომ ნამდვილად ის თავია. უნდა გატყდეს!
ვ._ ჰოი, მარიამ! თითსაც ვერ დააკარებთ თავსა მაგასა, უკეთუ მოვკვდე ვიდრე ეგ დაგითმოთ.
ამოიღებს დიდ დანას და ბიჭებისკენ გაექანება.
გ._ ვანო არს კაცი იგი. სოსო, ცოტა ხნით ბორჯღალოსნები გავხდებით!
დაავლებს თავს ხელს და გაიქცევა. ვანო უკან მისდევს. უნდა დაეწიოს, რომ გურო რეგბის ილეთით უკან მიაწოდებს სოსოს. ვანო ეხლა მას მისდევს. მაგრამ სოსო ისეთ რგოლებს აკეთებს, ვანოს თავგზა ებნევა და წყევლა-კრულვით დასდევს უკან.
ერთი მოხვევაც და სოსოს, რომელიც მეტისმეტად ახლოს მისულა კიდესთან, ფეხი დაუცურდება და კიდიდან ვარდება. გვერდით ხედში ჩანს როგორ კიდია ის ბუჩქზე ცალი ხელით, მეორეში თავით.
ვ._ მომეც თავი და ამოგიყვან.
გ._ უხ, შე დამპალო!
და ვანოს ფეხს გამოჰკრავს. გაბრაზებული ვანო მას გაეკიდება და ის ისაა დაიჭირა და დანა უნდა გამოუსვას, რომ სოსოს ბუჩქი მოსწყდება და სოსო მდინარეში ვარდება თავიანად. სპეცეფექტები. ვანო დაეცემა და ფართხალებს. მერე წამოდგება.
ვ._ ვახ სადა ვარ ტო? ვა, გურო? რა გვინდა ძმა, აქ, ჰა? ეს დანა სადღა გავჩითე, რა ნაღდი რამეა, ჩემი...
გ._ ეჰ, ვანო!
გურო გარბის და კიდესთან მირბის. იქიდან კი მარტო რგოლები ჩანს წყალზე. სოსოო! ყვირის გურო და დაბლა ჩარბის. მისდევს ვანოც. ისინი ნაპირზე დგანან, სოსო კი არა ჩანს.
გ._ სოსოო! (ტირის) სად არის სოსო?
ვ._ კაი ხო, კაი, ხო, ვაახ.
ისინი ზურგით შემობრუნდებიან. ამ დროს კამერა იმენა კიდეს იღებს. იქ კი ჯერ ერთი სველი ხელი გამოჩნდება, მერე მეორე. მერე სოსო ამოვა და გუროს უსმენს. უსმენს, უსმენს, ბოლოს მივა და ეუბნება
ს._ ისაა, რომელი საათია უკაცრავად, ავტობუსს მივუსწრებთ?
გ._ ეხ, სოსო, რაღად გინდა ეხლა ავტობუსიი! (გამოცოცხლდება) რაო? ავტობუსიო? სოსო, ცოცხალი ხარ!
კადრი ჩერდება. იცრიცება და ჩანს დავარი.
დ._ მოისვენა ორმა საბრალო შეყვარებულმა, მადლობა შენდა უფალო!
კამერა დაშორდება გამოქვაბულს და საკმაოდ შორს წამოვა. კადრი ბნელდება. შემდეგ წერია: 2303 წელი. ვიღაცის სახლი. ვიღაც ქურდულად შემოიპარება, დადებს მაგიდაზე ყუთს და ახდის
ეეეჰ, ცარიელი ყოფილა!
დავარის შეცბუნებული სახე. კიდე, კაცო? ამბობს ის.
ტიტრები, ნახატები, სასაცილო კადრები
დასასრული



****************
გთხოვთ ძალიან არ დამცინოთ. :):) დამახსოვრებულია 2003 წლის 14 ივლისს. :)

2 comments:

Anonymous said...

nu dzalian ar dagcinebt :P :D :D :D

nino said...

aaauuuuuuuuuu ai dzaaaaaaan vicinee :D :D guro vici vincaa, sosos vxvdebi ashkarad :D vin aris vano? :D au vkitxulobdi da warmogidginet tan, rogor daxdit borjgalosnebi da rogor daixrcho soso :D