Sunday, May 9, 2010

ქუჩაში თუ შეგხვდით..

არავის დავუთაგივარ, უბრალოდ მომეწონა იდეა და გადავწყვიტე ჩემით დამეწერა. ბაზისად ავიღე ჰექსეს პოსტი და მის მიხედვით დავწერ.
პირველი რაც თვალში მოგხვდებათ ისაა, რომ "ჩაციკლული" სიარულის მანერა მაქვს და მასთან საკმაოდ სწრაფი. ამას პლუს მაღალი ვარ საკმაოდ და ვატარებ სათვალეს. პლუს თმა თითქმის აღარ მაქვს თავზე. და კიდევ მოსალოდნელია რომ კლასიკურ ფორმაში ვიყო.

გარეგნული მხარე
ვარცხნილობა - სადაა ვარცხნილიობა, თმა და კაი ცხოვრება. ის კი არა და ვფიქრობ სულაც გადავიპარსო ნახ!

ჩაცმის სტილი - ჩემი ტკივილია. არის ხალხი, ვისაც ძალიან უყვარს ტანსაცმელის ყიდვა. აი მაგალითად ჰექსეს, როგორც მე მახსოვს, არ უყვარს საჭმლის ყიდვა. აი მე არ მიყვარს ტანსაცმლის ყიდვა. განა იმიტომ რომ ფული მენანება. პროსტა არ ვიცი რა ვიყიდო. :) ერთი ასიანია: სპორტულ ტანსაცმელზე მეტად კლასიკური მიხდება. მაგრამ ამ სიცხეში კოსტუმით ვერ ივლი კაცი სულ.

ფეხსაცმელი - ტანსაცმელზე დიდი ტკივილია ფეხსაცმელი. იმიტომ რომ 46 ზომა ფეხი მაქვს და ამხელა ფეხსაცმლის და თუნდაც ბოტასის ყიდვა პრობლემატიურია. თუ გამიღიმებს ხოლმე ბედი და ჩემს ზომა ფეხსაცმელს ვიშოვი, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დეიარება დუნიაზე.

ფერები - მიყვარს მწვანე ფერი. ამის მიუხედავად არც ერთი ტანსაცმელი არ მაქვს მწვანე ფერის. :) ასე რომ შავი, თეთრი, წითელი და ლურჯი ფერების კომბინაციით მიცნობთ.

პირადი თვისებები
არ მიყვარს ლაპარაკის დაწყება. მაგრამ თუ დავიწყე და მით უმეტეს თუ თანამოსაუბრე ამყვაა.. ვაიმეე! სულ ვეუბნები თავს: მეტს ილაპარაკებ - მეტ სისულელეს იტყვი თქო. მარა რაი მერე? მიყვარს წესრიგი, სისუფთავე და ძილი. ასევე ვარ ზარმაცი და შეიძლება ყვეეელა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი დავიკიდო და დავიძინო.

სხვა განმასხვავებელი ნიშნები
გარეგნულად დიდი არაფერი, ცოტა დაბალი რომ ვიყო ისე გავითქვიფებოდი მასაში, კაცი-შვილი ვერ მიცნობდა. ნუ, ვცდილობ შემეძლოს ვისაუბრო ყველა თემაზე. ხანდახან გამომდის. სულ ორი სფეროა, სადაც ცოდნა არ მაქვს: სპორტი და მანქანები. ასე რომ თუ გინდათ რომ ჩემი გაკვირვებული და/ან დაბნეული სახე დაინახოთ, მესაუბრეთ სპორტულ მანქანებზე.

ქუჩაში თუ დამინახავთ
ჯობია არ მომესალმოთ. იმიტომ რომ ვერ ვიტან სურპრიზებს და მოულოდნელობებს. ალბათ ეს მინუსია მთელი ცხოვრება საათივით გქონდეს გაწერილი და იცოდე რა დროს რა მოხდება. რევიც.. და კიდევ, ლაპარაკს ჯობია მომწეროთ, გადასარევი ხმა არ მაქვს და ვდუდღუნებ უგზო-უკვლოდ.

1 comment:

vasasi said...

ჩაცმაში რავა ერთნაირები ვყოფილვართ.. მეც ეგრე ვარ, არ მიყვარს ტანსაცმლის ყიდვა, სულ ეჭვებში ვარ, რომ არ მომიხდება და ბოლოს იმას ვყიდულობ, რაც ყველაზე ძალიან არ მომწონს..

:D